Thursday, March 14, 2019

ჩინეთის სკოლა მოსწავლეების მშობლებმა შტურმით აიღეს

ჩინეთის ქალაქ ჩენდუში კერძო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია მოაწყვეს და შეეცადნენ შტურმით აეღოთ სასწავლო დაწესებულება, რომელსაც პოლიცია იცავდა. მიზეზი ბავშვებში გაჩენილი ჯანმრთელობის პრობლემები გახდა, რაც სკოლაში გაფუჭებულმა პროდუქტებმა გამოიწვია. ამის შესახებ გამოცემა The Epoch Times-ი 

როგორც მშობლები აცხადებდნენ, ბავშვებს კუჭის და რესპირატორული დაავადებები აწუხებდათ. სოციალურ ქსელში მშობლებმა გაავრცელეს პროდუქტების ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ პროდუქტებს ობი აქვთ მოდებული. ფოტოების გადაღება მათ მოახერხეს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მშობელმა სკოლის სასადილოში მუშაობა დაიწყო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment