Pages

Wednesday, March 30, 2016

სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2016-2017 სასწავლო წლისათვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2016-2017 სასწავლო წლისათვის.
რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად:
I ეტაპი: 2016 წელი, 4 აპრილი - 18 აპრილი
რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში.
რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:
• რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;
• რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია;
• რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;
I ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში,
19 აპრილი - 28 აპრილის ჩათვლით.
II ეტაპი: საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია
2016 წელი, 4 მაისი - 25 მაისის ჩათვლით
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 30 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით.
I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.
III ეტაპი: 2016 წელი, 14 ივნისი - 30 ივნისის ჩათვლით
რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.
2016-2017 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებსთვის უსრულდებათ 6 წელი. 2016-2017 სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბერს.
mes.gov.ge

თსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრები მზად არიან, პირველ ივლისამდე გადადგნენ

თსუ-ის გადამდგარი რექტორის ლადო პაპავას თქმით, მასთან ერთად, არაუგვიანეს პირველი ივლისისა, უფლებამოსილებას აკადემიური საბჭოც შეიჩერებს, - ამის შესახებ თსუ-დან „ლიბერალის“ ჟურნალისტი იტყობინება. 
პაპავას თქმით, აკადემიური საბჭო მზად იყო, რექტორთან ერთად პასუხისმგებლობა გაეზიარებინა, მაგრამ რექტორმა საბჭოს წევრებს დროებით დარჩენა სთხოვა.
„მე მივმართე თხოვნით, რომ არ შეეჩერებინათ უფრო ადრე ეს სტატუსი, გამომდინარე იქიდან, რომ კანცლერია ასარჩევი და აკადემიურ საბჭოს აქვს გარკვეული ფუნქცია. ამიტომ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ არაუგვიანეს პირველი ივნისისა. რაც იმას ნიშნავს, რომ იმ პირს, ვინც იქნება არჩეული რექტორის მოვალეობის შემსრულებლად, ექნება გამოსაცხადებელი კონკურსი აკადემიური საბჭოს ახალი წევრების დასაკომპლექტებლად. ამან ხელი არ უნდა შეუშალოს კანცლერის არჩევნებს“, - განაცხადა პაპავამ.
„ლიბერალის“ ჟურნალისტს ინფორმაცია დაუდასტურა თსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრმა, ქეთევან მარშავამაც. მისი თქმით, გადაწყვეტილებას ყველა წევრი ეთანხმება.
ლადო პაპავა თსუ-ის რექტორის თანამდებობიდან რამდენიმე წუთის წინ გადადგა.
აკადემიურმა საბჭომ პაპავას განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. პაპავა პირველი მაისამდე რჩება თანამდებობაზე, მანამდე კი რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უნდა შეარჩიონ.
სტუდენტური თვითმმართველობის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ რექტორმა ვერ გაართვა თავი დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც გამოიხატა იმაშიც, რომ ვერ უზრუნველყო სენატის სხდომის გამართვა, რომელსაც კანცლერობის კანდიდატის არჩევაზე უნდა ემსჯელა. მათივე თქმით, თუკი რექტორმა იცოდა, რომ უნივერსიტეტში, ე.წ. ოდეერები მუშაობდნენ, ამის შესახებ უნდა განეცხადებინა. სამი დღის განმავლობაში თვითმმართველობის წევრები რექტორს ამ და სხვა პრეტენზიებს უყენებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ. თვითმმართველობის წევრებმა და მათმა მხარდაჭერებმა აქციები შეწყვიტეს, თუმცა რექტორის გადადგომის საკითხი ძალაში დატოვეს.

რექტორის გადადგომის მოთხოვნით, თვითმმართველობის წევრებმა შიმშილობა გუშინ განაახლეს.
www.liberali.ge

Tuesday, March 29, 2016

ვინ მოკლა მარიკა ლორთქიფანიძის 14 წლის შვილიშვილი -პროკურატურამ მკვლელობა გახსნა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ქ.თბილისში, 2004 წლის 27 ოქტომბერს მომხდარი, დავით ოთხმეზურის გახმაურებული მკვლელობის ფაქტი გახსნა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაკავებულია განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ასლან ბეჟანიძე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს:
"აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 2004 წელს დაიწყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობა ხალხმრავალ ადგილას მოხდა, სამართალდამცავების მიერ დანაშაული ცხელ კვალზე ვერ იქნა გახსნილი. 2015 წლის მარტში, საქართველოს პროკურატურამ მოცემულ საქმეზე გააქტიურა გამოძიება, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მოძიებული და დაკითხული იქნენ მკვლელობის უშუალო თვითმხილველები, ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც გამოძიების მიერ სრულად იქნა აღდგენილი 12 წლის წინ ჩადენილი გახმაურებული მკვლელობის გარემოებები.
კერძოდ, გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, პეკინის გამზირზე, დავით ოთხმეზურსა და ასლან ბეჟანიძეს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ასლან ბეჟანიძემ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დავით ოთხმეზურს, მათ შორის ერთ-ერთი გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დავით ოთხმეზური, გადაყვანილ იქნა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
ასლან ბეჟანიძე, 2016 წლის 26 მარტს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე გრძელდება გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
ipn.ge

Monday, March 28, 2016

შორენა ბეგაშვილის პირველი კომენტარი "მეტი აღარ შემიძლია"

მსახიობ და ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილს, გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ ახლობლები, მეგობრები და უცნობი ადამიანები ფეიქბუქზე ამხნევებენ. შეგახსენებთ, მსახიობის ქალიშვილი 14 წლის ევა ბარბაქაძე გუშინ მე-5 სართულიდან გადმოვარდა და სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.
"შენ საუკეთესო დედა ხარ! ძლიერი გოგო ხარ, ცოტაც გაუძელი და შენი ანგელოზი მალე კარგად იქნება და ისევ ისე ლამაზად იცეკვებს! ჩვენ კი მანამდე ვილოცებთ ევასთვის! ყველას ძალიან გვიყვარხარ” – წერენ ბეგაშვილის ფეისბუქის გვერდზე სრულიად უცნობი ადამიანები, რომლებიც მომხდარმა ფაქტმა შეძრა.

ათობით კომენტარში, რომელსაც შორენა ბეგაშვილის პირად გვერდზე ვკითხულობთ, უცნობი ადამიანები 14 წლის ევას მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ: "ღმერთი არ გაწირავს ევას, კიდევ ბევრჯერ გავიგებთ მის სახელს და ბედნიერი დედაც იქნება მომავალში! ევა, ყველა შენს გამოჯანმრთელებაზე ვფიქრობთ და სწორედაც ეს დადებითი მუხტი, გაფანტული კოსმიურ სამყაროში დაგიბრუნდება და დაგეხმარება. შენ გაიმარჯვებ ევა!!!”; "ღვთის წყალობით ეს განსაცდელი წავა და ბედნიერება მოვა… ღმერთმა უშველოს და გამოაჯანმრთელოს მალე”; "შორენა, ჩემი სახით ერთი უცნობი დედა შენს გვერდითაა, განვიცდი და მტკივა შენი სატკივარი. უფალმა გამოგიჯანმრთელოს”; "მთელი საქართველო
ევედრება უფალს ევას გამოჯანმრთელებას, უფალმა ისმინოს და შეეწიოს” – წერენ ფეისბუქ-მომხმარებლები.

"შორენა, შენ ყველაზე, ყველაზე მაგარი, ძლიერი და მოსიყვარულე დედა ხარ და ევა ძალიან მალე, ძალიან ძალიან ძალიან კარგად იქნება! გვიყვარხართ და ვილოცებთ ევას ჯანმრთელობსთვის და თქვენი ბედნიერებისთვის” – თანადგომას უცხადებს ტელეწამყვანს იუნა შაფათავა.

ბოლო ინფორმაციით, ევა ბარბაქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც ჟურნალისტებს იაშვილის კლინიკის ექიმმა ნანი ყავლაშვილმა განუცხადა, პაციენტს აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები და მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადის. ექიმის განმარტებით, პაციენტი არ არის მართვით სუნთქვაზე და ამ ეტაპზე თურქეთში მისი გადაყვანის საკითხიც არ განიხილება.
wwww.ge

Sunday, March 27, 2016

გაზრდილ ხელფასს საჯარო სკოლის პედაგოგები პირველი აპრილიდან მიიღებენ

გაზრდილ ხელფასს საჯარო სკოლის პედაგოგები პირველი აპრილიდან მიიღებენ.
ათწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე, მაგისტრი პედაგოგის ხელფასი საშუალოდ 480 ლარიდან 548 ლარამდე გაიზრდება.
20 ლარით მოიმატებს სერტიფიცირებული პედაგოგის ხელფასის დანამატი და იგი 180 ლარით განისაზრვრება.
88 ლარიდან 100 ლარამდე გაიზრდება კლასის დამრიგებლის ხელფასი.
რაც შეეხება ბაკალავრებს, მათი ხელფასი საშუალოდ 500 ლარი იქნება.
„ამ ხელფასს აიღებენ პედაგოგები სრული განაკვეთის [18 საათის] შემთხვევაში. თუკი პედაგოგს უფრო მეტი საათი აქვს, მას ექნება შესაბამისი დანამატი. ამას გარდა, არსებობს სხვაობა იმის მიხედვით, პედაგოგი უფროსი მასწავლებელია, წამყვანი, თუ პრაქტიკოსი“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა დავითაძემ.
საქართველოს განათლების სამინისტრო პედაგოგებისთვის ხელფასის გაზრდას 2017 წლის იანვარშიც გეგმავს.

რაც შეეხება პედაგოგებს მაღალმთიან დასახლებაში, ისინი დამატებით შეღავათებით 2016 წლის პირველი სექტემბრიდან ისარგებლებენ: მასწავლებლებს დაუწესდებათ სახელფასო დანამატი არანაკლებ 35%-ის ოდენობით; სპეციალური რეგიონული პროგრამების მონაწილე მასწავლებლებს – დამატებითი ანაზღაურება ხელფასის არანაკლებ 50%-ის ოდენობით [თუმცა ეს მასწავლებლები არ უნდა იღებდნენ ზემოთ აღნიშნულ 35%-იან დანამატს].
batumelebi.ge

გამოსაშვები გამოცდები 2016 – პასუხები ყველა კითხვაზე და ტესტური დავალებების ნიმუშები

2016 წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერული მეთოდით შემდეგ საგნებში ჩატარდება: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული, როგორც მეორე ენა, ისტორია, მათემატიკა, ინგლისური ენა, რუსული ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა, ბიოლოგია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა.
მე–11 კლასელთათვის გამოსაშვები გამოცდები ივნისის მეორე ნახევარში ტარდება, ხოლო მე-12 კლასელები საატესტატო გამოცდებს მაისის მეორე ნახევარში აბარებენ.
გთავაზობთ სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციას, რომელიც გამოცდებისთვის მომზადებაში დაგეხმარებათ:

edu.aris.ge

ახალი დეტალები შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

მსახიობ შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის, ევა ბარბაქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ “ფოსტალიონს” სანდო წყარომ აცნობა, რომ  ექიმები გოგონას გადარჩენის იმედს იძლევიან. ის მრავლობითი მოტეხილობით იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული და ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.
თვითმხილველის თქმით, ევა ბარბაქაძე მე-5 სართულის აივნიდან მას შემდეგ გადავარდა, რაც ის მოაჯირზე შემომჯდარი სელფის გადაღებას ცდილობდა. უცებ მას მობილური ხელიდან გაუვარდა და გოგონამ მეორე ხელი მოაჯირს გაუშვა მის დასაჭერად, რა დროსაც წონასწორობა დაკარგადა ზურგით გადავრდა აივნიდან.
postalioni.com

Thursday, March 24, 2016

გამოსაშვები გამოცდებისათვის მოსწავლეები სკოლებმა 21 მარტის 10:00 საათიდან 5 აპრილის 18:00 საათამდე უნდა დაარეგისტრირონ

2015-2016 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდებისათვის (მე-12 კლასი) მოსწავლეთა დასარეგისტრირებლად მიჰყევით ბმულს. იქვე იხილავთ რეგისტრაციის ინსტრუქციას.

2015-2016 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდებისათვის მოსწავლეები სკოლებმა 21 მარტის 10:00 საათიდან 5 აპრილის 18:00 საათამდე უნდა დაარეგისტრირონ.

naec.ge

Monday, March 21, 2016

განათლების სახლის მოსწავლეები სდასუში

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს განათლების სახლის მოსწავლეები ეწვივნენ.
მათ დაათვალიერეს უნივერსიტეტის მდიდარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, განსაკუთრებით დიანტერესდნენ სდაუს TV-ს მუშაობის ტექნოლოგიური და შემოქმედებითი პროცესებით!
მომავალმა სტუდენტებმა გულითადი მასპინძლობისთვის მადლიერება გამოხატეს სდასუს ადმინისტრაციის მიმართ.


Sunday, March 20, 2016

სამებაში აფეთქების შესაძლებლობას არ გამორიცხავენ

სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ნულოვან სართულზე გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, აფეთქების შესაძლებლობას არ გამორიცხავენ, - ამის შესახებ შემთხვევის ადგილიდან Sputnik-ის კორესპონდენტი იტყობინება. 

ხანძრის კერა, სავარაუდოდ, ახალგაზრდულ საგანმანათლებლო ცენტრში მდებარეობს, რომელიც ნულოვან სართულზეა განთავსებული. ცენტრის ერთერთი მუდმივი მსმენელის თქმით, მან იმ ტერიტორიაზე უამრავი, სხვადასხვა ზომის გაზის ბალონი შენიშნა, თუმცა, მისთვის უცნობია, არის თუ არა მათში ჩატუმბული აირი. 

ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა, ტაძრიდან ევაკუირებულია მრევლი და სასულიერო პირები. ერთერთი სასულიერო პირის თქმით, პატრიარქი წირავდა, როცა ქვემოდან კვამლი ტაძარში ამოვიდა. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტები, მაშველები და სახანძრო ბრიგადები. 


www.fmabkhazia.com

Friday, March 18, 2016

აკადემიურმა საბჭომ რექტორის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო




დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტურ თვითმმართველობასა და აკადემიური საბჭოს წევრებს შორის შეხვედრა შედგა.
შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. დასრულების შემდეგ მათ მედიასთან კომენტირებისას განცხადეს, რომ 16 მარტს აკადემიური საბჭოს წევრების უმრავლესობის მოთხოვნით  რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვის გადაწყვეტილება მიიღეს. რაც ნიშნავს იმას, რომ აკადემიურმა საბჭომ რექტორის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში შეიტანა. იმპიჩმენტის საკითხის დღის წესრიგში შეტანას მხარი საბჭოს წევრთა უმრავლესობამ დაუჭირა.
რექტორის იმპიჩმენტის პროცედურა 3-ეტაპიანია. საბჭოს წევრთა განცხადებით, ისინი ახლა მეორე, მოკვლევის ეტაპზე არიან. მოკვლევის ეტაპის დასრულების შემდეგ საბჭო გადაწყვეტილების მისაღებად შეიკრიბება და კენჭს უყრის რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.
გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. საბჭოში ახლა სულ 11 წევრია. ორმა წევრმა (მარიამ გერსამიამ და გიორგი გოგსაძემ საბჭო დატოვეს), ერთი წევრი კი დეკანი გახდა და ამის გამო შეუწყდა საბჭოს წევრის სტატუსი.
აკადემიური საბჭოს ერთ-ერთი წევრის რამაზ ქურდაძის განცხადებით, ორშაბათს თვითმმართველობის წევრები მათ თავიანთ დასაბუთებულ პოზიციას მიაწვდიან იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ფიქრობენ, რომ რექტორის იმპიჩმენტის საკითხს კენჭი აკადემიურმა საბჭომ უნდა უყაროს.
"რაც შეეხება რექტორის მოვალეობის ვადამდე შეწყვეტას, ეს საკითიხი უკვე დაისვა 16 მარტის აკადემიური საბჭოს სხდომაზე. მიმდინარეობს მოკვლევა, რასაც  სჭირდება დრო. ამაში ჩაერთვებიან შესაბამისი სამსახურები. რაც მთავარია ეს საქმიანობა წარიმართება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად" - განუცხადა ქურდაძემ მედიას.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ რექტორმა ვერ გაართვა თავი დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც გამოიხატა იმაშიც, რომ ვერ უზრუნველყო სენატის სხდომის ჩატარება, რომელსაც კანცლერობის კანდიდატის არჩევაზე უნდა ემსჯელა. ასევე ისინი თვლიან, რომ თუკი რექტორმა იცოდა, რომ უნივერისტეტში, ე.წ. ოდეერები მუშაობდნენ, მას ამის შესახებ უნდა განეცხადებინა. სამი დღის განმავლობაში თვითმმართველობის წევრები რექტორს ამ და სხვა პრეტენზიებს უყენებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ. თვითმმართველობის წევრებმა და მათმა მხარდაჭერებმა აქციები შეწყვიტეს, თუმცა რექტორის გადადგომის საკითხი ძალაში დატოვეს.
შენიშვნა:ახალი ამბის თავდაპირველი სათაური იყო- "აკადემიურმა საბჭომ გადაწყვიტა რექტორის იმპიჩმენტის საკითხსს კენჭი უყაროს". გაკეთდა ჩასწორება, ვინაიდან, სამართლებრივი საფუძვლების ვერმოძიების შემთხვევაში, რექტორის იმპიჩმენტის პროცედურა შესაძლოა კენჭისყრამდე(მესამე ეტაპამდე) არ მივიდეს. 
liberali.ge

Thursday, March 17, 2016

სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია - 2016


სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია იწარმოებს 16 მარტის 12:00 საათიდან 12 აპრილის 18:00 საათამდე.

რეგისტრაცია

რეგისტრაციას აპლიკანტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან www.naec.gov.ge და online.naec.ge

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს 1 ივნისის 19:00 საათამდე შეეძლებათ ენის შეცვლა.
ინტერნეტით რეგისტრაციისათვის აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ელექტრონული ფოსტა;
  • მან უნდა გადაიხადოს სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასური10 ლარი.


გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:

საფასურის გადახდა შესაძლებელია ვებგვერდიდან. ბარათით ელექტრონულად გადახდისათვის მიჰყევით ბმულს (საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი)

  • „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • ვებგვერდზე ipay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • ვებგვერდზე www.PayBox.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • PayBox თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი.

მასწავლებელთა საგნის გამოცდა - რეგისტრაცია

პედაგოგთა საგნის გამოცდის რეგისტრაცია 16 მარტს 12:00 საათზე დაიწყება და 12 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. გამოცდას კი აპლიკანტები ივლისში ჩააბარებენ.

რეგისტრაცია

გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს:
  • პრაქტიკოს მასწავლებელს;
  • ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც მიღებული აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი;
  • მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება.


2016 წლიდან მსურველებს საგნის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა წელიწადში ორჯერ - ზამთარსა და ზაფხულში ექნებათ.
ისინი გამოცდას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში ჩააბარებენ: 
  • ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI კლასები);
  • მათემატიკა (I-VI კლასები);
  • ბუნებისმეტყველება (I-VI კლასები);
  • ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები);
  • ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII კლასები);
  • ქართული, როგორც მეორე ენა (I-XII კლასები);
  • მათემატიკა (VII-XII კლასები);
  • ისტორია;
  • გეოგრაფია;
  • სამოქალაქო განათლება;
  • ფიზიკა;
  • ქიმია;
  • ბიოლოგია;
  • ინგლისური;
  • გერმანული;
  • ფრანგული;
  • რუსული;
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
  • მუსიკა;
  • სპორტი.

პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის რეგისტრაცია უფასოა.

მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტები კი გადაიხდიან 50 ლარს. 


რეგისტრაციის გავლა და გამოცდის ჩაბარება წელს პირველად შეეძლებათ მუსიკისა და სპორტის მასწავლებლებს, ასევე, მონაწილეებს შესაძლებელობა ექნებათ საგნის გამოცდა რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩააბარონ.


გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:


საფასურის გადახდა შესაძლებელია ვებგვერდიდან. ბარათით ელექტრონულად გადახდისათვის მიჰყევით ბმულს (საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი)

  • „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • ვებგვერდზე ipay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • ვებგვერდზე www.PayBox.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • PayBox თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი.

ყველა აპლიკანტს უფლება აქვს დარეგისტრირდეს ელექტრონულად (მხოლოდ ერთი საგნის გამოცდის ჩასაბარებლად) ვებგვერდებზე: www.naec.gov.ge და online.naec.ge

2016 წლიდან მონაწილეები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს პირადი გვერდიდან (გვერდი, სადაც რეგისტრირდებიან აპლიკანტები) ამობეჭდავენ. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა.შ.) გარეშე.


მასწავლებლობის მსურველებმა პარალელურად რეგისტრაცია უნდა გაიარონ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.


აპლიკანტმა რესურსცენტრში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი.

მაგისტრანტობის კანდიდატების რეგისტრაცია - 2016

მაგისტრანტობის კანდიდატები რეგისტრაციას ინტერნეტით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან (www.naec.gov.ge; online.naec.ge) რეგისტრაცია 16 მარტის 12:00 საათიდან 12 აპრილის 18:00 საათამდე იწარმოებს.




საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან მაგისტრის დიპლომის მქონე ან მასთან გათანაბრებულ პირს.

ინტერნეტით რეგისტრაციისათვის მაგისტრანტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

    • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
    • ელექტრონული ფოსტა;
    • მან უნდა გადაიხადოს გამოცდაში მონაწილეობის საფასური - 50 ლარი.

    გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:

    საფასურის გადახდა შესაძლებელია ვებგვერდიდან. ბარათით ელექტრონულად გადახდისათვის მიჰყევით ბმულს (საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი)

    • „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
    • ვებგვერდზე ipay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
    • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
    • საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
    • ვებგვერდზე www.PayBox.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
    • PayBox თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.


    გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი.

    მითითებულ მისამართზე (online.naec.ge; www.naec.gov.ge ) შესვლის შემდეგ მონაწილე სპეციალურ ველში უთითებს ელექტრონულ ფოსტას, რომელზეც მიიღებს პაროლს, მომხმარებლის სახელით (ელექტრონული ფოსტის მისამართი) და მიღებული პაროლით იგი შედის სისტემაში, პირად გვერდზე და ირჩევს ტესტის ტიპს (A,B ან C), საგამოცდო ცენტრს და ა.შ.

    შესაბამისი ინფორმაციის მითითების შემდეგ კანდიდატი აჭერს "შენახვის" ღილაკს და რეგისტრაციის დასტურს იღებს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

    2016 წლიდან აპლიკანტები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს პირადი გვერდიდან (გვერდი, სადაც მაგისტრანტობის კანდიდატი ირჩევს ტესტის ტიპს) ამობეჭდავენ. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა.შ.) გარეშე.

    მაგისტრანტობის მსურველი რეგისტრაციის დროს არ უთითებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პროგრამას. აპლიკანტი უნდა დაუკავშირდეს უმაღლეს სასწავლებელს/სასწავლებლებს და გაარკვიოს ინფორმაცია შიდა სასპეციალიზაციო მისაღები გამოცდების შესახებ.

    საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია აღნიშნულ ვადებში (12 აპრილის 18:00 საათამდე) უნდა გაიარონ. სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატები ვეღარ დარეგისტრირდებიან.
    უკვე რეგისტრირებულებს კი ტესტის ტიპის შეცვლა 1 ივნისის 19:00 საათამდე შეეძლებათ.
    გაითვალისწინეთ:
    • არ გაანდოთ სხვას ელექტრონული ფოსტით მიღებული პაროლი. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი სარეგისტრაციო ანკეტაში მითითებული მონაცემების სისწორესა და შემდგომ მასში განხორციელებულ ცვლილებებზე;
    • საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვებათ მაგისტრანტობის იმ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება საღვთისმეტყველო, საშემსრულებლო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამებზე;
    • კანდიდატი კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს წინა წლებში მიღებული ქულით.

    მაგისტრანტობის კანდიდატებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2016 წლის 2 მაისამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.

    2016 წლის სიახლეები

    საერთო სამაგისტრო გამოცდაზე შეიცვლა საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების რაოდენობა და ნაცვლად 11-ისა, განისაზღვრა 12-ით (მიმართულებას "მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ფიზიკა“ გამოეყო ინფორმაციული ტექნოლოგიები ცალკე მიმართულებად). ასევე, შესაძლებელი გახდა, რომ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მიმართულებათაშორისი დარგების ან სპეციალობების ქვედარგებზე/სპეციალიზაციებზე, მათი შინაარსის გათვალისწინებით, დაადგინოს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის რამდენიმე ტიპი, თუმცა, თითოეული აპლიკანტი კვლავ აბარებს მხოლოდ ერთი ტიპის ტესტს.


    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მაგისტრანტობის თითოეულ კანდიდატს უსურვებს წარმატებას საერთო სამაგისტრო გამოცდაზე.

    2016 წელს მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველთათვის ინსტრუქცია

    გთავაზობთ 2016 წელს მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველთათვის ინსტრუქციას (გზამკვლევი).

    ინსტრუქცია (გზამკვლევი)

    Wednesday, March 16, 2016

    თსუ-ის პროფესორები მიმართვას ავრცელებენ

    დღეს შეიქმნა თსუ-ის პროფესორთა საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც 20-მდე პროფესორია გაერთიანებული. პროფესორებმა შეხვედრა გამართეს მეორე კორპუსის ქიმიის აუდიტორიაში და მიმართვა შეიმუშავეს. ჯგუფის მიზანია მოლაპარაკებების უზრუნველყოფა პროფესორებსა და სტუდენტებთან. შეხვედრას სხვადასხვა ფაკულტეტის პროფესორები ესწრებოდნენ

    „თსუ-ის პროფესორები უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ უნივერსიტეტში უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენებით. დაუშვებლად მიგვაჩნია არსებულ სიტუაციაში რექტორის გადადგომა. დაპირისპირებულ მხარეებს მოგიწოდებთ კონსენსუსისკენ. ამჟამად არ აქვს მნიშვნელობა,  ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი, რამ მიმგვიყვანა ასეთ დაპირისპირებამდე. ჩვენც მიგვაჩნია,რომ უნივერსიტეტში არის მთელი რიგი პრობლემები, რომელიც გადაჭრას მოითხოვს. გარკვეული ცვლილებებია შესატანი განათლების კანონში და შესაბამისად უნივერსიტეტის წესდებაში. ყოველივე ამის გაკეთება შესაძლებელია პროფესურას, ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის დიალოგით“, -  ნათქვამია მიმართვის ტექსტში. 

    როგორ უნდა ამაღლდეს ზოგადი განათლების ხარისხი სკოლებში და რა ცვლილებებია ამისთვის საჭირო

    პროფესიული გამოცდის მინიმალურ ზღვარს დარჩენილი 83 %, რა დასკვნების საშუალებას გვაძლევს მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდების შედეგები, როგორ უნდა ამაღლდეს ზოგადი განათლების ხარისხი სკოლებში და რა ცვლილებებია ამისთვის საჭირო.

    სტუმარი: გიორგი გახელაძე - განათლების ექსპერტი, შალვა ტაბატაძე - ექსპერტი განათლების საკითხებში
    წამყვანი: გოგი ჩოკოშვილი
     მოუსმინეთ: აუდიო ჩანაწერი
    radio1.ge

    გამოცხადდა ახალი ნაკადის მიღება სასერტიფიკატო კურსებზე - რეგისტრაცია 31 მარტამდე

    განათლების სახლი - დელისზე და დიდ დიღომში(+995 32) 2 14 80 24
    გამოცხადდა ახალი ნაკადის მიღება სასერტიფიკატო კურსებზე - რეგისტრაცია 31 მარტამდე:
    ·         მე ვქმნი ჩემს წარმატებულ ბიზნესს (3 თვე)
    ·         ბუღალტერია ბასს - პირველი დონე (2 თვე)
    ·         მე ვქმნი ვებგვერდს (2 თვე)
    მაღალკვალიფიციური მ ო მ ზ ა დ ე ბ ა ხელმისაწვდომ ფასად - მიმდინარეობს მიღება ინტენსიურ კურსებზე:
    ·         სასურველ საგნებში,
    ·                  
    ·         ერთიანი        ,
    ·                გაუმჯობესების/მოპოვების,
    ·                  
    ·                     გამოცდებისთვის!
    ·         სკოლაში შემსვლელი          პროგრამა


    1-2-3-4 კაციანი ჯგუფები!საუკეთესო პროფესორ-მასწავლებლები!ყველა ჩვენი კურსდამთავრებული            !დარეკეთ და გახდით წარმატებული:განათლების სახლი -       
    ტელ(+995 32) 2 14 80 24,  (+995 599) 201096
    მისვაჟა-ფშაველას 43, კაბინეტი #215 მეტრო დელისთან (პროფ.კულტურის ცენტრი)
     
    განათლების სახლი - დიდ       
    ტელ:  (+995 32) 2 14 80 24,  (+995 593) 997917
    მისიოანე პეტრიწის #3დაგვიმეგობრდით: https://www.facebook.com/www.Hedu.Ge