Pages

Monday, May 30, 2016

სამინისტრომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაამტკიცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაამტკიცა.  ბრძანება 2017 წლის 15 სექტემბრიდან ამოქმედდება და 6 წლის განავლობაში იქნება ძალაში. თუმცა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფირების მიზნებისთვის ბრძანება უკვე ძალაშია შესული.
დოკუმენტის პრეზენტაცია,  რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორი თაობების აღზრდას უნდა შეუწყოს ხელი საქართველოს ზოგადი განათლების სისტემამ, მომავალ კვირას არის ჩანიშნული. როგორც EDU.ARIS.GE-თვის გახდა ცნობილი 7 ივნისს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, თამარ სანიკიძის მონაწილეობით ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის წარდგენა მასშტაბური ღონისძიების სახით იგეგმება.
თუმცა მანადმე EDU.ARIS.GE ეცადა გაერკია, კონკრეტულად რა სახის ცვლილებები შევიდა დოკუმენტში,  რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესს არეგულირებს.
ახალი რედაქციით ძალადაკარგულად გამოცხადდა დოკუმენტის შესავალი. ასევე პირველი კარი, რომელშიც შეტანილი იყო ისეთი საკითხები როგორებიცაა:  სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზების ადმინისტრაციული და კონცეპტუალური საკითხები: ზოგადი განათლების საფეხურები, მათი მისია და მიზნები; განათლების ენები და ენობრივი განათლება; ეროვნული სასწავლო გეგმის საგანმანათლებლო პრინციპები; მეთოდიკური ორიენტირები; მოსწავლეთა რაოდენობა საჯარო სკოლის კლასში; სკოლის საერთო კულტურა; დამრიგებლის მოვალეობები; საგნობრივი კათედრები საჯარო სკოლაში; სასკოლო სასწავლო გეგმა; საგანმანათლებლო რესურსები; მოსწავლის შეფასება; გამოცდის ტიპები; მოსწავლეთა აკადემიური მიღწევის აღიარება; გაცდენები; შინ სწავლება; ინკლუზიური განათლება; შესაბამისად, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხი ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა.
ძალდაკარგულად არის გამოცხადებული მეორე თავის მეათე კარი, რომელიც კლასების მიხედვით საათობრივ ბადეს განსაზღვრავდა. ასევე შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალურ რაოდენობას (პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით),   როგორც ქართულენოვანი, ასევე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებსითვის.
ძალადაკარგულად არის გამოცხადებული მესამე კარის 32 თავი. მესამე კარი კი საგნობრივ პროგრამებს ეხებათ.
რაც შეეხება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმას ის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა შეიმუშავა. დოკუმენტი მოიცავს ზოგადი განათლების ყველა საფეხურისათვის საათების განაწილებას, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებსა და რეკომენდაციებს, მოსწავლეთა აუცილებელ დატვირთვას, იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და ცოდნის) ჩამონათვალს, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველი საფეხურის დამთავრებისას, და ამ უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენის საშუალებათა აღწერას.
ახალი  ეროვნული სასწავლო გეგმა მისი წინამორბედის  მსგავსად სამი კარისგან შედგება:
I კარში წარმოდგენილია სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზების ადმინისტრაციული და კონცეპტუალური საკითხები: ზოგადი განათლების საფეხურები, მათი მისია და მიზნები; განათლების ენები და ენობრივი განათლება; ეროვნული სასწავლო გეგმის საგანმანათლებლო პრინციპები; მეთოდიკური ორიენტირები; მოსწავლეთა რაოდენობა საჯარო სკოლის კლასში; სკოლის საერთო კულტურა; დამრიგებლის მოვალეობები; საგნობრივი კათედრები საჯარო სკოლაში; სასკოლო სასწავლო გეგმა; საგანმანათლებლო რესურსები; მოსწავლის შეფასება; გამოცდის ტიპები; მოსწავლეთა აკადემიური მიღწევის აღიარება; გაცდენები; შინ სწავლება; ინკლუზიური განათლება; სავალდებულო და არჩევითი საგნები; საათობრივი ბადე.
II კარში წარმოდგენილია საგნობრივი სასწავლო გეგმების ზოგადი დახასიათება, საგნის სწავლების მიზნები და ამოცანები, საგნის სწავლების ორგანიზება, საგნობრივი სტანდარტები საფეხურების მიხედვით.
III კარში კი წარმოდგენილია საგნობრივი სასწავლო გეგმების საგნობრივი პროგრამები (შემდგომში – საგნობრივი პროგრამები) კლასების მიხედვით. საგნობრივი პროგრამა განსაზღვრავს, თუ რა უნდა იცოდეს და შეძლოს მოსწავლემ და როგორ უნდა იქნეს მიღწეული საგნობრივი სტანდარტის შედეგები;
უფრო კონკრეტულად კი რა სახის ცვლილებებია შესული  474 გვერდიან დოკუმენტში EDU.ARIS.GE-ს მკითხველი 7 ივნისს შეიტყობს.
ეკა არის© წივწივაძე
edu.aris.ge

Saturday, May 28, 2016

კვირას ჩატარდება ღია გაკვეთილი ქ ი მ ი ა შ ი - დასწრება თავისუფალია

განათლების სახლი სთავაზობს ნებისმიერ მოსწავლეს, სტუდენტს და საკითხით დაინტერესებულ პირებს უფასო გაკვეთილებს სხვადასხვა საგანში კვირაობით (ხანგრძლივობა - 2 სთ).
კვირას, 29 მაისს, 19:00 საათზე, განათლების სახლის დიდი დიღმის ფილიალში ქ ი მ ი ი ს პედაგოგი, ქალბატონი ნინო ფოჩიანი ჩაატარებს ღია გაკვეთილს და უპასუხებს დამსწრეთა კითხვებს.
ასეთი ღონისძიებები განათლების სახლში პერმანენტულ სახეს იქონიებს.

გვეწვიეთ! დასწრება თავისუფალია!
განათლების სახლი - დ ე ლ ი ს ზ ე 
T.: 2 14 80 24, 599 201096 
მის.: ვაჟა-ფშაველას 43, კაბინეტი #215 
მეტრო დელისთან (პროფ.კულტურის ცენტრი)

განათლების სახლი - დიდ დ ი ღ ო მ შ ი 
T.: 2 14 80 24, 593 997917 
მის.: იოანე პეტრიწის #3

Tuesday, May 24, 2016

ერთი თვის განმავლობაში პირადობის მოწმობას უფასოდ აიღებთ

26 მაისიდან მოქალაქეებს შეეძლებათ, ერთი თვის განმავლობაში პირადობის მოწმობა უფასოდ აიღონ. 

აღნიშნულთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხვალ ბრიფინგს გამართავს. 

გარდა ამისა, მინისტრი დამოუკიდებლობის დღის იუბილესთან დაკავშირებით, სპეციალურად ამ დღისთვის დაბეჭდილ დაბადების მოწმობებსაც წარადგენს.


იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის მიზანია, პოტენციური ამომრჩევლების მონაცემების კიდევ მეტად დაზუსტებას შეუწყოს ხელი.
info9.ge

როგორ გამოიყურება აბიტურიენტების კომპიუტერები – მზადება გამოცდებისთვის 2016

24 ტონიანი ტვირთი – 12 ათასი ლეპტოპი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით გასაგზავნად მზადდება. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აქედან 10 ათასია საჭირო, 2 ათასი კი რეზერვია იმ შემთხვევისათვის, თუ გამოცდების მსვლელობისას რომელიმე მათგანი მწყობრიდან გამოვიდა.

ცენტრში ამჟამად მოწყობილობები იმგვარ კონდინციამდე მიჰყავთ, რომ მისი ჩართვისას აბიტურიენტს მხოლოდ ტესტზე მუშაობა შეეძლოს და არა ინტერნეტის ან სხვა დოკუმენტების გამოყენება.
ამ პროცესის დასრულების შემდეგ კი ტექნიკა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიგზავნება, რათა ეროვნული გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონულად
ჩატარდეს.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული სიახლისათვის ისინი დიდი ხანია ემზადებიან.
„მოგეხსენებათ, აპლიკანტებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით უწევთ გამოცდების ჩაბარება. მათთვის ის მოწყობილობები, ლეპტოპები მზადდება, რომლითაც უნდა ჩააბარონ. ლეპტოპი თითოეულ აპლიკანტს ინდივიდუალურად ექნება. მათში შესაბამისი პროგრამა უკვე იტვირთება, რომლშიც იმუშავებენ“,-აღნიშნა მიმინოშვილმა.

სანფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ჭანკოტაძე:
„როცა აბიტურიენტი გამოცდაზე შევა, მას უკვე დახვდება ჩართული ლეპტოპი, რომლის ეკრანზეც გამოცდაზე მოქცევის წესები იქნება გამოსული. იგი დაადასტურებს, რომ წესებს გაეცნო და პროგრამაში სპეციალური კოდის შეყვანით საგამოცდო დავალებები გამოჩნდება.
„კომპიუტერის ცოდნაში დიდი კომპეტენციები მას არ სჭირდება. საკმარისია უბრალოდ ეკრანზე ინსტრუქციებს გაეცნოს და ორი ისრის საშუალებით ერთი დავალებიდან მეორეზე გადაინაცვლოს. ასე რომ, კომპიუტერთან მუშაობის მინიმალური ცოდნაც საკმარისია.
„მომავალში გამოცდები უკვე სრულად ელექტრონულად ჩატარდება. ბევრ სხვა რამესთან ერთად ელექტრონული ვერსიის უპირატესობაა ის, რომ მასზე შეიძლება უფრო მრავალფეროვანი ტექსტური დავალებები იყოს წარმოდგენილი, მაგალითად აპლიკანტმა არეგულიროს შრიფტის ზომა და ა.შ.“

როგორც მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეროვნული გამოცდებისათვის 47 ათასამდე  მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. თუმცა, თუ რომელიმე მეთორმეტე კლასელი გამოსაშვები გამოცდების ბარიერს ვერ გადალახავს, ის ეროვნული გამოცდებიდან მოიხსნება.
მისივე თქმით,  გამოსაშვები გამოცდების მსგავსად, პრეტესტის გავლის საშუალება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვისაც აქვთ, ვინაიდან ელექტრონული ტესტის ბუკლეტის ნიმუში მათ ვებ-გვერდზე დევს. ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება გაეცნოს თუ როგორია და ივარჯიშოს.
„რაც შეეხება თავად ამ ლეპტოპებსა და პროგრამას, მის გასაცნობად არაერთი აპრობაცია ჩავატარეთ და არაერთმა აბიტურიენტმა მიიღო მასში მონაწილეობა. ახლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი გაქვს დაგეგმილი – 28 მაისს ტარდება აპრობაცია და ეს იქნება რეალური საგამოცდო პროცესის სრული იმიტაცია. მსურვლთა რეგისტრაცია გამოვაცხადეთ და ზუსტად ნახევარ საათში ყველა ადგილი შეივსო. იძულებული გავხდით დამატებითი ადგილებიც გამოგვეცხადებინა და ისიც დაახლოებით 3 წუთში შეივსო. მათთვის სექტორებს 175 სკოლის საგამოცდო ცენტრში ვამზადებთ,“ – აღნიშნა მიმინოშვილმა.

EDU.ARIS.GE-ს მკითხვალმა უკვე იცის, რომ წელს ეროვნული გამოცდები მაღლივში აღარ ჩატარდება, თუმცა, თბილისში საგამოცდო ცენტრების რაოდენობა გაზრდილია. გამოცდებისთვის მზადდება 175-ე სკოლა, რომელსაც ა. და ბ ბლოკი აქვს, 173-ე, 39-ე, 117-ე და ტექნიკური უნივერსიტეტი. საგამოცდო ცენტრი აღარც 161-ე სკოლაში იქნება.
მაია მიმინოშვილმა 2016 წლის პოპულარულ არჩევით საგნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა დამატებით საგნად ისტორიის ჩაბარება არჩია, მას გეოგრაფია მოსდევს. 
როგორც აღმოჩნდა, თითქმის ორჯერ შემცირდა იმ აბიტურიენტების რიცხვი, რომლებმაც უპირატესობა მათემატიკას მიანიჭეს. მიმინოშვილის თქმით, თუკი შარშან მათემატიკას დამატებით საგნად დაახლოებით 16 ათასი აბიტურიენტი აბარებდა, წელს მათი რაოდენობა დაახლოებით 9 ათასს შეადგენს. არაპოპულარულ საგნებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიც შედის.

ამ ეტაპისათვის მან ვერ დაგვისახელა მოთხოვნად სპეციალობები იმ მიზეზით, რომ აბიტურიენტებს ჯერ კიდევ აქვთ სპეციალობის არჩევის დრო და ძალიან ბევრ მათანს ეს არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია.
რაც შეეხება მოთხოვნად უნივერსიტეტებს, როგორც აღმოჩნდა, ამ კუთხით სახელმწიფო სასწავლებლებიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერობს, ხოლო კერძო სასწავლებლებიდან თავისუფალი უნივერსიტეტი.
თუმცა, ისევე როგორც სპეციალობის შემთხვევაში, უნივერსიტეტის არჩევის დროც ჯერ კიდევ არის და ამიტომ, აღნიშნული სურათი შესაძლოა შეიცვალოს კიდეც.

ეროვნული გამოცდები 1 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება და 21 ივლისს დასრულდება.
edu.aris.ge

Monday, May 23, 2016

საქართველოს საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების წევრთა არჩევნები 2016 წლის 10 ივნისს გაიმართება

საქართველოს საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების წევრთა არჩევნები 2016 წლის 10 ივნისს გაიმართება.
ვადების განსაზღვრის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება უკვე ძალაშია და ის აღსასრულებლად რაიონულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსაც დაეგზავნება.

განათლების სახლის უფასო გაკვეთილები

განათლების სახლი სთავაზობს ნებისმიერ მოსწავლეს, სტუდენტს და საკითხით დაინტერესებულ პირებს უფასო გაკვეთილებს სხვადასხვა საგანში კვირაობით (ხანგრძლივობა - 2 სთ).
კვირას, 22 მაისს, 19:00 საათზე, განათლების სახლის დიდი დიღმის ფილიალში გ ე ო გ რ ა ფ ი ი ს პედაგოგმა, ბატონმა გიორგი ფიფიამ ჩაატარა ღია გაკვეთილი და უპასუხა დამსწრეთა კითხვებს.
ასეთი ღონისძიებები განათლების სახლში პერმანენტულ სახეს იქონიებს.
გვეწვიეთ! დასწრება თავისუფალია!
განათლების სახლი - დ ე ლ ი ს ზ ე 
T.: 2 14 80 24, 599 201096 
მის.: ვაჟა-ფშაველას 43, კაბინეტი #215 
მეტრო დელისთან (პროფ.კულტურის ცენტრი)

განათლების სახლი - დიდ დ ი ღ ო მ შ ი 
T.: 2 14 80 24, 593 997917 
მის.: იოანე პეტრიწის #3

გია დვალი - საქართველოს ექნება განათლების საუკეთესო ცენტრი, ანუ, უფრო განათლებულ ახალ თაობას მიიღებს

ტექნოლოგიური ინსტიტუტის ძირითადი დანიშნულება არის საქართველოში მეცნიერებისა და განათლების განვითარება, - განაცხადა ტექნოლოგიური ინსტიტუტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ფიზიკოსმა გია დვალმა გადაცემა 2030-ში.
“ამისთვის აუცილებელია, ადგილზე მსოფლიო სტანდარტის კვლევითი ოპერაცია არსებობდეს. თავიდან ის ბევრ დარგს ვერ დაფარავს, მაგრამ მსოფლიო სტანდარტის უნდა იყოს. სტანდარტზე კომპრომისი არ შეიძლება. ჩვენი უცხოელი კოლეგები მზად არიან, დაგვეხმარონ, მაგრამ ძალიან ბევრი რამ საქართველოს მხრიდან არის გასაკეთებელი”, - განაცხადა გია დვალმა.
როგორც მან აღნიშნა, ტექნოლოგიური ინსტიტუტის სახით, საქართველოს განათლების საუკეთესო ცენტრი ექნება.
“უნდა გვქონდეს ძალიან ამბიციური გეგმები. ამის გარეშე ვერაფერს გავაკეთებთ. როგორც კი გადაწყდა, რომ აქ ამაჩქარებელზე ორიენტირებული ინსტიტუტი შენდება, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორება არის მსოფლიო სტანდარტზე. საქართველოს ექნება განათლების საუკეთესო ცენტრი, ანუ, უფრო განათლებულ ახალ თაობას მიიღებს”, - განაცხადა დვალმა.
მისი თქმით, ტექნოლოგიური ინსტიტუტი არსებული განათლების სისტემიდან აბსოლუტურად დამოუკიდებელი იქნება.
“ეს პროექტი შექმნის პრეცეტენდს, როცა დამოუკიდებელი ინსტიტუცია  შეიქმნება, რომელიც მთლიანად საერთაშორისო სტანდარტებზე იქნება ორიენტირებული. ეს ინსტიტუტი არსებული განათლების სისტემიდან აბსოლუტურად დამოუკიდებელი იქნება და მან განათლების სისტემის გაძლიერების საფუძველი უნდა შექმნას”, - განაცხადა ფიზიკოსმა გია დვალმა.
მან ასევე თქვა, რომ საქართველოში სტუდენტები შეირჩევიან და მოსამზადებლად იტალიაში გაიგზავნებიან.

“საქართველოში სტუდენტები შეირჩევიან და მოსამზადებლად იტალიაში გაიგზავნებიან. საბაკალავროდან შეიძლება სტუდენტების ამორჩევა, რადგან აქ ძალიან ნიჭიერი და დაინტერესებული ახალგაზრდები არიან. თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ, რომ აქაური ბაკალავრიატ დამთავრებულები, სხვადასხვა უნივერსიტეტებში საკმაოდ წარმატებულები არიან”, - განაცხადა გია დვალმა.
2030.news

Sunday, May 22, 2016

სტუდენტებს სწავლას ჰაიდელბერგცემენტი დაუფინანსებს

ჰაიდელბერგცემენტი აცხადებს კონკურსს წარჩინებული სტუდენტებისათვის სწავლის დაფინანსების სტიპენდიის მოსაპოვებლად. სტიპენდიის მიზანია ხელი შეუწყოს ტექნიკური სფეროს სტუდენტების მოტივირებასა და მათ შემდგომ დასაქმებას ჰაიდელბერგცემენტის ქარხნებში.
სტიპენდიის პერიოდი, საფასური და სეგმენტი:
  • სტიპენდია სრულად ფარავს ერთი ან ორი წლის სწავლის საფასურს, რომელიც პირდაპირ გადაირიცხება უნივერსიტეტის ანგარიშზე.
  • ბაკალავრის სტუდენტები მიიღებენ სტიპენდიას მესამე და მეოთხე კურსის სწავლის საფასურის დაფინანსებისათვის და მაგისტრატურის სტუდენტები მეორე კურსის სწავლის საფასურის დაფინანსებისათვის.
  • იმ სტუდენტებს, რომელთაც უკვე მოპოვებული აქვთ სახელმწიფო გრანტი დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
საქართველოს ყველა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრის II – III კურსის და მაგისტრატურის I კურსის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ შემდეგ სპეციალობებზე:
  • ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია;
  • მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია;
  • მართვის ავტომატიზირებული სისტემები (პროგრამული ინჟინერია);
  • ცემენტის ტექნოლოგია;
  • სამთო-გეოლოგია;
  • სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია;
  • აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება: GPA 3.2 (4.0 შკალიანი შეფასებიდან) ან საშუალოდ ქულების 85% და მეტი ყველა საგანში;
  • ფლობენ ინგლისურ ენას საშუალო დონეზე
დაინტერესებულ სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
  • ცნობა სასწავლებლიდან;
  • აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი;
  • ერთი სრულყოფილად შევსებული და ხელმოწერილი აპლიკაცია;
  • სამოტივაციო წერილი
  • 2 სარეკომენდაციო წერილი
კანდიდატთა შეფასება მოხდება წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე; არასრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება. ჰაიდელბერგცემენტი პასუხისმგებლობას იღებს წარდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე და მისი განხილვა მოხდება მხოლოდ ჰაიდელბერგცემენტის შერჩევის კომისიის მიერ.
შერჩევის პროცესი შედგება სამი ეტაპისგან:
  • საბუთების წარდგენა; 
  • პროფესიული ცოდნის შემოწმება;
  • გასაუბრება
კანდიდატებმა საბუთები უნდა წარადგინონ ჰაიდელბერგცემენტის სათაო ოფისში დახურულ კონვერტში წარწერით “სტიპენდია მომავალი ინჟინრებისათვის” (მისამართი: თბილისი, ლორთქიფანიძის ქ. 4) ან გამოგზავნოთ ელექტრონულად მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 20 აპრილი. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს ტელეფონზე: +995 32 474747
edu.aris.ge

Thursday, May 19, 2016

განათლების სახლის უფასო გაკვეთილები

განათლების სახლი დიდ დიღომში სთავაზობს ნებისმიერ მოსწავლეს, სტუდენტს და საკითხით დაინტერესებულ პირებს უფასო გაკვეთილებს სხვადასხვა საგანში კვირაობით (ხანგრძლივობა - 2 სთ).

კვირას, 22 მაისს, 19:00 საათზე გ ე ო გ რ ა ფ ი ი ს პედაგოგი, ბატონი გიორგი ფიფია ჩაატარებს ღია გაკვეთილს და უპასუხებს თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვას.

გვეწვიეთ! დასწრება თავისუფალია!

განათლების სახლი - დიდ დ ი ღ ო მ შ ი
T.: 2 14 80 24, 593 997917
მის.: იოანე პეტრიწის #3

Monday, May 16, 2016

გაიმართება პროფესორ ბელა წიფურიას წიგნის პრეზენტაცია

18 მაისს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“  გაიმართება პროფესორ ბელა წიფურიას წიგნის პრეზენტაცია. წიგნი - სახელწოდებით, „ქართული ტექსტი საბჭოთა/პოსტსაბჭოთა/პოსტმოდერნულ კონტექსტში“ - ილიაუნის გამომცემლობამ გამოსცა.

წიგნი ეხება თანამედროვე ქართული ლიტერატურის საკითხებს მეოცე საუკუნის პირველი ნახევრიდან, საბჭოური კულტურული პოლიტიკის დამკვიდრებიდან დღემდე. შესაბამისად, განხილულია ის კულტურულ-ესთეტიკური პრობლემები, რასაც ქართული ლიტერატურა აწყდება ცვალებადი პოლიტიკური, იდეოლოგიური გარემოს პირობებში. ასევე, ნაჩვენებია, თუ როგორ ახდენს მწერლობა ამ პრობლემებზე რეაგირებას. წიგნის პირველ თავში საუბარია ქართული ლიტერატურული ტექსტის კონტექსტუალიზაციის ზოგად პრობლემებზე; მეორე თავში ცალკეული ლიტერატურული ტექსტები განხილულია შემოთავაზებული პრინციპებით; მესამე ნაწილში განხილულია პოსტმოდერნი, როგორც კონტექსტი, და პოსტმოდერნიზმის ზოგადი კულტურულ-მსოფლმხედველობრივი პრინციპები.

წიგნის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

წიგნის სრული ელექტრონული ვარიანტის ნახვა შესაძლებელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული საცავის საიტზე: http://eprints.iliauni.edu.ge/usr/share/eprints3/data/cgi/users/home?screen=EPrint::View&eprintid=4653

დრო: 18 მაისი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

Sunday, May 15, 2016

ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ათეული ცნობილია

ათეულში მოქმედი პარლამენტარი მხოლოდ ორია.  
დღეს საღამოს  ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს კრება გაიმართა, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 
რუსთავი2-თვის ცნობილი გახდა საარჩევნო სიის პირველი ათეული. თუმცა, შესაძლოა, სია არც დაემთხვეს ოფიციალურად გამოქვეყნებულს.   
პირველი ათეულის შემადგენლობა ასეთია: 1. დავით ბაქრაძე; 2. ელენე ხოშტარია - საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი. ის მანამდე სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე; 3. რომან გოცირიძე - ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობდა და ახალა არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი; 4. ნიკა მელია - თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი; 5. გიორგი ტუღუში - არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი და ყოფილი სახალხო დამცველი; 6. ოთო კახიძე - ადვოკატი, რომელიც მანამდე იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა; 7. სალომე სამადაშვილი - საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი ევროკავშირსა და ბელგიაში; 8. ირაკლი აბესაძე - თბილისის საკრებულოს წევრი და ქალაქის ყოფილი ვიცე-მერი; 9. სერგი კაპანაძე - საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი და 10. სერგო რატიანი. 

პოლიტსაბჭო სიის მეორე ათეულზე მუშაობს. ოფიციალური სია, სავარაუდოდ, ხვალ ოფიციალურ ღონისძიებაზე გახდება ცნობილი. 

ირინე დარჩია: “იცით, რა აწუხებთ სტუდენტებს?”


მოგესალმებით, ქალბატონო ირინე. გმადლობთ, რომ დრო დამითმეთ. მოხარული ვარ, რომ დღეს უმაღლესი განათლების საკითხებზე კომპეტენტურ პირს ვესაუბრები.      
  საქართველოში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით ხარვეზები რომ ნამდვილად არსებობს, ვფიქრობ, ამაზე არავინ ვდაობთ. მაგრამ სადავოა, ის თუ რამდენად ეფექტიანად მუშაობს განათლების სისტემა, რამდენად ამართლებს ის მეთოდები, რაც შემუშავებული აქვს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. მოტივირებული სტუდენტები მუდამ საზღვარგარეთ განათლების მიღება/გაგრძელებაზე ოცნებობენ და არამხოლოდ ოცნებობენ! მიდიან კიდეც და სულ უფრო და უფრო რწმუნდებიან, რომ საქართველო-ეს ის ქვეყანა არ არის, სადაც საერთაშორისო დონის განათლების მიღება შესაძლებელია. მათ აზრს შეიძლება  აბსოლუტური მხარდაჭერა ვერ გამოვუცხადოთ, მაგრამ ცხადია, უმაღლეს სასწავლებლებთან და განათლებასთან დაკავშირებით ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო.
 – ქალბატონო ირინე, თქვენ, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე კომპეტენტურმა პირმა, გვესაუბრეთ იმ ძირეულ პრობლემებზე, რომელთა არსებობაც საშუალებას არ გვაძლევს ევროპულ, მაღალ სტანდარტებს მივუახლოვდეთ და საქართველოში სწავლა დასაფასებელი, ხოლო წარჩინებული სტუდენტი სათანადოდ დაფასებული იყოს (ვგულისხმობ, დასაქმების რეალურ პერსპექტივას)?
–   დავიწყოთ იმით, რომ საგანმანათლებლო ბაზა საქართველოში საკმაოდ მრავალფეროვანია, ყოველშემთხვევაში რაოდენობრივად მაინც. ჩვენ გვაქვს 74 ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რაც საკმარისზე მეტია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიცაა საქართველო. რა თქმა უნდა, რაოდენობა ხარისხს არ განსაზღრავს. საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულების რაოდენობა არ არის პრობლემა, მთავარია ეს დაწესებულება აკმაყოფილებდეს დაინტერესებულ მხარეს: ზოგადად, საზოგადოებას, სტუდენტს, დამსაქმებელს და ა.შ. სანამ ვისაუბრებ  საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის  ევროპულ სტანდარტებთან ინტეგრაციაზე, მანამდე განვსაზღვროთ თუ რას გულისხმობს ევროპული სტანდარტი. თავდაპირველად, 1999 წელს დაიწყო ე.წ. „ბოლონიის პროცესი“, შემდეგ 2010 წელს შეიქმნა  ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცე თავისი გარკვეული ღირებულებებით, რომელსაც ერთხმად აღიარებს ამ საგანმანათლებლო სივრცის წევრი ქვეყნები. ზოგისთვის რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საქართველო საკმაოდ თავსებადია ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ღირებულებებისა და პრინციპების თვალსაზრისით. ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ ერთ ენაზე და ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დიპლომები აღიარებულია ევროპაში. ხარისხი და სტანდარტი არც ევროპასა და ამერიკაშია ერთიანი. ჩვენთანაც, რასაკვირველია, არათანაბარი სიტუაციაა. ზოგი უნივერსიტეტი გარკვეული მიმართულებით უფრო მეტად არის დაახლოებული ევროპულ სტანდარტთან და ზოგი- უფრო ნაკლებად. საქართველოში განათლების სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები მდგომარეობს ხარისხში.  მაღალ ხარისხში კი მოიაზრება  შემდეგი რამ: 1) თანამედროვე ინფრასტრუქტურა; 2) კარგი საგანმანათლებლო და სამეცნიერო გარემო; 3) უახლესი ლიტერატურა, პერიოდული გამოცემები; 4) მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომელიც თავად არის დაკავებული კვლევებით, აქვს წვდომა უახლეს თანამედროვე მიღწევებზე და თავად ქმნის ახალ ცოდნას. ასევე, აუცილებელია, თანამედროვე შინაარსის პროგრამები. ჩვენთან ხარისხის დადგენას ემსახურება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სისტემა, რომელმაც სასწავლო დაწესებულებებს მინიმალური სტანდარტი დაუწესა. თავდაპირველად, ჩვენ გვქონდა უფრო რაოდენობრივ მაჩვენებელზე ორიენტირებული სისტემა, რომელიც 2010 წელს შეიცვალა და დღემდე მოქმედებს. იგი ორიენტირებულია უკვე არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ არსებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სისტემა მოძველებულია და განახლებას საჭიროებს.
  –  რით არის განპირობებული არსებული პრობლემები  და როგორ გეგმავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მათ აღმოფხვრას?
–  პრობლემები განპირობებულია თვითონ სასწავლო პროგრამის შინაარსით, სასწავლებლის სტრატეგიულ გეგმასა და შედეგზე ნაკლები ორიენტირებით. მოძველებული სისტემის მიხედვით, სასწავლო პროგრამა ორიენტირებული იყო სადამსჯელო სისტემის შემუშავებაზე. ასევე, პრობლემას ქმნის ხარისხის მართვის სამსახურში არსებული ინტერესთა კონფლიქტი. ქართული აკადემიური საზოგადოება არის ვიწრო, სადაც ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და ან ერთმანეთის მტრები  ვართ ან მეგობრები. ამიტომ, ხშირად ვერ ვართ ობიექტურები.  ეს პრობლემები კი, რასაკვირველია, უნივერსიტეტების მიერ გაცემული განათლების ხარისხზე აისახება. თუმცა, უკვე გადადგმულია ნაბიჯები, რომ ეს პრობლემები აღმოიფხვრას. პირველი და მთავარი,  რაც უკვე  გაკეთდა, არის ავტორიზაციის ახალი სტანდარტები . თუ აქამდე იყო 3 სტანდარტი, ახლა იგი 7 სტანდარტით შეიცვალა, ანუ  სასწავლო დაწესებულების შეფასება მოხდება გაცილებით უფრო კომპლექსურად და სიღრმისეულად, შედეგზე ორიენტირებულად, ვიდრე ეს ხდებოდა მანამდე. აღარ იქნება საკმარისი ვნახო ის, რა წერია ქაღალდზე, არამედ ავტორიზაციის  ექსპერტი ხდება  იძულებული, შეამოწმოს თუ რა შედეგს დებს უნივერსიტეტი. ეს ცვლილებები კანონში უკვე განხორციელებულია. შემდეგში  ავტორიზაცია სასწავლებლებს სწორედ ამ ახალი სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში მიენიჭებათ . ასევე, ერთ-ერთი პრობლემა რაც გვქონდა იყო ის, რომ არ არსებობდა დარგობრივი სტანდარტები და პროგრამის შინაარსი იყო სუბიექტური შეფასებისა და დავის საგანი. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად დამტკიცებულია დარგობრივი საბჭოების მუშაობის რეგლამენტი და უკვე არსებობს ასეთი საბჭოები, რომელიც უმაღლესი  სასწავლებლების წარმომადგენლებთან ერთად შექმნიან უნივერსიტეტებში დარგობრივ მახასიათებლებსა და აუცილებელ სტანდარტებს. აგრეთვე, მნიშვნელოვანია უცხოელი  ექსპერტების ჩართულობა და ამ თვალსაზრისით, ხარისხის მართვის სამსახურისთვის გამოყოფილია 5 მილიონი ლარი, რათა ხელი შეეწყოს ხარისხის მართვის უზრუნველოყოფის ინტერნაციონალიზაციას.

  –  ბოლო წლებში ზრდის ტენდენციით ხასიათდება  განათლების სექტორის დაფინანსება. რა მნიშვნელოვან  რეფორმებზე იქნა ხარჯები გაწეული  და  რეალურად,, მივიღეთ   თუ  არა ხარჯების შესაბამისი შედეგი?
–  დიახ, დაფინანსება ძალიან არის გაზრდილი, თუმცა განათლების სისტემა ცოტა უმადური სისტემაა- წლები უნდა გავიდეს, რომ დავინახოთ, გაამართლა თუ არა შემუშავებულმა პროექტმა. თუმცა ამ ეტაპზე რა შედეგიც მივიღეთ დაფინანსებისგან არის ის, რომ მეცნიერების დარგის დაფინანსება გაიზარდა 82%-ით, გაიზარდა სოციალური პროგრამით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა და შესაბამისი ხარჯებიც; 21 სპეციალობა გახდა უფასო და სტუდენტები მთლიანად ფინანსდებიან სახელმწიფოს მიერ. ახლა უკვე ამოქმედდება მასწავლებლების მომზადების ერთწლიანი პროგრამა. ბოლო 2 წლის განმავლობაში 50 მილიონი ჩაიდო  სასწავლებლების ინფრასტრუქტურის განვითარებაში. დაფინანსება გასამმაგდა, თუმცა ხარისხობრივი შედეგის ჩვენება დროზეა დამოკიდებული.
 –  განათლების სისტემა, საგანმანათლებლო პროგრამა და სახელმწიფო უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა რამდენად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის? რა იგეგმება ამ მიმართულებით?
– ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რამდენიმე უნივერსიტეტში უკვე მიმდინარეობს რეაბილიტაცია. ავტორიზაციის დღემდე არსებული სტანდარტი სწორედ სასწავლებლების ინფრასტრუქტურის შშმ პირებისთვის ადაპტირებასაც  მოიცავს. ერთბაშად და ერთდროულად ყველა უნივერსიტეტის რეაბილიტაცია შეუძლებელია, რადგან ეს დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. თუმცა ყველა უნივერსიტეტს აქვს თავისი შიდა რეგულაციები და როცა უნივერსიტეტს ჰყავს უნარშეზღუდული პირი, მისთვის უნდა გაკეთდეს ადაპტირებული სველი წერტილები, ლექციები ჩაუტარდეს პირველ სართულზე და ბიბლიოთეკაც განთავსდეს ამავე სართულზე. ხოლო, როცა ხდება ძველი შენობების სრული რეაბილიტაცია, თავისთავად გათვალისწინებულია ინსფრასტრუქტურის ადაპტირება. სხვათა შორის, ჩვენ ახლა ვმუშაობთ ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე და სწავლების სამივე საფეხურისთვის საკანონმდებლო რეგულაციები გამკაცრდება.
 – სტუდენტთა  დიდი ნაწილი უმაღლეს სასწავლებელში მხოლოდ იმიტომ აბარებს, რომ ბაკალავრის დიპლომი ჰქონდეს, მიუხედავად იმისა, აპირებს თუ არა კარგად სწავლას და შემდეგ პროფესიით მუშაობას. ეს ტენდენცია კი, დამეთანხმებით, მნიშვნელოვანწილად დაბლა სცემს განათლებისა და თვითშეგნების ხარისხს. როგორ შეიძლება ეს მდგომარეობა შევცვალოთ? რა როლი ეკისრება   ბარიერს ერთი და ორი ქულით გადალახული სტუდენტის  მიმღებ სასწავლებელს?
– ყველა უნივერსიტეტს აქვს თავისი პოლიტიკა. ზოგი მუშაობს ხარისხზე, ზოგი კი რაოდენობაზე. ეს არის უნივერსიტეტის შიდა პოლიტიკის ნაწილი. სახელმწიფო უნივერსიტეტს სთხოვს მხოლოდ იმას, რომ შეფასების სისტემა იყოს ობიექტური და იმ სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ მეტი შესაძლებლობა და უნარი საზოგადოებაში თავის დამკვიდრებისა და საკუთარი თავის აღმოჩენის, უნდა მიეცეს მეტი ხელშეწყობა და იყვნენ წახალისებულნი. ობიექტურობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა – ეს არის უნივერსიტეტზე დაკისრებული ვალდებულება და დანარჩენს განსაზღვრავს უნივერსიტეტის შიდა პოლიტიკა. ამ კუთხით, ყველა უნივერსიტეტში განსხვავებული მდგომარეობაა. უნივერსიტეტის შიდა პოლიტიკის შეფასებისას, შეფასების ერთ-ერთი ინდიკატორი არის ისიც, თუ რამდენად მკაცრია უნივერსიტეტის მოთხოვნები სტუდენტის მიღების დროს. რაც უფრო მკაცრია მოთხოვნები, მით უფრო პრესტიჟულია უნივერისტეტი, სტუდენტი  კი ხარისხიან განათლებას იღებს. ხოლო, როცა უნივერისტეტი ლიბერალურია ბარიერების დაწესებაში, ჰყავს უფრო მეტი ნაკლებად მომზადებული  დიდი რაოდენობის სტუდენტი და შესაბამისად, ნაკლებად ხარისხიან პროდუქტს გვთავაზობს. ჩემი სუბიექტური აზრით, სასურველია ყველა უნივერსიტეტს დაწესებული ჰქონდეს მაღალი ბარიერი და სწავლებისა და მოთხოვნის მკაცრი მეთოდი, თუმცა ხშირად სიმკაცრე სწავლის ხარისხს არ განსაზღრავს.
– თქვენ აღნიშნეთ, რომ იგეგმება მასწავლებლების გადამზადების პროგრამა, რა ხდება ლექტორების შემთხვევაში? ბევრი არ ფლობს თანამედროვე და ეფექტიანი სწავლების უნარ-ჩვევებსა და საკითხისამდი სპეციფიური მიდგომის ცოდნასა და კვალიფიკაციას…
– ლექტორების გადამზადებაზე თავად უნივერსიტეტმა უნდა იზრუნოს, ეს უნდა იყოს მისთვის პრიორიტეტული. ხარისხიანი განათლების გაცემა დამოკიდებულია აკადემიური პერსონალის მუდმივ განვითარებასა და კვალიფიკაციის დონის ამაღლებაზე. სამწუხაროდ, უნივერსიტეტების წარმომადგენლები ამაზე დიდად არ ზრუნავენ. დიდი მნიშვნელობა აქვს ლექტორებისა და სტუდენტების, რექტორისა და სტუდენტების აქტიურ კომუნიკაციას. ხელმძღვანელმა უნდა იცოდეს, რა სურს მის სტუდენტს, რა არ მოსწონს და რისი გაუმჯობესება სურს. ჩვენ დღეს კომუნიკაციის პრობლემა გვაქვს. შეიძლება სტუდენტს ზოგ საკითხში არ დაეთანხმო, მაგრამ უნდა განსაზღვრო, როგორ შეიძლება მისი სურვილის დაკმაყოფილება  ალტერნატიული გზით. სტუდენტმა ჩემზე უკეთ იცის, მისთვის რა სჯობს და რა უნდა შეიცვალოს. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ჩვენ გვეშინია ცვლილებების და არ ვუსმენთ მათ სურვილებს. იცით, რატომ გამწვავდა ბოლო დროს მდგომარეობა სახელმწიფო უნივერსიტეტებში? იცით, რა აწუხებთ სტუდენტებს? მათ აკლიათ კომუნიკაცია, აკლიათ თანამშრომლობა ხარისხის მართვის სამსახურთან. ეს უკანასკნელი, სტუდენტს აღიქვამს, როგორც კლიენტს, რომელმაც რაღაც პროდუქი უნდა წაიღოს. სტუდენტს არ აღიქვამენ, როგორც კოლეგასა და თანამშრომელს, რომლის მოსაზრებები ანგარიშგასაწევია. და კიდევ, ხარისხიან განათლებას ქმნის პროფესორისა და სტუდენტის ნაყოფიერი თანამშრომლობა, მაშინ, როცა მათ არ უჭირთ კომუნიკაცია და  პრობლემებზე საუბარი.
– როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერული სწავლების დანერგვა უმაღლეს სასწავლებლებში? მართალია, ბევრი რამ სტუდენტზეა დამოკიდებული მაგრამ, საგნებს თითქოს  ზედაპირულად ვსწავლობთ და  სწავლების მეთოდი მოკლებულია მეცნიერული, სიღრმისეული კვლევის პრინციპებს.
– რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს მცდარი შეხედულება, რომ სამეცნიერო კვლევების ჩატარება მხოლოდ მაგისტრატურასა და დოქტორანტურაზე უნდა ვრცელდებოდეს, ეს კი ეწინააღმდეგება ერთიანი ევროპული სწავლების სისტემის ღირებულებას. სწავლებისა და მეცნიერული კვლევის შერწყმა აუცილებელია საბაკალავრო დონეზე. თუმცა უნდა განვასხვავოთ დარგის სპეციფიკა. ყველა დარგს ერთნაირად არ მოეთხოვება სამეცნიერო კვლევების ჩატარება. ზოგიერთი დარგი უფრო მეტად არის პრაქტიკაზე ორიენტირებული, მაგალითად ბიზნესის ადმინისტრირება, იგივე ჟურნალისტიკა და მეტ-ნაკლებად სამართალი. მაგრამ არის უფრო წმინდად მეცნიერული და  ფუნდამენტური შინაარის მქონე დარგები, რომელზეც მასშტაბურად ვრცელდება სამეცნიერო კვლევების ჩატარების პროგრამა. ცხადია, ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციაზე. მართალია, უნივერსიტეტებში ტარდება სამეცნიერო კონფერენციები, თუმცა ეს საკმარისი არ არის. გარდა ამისა, მეცნიერების პოპულარიზაცია უნდა დავიწყოთ სკოლიდან და მინდა გითხრათ, რომ ძალინ აქტიურად ტარდება ოლიმპიადები, ტრენინგები,  კონფერენციები მოსწავლეებისთვის, რათა ნათლად წარმოჩნდეს მეცნიერული დარგის უდიდესი მნიშვნელობა. მეცნიერების განვითარება განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდები ამ დარგით დაინტერესდნენ. სწორედ ამ მიზნით გახდა 21 ფაკულტეტი უფასო.
    – გვყავს ძალიან ბევრი ჟურნალისტი, იურისტი, ეკონომისტი, სამაგიეროდ ძალიან ცოტა ფიზიკოსი, ქიმიკოსი, ბიოლოგი და ა.შ. ჯერჯერობით ვერ ამართლებს განათლების სისტემის რეფორმა, რომ 21 სამეცნიერო დარგის  ფაკულტეტი უფასოდ ისწავლება…
– დიახ, გეთანხმებით. იმიტომ გახდა უფასო, რომ თქვენ მიერ ჩამოთვლილი დარგის სპეციალისტების დეფიციტი იყო. იმედი გვაქვს, რომ ეს დაფინანსება   ახალგაზრდებში მოტივაციის ზრდას უფრო და უფრო შეუწყობს ხელს. რა თქმა უნდა, ყველა, ვინც აბარებს უფასო ფაკულტეტზე, შეიძლება დიდი, გენიოსი მეცნიერი არ გამოვიდეს, მაგრამ როცა არის სტუდენტების კრიტიკული მასა, მაშინ შანსი მეტია, მეცნიერების დარგით დაინტერესებული სტუდენტების რაოდენობა გაიზარდოს. მას შემდეგ, რაც ჩვენ ბოლონიის პროცესში ჩავერთეთ, ვზრუნავდით განათლების სისტემის სტრუქტურულ განვითარებაზე, ახლა კი ჩვენ დავიწყეთ შინაარსობრივი პოლიტიკის განსაზღვრა,  და შედეგზე ორიენტირებული სწავლების დანერგვა. ამ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია, უბრალოდ დროის საკითხია.
–  მე გავეცანი 2010 წლისა და 2014 წლის საერთაშორისო რეიტინგს და საქართველოს არცერთი უნივერსიტეტი არც 400 და არც 800 მსოფლიო საუკეთესო უნივერსისტეტბს შორის არ არის. რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილდებდეთ, რომ რანჟირების სისტემაში მოვხვდეთ?
– არსებობს სხვადასხვა რეიტინგი. 2015 წლის ერთ-ერთი რეიტინგის მიხედვით, საქართველოს მხოლოდ ერთი უნივერსიტეტი მოხვდა საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის და ეს არის თსუ (თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ფიზიკის მიმართულებით. იმისათვის, რომ მოხვდე რანჟირების სისტემაში, უნდა გქონდეს ძალიან მაღალი დონის სამეცნიერო პროდუქცია. ჩვენ ეტაპობრივად ამ მიმართულებით მივდივართ და ამის დასტურია ის, რომ ორი ქართული სამეცნიერო ჟურნალი  ელსევიერის ბაზაში შევიდა. პოტიზიური გამონაკლისები და დინამიკა ნამდვილად არსებობს!
–   და ბოლოს, შევეხები ყველა დამამთავრებელი კურსის სტუდენტისთვის მტკივნეულ თემას: სტუდენტთა უმეტესი ნაწილი გამოცდილების არქონის გამო პროფესიით ვერ საქმდება- გამოუცდელი კურსდამთავრებულის სამასახურში აყვანა არცერთ დამქირავებელს არ უნდა, სტაჟირების გავლა ძირითად შემთხვევაში შეუძლებელია, რადგან დამქირავებელი დროს არ კარგავს. როგორ უწყობს ხელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სტუდენტებს სტაჟირების გავლისა და დასაქმების თვალსაზრისით?
 –   ეს მართლაც პრობლემური საკითხია. ხელშეწყობით ნამდვილად ვუწყობთ ხელს სტუდენტებს, რადგან თბილისის მერიას და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემუშავებული აქვს სტაჟირების პროგრამა დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის, თუმცა რაოდენობა შეზღუდულია და უპირატესობა მოტივირებულ და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს ენიჭებათ. ის, რომ საქართველოს თითოეულმა სტუდენტმა საჯარო სამსახურში სტაჟირება გაიაროს-შეუძლებელია. ამის პრაქტიკა არ არსებობს არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ზოგადად, დასაქმება კომპლექსური და მასშტაბური პრობლემაა, ამიტომ მისი აღმოფხვრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეროგატივა არ არის. მთავარია, ქვეყანაში ძლიერი ეკონომიკური ბაზის შექმნა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სტუდენტთა დასაქმება და არა მხოლოდ, სტუდენტთა. ამ შემთხვევაში, ძირითადი როლი უნივერსიტეტს ეკისრება, რადგან სწორედ უნივესიტეტმა უნდა მისცეს სტუდენტს იმ დონის განათლება, რომ კურსდამთავრებულმა შრომით ბაზარზე თავის დამკვიდრება ადვილად შეძლოს. ასევე, თვითონ უნივერსიტეტმა უნდა უზრუნველყოს სტუდენტების პრაქტიკული მეცადინეობა სხვადასხვა კომპანიებთან და ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. მე მინდა, ერთ ტენდენციაზე გავამახვილო ყურადღება. ჩვენ, საქართველოში გვგონია, რომ სამსახური მაინცდამაინც მაღალი თანამდებობით უნდა დავიწყოთ და პირველივე ჯერზე პროფესიით ვიმუშავოთ. არასაკმარისი გამოცდილების მიუხედავად, გვინდა ვიყოთ ვთქვათ, მენეჯერები, დირექტორები, მინისტრები და ა.შ. თავდაპირველად, სხვა სფეროში ძალების მოსინჯვა სულაც არ არის სამარცხვინო და დასაძრახი. ის, რომ სხვა სფეროშიც გამოდგის საქმე კარგად, ეს ნიშნავს, რომ უმაღლესი განათლება მართლაც კარგად გაქვს მიღებული და გამოგადგა.
  – მაგრამ იმისათვის, რომ  ვთქვათ, მე მოლარე-კონსულტანტად ვიმუშავო, სულაც არ  მჭირდება ჟურნალისტიკის ბაკალავრის დიპლომი და ცოდნა. მთავარია ელემენტარულ უნარ-ჩვევებს ვფლობდე…

–  დიახ, მართალი ხართ, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა დავუშვათ, საბანკო საქმით ხართ დაინტერესებული და თავდაპირველად, ბუღალტერად მოგიწიოთ მუშაობა – სულაც არ არის დასაძრახი. მთავარია, დასაქმებული იყო და მუდმივად მუშაობდე კვალიფიკაციის ამაღლებაზე. საკუთარ მაგალითზე გეტყვით, მე პროფესიით კლასიკური ფილოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი ვარ, მაგრამ ბოლო 11 წელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტორში ვმუშაობ.  ეს კი საკუთარ თავზე მუდმივი შრომით მივაღწიე. ამით იმის თქმა მინდა, რომ პირველი ეტაპისთვის ადამიანმა არაპროფესიით მუშაობაზე არ უნდა თქვას უარი. ნებისმიერი მიზნის მიღწევაა შესაძლებელი, თუ შრომას და ბრძოლას არ შევწყვეტთ.


საუბარს უძღვებოდა ჟურნალისტი მარიკა @ჰედუ კიკალია

Wednesday, May 11, 2016

2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი

გთავაზობთ საერთო სამაგისტრო გამოცდის განრიგს:

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი

გთავაზობთ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგს:



Monday, May 9, 2016

განათლების სახლის უფასო გაკვეთილები

განათლების სახლი დიდ დიღომში სთავაზობს ნებისმიერ მოსწავლეს, სტუდენტს და საკითხით დაინტერესებულ პირებს უფასო გაკვეთილებს სხვადასხვა საგანში ხუთშაბათობით (ხანგრძლივობა - 2 სთ).


ხუთშაბათს, 12 მაისს, 18:00 საათზე ქ ი მ ი ი ს პედაგოგი, ქალბატონი ნინო ფოჩიანი ჩაატარებს ღია გაკვეთილს და უპასუხებს თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვას.
გვეწვიეთ! დასწრება თავისუფალია!
განათლების სახლი - დიდ დ ი ღ ო მ შ ი
T.: 2 14 80 24, 593 997917
მის.: იოანე პეტრიწის #3

ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის გამსწორებელთა კონკურსი

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ვებგვერდზე 7-13 მაისს ჩათვლით (სასურველი ბრაუზერი: Mozila Firefox და Google Chrome).

7 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით მონაწილეებს საშუალება აქვთ ივარჯიშონ - გაასწორონ ნაშრომები ელექტრონული პროგრამის საშუალებით.




კონკურსი ჩატარდება ელექტრონულად სპეციალური პროგრამის გამოყენებით 15 მაისს 11:00 საათიდან 15:00 საათის ჩათვლით. აპლიკანტებს საშუალება ექნებათ სახლიდან შეასრულონ 310 დავალება და გამოავლინონ საკუთარი კომპეტენცია.

არაუგვინეს 5 ივნისისა კონკურსის შედეგების მიხედვით შედგება რეიტინგული სია და გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

საკონკურსო დავალებების შეფასების სქემა განთავსდება მოგვიანებით.


გისურვებთ წარმატებას!

Friday, May 6, 2016

მასწავლებელთა საგნის გამოცდა - განრიგი

გთავაზობთ 2016 წლის მასწავლებელთა საგნის გამოცდის განრიგს:

8 ივლისი:
  • ინგლისური ენა - წერითი ნაწილი;
  • რუსული ენა - წერითი ნაწილი;
  • გერმანული ენა - წერითი ნაწილი;
  • ფრანგული ენა - წერითი ნაწილი;
  • ქართული, როგორც მეორე ენა - წერითი ნაწილი;
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - წერითი ნაწილი;
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  • სპორტი;
  • მუსიკა.

9 ივლისი:
  • ინგლისური ენა - პრაქტიკული ნაწილი;
  • რუსული ენა - პრაქტიკული ნაწილი;
  • გერმანული ენა - პრაქტიკული ნაწილი;
  • ფრანგული ენა - პრაქტიკული ნაწილი;
  • ქართული, როგორც მეორე ენა - პრაქტიკული ნაწილი.

10 ივლისი:
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - პრაქტიკული ნაწილი.

11 ივლისი:
  • ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV);
  • ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI);
  • ბუნებისმეტყველება (I-VI).

12 ივლისი:
  • ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII);
  • მათემატიკა (I-VI);
  • მათემატიკა (VII-XII).

13 ივლისი:
  • ფიზიკა;
  • ბიოლოგია;
  • ქიმია;
  • გეოგრაფია;
  • ისტორია;
  • სამოქალაქო განათლება.
naec.ge

2016 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები - (მე-11 კლასი) განრიგი

გთავაზობთ 2015-2016 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების (მე-11 კლასი) ჩატარების განრიგს:

12 ივნისი - გეოგრაფია;

13 ივნისი - ბიოლოგია;

14 ივნისი - ფიზიკა;

15 ივნისი - ქიმია.

naec.ge

2016 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები - (მე-12 კლასი) განრიგი

გთავაზობთ 2015-2016 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების (მე-12 კლასი) ჩატარების განრიგს:


21მაისი:

  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • ქართული, როგორც მეორე ენა;
  • გეოგრაფია;

22 მაისი:

  • უცხოური ენები;
  • ბიოლოგია;

23 მაისი:
  • ისტორია;
  • ფიზიკა;

24 მაისი - მათემატიკა;

25 მაისი - ქიმია.
naec.ge

ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი ფორმატის პილოტირებაში მონაწილეობის მსურველი აბიტურიენტები გეოგრაფიისა და ზოგადი უნარების ტესტირებისათვის რეგისტრაციას 10 მაისიდან შეძლებენ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შესაძლებლობას აძლევს 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრირებულებს, რომ მონაწილეობა მიიღონ 28 მაისს დაგეგმილ პილოტირებაში.

პილოტირება ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი ფორმატის სრულ იმიტაციას გულისხმობს.

მონაწილეები ტესტირებას ქართულ ენაზე გაივლიან ორ საგანში - ზოგად უნარებსა და გეოგრაფიაში.

აბიტურიენტებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.gov.ge უნდა გაიარონ 10 მაისიდან. პროცესი 25 მაისის ჩათვლით იწარმოებს, თუმცა თითოეულ საგანში 900 მონაწილის რეგისტრირებისთანავე შეწყდება.

პილოტირება ჩატარდება 28 მაისს თბილისის N175 საჯარო სკოლაში. მისამართი: მუხიანის III მ/რ.
naec.ge

ღია კარის დღე საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეთათვის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღეები გრძელდება.

ცენტრი შესაძლებლობას აძლევს საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრირებულ აპლიკანტებს, შეხვდნენ საერთო სამაგისტრო ჯგუფის წარმომადგენლებს და მათგან მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია გამოცდის შინაარსობრივ თუ პროცედურულ საკითხებზე.

ღია კარის დღეზე დასასწრებად მობრძანდით 16 მაისს, 16:00 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, მისამართზე: ქ. თბილისი, მინდელის ქ. N 9, V სართული.
naec.ge

Thursday, May 5, 2016

ღია გაკვეთილი განათლების სახლში

განათლების სახლი დიდ დიღომში სთავაზობს ნებისმიერ მოსწავლეს, სტუდენტს და საკითხით დაინტერესებულ პირებს უფასო გაკვეთილებს სხვადასხვა საგანში ხუთშაბათობით (ხანგრძლივობა - 2 სთ).


ხუთშაბათს, 5 მაისს, 18:00 საათზე რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ქალბატონმა ნანა ჩალიგავამ ჩაატარა ღია გაკვეთილი და უპასუხა დამსწრეთა კითხვებს.

ასეთი შესაძლებლობა მომავალშიც გექნებათ!
გვეწვიეთ! დასწრება თავისუფალია!

განათლების სახლი - დიდ დ ი ღ ო მ შ ი
T.: 2 14 80 24, 593 997917
მის.: იოანე პეტრიწის #3

Wednesday, May 4, 2016

მონაწილეობის მსურველი სკოლების რეგისტრაცია - 3 მაისიდან


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სკოლებს სთავაზობს პროექტში ჩართვას, რომლის მიზანიც დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა (მე-6 კლასი, მე-9 კლასი) მიღწევების შეფასება და სასწავლო პროცესის მხარდაჭერაა. მონაწილეობის მსურველი სკოლების რეგისტრაცია 3 მაისიდან დაიწყება.

naec.ge