Monday, June 18, 2018

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „გავაზის საუკეთესო ვენახები“ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე აღიარება მოიპოვა.

„მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კო­ო­პე­რა­ტი­ვე­ბის ხელ­შე­წყო­ბის“ სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კო­ო­პე­რა­ტივ­მა „გა­ვა­ზის სა­უ­კე­თე­სო ვე­ნა­ხე­ბი“ თბი­ლის­ში, ღვი­ნის მე-10 სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სში “International Wine Competition 2018” მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ბა. კონ­კურ­სზე წარ­დგე­ნი­ლი იყო კო­ო­პე­რა­ტი­ვის პირ­ვე­ლი მო­სავ­ლი­დან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ღვი­ნის 3 ნი­მუ­ში. ღვი­ნო - სა­ფე­რა­ვი და კა­ხუ­რი, ვერ­ცხლის მედ­ლით და­ჯილ­დოვ­და, ხოლო რქა­წი­თე­ლი - ბრინ­ჯა­ოს.
კონ­კურ­სზე 60-მდე კომ­პა­ნი­ი­სა და სა­ო­ჯა­ხო მარ­ნის ღვი­ნის 250 ნი­მუ­ში იყო წარ­დგე­ნი­ლი. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ღვი­ნო 8 კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­მოვ­ლინ­და.კონ­კურ­სის ჟი­უ­რი­ში ქარ­თველ ენო­ლო­გებ­თან - გი­ორ­გი და­ქიშ­ვი­ლი, მიშა მეს­ხი და ლე­ვან მე­ხუზ­ლას­თან ერ­თად მოწ­ვე­უ­ლი იყ­ვნენ ღვი­ნის მა­გის­ტრე­ბი: ტიმ ატ­კი­ნი (დიდი ბრი­ტა­ნე­თი), იზა ბა­ა­ლი (თურ­ქე­თი), სარა ებო­ტი ( დიდი ბრი­ტა­ნე­თი), კე­ნი­ჩი ოჰა­ში (ია­პო­ნია), ფუ­ნიე ვოლ­კე­რი (ჩი­ნე­თი).
აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­კურ­სი „ღვი­ნი­სა და ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნის - WinExpo Georgia 2018“-ის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თა. „WinExpo Georgia“-კომ­პა­ნია „ექ­სპო ჯორ­ჯი­ას“ ორ­გა­ნი­ზე­ბით იმარ­თე­ბა, ღო­ნის­ძი­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რია სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო, ასე­ვე ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო.
„მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კო­ო­პე­რა­ტი­ვე­ბის ხელ­შე­წყო­ბის“ სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა 2017 წელს პირ­ვე­ლად გან­ხორ­ცილ­და და მის ფარ­გლებ­ში კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში ყუ­რძნის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი 3 კო­ო­პე­რა­ცი­უ­ლი სა­წარ­მო გა­იხ­სნა.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment