👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
მსოფლიოში ყველაზე დიდი Starbucks-ი ჩინეთის ქალაქ შანხაიში გაიხსნა. ამის შესახებBloomberg-ი წერს. ყავახანა დაახლოებით საფეხბურთო მოედნის ნახევარ ტერიტორიაზეა განთავსებული.
ჩინეთი Starbucks-ისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბაზარია - სიდიდით მეორე და წარმოების გაზრდით პირველი. ამ ქვეყანაში კომპანიის გაყიდვები 8%-ით გაიზარდა, მაშინ როცა გლობალურ ბაზარზე გაყიდვების გაზრმად მხოლოდ 2 % შეადგინა.
Starbucks-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კევინ ჯონსონმა განაცხადა, რომ კომპანია ჩინეთში უფრო მეტ ყავახანას ხსნის ვიდრე აშშ-ში. ჩინეთში უკვე გახსნილია 3 ათასი კაფე და 2021 წლისთვის კიდევ 2 ათასის გახსნას გეგმავს.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:
Post a Comment