წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება ოქტომბერში.
2014 წლის 01, 02 ოქტომბერი (საჩხერე) იხილეთ მიბმული ფაილი. ქალაქ საჩხერისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დირექტორობის მსურველთა გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. საჩხერე, თავისუფლების ქ. N4 01-04 ოქტომბერი (გორი) იხილეთ მიბმული ფაილი. ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დირექტორობის მსურველთა გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, უზნაძის N52 (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობა). 01-04 ოქტომბერი (სამტრედია, მარტვილი, წყალტუბო) იხილეთ მიბმული ფაილი. ქალაქ სამტრედიისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის, ქალაქ მარტვილისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის, ქალაქ წყალტუბოსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დირექტორობის მსურველთა გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. N13. 03, 04 ოქტომბერი (ჭიათურა, ამბროლაური) იხილეთ მიბმული ფაილი. ქალაქ ჭიათურისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ამბროლაურისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დირექტორობის მსურველთა გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. ჭიათურა, ტოლსტოის ქ. N1. დარჩენილი კონკურსანტების გასაუბრების განრიგი გამოქვეყნდება ეტაპობრივად. |
Pages
▼
Tuesday, September 30, 2014
დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ
Monday, September 29, 2014
მაგთიკომი სტუ-ის სტუდენტს დააჯილდოებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველკურსელი, რომელმაც ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგი აჩვენა, მაგთიკომისგან ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. კომპანიის
წარმომადგენელი სტუ-ის სტუდენტს ხვალ დააჯილდოებს.
მაგთიკომი სტუდენტებს და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. კომპანია ტრადიციას აგრძელებს და საუკეთესო სტუდენტებს სტიპენდიას ანიჭებს: თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის უმაღლესი სასწავლებლების 11 პირველკურსელი, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს, მაგთიკომისგან ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100-ლარიან სტიპენდიას მიიღებს.
ყველა სტუდენტს და მოსწავლეს კი მაგთიკომი ბალის კლუბში იწვევს და ყოველთვე 100 მეგაბაიტით, 30 წუთით და 100 სმს-ით ასაჩუქრებს, ასევე სპეციალურ, შეღავათიან ტარიფსაც სთავაზობს. ბალის კლუბში გაწევრიანება უფასოა და 27 წლამდე ასაკის ნებისმიერი ახალგაზრდისათვისაა შესაძლებელი. „მაგთიკომი მუდმივად ზრუნავს თავის ახალგაზრდა მომხმარებლებზე და მათ საინტერესო სიახლეებს სთავაზობს“, - აცხადებენ კომპანიაში.
Friday, September 26, 2014
ქართული დამწერლობის წარმოშობის თემაზე სტუ-ში კონფერენცია ტარდება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ჟურნალი “ქართველოლოგია”, აუდიტორული კომპანია PKF Georgia-ს მხარდაჭერით, აწყობენ საერთაშორისო კონფერენციას “კრეტული გრაფიკული და ბაბილონური ასტრონომიულ-ქრონოლოგიური სისტემები ძველ ქართულ ანბანში და ძეგლებზე”. კონფერენცია სტუ-ში 9-11 ოქტომბერს ჩატარდება. ღონისძიება ეძღვნება ქართული დამწერლობის წარმოშობას და და მასში ასახულ ასტრონომიულ-ქრონოლოგიური პარამეტრების ანალიზს.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორი, პროფესორი რაულ გვეტაძე აცხადებს, ნაჩვენები იქნება დამწერლობის არქეოლოგიურ ძეგლებზე აღბეჭდილი ინფორმაცია, რომელიც მტკიცდება თანამედროვე არქეოასტრონომიული კვლევებით.
“კონფერენცია საინტერესო იქნება მეცნიერებისთვის, რომელთა მოღვაწეობა უკავშირდება ქართველოლოგიას, ეროვნულ ქრონოლოგიას, აღმოსავლეთმცოდნეობას, ბიზანტინოლოგიას, ინფორმატიკას, მათემატიკასა და კოსმოგრაფიის ისტორიას. იმედი გვაქვს, დამწერლობათმცოდნეობით დაინტერესებული საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის მუშაობაში”, – აღნიშნა მან.
როგორც რაულ
გვეტაძე აცხადებს, არსებული მასალით მტკიცდება, რომ ფარნავაზის დროს ჩამოყალიბდა მაღალი
დონის ცივილიზებული სახელმწიფო, თავისი დამწერლობითა და წელთაღრიცხვის სისტემით. წელტაღრიცხვის
სისტემა მისადაგებულია პლანეტათა დიდ აღლუმთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა ძველი წელთაღიცხვის
284 წელს. ეს იძლევა საფუძველს, დავადასტუროთ, რომ 2017 წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობას
2300 წლის იუილე უსრულდება.
Thursday, September 25, 2014
რა სიახლე ელოდებათ აბიტურიენტებს?!
წამყვანი : თეიკო ანჯაფარიძე
სტუმარი :ია კუტალაძე - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივი და კვლევის დეპარტამენტის უფროსი
თემა ::რომელ საერთაშორისო საგანმანთლებლო კვლევებში არის ჩართული საქართველო და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ კვლევებში მონაწილეობის მიღება?
რა სიახლე ელოდებათ აბიტურიენტებს და როგორ აფასებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2014 წლის გამოცდებს?
რა ფრაზები უნდა უთხრათ შვილს - რჩევები ფსიქოლოგებისგან
„მე შენ მიყვარხარ“
„მიყვარხარ მიუხედავად ყველაფრისა“
„მაშინაც მიყვარხარ, როცა ჩემზე ბრაზობ“
„მაშინაც მიყვარხარ, როცა შენზე გაბრაზებული ვარ“
„მაშინაც მიყვარხარ როცა ჩემგან შორს ხარ. ჩემი სიყვარული ყოველთვის შენთან არის“
„საშუალება რომ მქონდეს დედამიწის ზურგზე ბავშვი ავირჩიო, მაინც შენ აგირჩევ“
„გმადლობთ“
„მე მომეწონა დღეს შენთან ერთად თამაში“
„ჩემი საუკეთესო მოგონება დღის განმავლობაში, როცა ჩვენ ერთად რაღაცას ვაკეთებდით“
მოუყევით:
მათი დაბადების ან შვილად აყვანის ისტორია
როგორ უვლიდით მას მაშინ, როცა იყო პატარა
ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ურჩევდით მას სახელს
საკუთარ თავზე მის ასაკში
მოუყევით იმაზე, თუ როგორ შეხვდით მის ბებიას და ბაბუას
მოუყევით თქვენს საყვარელ ფერებზე
უთხარით რომ ხანდახან თქვენთვისაც რთულია ცხოვრბა
უთხარით, რომ როცა მისი ხელი გიჭირავთ და სამჯერ უჭერთ მას ეს არის საიდუმლო კოდი, რაც ნიშნავს „მიყვარხარ“
მოუყევით თქვენი გეგმის შესახებ
უთხარით იმის შესახებ, თუ რითი ხართ დაკავებული
მოუსმინეთ
თქვენს შვილს მანქანაში
რას გიყვებათ თქვენი შვილი საკუთარ სათამაშოებზე, და დაფიქრდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მისთვის.
მოუსმინეთ თქვენი შვილის კითხვას, რომლის პასუხიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მოუსმინეთ ერთი წამით იმაზე დიდხანს, ვიდრე თქვენი მოთმინება გაძლევთ ამის საშუალებას
მოუსმინეთ იმ გრძნობებს, რომლებიც თქვენი შვილის სიტყვების უკან დგას.
ჰკითხეთ:
რატომ ფიქრობ რომ ეს მოხდა?
როგორ ფიქრობ, რა მოხდება თუ...?
როგორ გავარკვიოთ ჩვენ ეს?
რაზე ფიქრობ?
დღის განმავლობაში რა არის შენი ყველაზე სასიამოვნო მოგონება?
როგორ ფიქრობ რა გემო აქვს ამ საკვებს?
უჩვენეთ:
როგორ გააკეთოს რაღაც, ნაცვლად იმისა, რომ აუკრძალოთ
როგორ დაუსტვინოს ბალახით
როგორ ეძებოს ინფორმაცია მაშინ, როცა თქვენ არ იცით პასუხი
როგორ იზრუნოს საკუთარ თავზე
-people.ge

Wednesday, September 24, 2014
ვილნიუსში ქართული ენის შემსწავლელი ცენტრი გაიხსნა
ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში
იონას პასლაუსკასმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა. შეხვედრას
ესწრებოდნენ ლიტვიდან სპეციალურად მოწვეული პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი, საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები,
სტუდენტები.
იონას პასლაუსკასმა ისაუბრა ქართულ-ლიტვურ ურთიერთობაზე, ლიტვურ
დიასპორაზე საქართველოში, განათლების საკითხებზე. როგორც მან აღნიშნა, ლიტუანისტიკის
ცენტრი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დიდი წარმატებით ფუნქციონირებს. ანალოგიური
ცენტრის გაიხსნა ლიტვაშიც.
ვილნიუსში ქართული ენის შემსწავლელი კურსი იწყებს ფუნქციონირებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, ლიტვაში ერთი წლის ვადით
სპეციალურად იქნება მივლენილი ქართული ენის პედგოგი, თსუ-ის პროფესორი.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ოქტომბერში საქართველოს ტექნიკურ
უნივერსიტეტში ლიტუანისტიკის ცენტრი გაიხსნა. ლიტვური ენის შემსწავლელი ცენტრი საქართველოში
ლიტვის რესპუბლიკის ელჩმა იონას პასლაუსკასმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში
ლიტვის საელჩოს კანცელარიის უფროსი რასა ინდრიუნაიტე-ბარკალაია. იონას პასლაუსკასის
განცხადებით, ნებისმიერ სტუდენტს როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ისე
სხვა სასწავლო დაწესებულებებიდან, ასევე ყველა მსურველს, რომელსაც უნდა, შეისწავლოს
ლიტვური ენა, ექნება საშუალება, უფასოდ დაესწროს ლექციებს. სალექციო კურსს კითხულობენ
ლიტვიდან სპეციალურად მოწვეული პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი. ორგანიზატორთა განცხადებით,
ლიტვური ენის შემსწავლელი ცენტრის ფუნქციონირება ქართულ-ლიტვური კონტაქტების გაღრმავებას
უწყობს ხელს. აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, დაფინანსება
კი ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული მიღწევების მქონე ახალგაზრდები
ლიტვის მთავრობისგან სტიპენდიას იღებენ. პროექტის პირველ ეტაპზე ფინანსდებიან ის სტუდენტები,
რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებულ ლიტვური ენის შემსწავლელ ცენტრში
ენის კურსს გადიან.
Monday, September 22, 2014
ვანო კიღურაძე მასწავლებელთა სერთიფიცირების ალტერნატიულ მოდელზე მომზადებულ კანონპროექტს მხარს არ უჭერს
მასწავლებელთა სერთიფიცირების ალტერნატიულ მოდელთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი პროექტი კომიტეტის თავმჯდომარის ვანო კიღურაძისთვის მიუღებელია. განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ვანო კიღურაძე კანონპროექტის არსებული რედაქციისთვის მხარდაჭერას არ აპირებს.
დღეს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა პირველი მოსმენით "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილა, რომლის გათვალისწინებით, მასწავლებელთა სერტიფიცირების მოდელი უქმდება, ხოლო მის ნაცვლად, მასწავლებლის ე.წ. პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემა შემოდის.
წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ყველაზე მეტი კრიტიკული შენიშვნა სწორედ ვანო კიღურაძეს აქვს, რომლისთვისაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტი გაუგებარია, როგორც შინაარსობრივად, ასევე ტერმინოლიგიურად.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით კი, ახალი სქემის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები კომპეტენციებისა და საქმიანობის შედეგების მიხედვით შემდეგ კატეგორიებად დაიყოფიან: მენტორი მასწავლებელი (უმაღლესი კატეგორია); მკვლევარი მასწავლებელი (პირველი კატეგორია); წარჩინებული მასწავლებელი (მეორე კატეგორია); პრაქტიკოსი მასწავლებელი (მესამე კატეგორია). მასწავლებელთა ამ გრადაციაზე მხოლოდ კანონპროექტის განმარტებით ბარათშია საუბარი, თავად პროექტში კი, საერთოდ არაფერი წერია. შესაბამისად, თუკი პარლამენტი კანონპროექტს წარმოდგენილი სახით მიიღებს, მასწავლებეთა დაყოფის ახალი სისტემა და წესი თავად კანონით განსაზვრული არ იქნება.
ეს კი პრინციპულად მიუღებელია ვანო კიღურაძისთვის, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი კანონპროექტის მომზადებას ურჩევს.
"მესმის, რომ მასწავლებთა სერთიფიცირების არსებულ მოდელს ბევრი ხარვეზი და ნაკლი აქვს, მაგრამ არ შეიძლება თავის დროს გაუაზრებლად მიღებული საკითხი ახალი გაუაზრებელი სქემით შევცვალოთ. რას ნიშნავს მენტორი მასწავლებელი? ან რას ნიშნავს მკვლევარი მასწავლებელი, წარჩინებული და პრაქტიკოსი მასწავლებელი? რა სჭიროა ასეთი გრადაცია? მიმაჩნია, რომ მასწავლებლების ასეთი დაყოფა კარგი არ იქნება, მაგრამ ეს კატეგორიები კანონში საერთოდ დაფიქსირებული არ არის და მხოლოდ განმარტებით ბარათში წერია. გამოდის, რომ პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს და მხარი დაუჭიროს სქემას, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ აქვს", - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე კიღურაძემ და უწყებას აღნიშნულ საკითხზე ახალი პროექტის მომზადება ურჩია.
კიღურაძემ პროექტი მასში გამოყენებული ტერმინების გამოც დაიწუნა და აღნიშნა, რომ სრულიად გაუგებარია, რას ნიშნავს, "პროფესიაში შესვლა" და რა იგულისხმება ამ ტერმინში.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მასწავლებელთა სერთიფიცირების სისტემის გაუქმების ინიციატივით გამოდის. უწყების განმარტებით, 2014 წლის ბოლომდე მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა ყველა მოქმედმა მასწავლებელმა უნდა ჩააბაროს, რათა მასწავლებლობის უფლება მოიპოვოს. ამის საფუძველზე კი, 2015 წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა დეფიციტი შეიქმნება, რადგან სერტიფიცირებული მასწავლებლების დღეს არსებული რაოდენობა არ იქნება საკმარისი ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის წარსამართად. აღნიშნულიდან გამომდინარე, განათლების სამინისტრო პარლამენტს მასწავლებელთა სერტიფიცირების მოდელის გაუქმებასა და მის ნაცვლად "მასწავლებლის პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერული ზრდის" სქემას სთავაზობს. პარლამენტში წარდგენილი პროექტის გათვალისწინებით, სქემას მთავრობა ამტკიცებს.
ipn.ge

ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი დააჯილდოვეს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჩინეთის საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის,
პროფესორ ფან იუნხეს
ხელმძღვანელობით, ჩინეთის საინჟინრო
აკადემიის 9-კაციანი დელეგაცია ეწვია. შეხვედრას ჩინეთის საელჩოს მხრიდან ესწრებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში
იუე ბინი და ელჩის ასისტენტი, ასევე, მესამე მდივანი ინ სიაოიუ. ღონისძიება სტუ-ის რექტორმა
არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა.
შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის
საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი ფან იუნხე საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.
ამასთან, ჩინეთის საინჟინრო
აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, პროფესორ ფან იუნხეს, მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი კომპიუტერული
მეცნიერებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში განსაკუთრებული მიღწევებისთვის,
ისტორიული მნიშვნელობის მქონე “აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისათვის” სამეცნიერო-ტექნიკური საკითხების
დამუშავებაში შეტანილი ღვაწლისთვის, ასევე, საქართველოს
ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარებისთვის.
შესაბამისი დიპლომები ჩინეთის
საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტმა არჩილ
ფრანგიშვილმა გადასცა.
ჩინეთის საინჟინრო აკადემიის დელეგაციისა და მისი ხელმძღვანელის,
აკადემიის ვიცე-პრეზიდენტ პროფესორ ფან იუნხეს საქართველოში ვიზიტის მიზანია, შეისწავლოს
აბრეშუმის გზის ეკონომიკურ სარტყელში შემავალი ქვეყნების ინფრასტრუქტურა და მის განვითარებასთან
დაკავშირებული სამეცნიერო-ტექნიკური საკითხები.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს.
ჩემი პედაგოგიური მრწამსი - რა არის განათლება, ჯონ დიუი
მუხლი პირველი.
მე მჯერა, რომ ნებისმიერი სახის განათლება სათავეს ადამიანთა მოდგმის საზოგადოებრივ ცნობიერებაში ინდივიდის ჩართულობიდან იღებს. ეს პროცესი, გაუცნობიერებლად, თითქმის დაბადების მომენტიდან იწყება და თანდათანობით გამოკვეთს ინდივიდის ძალებს, ჟღინთავს მის ცნობიერებას, აყალიბებს ჩვევებს, ავარჯიშებს იდეებს და აღძრავს მასში გრძნობებსა და ემოციებს. ამ არაცნობიერი განათლების მეშვეობით ადამიანი, თანდათანობით, კაცობრიობის მიერ თანაცხოვრების განმავლობაში დაგროვებული ინტელექტუალური და მორალური რესურსის თანამოზიარე ხდება. მას მემკვიდრეობით ცივილიზაციის საუნჯე ერგება. მსოფლიოში ყველაზე ფორმალური და ტექნიკური ხასიათის განათლებაც კი, ამ ზოგად პროცესს უსაფრთხოდ ვერ გაემიჯნება; ასეთ განათლებას ამ პროცესის მხოლოდ ორგანიზება ან გარკვეული მიმართულებით წარმართვა შეუძლია.
მე მჯერა, რომ ჭეშმარიტი განათლება ბავშვის ძალების იმ სოციალურ ვითარებათა მოთხოვნების მიერ სტიმულირებისგან მოდის, რომლებშიც იგი არსებობს. ეს მოთხოვნები წარმართავენ ბავშვს მოქმედებდეს, როგორც ერთობის წევრი, თავისი ქცევისა და შეგრძნების თავდაპირველ შეზღუდულობას გასცდეს და საკუთარ თავს იმ ჯგუფის კეთილდღეობის გადმოსახედიდან განიხილავდეს, რომელსაც თავად მიეკუთვნება. თავის ქმედებებზე სხვისი პასუხების მიხედვით ბავშვი თითოეული ამ ქმედების მნიშვნელობას სოციალური საზომით იაზრებს. ქმედების ღირებულება ისევ ამ ქმედებაზე აირეკლება. მაგალითად, იმის მიხედვით, თუ რით პასუხობენ ბავშვის ინსტინქტურ ტიტინს, ის აცნობიერებს ამ ტიტინის მნიშვნელობას; ეს ბავშვური ხმები თანდათან ჩამოყალიბებულ ენად გარდაიქმნება და ბავშვიც მასში თავმოყრილი იდეებისა და ემოციების საუნჯეს ეზიარება.
მე მჯერა, რომ ამ საგანმანათლებლო პროცესს ორი მხარე აქვს - ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური; და არცერთი არ შეიძლება დაექვემდებაროს მეორეს ან უგულებეყოფილ იქნას თანამდევი ბოროტი შედეგების გარეშე. ამ ორი მხარიდან ფსიქოლოგიური საფუძველს წარმოადგენს. ბავშვის პირადი ინსტინქტები და შესაძლებლობები ძირითადი მასალაა, რომელიც მისი შემდგომი განათლებისთვის ნიადგს ამზადებს. თუ მასწავლებლის მიერ გაწეული ძალისხმევა არ უკავშირდება ბავშვის მიერ დამოუკიდებლად, საკუთარი ინიციატივით განხორციელებულ აქტივობებს, განათლება გარეგან ზეწოლამდე დადის. ამ პროცესს მართლაც შეუძლია გარკვეული გარეგანი შედეგების მოცემა, თუმცა მას საგანმანათლებლოს ვერ ვუწოდებთ. მაშასადამე, ინდივიდის ფსიქოლოგიური თავისებურებების და ქცევის გააზრების გარეშე, საგანმანათლებლო პროცესი შემთხვევითი და თვითნებური იქნება. თუ ბედად ეს პროცესი ბავშვის აქტივობას დაემთხვევა, ამან შესაძლოა განვითარებისთვის საჭირო გარკვეული ბერკეტები მოგვცეს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვური ბუნების შინაგან უთანხმოებას, რღვევას ან განვითარების შეჩერებას მივიღებთ.
მე მჯერა, რომ თანამედროვე ცივილიზაციის მდგომარეობის, სოციალური გარემოებების ცოდნა აუცილებელია ბავშვის შესაძლებლობათა სათანადოდ გაგებისთვის. ბავშვს საკუთარი ინსტინქტები და მიდრეკილებები გააჩნია, მაგრამ ჩვენ არ გვესმის მათი მნიშვნელობა მანამ, სანამ მათ ტოლფას სოციალურ ღირებულებებად არ ვთარგმნით. ჩვენ ამ მიდრეკილებების სოციალურ წარსულში გადატანა და მათი, როგორც კაცობრიობის წარსული გამოცდილების გაგრძელებად დანახვა უნდა შეგვეძლოს. ჩვენ, ასევე, მათი მომავალში განჭვრეტის ძალა უნდა შეგვწევდეს, რათა თვალსაჩინო გავხადოთ მისი შედეგი და მიზანი. ახლახანს მოყვანილი მაგალითის ფარგლებში, სწორედ ბავშვის ტიტინში მისი მომავალი სოციალური ურთიერთობის პერსპექტივის, პოტენციისა და მეტყველების საფუძვლის დანახვა აძლევს ადამიანს ბავშვის ამ ინსტიქტებთან სათანადოდ ურთიერთობის საშუალებას.
მე მჯერა, რომ ეს ფსიქოლოგიური და სოციალური მხარეები ერთმანეთთან ორგანულ კავშირშია და განათლება არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც მათ შორის კომპრომისი ანდა ერთის მეორეზე უპირატესობა. ჩვენ გვეუბნებიან, რომ განათლების ფსიქოლოგიური თვალსაზრისით განსაზღვრება ფორმალური და უნაყოფოა - რომ ის იდეებს გონებრივი შესაძლებლობების მხოლოდ განვითარების შესახებ გვაწვდის და მათი გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე არაფერს გვეუბნება. მეორეს მხრივ, ამტკიცებენ, რომ განათლების სოციალური განმარტება, როგორც ცივილიზაციასთან ადაპტირება, განათლებას ძალდატანების გარეგან პროცესად აყალიბებს, რისი შედეგიც ინდივიდის თავისუფლების წინასწარ განსაზღვრულ სოციალურ და პოლიტიკურ სტატუსზე დაქვემდებარებაა.
მე მჯერა, რომ თუ განკერძოებულად განვიხილავთ, ორივე შეხედულება ჭეშმარიტია. იმისათვის, რომ ძალის რეალური მნიშვნელობა გავიგოთ, აუცილებელია მისი მიზანი, გამოყენება თუ ფუნქცია ვიცოდეთ; ამას კი ჩვენ ვერ შევიმეცნებთ, თუ ინდივიდს სოციალურ ურთიერთობებში აქტიურ მონაწილედ არ განვიხილავთ. მაგრამ, მეორეს მხრივ, ერთადერთი შესაძლებელი გავლენა, რაც არსებულ გარემო პირობებში ბავშვზე შეგვიძლია ვიქონიოთ, ის არის, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც ბავშვს საკუთარი ძალების სრულად დაუფლების პირობებს ვუქმნით. დემოკრატიისა და თანამედროვე ინდუსტრიის აღმოცენების პირობებში შეუძლებელია იწინასწარმეტყველო თუ რას შეიძლება წარმოადგენდეს საკუთრივ ცივილიზაცია ოცი წლის შემდეგ. შესაბამისად, შეუძლებელია ბავშვი წინასწარ, საგულდაგულოდ გათვლილი გარემოებებისთვის მოამზადო. მოამზადო მომავალი ცხოვრებისთვის, ნიშნავს საკუთარი თავის ბატონი გახადო; მოამზადო იგი ისე, რომ სრულად და აქტიურად ფლობდეს საკუთარ უნარებს; რომ მისი თვალი, ყური და ხელი განკარგვისთვის შემართული იარაღი იყოს, რომ მის განსჯას შესწევდეს ძალა იმ ვითარებათა გათავისებისა, რომლებშიც მას მუშაობა მოუწევს და რომ აღმასრულებელი ძალები ყაირათიანად და შედეგიანად მოქმედებისთვის იყოს მზად. შეუძლებელია ინდივიდს მსგავსი ადაპტაციის უნარი გამოუმუშავო თუ მუდმივად არ იზრუნე მის პირად შესაძლებლობებზე, გემოვნებასა და ინტერესებზე; ანუ ფსიქოლოგიური თვალსაწიერიდან განათლების მუდმივი გადააზრების გარეშე.
რომ შევაჯამოთ, მე მჯერა, რომ ადამიანი, რომელმაც განათლება უნდა მიიღოს, არის სოციალური ინდივიდი და საზოგადოება ინდივიდთა ორგანულ ერთობას წარმოადგენს. თუ ჩვენ ბავშვს სოციალურ ფაქტორს გამოვაკლებთ, ხელში მხოლოდ აბსტრაქციაღა შეგვრჩება; თუკი საზოგადოებისგან ინდივიდუალურ ფაქტორს გამოვრიცხავთ, ინერტულ და უსიცოცხლო მასას მივიღებთ. მაშასადამე, განათლება, ბავშვის შესაძლებლობების, ინტერესების და ჩვევების ფსიქოლოგიური საფუძვლების წვდომით უნდა დაიწყოს - განათლება, სწორედ ამ საკითხებთან მიმართებით ყოველ ნაბიჯზე უნდა კონტროლდებოდეს. მუდმივად უნდა ხდებოდეს ამ უნარების, ინტერესებისა და ჩვევების ინტერპრეტირება - აუცილებელია გვესმოდეს მათი მნიშვნელობა. ისინი მათი სოციალური ეკვივალენტების შესაბამისად უნდა განიმარტოს - იმ თვალსაზრისით, თუ როგორ წაადგება საზოგადოებას.
My Pedagogic Creed
by John Dewey
School Journal vol. 54 (January 1897), pp. 77-80
ARTICLE ONE. WHAT EDUCATION IS
თარგმნა გიორგი მელიქაძემ
mastsavlebeli.geFriday, September 19, 2014
გრანდიოზული კონცერტი სდასუ-ში
შაბათს, 20 სექტემბერს ,17:00 საათზე სდასუ-ში ახალი სასწალო წლის დაწყების აღსანიშნავად და პირველ კურსელთა დასახვედრად გაიმართება გრანდიოზული კონცერტი სდასუ-ს სტუდენტებისა და ცნობილი ვარსკვლავების მონაწილებით.
კონცერტის შემდგომ სდასუ-ს დიდ დარბაზში გაიმართება წვეულება Dj izzy-ს მონაწილეობით. გელოდებათ დაუვიწყარი საღამო და ბევრი, ბევრი სიურპრიზი!
www.sdasu.edu.ge
სტუ-ში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის ღია კარის დღე ჩატარდა
19 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის ღია კარის დღე ჩატარდა. ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში ლევან კლიმიაშვილმა გახსნა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გიორგი აბრამიშვილი, ეკა ნარეშელაშვილი და სხვები.
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ამომწურავი
ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების
შინაარსის, შესაბამისი სასწავლო პროცესის, პრაქტიკის გავლის, შესაძენი
უნარ-ჩვევების, მისანიჭებელი კვალიფიკაციისა და დასაქმების შესაძლებლობის შესახებ.
შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს
ფაკულტეტების დეკანებმა და პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელებმა
უპასუხეს.
დარიგდა სტუ-ის პროფესიული პროგრამების შესახებ
ინფორმაციის შემცველი ბუკლეტები.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის
მსურველები რეგისტრირდებიან ამ პროგრამების პირველად (საწყის) და შემდგომ
საფეხურებზე ჩარიცხვის მიზნით ტესტირების გასავლელად. რეგისტრაცია 20 სექტემბრის
ჩათვლით გაგრძელდება.
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, სახელმწიფო
დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის
მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მომსახურებისა და სხვა მიმართულებით.
რეგისტრაციაში ჩართულია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული
19 პროფესიული და 14 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც პროფესიული
პროგრამები ხორციელდება. თითოეული პროგრამის ხანგრძლივობა განსაზღვრულია
შესაბამისი პროფესიული სტანდარტით (6 თვიდან და 2,5 წლამდე).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ინფორმაციით, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მხოლოდ პირადობის მოწმობით,
თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებში, ასევე, 70
რესურსცენტრსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ 33
დაწესებულებაში. რეგისტრატორები აპლიკანტებს მიაწვდიან ინფორმაციას
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შემოთავაზებული პროფესიული პროგრამების
შესახებ.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, პროფესიული
განათლების დამწყებმა აპლიკანტმა, რომელმაც სახელმწიფო საგანმანათლებლო
დაწესებულება შეარჩია, უნდა გაიაროს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ
ორგანიზებული პროფესიული უნარების ტესტი, რომელიც ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობასა
და გამჭირვალობას ემსახურება. ასევე, ტესტირების მიზანია პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთა უნარები და
შესაძლებლობები გამოავლინოს. შესაბამისად, ტესტირების შედეგების მიხედვით
ჩარიცხვის ბარიერი არ არსებობს. სახელმწიფო დაფინანსებით, სახელმწიფო
საგანმანათლებლო დაწესებულებებში უფასო განათლების მიღების შესაძლებლობა კი
ექნებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც ჩაირიცხებიან კონკურსის საფუძველზე და
ტესტირებისას გადალახავენ მინიმალური კომპტენციის ზღვარს.
რაც შეეხება პროფესიულ განათლებაში არსებულ
კონტიგენტს, რომელთაც სურთ უკვე დაწყებული პროფესიული განათლების გაგრძელება და
კონკრეტული საფეხურიდან შემდგომ საფეხურზე გადასვლა, მათ ტესტირებას უზრუნველყოფს
თავად საგანმანათლებლო დაწესებულება, დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
აღნიშნული ტესტირებისა და დაფინანსების სქემა ეხება
მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს. ჩარიცხვა
კერძო პროფესიულ სასწავლებლებში ხორციელდება დამოუკიდებულად, ამავე სასწავლებლების
მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
ტესტების ნიმუშები განთავსებულია პროფესიული
განათლების ვებპორტალზე (www.vet.ge) და ეროვნული გამოცდების ცენტრის ვებგვერდზე
(www.naec.ge). დამატებითი ინფორმაციის მიწოდებასა და აპლიკანტების კითხვებზე
პასუხის გაცემას რეგისტრატორები უზრუნველყოფენ. დაინტერესებულ პირებს დამატებითი
ინფორმაციისათვის, ასევე, შეუძლიათ დარეკონ საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე: 2 200 220.
უმაღლესი და ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღეობდ!
1 ოქტომბერს ჩაირთვება განახლებული ვებგვერდი www.Hedu.Ge
ჩვენი ინტერნეტსივრცის მომხმარებლი 200 000-იანი მიზნობრივი აუდიტორიაა!
თქვენი დაწესებულების შესახებ ინფორმაციის განთავსების სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ტელ.: 599 201096, 214 8024, 570 502915;
ელ-ფოსტა: hedu.ge@gmail.com
ონლაინ ტესტირება ყველა საგანში
ოპერატიულად შეიტყობთ სიახლეს განათლების სფეროში
გაშუქდება:
✔ქართული და უცხოური წამყვანი უნივერსიტეტები
✔სკოლები
✔განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
✔გამოცდების ეროვნული ცენტრი
✔განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
და სხვა თქვენთვის საინტერესო პროცესები