Pages

Thursday, June 30, 2016

#08 გადაცემა, 2016.06.26, სტუმარი - ზურაბ გარაყანიძე, ეკონომიკური პროცები და კონფლიქტი


მოუსმინეთ - აუდიო ჩანაწერი
განათლების სახლისა და რადიო "ივერიის" ერთობლივი პროექტი "ჩვენი ცხინვალი"
საუბარს უძღვება გადაცემის ავტორი და წამყვანი ზაზა ცოტნიაშვილი
www.facebook.com/www.Hedu.Ge

www.Hedu.Ge

Sunday, June 26, 2016

გაერთიანდება თუ არა სკოლის გამოსაშვები და უმაღლესში მისაღები გამოცდები

გაერთიანდება თუ არა სკოლის გამოსაშვები და უმაღლესში მისაღები გამოცდები – ამ საკითხზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კონსულტაციებს ექსპერტებთან მართავს. EDU.ARIS.GE-ს კითხვის საპასუხოდ მინისტრმა განაცხადა, რომ გამოცდების გაერთიანება რთულია  როგორც  ტექნიკურად, ასევე განხორციელების კუთხითაც.
,,საკითხი არის ძალიან რთული ტექნიკურადაც  და განხორციელების კუთხითაც.  რაც უფრო ადვილი იქნება მოსწავლისთვის პროცესი – ეს გვინდა ჩვენც, ამის მომხრე ვარ პირადადაც.  მეორე მხრივ, მე ამ ეტაპზე კონსულტაციებს ექსპერტებთან გავდივარ და ისინი მეუბნებიან, რომ ყველა სკოლა მზად არ არის ისეთი გამოსაშვები გამოცდები ჩაატაროს, რომელიც შესაბამისობაში იქნება მისაღები გამოცდების სტანდარტთან. განსხვავებები არის და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს,” – განაცხადა მინისტრმა.
მისივე ვარაუდით, რაღაც პერიოდის განმავლობაში სკოლის დამამთავრებელი და უმაღლესში მისაღები გამოცდები ცალ-ცალკე ჩატარდება. მათი გაერთიანების შესაძლებლობა   2017-2018 წლისათვის  კი საერთოდ გამორიცხულია. შესაბამისად, აბიტურიენტები ამ კუთხით რაიმე სახის გრანდიოზულ ცვლილებას არ უნდა ელოდონ.
საატესტატო და მისაღები გამოცდების ოპტიმიზაციაზე აქტიური საუბარი თამარ სანიკიძის მინისტრობისპერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა.
ჯეჯელავას წინამორბედი გამოცდების ოპტიმიზაციას 2016-2017 სასწავლო წლისთვის ვარაუდობდა. გამოცდების გაერთიანების  ან  მათი რაოდენობის შემცირების შესაძლებლობის შესახებ თამარ სანიკიძემ პირველად  “განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების ძირითადი სტრატეგიული მიმართულებების” შესახებ მიმდინარე კონფერენციაზე ისაუბრა. 2015 წელს  მინისტრი აცხადებდა, რომ განათლების სისტემის გრძელვადიან ხედვაში გამოცდების გაერთიანების საკითხი უკვე გაწერილი იყო.
„ოპტიმიზაცია იმ თვალსაზრისით, რომ ხომ არ შეიძლება, იგივე შედეგის მიღწევა ერთიანი გამოცდების სისტემის ჩამოყალიბებით, რომელიც არ იქნება გახლეჩილი სკოლის დონეზე, არ იქნება გახლეჩილი ეროვნული გამოცდების დონეზე. შესაძლებელია, რომ მოსწავლემ ჩააბაროს გამოცდები სკოლის დონეზე და ამ გამოცდების შედეგებით წავიდეს უმაღლეს სასწავლებელში“,- ამბობდა სანიკიძე.
გამოცდების გაერთიანების შესაძლებლობასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია ჰქონდა და აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, რომლის უწყების პრეროგატივაა გამოცდების ჩატარება. თამარ სანიკიძის მოსაზრების საპასუხოდ მაია მიმინოშვილი აცხადებდა, რომ განათლების სფეროში ცვლილებები საგამოცდო სისტემის ცვლილებებით არ უნდა დაიწყოს.
”პირდაპირ და გულწრფელად გეტყვით, როდესაც რაიმე სახის ცვლილებებზეა საუბარი განათლების სფეროში, ეს საგამოცდო სისტემის ცვლილებით არ უნდა დაიწყოს.  იმიტომ, რომ დღეს არსებული სისტემა ეყრდნობა ძალიან მნიშვნელოვან და კონკრეტულ პრინციპებს, რომელიც 2005 წელს შემოვიღეთ.  თუ პრინციპები არ შეიცვალა, ბუნებრივია,  საგამოცდო მოდელის ცვლილებებზე ლაპარაკიც ზედმეტია.  მთავარი და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ზუსტად რა ცვლილებები იგეგმება,  რას ემსახურება ეს ცვლილებები, შენარჩუნდება თუ არა უმაღლესი სასწავლებლების სისტემის დაფინანსების დღეს არსებული სქემა,”- ეს განცხადება გააკეთა მიმინოშვილმა სამინისტროს სტრატეგიული სამოქმედო გეგმის გამოქვეყნების შემდეგ.
ეკა არის© წივწივაძე
edu.aris.ge

Tuesday, June 21, 2016

განათლების სახლისა და რადიო "ივერიის" ერთობლივი პროექტი "ჩვენი ცხინვალი" - სტუმარი შოთა დარბუაშვილი (აუდიო)


მოუსმინეთ ჩანაწერს: აუდიო
განათლების სახლისა და რადიო "ივერიის" ერთობლივი პროექტი "ჩვენი ცხინვალი"
საუბარს უძღვება გადაცემის ავტორი და წამყვანი ზაზა ცოტნიაშვილი
www.facebook.com/www.Hedu.Ge

www.Hedu.Ge

Sunday, June 19, 2016

პენსია სექტემბრიდან გახდება 216 ლარი გახდება

„ჩვენ ვმუშაობთ, რომ ყველა დაპირება შევასრულოთ, ძალიან ბევრი დაპირება შესრულდა და ძალიან ბევრი მიმართულებით არის პროგრესი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პრობლემებს ვერ ვხედავთ, პირიქით უკეთესად ვხედავთ ვიდრე სხვები” – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. მინისტრმა პენსიების ზრდაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პენსია სექტემბრიდან გახდება 216 ლარი მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებელი პენსიონერებისთვის.
„ბიუჯეტი არის ყოველწლიური დოკუმენტი და ყოველწლიურად საქართველოს დოკუმენტი სრულდება. მეოთხე ბიუჯეტია, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
პენსია 110 ლარიდან გახდა 180 ლარი და პენსია სექტემბრიდან გახდება 216 ლარი მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებელი პენსიონერებისთვის. ასევე თანმიმდევრულად იზრდება მასწავლებლების შრომითი ანაზღაურება და ყველა ბავშვი არის უზრუნველყოფილი სახელმძღვანელოთი. პროგრესია, უმაღლესში არსებობს 21 სპეციალობა, სადაც შეიძლება უფასოდ ისწავლო, ყველა სოფელში, სადაც არ არის სკოლა, უზრუნველყოფილი გვყავს მოსწავლეები ტრანსპორტით და მათ 7 და 10 კილომეტრის გავლა ფეხით აღარ უწევთ. ეს არის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვდგამთ, ეს არის ის დაპირებები, რაც ჩვენ გავეცით და ვასრულებთ, ჩვენ ვმუშაობთ , რომ ყველა დაპირება შევასრულოთ, ძალიან ბევრი დაპირება შესრულდა და ძალიან ბევრი მიმართულებით არის პროგრესი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პრობლემებს ვერ ვხედავთ, პირიქით უკეთესად ვხედავთ, ვიდრე სხვები”,-განაცხადა ხადურმა tv პირველის ეთერში.
წყარო:reportiori.ge

Saturday, June 18, 2016

როგორ დავიყენოთ ბრწყინვალე მუცელი სულ რაღაც 28 დღეში, მხოლოდ ერთი მარტივი მოძრაობით

ზედმეტი წონა ნებისმიერი ქალბატონისთვის თუ მამაკაცისთვის დიდი პრობლემაა. განსაკუთრებით პრობლემურ ზონას კი მუცელი წარმოადგენს. ეს სტატია ალბათ ყველას დააინტერესებს, ვინაიდან რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სტატიაში მოცემული ვარჯიშის შედეგად თქვენ შეძლებთ დაიყენოთ ბრწყინვალე მუცელი სულ რაღაც 28 დღეში. და რაც მთავარია დამღლელი, გრძელვადიანი ვარჯიშისა და სირბილის გარეშე.
მხოლოდ 28 დღის განმავლობაში, შეგიძლიათ გააძლიეროთ და ტონუსში მოიყვანოთ თქვენი მუცლის კუნთები, მკლავები, ფეხები და საჯდომი! აუცილებელი არ არის, მაგრამ თუ ამ ვარჯიშს სწორ კვებასაც დაურთავთ, შედეგი უფრო თვალსაჩინო იქნება.
ვარჯიშს ვიწყებთ 20 წამიანი შუალედით და ავდივართ ორ წუთზე და მეტზე. ანუ გეგმის მიხედვით გარკვეული დროით ყოველდღე ვდგებით ისეთ პოზაში როგორიც ფოტოზეა გამოსახული.
გეგმა ასეთია:
დღე 1: 20 წამი
დღე 2: 20 წამი
დღე 3: 30 წამი
დღე 4: 30 წამი
დღე 5: 30 წამი
დღე 6: ვისვენებთ
დღე 7: 45 წამი
დღე 8: 45 წამი
დღე 9: 45 წამი
დღე 10: 1 წუთი
დღე 11: 1 წუთი
დღე 12: ვისვენებთ
დღე 13: 1 წუთი
დღე 14: 1 წუთი და 15 წამი
დღე 15: 1 წუთი და 15 წამი
დღე 16: 1 წუთი და 15 წამი
დღე 17: 1 წუთი და 30 წამი
დღე 18: ვისვენებთ
დღე 19: 1 წუთი და 30 წამი
დღე 20: 1 წუთი და 30 წამი
დღე 21: 1 წუთი და 45 წამი
დღე 22: 1 წუთი და 45 წამი
დღე 23: 1 წუთი და 45 წამი
დღე 24: ვისვენებთ
დღე 25: 2 წუთი
დღე 26: 2 წუთი
დღე 27: ვისვენებთ
დღე 28: მინიმუმ 2 წუთი და პლუს რამდენსაც შეძლებთ იმდენი.
თუკი მკაცრად მიყვებით დანიშნულებას და ზედმიწევნით შეასრულებთ მას თქვენ მიიღებთ გასაოცარ შედეგს სულ რაღაც 28 დღეში. წარმატებებს გისურვებთ!

Friday, June 17, 2016

წელს საგამოცდო ბარათებს აბიტურიენტები, მაგისტრობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მასწავლებლები ან მასწავლებლობის მსურველები, თავიანთი პირადი სარეგისტრაციო გვერდიდან თავად ამობეჭდავენ

როგორც ცნობილია, 2016 წელს ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ბარათის მიღების წესი და მისი ფორმა იცვლება.
წელს საგამოცდო ბარათებს აბიტურიენტები, მაგისტრობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მასწავლებლები ან მასწავლებლობის მსურველები, თავიანთი პირადი სარეგისტრაციო გვერდიდან თავად ამობეჭდავენ.
პ რ ო ც ე დ უ რ ა
აპლიკანტი ნებისმიერი ინტერნეტთან მიერთებული კომპიუტერის გამოყენებით, რომელიც, თავის მხრივ უერთდება პრინტერს, შედის მის პირად გვერდზე, რომელიც მას გამოცდაზე რეგისტრაციის შემდეგ მიენიჭა. აღნიშნულ გვერდზე მას უჩნდება საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის ნიშანი/ფუნქცია და მასზე დაკლიკებით ბეჭდავს ბარათს. ამობეჭდილ ფურცელზე დატანილი ინფორმაცია უნდა ჩანდეს გარკვევით და იკითხებოდეს უპრობლემოდ.
საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა შესაძლებელია სასურველი რაოდენობით, არაერთხელ, რაც აპლიკანტს აარიდებს ისეთ პრობლემას როგორიცაა ბარათის დაკარგვა ან დაზიანება. ეს არ იქნება პატარა ბარათი, არამედ  A4 ფორმატის ფურცელი. რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია საგამოცდო ცენტრების ადგილმდებარეობის და ნომრის შესახებ და ასევე იმ მარშრუტების შესახებ, რომლებიც აპლიკანტების ცენტრამდე გადაადგილებას უზრუნველყოფენ.
როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტეს, ბარათის ამობეჭდვის საშუალება აპლიკანტებს მომავალი კვირიდან, 20 ივნისის შემდეგ ექნებათ.

Thursday, June 9, 2016

ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და რუმინეთი ევროკავშირს წერილით მიმართავს, რაც შეიძლება სწრაფად დაუწესდეს საქართველოს უვიზო რეჟიმი

ევროკავშირის ხუთი წევრი სახელმწიფო ევროკავშირს წერილით მიმართავს და მოითხოვს, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმი რაც შეიძლება სწრაფად დაუწესდეს. 

ბულგარეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და რუმინეთის შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრები აღნიშნული წერილის ავტორები არიან. 
ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის დაწესებაზე გადაწყვეტილებას ხვალ, ლუქსემბურგში დაგეგმილ ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების სხდომაზე, ან 20 ივნისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღებენ.
წერილი ევროკავშირის ხუთმა წევრმა ქვეყანამ მას შემდეგ მიიღო, რაც გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ, ევროკავშირის ელჩების სხდომაზე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივა დაბლოკეს. 

წერილში ნათქვამია, რომ საქართველომ უვიზო რეჟიმის მისაღებად შეასრულა ევროკავშირის ყველა პირობა და ახლა ევროკავშირმა უნდა მიიღოს საპასუხო ნაბიჯი.


„გადაწყვეტილების მიღების გადადება ეჭვ ქვეშ დააყენებს ჩვენს სანდოობას და შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოში ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ რეფორმებზე, ისევე როგორც ჩვენს სხვა პარტნიორ ქვეყნებზე“, - ნათქვამია წერილში, რომლის შინაარსსაც ევროპული გამოცემა „ობსერვერი“ გაეცნო. 
ipn.ge

2016 წლის აბიტურიენტთა არჩევანი საგნების მიხედვით

გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს 2016 წლის აბიტურიენტთა არჩევანს საგნების მიხედვით:
1 ივნისის ჩათვლით აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ ცვლილებები შეეტანათ საგამოცდო საგნების ჩამონათვალში. ეს პროცესი დასრულდა და ვაქვეყნებთ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რომელ საგანს რამდენი აბიტურიენტი აბარებს. საგანმანათლებლო პროგრამების ცვლის, წაშლისა და დამატების საშუალება კი აბიტურიენტებს აგვისტოს დასაწყისამდე ექნებათ. ეს პროცესი სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებასთან ერთად შეწყდება.
იხილეთ მონაცემები:

საქართველოს ექნება უვიზო მიმოსვლა – გერმანიის მთავრობის პოზიცია

საქართველოს ექნება უვიზო მიმოსვლა – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში განაცხადეს.
“კომისიამ დაადასტურა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმების კრიტერიუმების შესრულება საქართველოს მიერ. ამჟამად ბრიუსელში შესაბამის ორგანოებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვიზარეგულაციების ცვლილებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო წინადადებებზე.
ამ კონსულტაციებისას, საქართველოში არსებულ სიტუაციასთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ რა თქმა უნდა, ასევე სიტუაცია ევროკავშირსა და გერმანიაში. იქ ამჟამინდელი სამიგრაციო კრიზისის გამო, გაიზარდა უსაფრთხოების კუთხით არსებული შიში შემდგომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. უსაფრთხოების ამ საკითხებში ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენ ქართველ პარტნიორებთან”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, იმის გამო, რომ ქვეყანაში ჩასულ სხვადასხვა ერს შორის კრიმინალური ქმედებების რაოდენობით ქართველები ლიდერობენ, ევროკავშირი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებით დიდ თავის ტკივილს გაიჩენს.

ცნობისათვის, გუშინ, ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების შეხვედრა გაიმართა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კვლავ ვერ მოხერხდა.

ატესტატების გაცემა 2016 წელს სკოლადამთავრებული მოსწავლეებისათვის 20 ივნისისთვის დაიწყება

სტული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ატესტატების გაცემა 2016 წელს სკოლადამთავრებული მოსწავლეებისათვის 20 ივნისისთვის დაიწყება. როგორც EDU.ARIS.GEს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, სკოლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემაზე პასუხისმგებელი იუსტიციის სახლია.
მისივე ინფორმაციით, ატესტატების გაცემა მას შემდეგ დაიწყება, რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უწყებას შესაბამის ბაზას გადაუგზავნის, სადაც იმ მოსწავლეების სია იქნება, რომელთაც ატესტატის მისაღებად გამოცდაზე საჭირო ბარიერი გადალახეს.
სად უნდა ავიღოთ ატესტატი
დაინტერესებულმა პირმა, ატესტატის მიღების მიზნით უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს.
ვის შეუძლია მოითხოვოს ატესტატი შესაბამის ორგანოში
იუსტიციის სახლის ინფორმაციით, დოკუმენტის გამოთხოვაზე უფლაბამოსილია, დაინტერესებული სრუწლოვანი ქმედუნარიანი პირი პირადად; დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, სათანადო  წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე; არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი; 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი პირი, თუ იგი ფლობს პირადობის დამადასტურებელს დოკუმენტს. მინდობილობა შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს: სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით; სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე თანხმობის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატვის გზით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.
რა ვადებშია შესაძლებელი ატესტატის მიღება
დაინტერესებული პირი უფლებამოსილია პირველადი  ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად მიმართოს იუსტიციის სახლის ან სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს შესაბამისი სასწავლო  წლის 20 ივნისიდან საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წლის ბოლომდე. თუ დაინტერესებული პირი პირველადი  ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის მისაღებად  უფლებამოსილ სამსახურს არ მიმართავს სასწავლო წლის ბოლომდე, დაინტერესებულ პირზე მომდევნო წელს გაიცემა ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი.
რა დოკუმენტები უნდა წარვადგინოთ პირველადი ატესტატის მისაღებად
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • დაბადების მოწმობა – თუ ზოგადი განათლების დამადატურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატეტატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი;
  • სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა – თუ ზოგადი განათლების დამადატურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატეტატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს დაინტერესებული პირის წარმომადგენელი;
  • დოკუმენტის დაჩქარებული წესით გაცემის შემთხვევაში – დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარი.
რა შემთხვევაში ხდება ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემა
სერვისების განვითარების სააგენტო განათლების სამინისტროს საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებული მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე ახორციელებს   ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემას.  ატესტატის დუბლიკატი გაიცემა შემდეგ შემთხვევებში:
  • თუ დაინტერესებულ პირს განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი არ აუღია საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს;
  • თუ დაინტერესებულმა პირმა შეიცვალა სახელი ან გვარი;
  • თუ ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გამოსაყენებლად უვარგისია;
  • ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში.
ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატის მისაღებად დაინტერესებულმა პირმაუნდა წარმოადგინოს
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომრები და გამოცემის თარიღი;
  • გამოსაყენებლად უვარგისი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირს განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი დაკარგული აქვს;
  • პირის მიერ სახელის ან/და გვარის გამოცვლის შემთხვევაში აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა – თუ ზოგადი განათლების დამადატურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატეტატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს დაინტერესებული პირის წარმომადგენელი;
  • დაბადების მოწმობა – თუ ზოგადი განათლების დამადატურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატეტატის დუბლიკატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი;
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ატესტატის აღების ვადა და საფასური
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მომსახურეობისვადა და საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:
თუ დაინტერესებული პირი უფლებამოსილ ორგანოში წარადგენს შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან არქივის მიერ გაცემული ცნობას, რომელშიც მითითებულია,  პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომრები და გამოცემის თარიღი, დოკუმენტის გაიცემა:
განცხადების წარდგენის დღიდან მე10 სამუშაო დღეს და გაცემისათვის  მომსახურების საფასური 25 ლარი;
თუ განცხადების წარდგენის დროისთვის მოსწავლის მონაცემები დაცულია საინფორმაციო სისტემისმონაცემთა ელექტრონულ ბაზაში:
  • განცხადების წარდგენის დღიდან მე-5 სამუშაო დღეს და გაცემისათვის – მომსახურების საფასური 40ლარი;
  • განცხადების წარდგენის დღიდან მე-3 სამუშაო დღეს და გაცემისათვის – მომსახურების საფასური 60ლარი;
  • განცხადების წარდგენის დღიდან ორი სამუშაო დღის და ვადაში გაცემისათვის –მომსახურებისსაფასური 70 ლარი.
თუ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მომენტისთვის მონაცემთა ელექტრონული ბაზა არ შეიცავს ინფრომაციას  ატესტატის გაცემის შესახებ , ამასთან დაინტერესებული პირის მიერ არ არის წარმოდგენილი დოკუმენტის გაცემისთვის აუცილებელი ძირითადი დოკუმენტები (ცნობა სკოლიდან ან არქივიდან, შესაცვლელი ატესტატი) , ატესტატის გაცემა განხორციელდება განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნულ შემთხვევაში ატესტატის დუბლიკატის გაცემის მომსახურების საფასურია 30 ლარი.
edu.aris.ge

16-17 ივნისს დამატებითი სკოლის გამოსაშვები გამოცდები ჩატარდება

16-17 ივნისს დამატებითი სკოლის გამოსაშვები გამოცდები ჩატარდება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა.
ბრძანების თანახმად, გამოცდაზე გასვლა შეუძლიათ მათ, ვინც ობიექტური მიზეზების გამო ვერ გამოცხადდა სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე.
იხილეთ მინისტრის ბრძანება

15 რჩევა გაბრიელ გარსია მარკესისაგან, რომელიც მძიმე წუთებში გამოგადგებათ

1. უნდა დაუგდოთ ყური ბავშვის ხმას, რომელიც ოდესღაც იყავი და რომელიც არსებობს კიდევ სადღაც შენში. თუ არ დავკარგავთ ამ ბავშვთან კავშირს, არ დაირღვევა არც ჩვენი კავშირი სიცოცხლესთან.
2. იყავი მშვიდად. სიკვდილი უფრო ძნელია, ვიდრე გეჩვენება.
3. სიცოცხლის გაგრძელების ერთადერთი გზაა - არ მისცე უფლება მოგონებებს დაგტანჯოს.
4. საზოგადოების ცხოვრებაში მთავარია შეძლო გაუმკლავდე შიშს, მეუღლეების ცხოვრებაში კი მთავარია შეძლო გაუმკლავდე მოწყენილობას.
5. მთავარი იმაში კი არ არის, რომ შენ არ გჯერა, არამედ იმაშია, რომ ღმერთს ისევ სჯერა შენი.
6.მე იმიტომ არ ვიხურავ ქუდს, რომ არავის წინაშე ის არ მოვიხადო.
7.არც ერთი გიჟი არ არის შეშლილი თუ ყურს მიუგდებთ მის მოსაზრებებს.
8.თუ რაღაცაში ქალია ჩარეული, მე ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ სამყაროს ქალი მართავს.
9.დიდი გასაჭირი ყოველთვის ბადებს დიდ სიუხვეს. ისინი აიძულებენ ადამიანებს უნდოდეთ სიცოცხლე.
10.  არასდროს არ არის ზედმეტად გვიან.
11.  ჯობია მოხვიდეთ უდროოდ, ვიდრე დაელოდოთ მოწვევას.
12.  შერიგების წუთი გულითად მეგობრობაზე ძვირფასია.
13.  თუ შეხვდებით თქვენს ნამდვილ სიყვარულს, ის არასდროს არ დაგეკარგებათ - არც ერთი კვირის შემდეგ, არც ერთი თვის და არც ერთი წლის შემდეგ.
14.  არ მისცე თავს უფლება მოკვდე, თუ არ განიცადე ეს სასწაული - დაიძინო იმასთან ვინც გიყვარს.
15.  ყოველთვის გაიღიმე, არ მიანიჭო უბედურებას სიამოვნება.

Saturday, June 4, 2016

მე–11 კლასის გამოსაშვები გამოცდები იწყება – რას ურჩევენ საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელები მოსწავლეებს

სასწავლო წლის ბოლოს სკოლებში გამოცდების ციებ-ცხელებაა. ამჯერად, საატესტატო გამოცდებზე გასვლა მე-11-ე კლასელებს უწევთ. მე-11 კლასის სკოლის გამოსაშვები გამოცდები 12 ივნისს გეოგრაფით იწყება,  13 ივნისს ბიოლოგიით, ხოლო 14 ივნისს ფიზიკით გრძელდება და 15 ივნისს ქიმიის გამოცდით სრულდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელები EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აცხადებენ, რომ წლევანდელი გამოცდა შარშანდელის მსგავსი იქნება. გამოცდის ზღვარი, 5,5 ქულა, არ შეიცვლება, პროგრამაც უცვლელია, თუმცა პატარა სიახლეები მაინც არის. ისინი მოსწავლეებს ურჩევენ, ნერვიულობის გარეშე გავიდნენ გამოცდებზე და დაკვირვებით წაიკითხონ პირობები.
–გამოცდების ეროვნული ცენტრის ქიმიის ჯგუფის ხელმძღვანელი გია ხასიტაშვილი
გია–პროგრამაში არ არის მნიშვნელოვანი ცვლილებები. უბრალოდ ბაზას დაემატა ახალი დავალებები, ისევ ამ პროგრამიდან.  დაემატა როგორც რთულ, ასევე საშუალო სირთულის და მარტივ დავალებებს. უბრალოდ, დავალებების რაოდენობა გაიზარდა ბაზაში, დაახლოებით 10%-მდე. ქიმიის საგამოცდო საკითხები მოიცავს თითქმის მთელ პროგრამას, რომელიც სკოლაში ისწავლება, მაგრამ, ძირითადად, აღებულია საკვანძო საკითხები.
კარგი იქნება, ამ პროგრამის მიხედვით თუ იმეცადინებენ ბავშვები. მოსწავლეებს ვურჩევდი, გამოცდის დროს ისარგებლონ დამხმარე მასალით. ეს არის პერიოდული სისტემა, ხსნადობის ცხრილი და მეტალთა ძაბვის ელექტროქიმიური ცხრილი. ვინც იცის, როგორ ისარგებლოს ამით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იქნება.
ვურჩევდი, იმეცადინონ, როგორ გამოიყენონ ეს დამხმარე მასალა. ცალკე ფურცელზე მიუვა დაბეჭდილი ყველას. ქიმია საერთოდ არ უყვართ ხოლმე და ახლა მაინც შეიყვარონ ცოტა ხნით, რომ ჩააბარონ. იმეცადინონ, მშვიდად იყვნენ. მარტივი კითხვებიც იქნება. ნუ შეშინდებიან და წყნარად შევიდნენ გამოცდებზე. ნერვიულობამაც იცის შეცდომების დაშვება.
–გამოცდების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით გოგელიძე
დავით გოგელიძეშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის ჯგუფის ხელმძღვანელის დავით გოგელიძის თქმით, გეოგრაფიის გამოცდა არ არის რთული და ვინც სწავლობს მთელი წლის განმავლობაში, მას გამოცდის ჩაბარება არ გაუჭირდება. დავით გოგელიძემ მეთერთმეტეკლასელებს რუკის შესახებ არსებული საკითხების კარგად მეცადინეობა ურჩია, რადგან მისი განცხადებით, უმეტესი კითხვები გეოგრაფიის გამოცდაზე რუკასთან იქნება დაკავშირებული.
–გეოგრაფიის საგამოცდო პროგრამა არ შეცვლილა და ეფუძვნება ეროვნულ სასწავლო გეგმას. ის მეექვსე-მეთერთმეტე კლასებს მოიცავს. დავალებებიც იგივე ტიპის იქნება, რაც  ადრე იყო. აქ ერთი ნიუანსია: არაქართულენოვანი და ქართულენოვანი სკოლები სხვადასხვა პროგრამით გადიან გეორგაფიას. შესაბამისად, არჩევითი კურსი ქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებისთვის გეოგრაფიის სწავლების მეთოდებია. ეს საკითხები არ იქნება შესული ქართულენოვან სკოლებში, ხოლო არაქართულენოვან სკოლებში გლობალური გეოგრაფიაა არჩევითი და გლობალური გეოგრაფიის საკითხები არ იქნება და ქართულენოვანში იქნება.
რაც შეეხება რჩევებს, ყველაზე მთავარი რეკომედაციია და ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც წერია ეს, რომ ერთ-ერთი მთავარი უნარი გეოგრაფიის სწავლების დროს არის რუკის კითხვის ცოდნა. დავალებების 30-40% არის რუკასთან დაკავშირებული. მსოფლიოს და საქართველოს ფიზიკური რუკები მათ ხელთ ექნებათ და კითხვები ზუსტად ამ რუკიდან არის. ყველა ობიექტი მოცემულია იმ რუკაზე, რომლებზეც კითხვებია დასმული.
ლამინირებული  რუკები ტრადიციულად ურიგდებათ მოსწავლეებს. სადაც ერთ მხარეს საქართველოს ფიზიკური რუკაა, მეორე მხარეს – მსოფლიოს რუკა. მისი გამოყენება შეიძლება საკმაოდ ბევრი დავალების შესრულებაში. ვინც კარგად იცის რუკის კითხვა, ის ძალიან დიდი ალბათობით გეოგრაფიის გამოცდას წარმატებით დაძლევს და გეოგრაფიის გამო ატესტატის მიღების პრობლემა არ ექნება.
–გამოცდების ეროვნული ცენტრის ფიზიკის  ჯგუფის ხელმძღვანელი გოგი ჩეჩელაშვილი
გოგი ჩეჩელაშვილიფიზიკის  ჯგუფის ხელმძღვანელი ფიზიკის გამოცდის მიმდინარეობისას მოსწავლეებს ურჩევს, დავალებები გააკეთონ და არა ამოიცნონ.
„კატის“ გამოცდა ისევე ჩატარდება ფიზიკაში, როგორც ტარდებოდა. ყურადღებით იყვნენ. დავალებები არა ამოსაცნობი, არამედ გასაკეთებელია. ჩემი რეკომენდაცია იქნება, კარგად წაიკითხონ დავალების პირობა, ნუ იმუშავებენ ამოცნობაზე. პირობას თუ კარგად გაეცნობინ და დაუფიქრდებიან, ძალიან ადვილი შესასრულებელია დავალებები. ფიზიკის საატესტატო გამოცდა სრულ პროგრამას მოიცავს, მეშვიდედან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით,“ –  უთხრა EDU.ARIS.GE-ს გოგი ჩეჩელაშვილმა.
–გამოცდების ეროვნული ცენტრის ბიოლოგიის ჯგუფის ხელმძღვანელი აივენგო შათირიშვილი
ბიოლოგიის ჯგუფის ხელმძღვანელმა აივენგო შათირიშვილმა აღნიშნა, რომ ბიოლოგიაში ის დავალებები ამოიღეს, რომლებიც მოსწავლეებს წინა წელს გაურთულდათ.
აივენგო–პროგრამა ისეთივეა, როგორიც გასულ წელს იყო. ის ამოცანები შარშან, რომლებსაც ვერ გაართვეს მოსწავლეებმა თავი, ამოვიღეთ და ტესტში ისეთი ამოცანებია, რომლებსაც კარგი მაჩვენებლები აქვს. არის სამი კატეგორიის : მარტივი, საშუალო და რთული ამოცანები. სამივე აპრობირებულია. ძირითადად შესულია მეათე-მეთერთმეტე კლასის მასალა. ის საკითხები მოვა, რომელიც პროგრამაშია. არაპროგრამული საკითხები, არ მოვა და არ არის შეტანილი ტესტურ.
EDU.ARIS.GEმ საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელებს საატესტატო გამოცდებზე არსებული მინიმალური ზღვარის შესახებაც ჰკითხა. არის თუ არა 5,5 ქულა მისაღები ბარიერი მათთვისდ და როგორ მიაჩნიათ, უფრო დაბალი, ან მაღალი უნდა იყოს თუ არა ის.
გეოგრაფიის ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით გოგელიძემ გვიპასუხა, რომ 5,5 -ქულაზე დაბალი ზღვარი შეუძლებელია, არსებობდეს. მისი თქმით, ეს არის მინიმუმის მინიმუმი, რომელიც შეიძლება იყოს.
„ამაზე დაბალი ბარიერი უბრალოდ წარმოუდგენელია. ამ გამოცდების დაწყებისას საუბარი იყო, როდესაც ბავშვები მიეჩვეოდნენ, ზღვარი უნდა აწეულიყო, მაგრამ სამწუხარო რეალობა ასეთია, რომ სკოლაში სწავლების ხარისხმა არ იმატა. შესაბამისად, ვერ მოხერხდა ამ ზღვარის აწევა და არის 5,5-ზე გაჩერებული. ყველაზე მარტივ კითხვებს უნდა გასცენ პასუხი, რომ მიიღონ ატესტატი. აქ საუბარი არ არის საშუალო და რთულ კითხვებზე. რაც შეეხება შარშანდელი გამოცდის მაჩვენებელს, 1% დან 1,7%-მდე მერყეობს გეოგრაფიის გამოცდაზე ჩაჭრილთა რიცხვი, 2%-ს არასოდეს არ გადაცილებია“.
ქიმიის ჯგუფის ხელმძღვანელი გია ხატისაშვილიც აღნიშნავს, რომ 5,5-ქულაზე ნაკლები ბარიერი წარმოუდგენელია.
„საერთოდ ზღვრის გადალახვა იმას ნიშნავს, რომ ელემენტარული რაღაც იციან და ძალიან მარტივ დავალებებზე შეუძლიათ პასუხის გაცემა. ამაზე დაბალი ზღვარი წარმოუდგენელია. შარშან საკმაოდ დაბალი რიცხვი იყო ჩაჭრილების. 5%-ზე დაბალი იყო. საერთო პოლიტიკაა ასეთი, რომ ზღვარი არ გაიზარდოს“.
ფიზიკის საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელის  გოგი ჩეჩელაშვილისთვის ეს ზღვარი  ძალიან დაბალი და ადვილად გადასალახია.
„ჰუმანიტარული აზროვნების ბავშვებისთვის შეიძლება რთული იყოს, მაგრამ მაინც ძალიან დაბალი ბარიერია. 5% ჩაიჭრა შარშან, არაა ეს დიდი მაჩვენებელი. ვერ აბარებენ იმიტომ რომ, დიდი ხანია, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება ძალიან დაბალ დონეზეა საქართველოში. თუმცა ვინც ჩაიჭრება მეთერთმეტე კლასში, მას  მეთორმეტე კლასის ბოლოს, გამოცდაზე მეორედ გამოსვლის შანსი ეძლევა ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია და ბიოლოგიის საგნებში,“- განაცხადა გოგი ჩეჩელაშვილმა.
ბიოლოგიის  ჯგუფის ხელმძღვანელს აივენგო შათირიშვილს მიაჩნია, რომ ნებისმიერმა აპლიკანტმა უნდა შეძლოს ამ დაბალი ბარიერის გადალახვა.
„თუ ჩვენ საზღვარგარეთის ქვეყნებს ავიღებთ, იქ საგამოცდო ზღვარი საკმაოდ მაღალია. თუ შარშანდელ მონაცემებს დავეყრდნობით, ჩვენთან ბიოლოგიაში დაახლოებით ვერ გადალახა ზღვარი 4,5 % -მა. ასეთ დაბალი ზღვარს მაინც რომ ვერ ლახავენ მოსწავლეები, იმის ბრალია, რომ არ ემზადებიან სერიოზულად გამოცდებისთვის“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს აივენგო შათირიშვილმა.
edu.aris.ge

რომელმა სკოლამ აჩვენა საუკეთესო შედეგი საატესტატო გამოცდებზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური რუსთავის მე-4 საჯარო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დამამთავრებელ გამოცდებზე მიღწეული წარმატებები მიულოცა.
საატესტატო გამოცდებზე საქართველოს მასშტაბით საუკეთესო შედეგები რუსთავის მე-4 საჯარო სკოლამ აჩვენა. მოსწავლეთა 70%-მა მიიღო 9 ქულა და ზევით, გარდა ამისა ეს სკოლა ერთადერთია, სადაც ორმა კურსდამთავრებულმა მიიღო უმაღლესი (10 ქულიანი) შეფასება ყველა საგანში.

საზეიმო ღონისძიებაზე 22 წარმატებული მოსწავლე და მათი 18 მასწავლებელი სპეციალური სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
newposts.ge

Friday, June 3, 2016

ვინ არის განათლების ახალი მინისტრი - ალექსანდრე ჯეჯელავა?

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

პრემიერმა თამარ სანიკიძის შემცვლელად ალექსანდრე ჯეჯელავა წარადგინა. "მინდა წარმოგიდგინოთ სანდრო ჯეჯელავა, რომელიც გახლავთ ძალიან გამოცდილი ადამიანი. ის იყო კომაროვის სკოლის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული კურსდამთავრებული. ამის შემდეგ მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგ ESM-ის ბიზნეს სკოლა, რომელიც დღეს "თავისუფალი უნივერსიტეტის" სახელით არის ცნობილი, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების, ისე ინოვაციების სფეროში და რაც ყველაზე მთავარია, განათლების სფეროში - კონკრეტულად იმ მიმართულებით, რომელიც მთლიანად ეხმიანება ჩვენი ოთხპუნქტიანი გეგმის მიმართულებებს. მხედველობაში მაქვს პროფესიული განათლების და კადრების გადამზადების სფერო და ა.შ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

43 წლის ჯეჯელავა "მართვის აკადემიის" თავმჯდომარე და ლიდერ-ტრენერი გახლავთ. არის მათემატიკურ  მეცნიერებეთა მაგისტრი, სერტიფიცირებული საერთაშორისო ქოუჩი და პროექტების მენეჯერი. პროექტების მენეჯმენტში 20-წლიანი გამოცდილება აქვს.

ასევე, აქვს 10-წლიანი გამოცდილება აკადემიურ სწავლებასა და პროფესიონალურ ტრენინგებში, რომლებიც მოიცავს: ლიდერობას, ზოგად და პროექტების მენეჯმენტს, საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტს, გაყიდვების მართვას, დროის მართვას, სტრატეგიულ მენეჯმენტს და ა.შ.

ჯეჯელავა საკუთარ ბიოგრაფიას ასე გადმოსცემს: 1991 წელს დავიწყე მუაობა კომპანია "კომპი-ში", 1993 წელს გადავედი საქართველოს ეროვნულ ბანკში, სადაც 2000 წლამდე ვიმუშავე საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. ეროვნული ბანკის შემდეგ "ინტელექტ ბანკში" ვიმუშავე ორი წელი ჯერ IT-ს უფროსად, შემდეგ გენერალური დირექტორის მოადგილედ. ამ ბანკში პირველად ჩამბარდა მარკეტინგი, PR და კიდევ რამდენიმე სტრატეგიული პროექტი. 

2002 წელს შევუერთდი კომპიუტერული კომპანია "UGT"-ს გუნდს ტექნიკური დირექტორის როლში და შემდგომ წლებში რამდენიმეჯერ შევიცვალე საქმიანობის მიმართულება. 2007 წელს გადავწყვიტე, რომ თავისუფალი (freelance) პროექტის მენეჯერობისკენ წავსულიყავი და ერთი დამსაქმებლისთვის აღარ მემუშავა. მქონდა რამოდენიმე პროექტი ყირგიზეთში, სასომხეთში, საქართველოში. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროექტი "თიბისი" ბანკში იყო. 2008 წელს შემომთავაზეს "თიბისი" ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობამ ჯერ IT მიმართულებით, ხოლო 2010 წლიდან, დამატებით, HR მიმართულებით. 2010 წლის ბოლოს მე და ჩემმა პარტნიორებმა დავაფუძნეთ "მართვის აკადემია," რომელიც დღემდე ჩემი ძირითადი სამსახურია" - ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა The Tbilisi Times-თან 2015 წლის ინტერვიუში.
ambebi.ge

Wednesday, June 1, 2016

კვირას ჩატარდება ღია გაკვეთილი ფ ი ზ ი კ ა შ ი - დასწრება თავისუფალია

განათლების სახლი სთავაზობს ნებისმიერ მოსწავლეს, სტუდენტს და საკითხით დაინტერესებულ პირებს უფასო გაკვეთილებს სხვადასხვა საგანში კვირაობით (ხანგრძლივობა - 2 სთ).
კვირას, 5 ივნისს, 19:00 საათზე, განათლების სახლის დიდი დიღმის ფილიალში ფ ი ზ ი კ ი ს პედაგოგი, ბატონი ლევან ლორია ჩაატარებს ღია გაკვეთილს და უპასუხებს დამსწრეთა კითხვებს.
ასეთი ღონისძიებები განათლების სახლში პერმანენტულ სახეს მიიღებს.

გვეწვიეთ! დასწრება თავისუფალია!
განათლების სახლი - დ ე ლ ი ს ზ ე 
T.: 2 14 80 24, 599 201096 
მის.: ვაჟა-ფშაველას 43, კაბინეტი #215 
მეტრო დელისთან (პროფ.კულტურის ცენტრი)

განათლების სახლი - დიდ დ ი ღ ო მ შ ი 
T.: 2 14 80 24, 593 997917 
მის.: იოანე პეტრიწის #3