Pages

Thursday, July 31, 2014

სტუ--ის სტუდენტებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში საზაფხულო სკოლა მოეწყო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სტუ-ის წარჩინებული სტუდენტებისთვის ჩატარდა საზაფხულო სკოლა თემაზესაკონსტიტუციო სამართალწარმოება“. სკოლა 20 ივლისს გაიხსნა და 25 ივლისს დაიხურა.


პროექტში მონაწილეობდა 14 სტუდენტი, რომლებსაც ლექციები ჩაუტარეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა, სასამართლოს სამართლებრივმა მრჩეველმა გიორგი სულხანიშვილმა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა.

2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ადმინისტრირების ვადები







მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ!

მობილობის მსურველი სტუდენტი პორტალზე უნდა დარეგისტრირდეს  და გააკეთოს ელექტრონული  განაცხადი პირველი აგვისტოდან  21 აგვისტოს  18:30 საათამდე.

სტუდენტის არჩევანი ჩაითვლება რეგისტრირებულად მხოლოდ  მობილობის საფასურის, 40 ლარის, გადახდის შემთხვევაში. 

თანხის გადახდა შესაძლებელია მობილობაზე ელექტრონული განაცხადის გაკეთების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 21 აგვისტოს 18:30 საათისა,  სს საქართველოს ბანკის ფილიალებში ან ონლაინ რეჟიმში. 

მობილობის შედეგები მობილობის პორტალზე გამოცხადდება 25 აგვისტოს.

დადებითი პასუხის შემთხვევაში, სტუდენტმა 25-26 აგვისტოს უნდა მიმართოს მიმღებ უმაღლესს და დაადგინოს  დოკუმენტების წარდგენის ვადა. 


უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ  მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადაა - 2014 წლის 15 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით;

2.  სტუდენტის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადაა  - 2014 წლის პირველი აგვისტოდან 21 აგვისტოს 18:30 საათამდე;

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების ცენტრში წარმოდგენის ვადაა - 2014  წლის 26 აგვისტოდან  11 სექტემბრის  ჩათვლით;

4. განათლების ხარისხის განვითარების  ეროვნული ცენტრის მიერ სტუდენტთა ჩარიცხვის შესახებ დასკვნების გაცემა და სტუდენტთა მობილობით ჩარიცხვის შესახებ დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს მიერ ბრძანების გამოცემის ვადაა -  1 ოქტომბრამდე. მნიშვნელოვანია,  უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ  სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის ბრძანების გამოცემამდე აცნობოს სტუდენტს მისთვის აღიარებული კრედიტების ოდენობის თაობაზე. 

5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ  მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ სამართლებრივი აქტების რეესტრში ასახვის ვადაა - არაუგვიანეს 3 ოქტომბრისა;

6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ  მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ სამართლებრივი აქტების ცენტრში წარმოდგენის ვადაა - არაუგვიანეს 6 ოქტომბრისა;

7. იმ  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, საიდანაც გადავიდა სტუდენტი,  ცენტრში სტატუსის შეწყვეტის ბრძანების წარმოდგენის ვადა განსაზღვრულია არაუგვიანეს 7 ოქტომბრამდე.
eqe.ge

Wednesday, July 30, 2014

ოთო გურგენიშვილმა ბავშვი სიკვდილისგან იხსნა, თვითონ კი დაიღუპა

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 21 წლის ოთო გურგენიშვილი გარდაიცვალა. მან სიკვდილს მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა, რომელსაც გზაზე გადასვლის დროს მანქანა ეჯახებოდა. ოთო გურგენიშვილმა ბავშვს ხელი ჰკრა და მანქანას აარიდა, რის შემდეგაც „დიდი სისწრაფით მიმავალი „მერსედესის ჯიპი“ მას დაეჯახა.
ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთო გურგენიშვილი გარდაიცვალა, მისი მეგობარი გოგონა კი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა, მსუბუქად დაშავდა.
ოთო გურგენიშვილი „საქართველოს ბანკსა“ და სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ პიარის და  გაყიდვების მიმართულებით მუშაობდა.
ის პოეზიითაც იყო გატაცებული. ოთოს ლექსები „ფეისბუქზე“ შექმნილ გვერდზე „ოთო გურგენიშვილის პოეზია“ ქვეყნდებოდა. ამ გვერდზე მის მიერ გამოქვეყნებული ბოლო პოსტი ასეთია:
„ბიჭებო (მამაკაცებო), უთხარით თქვენს გოგონებს (ქალებს), რომ ძალიან ლამაზები არიან. მხოლოდ სამი სიტყვაა სათქმელი და სამაგიეროდ მათი სახეების დანახვა უნდა გიღირდეთ ყველაფრად. იყავით უფრო მეტად ხალისიანები და ლაღები. გაილამაზეთ ცხოვრება და ყოველთვის და ყველგან გახსოვდეთ, რომ ბედნიერება ნამდვილად წვრილმანებშია“.

სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, ოთომ გვერდზე დედამისის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „დედის სათუთ გულს გაუფრთხილდით ! მიყვარხარ დედა“.
ick.ge

ერთიანი ეროვნული გამოცდები - აპელაცია

აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 4 აგვისტოს 10:00 საათიდან 8 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე www.naec.ge და online.naec.ge შესაბამისად, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების დამატება/შეცვლა 8 აგვისტოს 18:00 საათამდე შეეძლებათ.

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური:

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:


1) საქართველოს ბანკის სერვის ცენტრები - 0,5 ლარი;
2) ვებგვერდზე ipay.ge - 1 ლარი;
3) "აიფეის" აგენტების ქსელში (საჯარო რეესტრის სააგენტოებში) - 0.5 ლარი;
4) "საქართველოს ბანკის" თვითმომსახურების ტერმინალით - 1 ლარი (მომსახურება გააქტიურდება 5 აგვისტოდან);
5) საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - 1 ლარი.

გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აბიტურიენტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი, პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) სერია და ნომერი. ერთი გამოცდის შედეგის აპელირების საფასურია 50 ლარი (შეფასების ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან უბრუნდება აპლიკანტს).
საფასურის გადახდა შეუძლია როგორც აპლიკანტს, ისე სხვა პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს აპლიკანტის შესაბამის მონაცემებს.
გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში.

სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს online.naec.ge ან www.naec.ge და აპელაციისათვის განკუთვნილ ღილაკზე დაჭერის შემდეგ შესაბამის ველებში შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი.

მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ აჭერთ ღილაკს "შესვლა" და იწყებთ თქვენთვის სასურველი საგნის შერჩევას გამოცდების ჩამონათვალიდან (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, საგანს ვერ აირჩევთ).

საგნის მითითების შემდეგ უნდა აირჩიოთ დავალებები, რომელთა გასაჩივრებასაც აპირებთ. შეგიძლიათ აირჩიოთ ყველა დავალება.

ამ აღნიშვნების განხორციელების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს ინახავს როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა.
გაითვალისწინეთ, დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს "გაგზავნა".
გაგზავნის შემდეგ განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.


გაითვალისწინეთ, ორი ან მეტი გამოცდის შედეგის აპელირებისას უნდა შეავსოთ შესაბამისი ინფორმაცია ყველა გამოცდისათვის და მხოლოდ ამის შემდეგ გაგზავნოთ განაცხადი.

განაცხადი ასევე გაიგზავნება თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე (ეს ველიც სავალდებულოა და უნდა შეივსოს, შეგიძლიათ მიუთითოთ როგორც რეგისტრაციისას გამოყენებული, ისე სხვა ელექტრონული ფოსტის მისამართი).

განაცხადების მიღება შეწყდება 8 აგვისტოს 18:00 საათზე.

გისურვებთ წარმატებას!


ინფორმაცია განაცხადში ცვლილების შეტანის შესახებ

ინფორმაცია ფაკულტეტების ჩამონათვალში ცვლილების შეტანის შესახებ

გაითვალისწინეთ, რომ 8 აგვისტოს 18:00 საათამდე გაქვთ შესაძლებლობა, აირჩიოთ, დაამატოთ, შეცვალოთ ფაკულტეტი.

ცვლილების განსახორციელებლად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს www.naec.ge ან   online.naec.ge. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის განკუთვნილ ფანჯარაზე დაჭერის შემდეგ კი შესაბამის გრაფაში შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი და ამ ფოსტაზე მიღებული პაროლი. იმ შემთხვევაში, თუ არ გახსოვთ პაროლი, ელექტრონული ფოსტის შეყვანის შემდეგ დააჭირეთ შეხსენების ბმულს ("თუ თქვენ არ გახსოვთ თქვენი პაროლი..."), რის შემდეგაც მიიღებთ ახალ პაროლს ელექტრონულ ფოსტაზე.

ფაკულტეტის (პროგრამის) დამატებისას კურსორი უნდა დააყენოთ იმ არჩევანზე (პროგრამაზე), რომლის შემდეგაც გსურთ პროგრამის (ფაკულტეტის) დამატება. იმ შემთხვევაში, თუ ახალი პროგრამის დამატება პირველ ნომრად გსურთ, დააყენეთ კურსორი პირველ არჩევანზე, დაამატეთ პროგრამა, შემდეგ წაშალეთ პირველ ნომრად მითითებული ფაკულტეტი, რის შემდეგაც ახლადარჩეული პროგრამა განაცხადში პირველი აღმოჩნდება. იმ პროგრამის დამატებას, რომელიც წაშალეთ, ანალოგიური წესით შეძლებთ.

თუ ფაკულტეტს დაამატებთ კურსორის კონკრეტულ პროგრამაზე დაყენების გარეშე, სისტემა ავტომატურად დაამატებს მას ბოლო პოზიციაზე.

ცვლილებების შეტანის შემდეგ აუცილებლად დააჭირეთ შენახვის ღილაკს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილებები განაცხადში არ აისახება!

შეგახსენებთ, რომ ელექტრონულ განაცხადში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული აღარ არის. ამ ცვლილებამ დღის წესრიგიდან მოხსნა მეორადი ჩარიცხვების საჭიროება. შესაბამისად, თუ მეორად ჩარიცხვებში მონაწილეობას შესაძლებლად მიიჩნევდით, უმჯობესი იქნება, თავიდანვე მიუთითოთ ყველა პროგრამა, რომელზეც თქვენ მიერ არჩეული გამოცდები ბარდება.

სახელმწიფო დააფინანსებს სტუდენტების სწავლას სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ დარგებზე/სპეციალობებზე:

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!
naec.ge

Tuesday, July 29, 2014

სტუ-ის თეატრმა გერმანიაში საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

14-20 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია "მოდი ნახემ" გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში წარმოადგინა სპექტაკლი ოტია იოსელიანის ნაწარმოების მიხედვით "ექსვი შინაბერა და ერთი მამაკაცი". სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი, მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელია სტუ- თეატრ-სტუდია "მოდი ნახეს" მთავარი რეჟისორი ნუგზარ ბუცხრიკიძე.

სპექტაკლების ჩვენება . კარლსრუეს სანდკორნ თეატრში 16-17 ივლისს გაიმართა. მას ესწრებოდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები, თეატრის მოყვარულები, კრიტიკოსები და ოფიციალური პირები, მათ შორის, ქალაქის მერი ვოლფრამ იაგერი.

სპექტაკლების ჩვენებას დიდი წარმატება ხვდა წილად, რაც მაყურებელმა ხანგრძლივი ოვაციითა და აპლოდისმენტით, ხოლო თეატრის კრიტიკოსებმა სხვადასხვა გაზეთში გამოქვეყნებული დადებითი რეცენზიებით გამოხატეს. კრიტიკოსების განცხადებით, სპექტაკლი გამოირჩეოდა მაღალმხატვრული, საინტერესო რეჟისორული მიგნებებით, გადაწყვეტილებებითა და პროფესიონალური სამსახიობო ოსტატობით. განსაკუთრებით აღინიშნა სპექტაკლში მონაწილე მსახიობების მუსიკალური მონაცემები და პლასტიკა, რომელიც ორგანულად ერწყმოდა სპექტაკლის ორიგინალურ მხატვრულ ჩანაფიქრს.

სპექტაკლების ფრაგმენტები ნაჩვენები იქნა სხვადასხვა გერმანული სატელევიზიო არხის საშუალებით, ასევე, დაიბეჭდა ვრცელი საგაზეთო სტატიები და პუბლიკაციები 15-მდე გერმანულ გაზეთსა და ჟურნალში, მათ შორის აღსანიშნავია ბადენის ცენტრალური გაზეთი (BNN), "კურიერი", "კარლსრუე და რეგიონები" და სხვა.

სპექტაკლების შემდეგ სტუ- თეატრ-სტუდია "მოდი ნახემ" წარმოადგინა სპეციალური საკონცერტო პროგრამა, რომელშიც მონაწილეობდნენ თეატრ "მოდი ნახეს" ფოლკლორული თვითმოქმედი კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები.

თეატრის დელეგაცია საზეიმო ვითარებაში მიიღო ქალაქ კარლსრუეს მერმა ვოლფრამ იაგერმა, კარლსრუეს მერიის წინ აღიმართა საქართველოს დროშა და გაიმართა ოფიციალური მიღება მერიის სადღესასწაულო დარბაზში.

სტუ- თეატრ-სტუდია "მოდი ნახეს" ოფიციალური მასპინძელი იყო ქალაქ კარლსრუეს სანდკორნ-თეატრი, მისი დამფუძნებელი - პროფესორი, დოქტორი ზიგფრიდ კრაინერი და თეატრის მთავარი რეჟისორი შტეფი ლაკნერი.

სტუ- დელეგაციას გერმანულ ფედერაციულ რესპუბლიკაში ხელმძღვანელობდა და ასევე, თეატრის მიერ წარმოდგენილ სპექტაკლში მთავარ როლს ასრულებდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი ქეთი ქოქრაშვილი.


სტუ- თეატრსა და სანდკორნ თეატრს 30 წლის განმავლობაში აკავშირებთ მეგობრობა და თანამშრომლობა.

Sunday, July 27, 2014

ელექტროენერგიის მასშტაბური შეზღუდვა მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზის "იმერეთის" გათიშვას უკავშირდება



ელექტროენერგიის შეზღუდვა  "იმერეთის" 500 კილოვოლტიანი მაღალი გადამცემი ხაზის გათიშვას უკავშირდება საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური შეზღუდვა მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზის "იმერეთის" გათიშვას უკავშირდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო ელექტრო სისტემაში განუცხადეს, მის ჩასართავად სამუშაოები უკვე დაწყებულია ." პირველადი ინფორმაციით გამოირთო "იმერეთის" 500 კილოვოლტიანი მაღალი გადამცემი ხაზი, რომელმაც მაშტაბური შეზღუდვა გამოიწვია. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები, რომ აბონენტებს ელექტრომომაგარება დროულად აღუდგეს. მთლიანი საქართველო გამორთული არ არის, მაგრამ ფიქსირდება მაშატაბური შეზღუდვა, დამატებითი ინფრომაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი" , - განაცხადეს ელექტრო სისტემაში.
უწყების განმარტებით მაღალი ძაბვის ხაზის გათიშვის მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
ipn.ge

17 ვებგვერდი, რომელიც უფრო ჭკვიანს გაგხდით

დაიღალეთ მთელი თქვენი დროის უაზროდ გატარებით Facebook-ზე? გსურთ უფრო პროდუქტიულად დახარჯოთ დრო შემდეგში, როცა ისევ გამოიყენებთ ინტერნეტს?
ქვემოთ მოცემულია ვებგვერდების სია, რომელთა გამოყენებაც რეალურად გაქცევთ უფრო ჭკვიანად და დაგეხმარებათ შეიძინოთ ახალი უნარები:

1. Digital Photography School — აქ შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ და შეისწავლოთ ფოტოგრაფიული უნარები. ეს გვერდი იმ შემთხვევაშიც გამოგადგებათ, თუ ფოტო ობიექტივის უკან არასდროს მდგარხართ. გვერდს ასევე აქვს აქტიური ფორუმი, სადაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სხვა პროფესიონალ და მოყვარულ ფოტოგრაფებს და გაიზიაროთ მათი გამოცდილება და რჩევები.

2. Duolingo — დაეუფლეთ ახალ ენას ან მხიარული და მიმზიდველი თამაშები. ამ გვერდზე უნივერსიტეტის დონის განათლების მიღება შეგიძლიათ სრულიად უფასოდ! თუ გსურთ უფრო მეტი მასალების მოძიება უცხო ენების შესასწავლად, ასევე შეგიძლიათ სცადოთ BBC Languages.

3. Factsie — აქ თქვენ გაიგებთ უჩვეულო ისტორიულ და მეცნიერულ ფაქტებს, რომლებიც დაზუსტებულია თანდართული წყაროებით. მეორე მსგავსი დანიშნულების გვერდია Today I Found Out.

4. Freerice — გაიუმჯობესეთ ლექსიკა მშიერი ადამიანების გამოკვების პარალელურად. ეს საუკეთესო გზაა გააკეთოთ სასარგებლო საქმე და ისწავლოთ სიტყვები, რომლებსა მთელი ცხოვრების მანძილზე გამოიყენებთ.

5. Gibbon — აქ მოცემულია საუკეთესო ფლეილისტი განათლების მისაღებად. გვერდის მომხმარებლები აგროვებენ სტატიებს და ვიდეოებს, რომლებიც დაგეხმარებათ ისწავლოთ ყველაფერი iOS პროგრამირებიდან ეფექტურ საჯარო გამოსვლამდე.

6. Instructables — გასართობი საინტერესო ვიდეოების და მარტივი ინსტრუქციების მეშვეობით ტქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ნებისმიერი რამის გაკეთება, თუნდაც საკუთარი ავეჯის შექმნა). ასევე შეგიძლიათ გაუზიაროთ მსოფლიოს თქვენი ნამუშევრები და მათი შექმნის ინსტრუქციები. თუ ეს გვერდი ვერ დააკმაყოფილებს თქვენს ცნობისმოყვარეობას, შეგიძლიათ ეწვიოთ eHow-ს და შეიძინოთ ახალი უნარები: საჭმლის მომზადება, დეკორაციები, ნივთების შეკეტება, მებაღეობა, და ბიუჯეტირებაც კი.

7. Investopedia — ისწავლეთ ყველაფერი რაც დაგჭირდებათ ბიზნეს სამყაროზე: ინვესტირება, ბაზარი, პირადი ფინანსები და ბევრად მეტი.

8. Khan Academy — აქ შეგიძლიათ ისწავლოთ უამრავი საგანი შესანიშნავი ვიდეო ლექციების მეშვეობით. ასევე გაქვს ვარჯიშის საშუალება და სწავლის პროგრესისა და სტატისტიკის გაკონტროლების ოპციები. ეს შესანიშნავი გზაა გაიღრმავოთ ცოდნა იმ საგნებში, რაც უკვე ისწავლეთ უნივერსიტეტში, ან დაეუფლოთ ახალ მიმართულებას. სხვა მსგავსი ვებ-გვერდებია: UdacityCourseraAcademicEarthMemrise, და edX.

9. Lifehacker — ამ ძალიან სასარგებლო საიტზე თქვენ ნახავთ სხვადასხვა ტიპის რჩევების ასორტს; აქ ისწავლით როგორ გააკეთოთ ნებისმიერი რთული საქმე უფრო მარტივად.

10. Lumosity — გაავარჯიშეთ ტვინი ამ გასართობ და სპეციალური საგანმანათლებლო მეთოდებით შექმნილი თამაშებით. შეგიძლიათ პერსონალიზებული ტრენინგ პროგრამაც შექმნათ მეხსიერების გასაუმჯობესებლად და თვალყური ადევნოთ თქვენს პროგრესს.

11. Quora — დასვით კითხვა, რომელსაც უამრავი ჭკვიანი ადამიანი უპასუხებს, ან უბრალოდ გაეცანით პასუხებს სხვის დასმულ კითხვებზე. აქ შეგიძლიათ გაიგოთ სასარგებლო ინფორმაცია, რომელიც გაგიმარტივებთ ცხოვრებას.

12. Recipe Puppy — ჩაწერეთ ყველა ინგრედიენტი, რაც მოგეპოვებათ სამზარეულოში, და ეს მზრუნველი გვერდი შემოგთავაზებთ რეცეპტებს სადაც მხოლოდ ტქვენი ინგრედიენტებია საჭირო. შესანიშნავი გზაა გაიუმჯობესოთ კულინარული ჩვევები ზედმეტი თანხის და დროის ხარჯვის გარეშე. უფრო მეტი რეცეპტებისთვის ასევე შეგიძლიათ სცადოთ AllRecipes.

13. Spreeder — ეს არის უფასო, ონლაინ სწრაფი კითხვის ( speed-reading) პროგრამა რომელიც დაგეხმარებათ ამ უნარის შეძენასა და დახვეწაში. თქვენ მხოლოდ ჩასვით ტექსტი, რომლის წაკითხვაც გსურთ და დანარჩენს პროგრამა მიხედავს.

14. StackOverflow — ვებ-გვერდი წარმოადგენს კითხვა-პასუხის პლატფორმას პროგრამერებისთვის და მათი საუკეთესო მეგობარია. სხვა წყაროები პროგრამირების შესასწავლად:  Learn X in Y MinutesCodecademy, და W3Schools.

15. TED-Ed — ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა TED-ის მიერ, რომელიც ემსახურება იდეას “გაკვეთილები, რომელთა გაზიარებაც ღირს”. ის შეიქმნა სწავლის მსურველების ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, და წარმოადგენს ერთგვარ ბიბლიოთეკას, სადაც თავმოყრილია საუკეთესო ანიმაციური გაკვეთილები, შექმნილი განათლების ექსპერტების, სცენარისტების და ანიმატორების მიერ. თქვენც შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ახალი გაკვეთილის შექმნაში კითხვის დასმით, დისკუსიის თემის წამოწყებით და საჭირო მასალების მიწოდებით Youtube-ზე განთავსებული ანიმაციური ვიდეოს კომენტარებში.

16. Unplug The TV — გასართობი ვებ-გვერდი, რომელიც გვირჩევს ინფორმატიული ვიდეოების ყურებას ტელევიზორის ნაცვლად. თემები მოიცავს უამრავ კატეგორიას და აუცილებლად შეძლებთ ტქვენთვის საინტერესო ვიდეოს პოვნას.

17. VSauce — Youtube-ის ეს არხი გვიზიარებს დაუჯერებელ ფაქტებს და ინტერნეტში მიმდინარე ყველაზე საინტერესო და საუკეთესო მომენტებს, რომელიც დაგარწმუნებთ, თუ რამდენად შესანიშნავია ჩვენი სამყარო. რა მოხდებოდა დედამიწამ ბრუნვა რომ შეწყვიტოს? რატომ ვიწყენთ ხოლმე? რამდენი ნივთი არსებობს? უყურეთ ვიდეოებს და გაიგებთ პასუხებს.


წყარო: Entrepreneur