Pages

Thursday, April 28, 2016

განათლების სახლის ღია გაკვეთილი ბიოლოგიაში

განათლების სახლი დიდ დიღომში სთავაზობს ნებისმიერ დაინტერესებულ მოსწავლეს უფასო გაკვეთილებს სხვადასხვა საგანში ხუთშაბათობით, (ხანგრძლივობა - 2 სთ).

ხუთშაბათს, 28 აპრილს, 18:00 საათზე ბიოლოგიის პედაგოგმა, ქალბატონმა მარინე დევდარიანმა ჩაატარა ღია გაკვეთილი და უპასუხება დამსწრეების კითხვებს.
მომვალში გვეწვიეთ! დასწრება თავისუფალია!
განათლების სახლი - დიდ დ ი ღ ო მ შ ი
T.: 2 14 80 24, 593 997917

მის.: იოანე პეტრიწის #3


საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 713 804 ადამიანს შეადგენს

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 713 804 ადამიანს შეადგენს, აქედან 1 772 864 კაცი და 1 940 940 ქალია. ეს არის 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგი. მოსახლეობის რაოდენობა, წინა 2002 წლის აღწერასთან შედარებით 15%ით ნაკლებია. შედეგების პრეზენტაცია საქსტატმა დღეს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართა.
აღწერის თანახმად, ქალაქის მოსახლეობამ 2 122 623 ადამიანი, ხოლო სოფლის მოსახლეობამ 1 591 181 ადამიანი შეადგინა. ქალაქის მოსახლეობა წინა აღწერასთან შედარებით 7.1%-ით შემცირდა, ხოლო სოფლის 23.7%-ით.
ყველაზე მეტად გასული წლების განმავლობაში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობა შემცირდა – 37.4%-ით. სამეგრელო-ზემო სვანეთში ეს მაჩვენებელი 29%-ს უტოლდება, მხეთა მთიანეთში 24.8%-ს, იმერეთში 23.4%-ს, კახეთში 21.6%-ს, გურიაში 21%-ს, შიდა ქართლში 15.7%-ს, ქვემო ქართლში 14.6%-ს, ხოლო აჭარაში – 10.6%-ს. თბილისის მოსახლეობა კი 2.5%-ით გაიზარდა.
აღწერის მონაცემებით, 0-14 წლამდე მოსახლეობა ქვეყნის 18.6% პროცენტია, 15-64 წლის 67.1% და 65 წელს ზემოთ – 14.3%. 2002 წლის აღწერასთან შედარებით, 2014 წელს, 0-14 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის წილი მოსახლეობაში 2.4%-ით შემცირდა და 18.6% შეადგინა. ასევე, 0.8% გაიზარდა 15-64 წლის მოსახლეობის წილი. ამავე მონაცემებით, 1.6%-ით გაიზარდა 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში.
მოსახლეობის პროცენტული განაწილება ეროვნების მიხედვით: 87% ქართველი, 6% აზერბაიჯანელი, 5% სომეხი, 0.4% ოსი, 1% რუსი, 1% სხვა.
აღწერის მიხედვით, რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით მოსახლეობის მონაცემები ასე გადანაწილდა: 83% მართლმადიდებელი, 11% მუსლიმი, 3% სომხური-სამოციქულო ეკლესია, 1% კათოლიკე, 0.5% არცე რთი, 1% სხვა.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის საყოველთაო აღწერის წინასწარი მონაცემები გასული წლის აპრილში გასაჯაროვდა, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობა 3 729 635 ადამიანით განისაზღვრა და ამ მონაცემით წინა აღწერასთან (2002) შედარებით მოსახლეობის რაოდენობა 641 900-ით იყო შემცირებული.

განათლების სახლში გრძელდება უფასო გაკვეთილების ციკლი!

განათლების სახლი დიდ დიღომში სთავაზობს ნებისმიერ დაინტერესებულ მოსწავლეს უფასო გაკვეთილებს სხვადასხვა საგანში ხუთშაბათობით, (ხანგრძლივობა - 2 სთ).
ხუთშაბათს, 28 აპრილს, 18:00 საათზე ბიოლოგიის პედაგოგი ჩაატარებს ღია გაკვეთილს და უპასუხებს თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვას.
გვეწვიეთ! დასწრება თავისუფალია!
განათლების სახლი - დიდ დ ი ღ ო მ შ ი
T.: 2 14 80 24, 593 997917
მის.: იოანე პეტრიწის #3

Friday, April 22, 2016

2016 წლის ზაფხულში დაგეგმილი პედაგოგთა საგნის გამოცდაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულის ოდენობა განისაზღვრა

2016 წლის ზაფხულში ორგანიზებული მასწავლებელთა საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის გამოცდის ტესტში დასაგროვებელი აუცილებელი ქულების ოდენობა დადგინდა.
განათლების მინისტრის ბრძანების მიხედვით, იმისათვის რომ აპლიკანტს წარმატებულად ჩაბარებულად ჩაეთვალოს, უნდა დააგროვოს შესაბამისი საგნის/საგანთა ჯგუფის გამოცდს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი.

Thursday, April 21, 2016

მე–12 კლასელების მიერ სკოლაში გაცდენილი საათები 20 აპრილიდან აღარ იანგარიშება

მე–12 კლასელების მიერ სკოლაში გაცდენილი საათები  20 აპრილიდან აღარ იანგარიშება. ამის შესახებAris.ge-განათლებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს. რაც შეეხება ,,არების“ დაწერას, რეგისტრაციის პროცესი 20 აპრილის შემდეგაც გაგრძელდება.
,,არები“ მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში იწერება. თუმცა იმისთვის, რომ გაცდენების მიხედვით განისაზღვროს ეკუთვნის თუ არა მოსწავლეს ექსტერნის ფორმით სკოლის დასრულება, გაცდენები დაითვლება 20 აპრილის ჩათვლით. თუმცა რეგისტრაციის პროცესი სასკოლო ჟურნალში  20 აპრილის შემდეგაც გაგრძელდება. უბრალოდ  სკოლებს 20 აპრილი აქვთ ბარიერი, ითვლიან გაცდენებს 20 აპრილამდე და ანგარიშობენ ეკუთვნის თუ არა მოსწავლეს ექსტერნი ფორმით პროგრამის დაძლევა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საკითხი მინისტრის ბრძანებით  რეგულირდება. ეროვნული სასწავლო გეგმის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, რაც შემდეგს გულისხმობს:
“თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე”,-აღნიშნულია ეროვნულ სასწავლო გეგმაში.
რაც შეეხება სწავლის დასრულების თარიღსეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად,განსაზღვრულია,რომ პირველი და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები წელს სწავლას 20 მაისს დაასრულებენხოლოდანარჩენი კლასების მოსწავლეები – 10 ივნისი შემდეგ პარასკევს ანუ, 17 ივნისს.
edu.aris.ge

მასწავლებელთა საგნის გამოცდის ტესტების ელექტრონულ ვერსიებსი

გთავაზობთ მასწავლებელთა საგნის გამოცდის ტესტების ელექტრონულ ვერსიებს:























Tuesday, April 19, 2016

უფასო ღია გაკვეთილები განათლების სახლში

განათლების სახლი დიდ დიღომში სთავაზობს ნებისმიერ დაინტერესებულ მოსწავლეს უფასო გაკვეთილებს სხვადასხვა საგანში ხუთშაბათობით, 19:00 საათზე (ხანგრძლივობა - 2 სთ).
ხუთშაბათს, 21 აპრილს, 19:00 საათზე გეოგრაფიის პედაგოგი ჩაატარებს ღია გაკვეთილს და უპასუხებს თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვას.
გვეწვიეთ! დასწრება თავისუფალია!
განათლების სახლი - დიდ დ ი ღ ო მ შ ი
T.: 2 14 80 24, 593 997917
მის.: იოანე პეტრიწის #3

Saturday, April 16, 2016

პაპავა აქციაზე არსებულ სიტუაციას გაეცნო და განაცხადა, რომ პროტესტის ეს ფორმა მისთვის მისაღები არ არის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან გამართულ აქციაზე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ პაპავა მივიდა. პაპავა აქციაზე არსებულ სიტუაციას გაეცნო და განაცხადა, რომ პროტესტის ეს ფორმა მისთვის მისაღები არ არის. 

„მე მოვედი ამბის გასაგებად. მათ აქვთ თავისი მოთხოვნები. ასევე ისინი აცნობიერებენ, რომ უნივერსიტეტში ლექციების გაცდენა პრობლემაა და ეს ფორმა პირადად ჩემთვისაც მიუღებელია“, - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ. 

მისივე თქმით, პრემიერი უნდა გამოეხმაუროს სტუდენტების მოთხოვნებს. 

„პრემიერი შეხვდება თუ არა სტუდენტებს ეს მისი გადაწყვეტილებაა. თუ გადაწყვეტს, რომ გამოეხმაუროს აქციის მონაწილეებს, გამოხმაურების ფორმა თავად უნდა შეარჩიოს, ეს იქნება განცხადება, თუ ადგილზე მოვა, მაგრამ ეს მას გასაკეთებელი აქვს“, - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ. 

„ჩემი აზრით, სტუდენტებს ყოველთვის აქვთ უფლება, რომ რაღაც მოითხოვონ, მაგრამ ამან სასწავლო პროცესის შეფერხება არ უნდა გამოიწვიოს“, - აღნიშნა პაპავამ. 

უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის შენობის კარგი შიგნიდან ორი ფიცრით არის აჭედილი და კარზე მერხები არის მიწყობილი. ამჟამად ”აუდიტორია 115”-ის სტუდენტების აქციის გამო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში სწავლის პროცესი შეფერხებულია. სტუდენტები უნივერიტეტის 115-ე აუდიტორიაში პრემიერ-მინისრტ გიორგი კვირიკაშვილის მისვლას ითხოვენ. 
ipn.ge

ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის ტესტური დავალებების გამსწორებელთა კონკურსი

ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის გამსწორებელთა კონკურსი 5 ვაკანტურ თანამდებობაზე ცხადდება. 

კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
  • ჰქონდეს მათემატიკოსის ან მათემატიკის მასწავლებლის დიპლომი და/ან ჩაბარებული მათემატიკის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო/საგნის გამოცდა (კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში);
  • ოჯახის წევრი/წევრები არ უნდა აბარებდნენ 2016 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ვებგვერდზე 7-13 მაისს (სასურველი ბრაუზერი: Mozila Firefox და Google Chrome).

კონკურსი ჩატარდება ელექტრონულად სპეციალური პროგრამის გამოყენებით 15 მაისს 11:00 საათიდან 15:00 საათის ჩათვლით. აპლიკანტებს საშუალება ექნებათ სახლიდან შეასრულონ 310 დავალება და გამოავლინონ საკუთარი კომპეტენცია.

გამოცდის დაწყებამდე, 7-13 მაისს მონაწილეებს საშუალება მიეცემათ ივარჯიშონ - გაასწორონ ნაშრომები ელექტრონული პროგრამის საშუალებით.


არაუგვინეს 5 ივნისისა კონკურსის შედეგების მიხედვით შედგება რეიტინგული სია და გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

მე-6 და მე-9 კლასელთა ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი სკოლების რეგისტრაცია 3 მაისიდან დაიწყება

ტესტირების მიზანი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა (მე-6 კლასი, მე-9 კლასი) მიღწევების შეფასება და სასწავლო პროცესის მხარდაჭერაა.

მოსწავლეთა შეფასების საფუძველზე სკოლებს მიეწოდებათ ინფორმაცია კონკრეტული მოსწავლის და სკოლის მიღწევების შესახებ. 

შეფასების შედეგები იმგვარადაა წარმოდგენილი, რომ ის ეფექტურად შეიძლება იყოს გამოყენებული მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების ქმედითი ღონისძიებების დასაგეგმად. 

რეგისტრაციის პროცესი 16 მაისს დასრულდება.

ტესტირება კომპიუტერულად, 2-დან 10 ივნისის ჩათვლით ჩატარდება შემდეგ საგნებში:

მე-6 კლასი:

  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • ქართული, როგორც მეორე ენა;
  • მათემატიკა;
  • ინგლისური ენა.

მე-9 კლასი:

  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • ქართული, როგორც მეორე ენა;
  • მათემატიკა;
  • უცხოური ენა (გერმანული, ინგლისური, ფრანგული ან რუსული);
  • ისტორია;
  • გეოგრაფია;
  • ფიზიკა;
  • ქიმია;
  • ბიოლოგია;
  • ხელოვნება.

ტესტირებაში სკოლების მონაწილეობა ნებაყოფლობითია. კონკრეტული სკოლის შედეგები ხელმისაწვდომია მხოლოდ მონაწილე სკოლისათვის.


დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილში.

Thursday, April 14, 2016

განათლების სახლი - დელისზე და დიდ დიღომში!

განათლების სახლი - დელისზე და დიდ დიღომში! 
(+995 32) 2 14 80 24
მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად:
✔ სასურველ საგნებში, 
✔ ს ა ა ტ ე ს ტ ა ტ ო
✔ ერთიანი ე რ ო ვ ნ უ ლ ი,
✔ გ რ ა ნ ტ ი ს გაუმჯობესების/მოპოვების,
✔ ს ა მ ა გ ი ს ტ რ ო
✔ რ ე ზ ი დ ე ნ ტ უ რ ი ს გამოცდებისთვის!
✔ სკოლაში შემსვლელი ბ ა ვ შ ვ ე ბ ი ს პროგრამა!
გამოცხადდა ახალი ნაკადის მიღება სასერტიფიკატო კურსებზე:
✔ იყავი წარმატებული
✔ მე ვქმნი ჩემს წარმატებულ ბიზნესს
✔ ბუღალტერია საერთაშორისო სტანდარტი - პირველი დონე
✔ მე ვქმნი ვებგვერდს

1-2-3-4 კაციანი ჯგუფები!
საუკეთესო პროფესორ-მასწავლებლები!
ყველა ჩვენი კურსდამთავრებული წ ა რ მ ა ტ ე ბ უ ლ ი ა!

დარეკეთ და გახდით წარმატებული:

განათლების სახლი - დ ე ლ ი ს ზ ე
T.: 2 14 80 24, 599 201096
მის.: ვაჟა-ფშაველას 43, კაბინეტი #215
მეტრო დელისთან (პროფ.კულტურის ცენტრი)

განათლების სახლი - დიდ დ ი ღ ო მ შ ი
T.: 2 14 80 24, 593 997917
მის.: იოანე პეტრიწის #3

შესაძლებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/1CXl-MPutkG9Ith5k4i025Yq-mnKRLeOvqd9u4IichqA/viewform

დაგვიმეგობრდით: www.FACEBOOK.com/www.Hedu.Ge;
ბლოგი: www.iHEDUge.blogspot.com
ვებგვერდი: www.Hedu.Ge.

H ause of EDU cation
#იყავიწარმატებული #BeSuccessful#განათლებისსახლი

Tuesday, April 12, 2016

გამოცდებისათვის მოსწავლეები სკოლებმა 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით უნდა დაარეგისტრირონ

2015-2016 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდებისათვის (მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის) მოსწავლეთა დასარეგისტრირებლად მიჰყევით ბმულს. 
იქვე იხილავთ რეგისტრაციის ინსტრუქციას.

2015-2016 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდებისათვის მოსწავლეები სკოლებმა 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით უნდა დაარეგისტრირონ.
naec.ge

Sunday, April 3, 2016

მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან პედაგოგების ხელფასები იზრდება

ხელფასის ზრდა დამოკიდებული იქნება პედაგოგის სტაჟსა და აკადემიურ ხარისხზე.

მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან, პედაგოგების ხელფასები იზრდება. პედაგოგების ხელფასების ზრდის მიზნით, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარია გამოყოფილი.

როგორც განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე განმარტავს, მინიმალური კვალიფიკაციის მქონე პედაგოგების ანაზღაურება 405 ლარი გახდება, კვალიფიკაციის მატებასთან ერთად ხელფასი და დანამატიც იზრდება და მაქსიმუმ 1000 ლარამდე ადის.

"ეს არაა უბრალოდ ხელფასების ზრდა, რომელიც წლიდან წლამდე, ან სემესტრიდან სემესტრამდე რაღაც პროცენტულობით იზრდება. ეს მიბმულია სქემაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მასწავლებლები მიღწეული შედეგით გადადიან ამა თუ იმ სახელფასო დონეზე. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი დეტალებში ჩასვლას ნამდვილად საჭიროებს," - ამბობს საქართველოს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე.


პედაგოგების ხელფასებზე სამ ეტაპიანი ზრდის მეორე ეტაპის ამოქმედება სწორედ 2016 წლის აპრილისათვის იგეგმებოდა.
kutaisipost.ge

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის მაქსიმალურ/მინიმალურ გამსვლელი ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატზე გადასვლასთან დაკავშირებით რამდენიმე საგნისათვის საგამოცდო დრო გაიზარდა. ეს ის გამოცდებია, რომელთა ტესტურ დავალებებზე მუშაობამაც, ახალი ფორმატის გათვალისწინებით, შესაძლოა, ოდნავ მეტი დრო მოითხოვოს.
საყურადღებოა, რომ ორი გამოცდის დრო არ გაზრდილა, რადგანაც ბიოლოგიის ტესტში დავალებების რაოდნობა შემცირდა და, შესაბამისად, დროის გაზრდაც აღარ გახდა აუცილებელი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდის ტესტური დავალებები კი ისეა აგებული, რომ დროის ცვლილებას არ საჭიროებს, რაც აპრობაციის შედეგებმაც დაადასტურა.

საერთო სამაგისტრო გამოცდის წაკითხულის გააზრებას და რაოდენობრივ მსჯელობას დაემატა 5-5 წუთი, ხოლო ანალიტიკური წერისა და ლოგიკის დრო დარჩა უცვლელი.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდას დაემატა 5 წუთი 


2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის მაქსიმალური/მინიმალური გამსვლელი ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილების მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა


გურამიშვილის გამზირზე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა მსუბუქი ავტომობილის დატუმბვის დროს მოხდა. აფეთქების შედეგად გაზგასამართი სადგურის ოპერატორი და ავტომობილის მძღოლი მსუბუქად დაშავდნენ.


საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნლოვანი ზარალი გამოიწვია.
ipn.ge