Pages

Friday, June 30, 2017

ქუთაისში ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ბუბა ჩივაძე საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. მას ავტომობილით უცნობი აედევნა. შუქნიშანთან უცნობი მანქანიდან გადმოვიდა და ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმა გუშინ 22:00 საათზე მოხდა.
"პარლამენტთან უცნობმა ჯერ მანქანაზე შუშა ჩამილეწა, შემდეგ კი, ფიზიკურად გამისწორდა. მაგინებდა და მუცელში მირტყამდა. ნიღაბი არ ეკეთა. ვერ ვიცანი", - ყვება დაზარალებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

„შორტები რომ ავკრძალოთ ეროვნულ გამოცდებზე, მაშინ გამოცდებს ვეღარ ჩავატარებთ“ – გამოცდების ცენტრი

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ნებისმიერი სახის ტანისამოსის ჩაცმა შეგიძლიათ.  თქვენ არც მოკლე შარვლის ე.წ. შორტის გამო დაგიწუნებენ, არც მოკლე კაბის და არც დეკოლტირებული მაისურისთვის. აკრძალული მხოლოდ შიშველი მისვლაა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში  სამოსზე რაიმე შეზღუდვის დაწესება მიუღებლად მიაჩნიათ. ფიქრობენ, რომ ახალგაზრდები იმაში უნდა გამოეწყონ, რაშიც თავს კომფორტულად გრძნობენ.
„არ წარმომიდგენია, რომ რამეზე შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს. სულ მთლად შიშველი არ შეიძლება და სხვა მხრივ არაფერია აკრძალული. მათ შორის არც მოკლე შორტები. შორტები რომ ავკრძალოთ, მაშინ გამოცდებს ვეღარ ჩავატარებთ. შორტები არანაირი პრობლემა არაა. არც მოკლემკლავიანი პერანგები და არც საერთოდაც მკლავების გარეშე.
„ამ ადამიანების ძალიან კარგად გვესმის – სცხელათ და უნდათ, რომ გამოცდებზე მათთვის მაქსიმალურად კომფორტული ტანისამოსით მივიდნენ. ცხადია, ეს არანაირი პრობლემა არაა,“ – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს იწყება და 27 ივლისამდე გასტანს.
edu.aris.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                              ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

თვითმფრინავი ლოს ანჟელესთან ახლოს, მანქანის სავალ გზაზე ჩამოვარდა

აშშ-ში, ლოს ანჯელესთან მცირე ზომის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და გზატკეცილზე ჩამოვარდა. დაშავდა თვითმფრინავში მყოფი ორი ადამიანი, ისინი სერიოზული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას NBCNews ავრცელებს.
მედიის ცნობით, გზაზე, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა, მანქანები არ დაზიანებულა.თუმცა, მომხდარის გამო, რამდენიმესაათიანი საცობი წარმოიქმნა.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

უფასო წამლების პროგრამა დაიწყო

დღეიდან „უფასო წამლების პროგრამა იწყება. დაახლოებით 600 000 მოქალაქე, რომელიც სოციალურად დაუცველ პირთა ან ქრონიკულ დაავადებათა მქონე მარტოხელა პენსიონერთა კატეგორიას განეკუთვნება, საჭირო მედიკამენტებს ყოველთვიურად, 1 ლარის საფასურად მიიღებს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯერჯერობით საუბარია 30 დასახელების მედიკამენტზე.
პირველ ეტაპზე უფასო წამლებს ის პირები მიიღებენ, რომლებსაც აწუხებთ გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები (მაღალი წნევა, გულის უკამრისობა, კორონარულ სისხლძარღვთა დაავადება), ენდოკრინოლოგიური დაავადებები (დიაბეტის მეორე ტიპი და ფარისებური ჯირკვლის დაავადებები), ბრონქალური ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი გამოიყო.
1 მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა. ცვლილების მიზანია სოციალური სამართლიანობის შექმნა. გარდა ამისა, სადაზღვევო ინდუსტრიას ექნება ყველა ბერკეტი, რომ აქტიური მარკეტინგით შეძლონ მომხმარებლების მიზიდვა.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

პროფესია უმუშევრობის გარანტიით

კრიმინალისტის პროგრამა საზოგადოებრივ კოლეჯებში 2011 წლიდან ისწავლება. სწავლება ფასიანია და კურსის ღირებულება 1500 ლარს შეადგენს. გამომძიებლის თანაშემწის, დეტექტივის და შემთხვევის ადგილზე ნივთმტკიცების მომგროვებლის სპეციალობებს ყოველწლიურად 900-დან 1000-მდე სტუდენტი ითვისებს და შესაბამის სერტიფიკატსაც იღებს. თუმცა შრომის ბაზარი მათთვის დაკეტილია. სახელმწიფოს ძალოვანი უწყებები კურსდამთავრებულთა დასაქმებაზე უარს ამბობენ და აცხადებენ, რომ შესაბამის ვაკანსიებზე   მხოლოდ უმაღლესდამთავრებული კადრები სჭირდებათ.
რატომ დაამტკიცა განათლების სამინისტრომ პროფესიული პროგრამა, რომლის კურსდამთავრებულსაც დასაქმების შანსი არ აქვს, ამის გარკვევას გაერთიანებული პროფესიული კავშირის თავმჯდომარე 6 თვეა ცდილობს.
„ერთი სახელმწიფო უწყება განათლების სამინისტრო იძლევა აკრედიტაციას, ნებართვას რომ კრიმინალისტის პროფესია ისწავლებოდეს პროფესიულ სასწავლებლებში. დანარჩენი სახელმწიფო უწყებები, რომლებიც რეალურად დამსაქმებლები უნდა იყვნენ,  ამბობენ, რომ მათ სჭირდებათ კადრი უმაღლესი განათლებით. მაშინ ისმის კითხვა, რატომ გადაიხადა ამ ხალხმა თანხა, რატომ გაიხარჯა ეს თანხა ტყუილად თუ ამ დამსაქმებლებს: პროკურატურას, შსს-სა და სხვა შესაბამის უწყებებს სჭირდება მხოლოდ უმაღლესდამთავრებული კადრი? იქნებ ერთმანეთში გარკვეულიყვნენ და ისე შეეთავაზებინათ საზოგადოებისთვის პროგრამები. მანტერესებს, რას ვეუბნებით, იმ ადამიანებს ვინც დაასრულა ან ახლაც სწავლობს პროფესიულ კოლეჯში კრიმინალისტის პროგრამაზე, იმიტომ სწავლობ რომ ვერასოდეს ამ პროფესიით ვერ დასაქმდე? დეკემბერში დავაყენეთ პროფკავშირებმა ეს საკითხი, მივწერეთ ყველა შესაბამის უწყებას, მაგრამ პრობლემის აღიარების გარდა, ჯერ შედეგი არ მიგვიღია. ხომ უნდა შეეცადონ მაინც რომ აღმოფხვრან ეს ხვრელი?!“ – ამბობს გაერთიანებული პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.
კრიმინალისტის სასწავლო პროგრამა სამწლიან კურსს მოიცავს. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისგან განსხვავებით, სიღრმისეულად ისწავლება საგამოძიებო მეთოდები, ნივთმტკიცებათა შეგროვება, დანაშაულის ადგილზე ნახაზების შედგენა და სხვა ტექნიკური საკითხები. კურსდამთავრებულებს რომ დასაქმების პრობლემები აქვთ, მთავრობას საზოგადოებრივმა კოლეჯებმაც აცნობეს.
„სპეციალისტთა აბსოლუტური უმრავლესობა მიესალმა საკვალიფიკაციო ჩარჩოში კრიმინალისტ-დეტექტივის, კრიმინალისტ-სპეციალისტის პროფესიული  კვალიფიკაციის შეტანას. დღეს კი, როგორც ცნობილი გახდა ამ პროგრამის ბედი გაურკვეველია…
„დასავლური გამოცდილება ადასტურებს, რომ „კრიმინალისტიკის“ ზოგიერთი მიმართულების სწავლება სწორედ პროფესიული პროგრამების პრეროგატივაა (ინგლისი, აშშ, გერმანია…) ამ ქვეყნებში პროგრამის კურსდამთავრებულები მუშაობენ სასამართლო ფოტოგრაფად, დანაშაულის ადგილზე ნახაზებისა და გეგმების შემდგენლად, მტკიცებულებათა შემგროვებლად, შემფუთველად და შემნახველად, დეტექტივის თანაშემწედ, პოლიციის ინსპექტორად, კერძო დეტექტივებად. წარმოუდგენელია, რომ  საქართველოს საგამოძიებო სისტემამ უარი თქვას ასეთ კადრებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოძიებას დავტოვებდით ვიდეო კამერების გამშიფვრელის პროფესიად. როგორც მოგეხსენებათ, განსხვავებით განვითარებული ქვეყნებისგან, საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე პირთა რაოდენობა ბევრად აღემატება პროფესიული განათლების მქონეთა რიცხვს. აღნიშნულის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს სწორედ ის, რომ, მათ შორის, სხვადასხვა  სახელმწიფო უწყებებს ბოლომდე არ აქვთ გაცნობიერებული პროფესიული განათლების მნიშვნელობა და სარგებელი, რომელიც როგორც დამსაქმებლებმა, ამით შეიძლება მიიღონ“, – ნათქვამია საზოგადოებრივი კოლეჯების ერთობლივ განცხადებაში.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ამბობენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად დიალოგი დაწყებულია.
„დიალოგი დაწყებულია, ჩვენ აუცილებლად გადავხედავთ, ჩავერთვებით და სწორედ დამსაქმებლის მოთხოვნების მიხედვით განვსაზღრავთ ესა თუ ის პროფესია რომელი კვალიფიკაციის საფეხურზე უნდა იჯდეს. შედგება საგანმანათლებლო  პროგრამებიც, რომლებიც უპასუხებს დამსაქმებლის მოთხოვნას. თუკი საგანმანათლებლო პროგრამა პასუხობს დამსაქმებლის მოთხოვნას და ყველა სამუშაო სწორად არის ჩატარებული, დარწმუნებული ვარ რომ ეს პროგრამა და მისი კურსდამთავრებულები დასაქმებას ჰპოვებენ შრომის ბაზარზე“, – აცხადებს განათლების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი.
ვიდრე ორი სახელმწიფო უწყება ერთმანეთში შეთანხმდება – კრიმინალისტიკის სწავლება უმაღლესი სასწავლებლების კომპეტენციაა თუ პროფესიულის, ასობით კურსდამთავრებული სამსახურს უშედეგოდ ეძებს. ამდენივე ადამიანი შრომის ბაზარზე წარუმატებელ სასწავლო კურსს ამჟამადაც გადის.
edu.aris.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                              ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

რატომ სწავლობენ და ცხოვრობენ ბავშვები სკოლა-პანსიონებში [ვიდეო]

სტუმრები: თამარ ღურბელაშვილი - მოსწავლეთა ხელშეწყობის ცენტრის მაღაროსკარის ფილიალის დირექტორი;   ირმა ბუხთაშვილი - მშობელი;  შორენა ჭინჭრაული - მოსწავლეთა ხელშეწყობის ცენტირს ბარისახოს ფილიალის დირექტორი;  ხათუნა აბულაძე - მშობელი;   მამა მირიანი - წმ. კეთლმსახური მეფე თამარის სახელობის კოლა-პანსიონი დირექტორი;   მაყვალა ანთაძე - ზოგადი სწავლების მენჯერი;  ნინო ცეცხლაძე - პანსიონის კოორდინატორ;  ციცინო ანთაძე - საზგ ურთიერთობის სამსახურის უფროსი;  ეკა სხილაძე - სახალხო დამცველის მოადგილე;   ანა აბაშიძე - “პარნიორობა ადამინის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი;  ეკა დგებუაძე - განათლების სამინისტრო;   ანდრო დადიანი - “პარტნიორობა ბავშვებისთვის” ხელმძღვანელი; ზურაბ ვარაზი - საქართველოს საპატრიარქოს სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი;   ეკატერინე ჭელიძე - ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების კოორდინატორი;  ნიკო თოფურიძე - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი.


1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                              ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

იაპონია მთვარეზე ადამიანებს გაგზავნის


იაპონიამ წარმოადგინა ამბიციური გეგმა, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის კოსმოსურმა სააგენტომ 2030-იანი წლებისთვის მთვარეზე ასტრონავტი უნდა გაგზავნოს. 
„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც იაპონიის კოსმოსური სააგენტო (JAXA) საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიღმა ასტრონავტის გაგზავნის გეგმას ამჟღავნებს“, — უთხრა სააგენტოს პრესსპიკერმა AFP-ს. 
იდეის მიზანი პირველ რიგში არის NASA-სთან თანამშრომლობა 2025 წლისთვის მთვარეზე ბაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში. ეს ბაზა, NASA-ს გრძელვადიან პერსპექტივაში მარსზე მისაღწევად ესაჭიროება. 
ტოკიო იმედოვნებს, რომ მრავალეროვნულ მისიაში საკუთარ წვლილს შეიტანს, იაპონურ ტექნოლოგიები კი მისიას წარმატებაში დაეხმარება და საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს სადგურზე, საიდანაც ის შემდეგ ასტრონავტს მთვარეზე გაგზავნის. 
იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (NHK) ცნობით, გეგმა რამდენიმე დღის წინ, განათლების სამინისტროს სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე წარმოადგინეს. 
იაპონიის პარალელურად, მთვარესთან მიმართებაში საკუთარ გეგმას ამუშავებენ ჩინეთი და ინდოეთიც. 
ნოემბერში, დედამიწაზე დაბრუნდა ჩინეთის კოსმოსური ხომალდი Shenzhou-11, რომელმაც ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი ორბიტული მისიიდან სახლში დააბრუნა ორი ასტრონავტი. ასევე, ჩინეთი გეგმავს გახდეს მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც მთვარის დამალულ მხარეს ზონდს დასვამს.
გარდა ამისა, პეკინმა წარმოადგინა მარსის ზონდისა და მავალის ილუსტრაციებიც, რომელთა გაგზავნასაც ჩინეთი წითელ პლანეტაზე დეკადის მიწურულს გეგმავს. 
NASA და სხვა გლობალური კოსმოსური სააგენტოები აქტიურად მუშაობენ ერთობლივად, რათა 2030-იან წლებში მარსზე ასტრონავტები გაგზავნონ. 
მარტში, აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა პრეზიდენტ ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც NASA-ს 2033 წლისთვის მარსზე პილოტირებული მისიის გაგზავნას ავალებს. 
მომზადებულია phys.org-ის მიხედვით 

1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                              ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება



მიხეილ ბახბახაშვილმა ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა [ვიდეო]



ქართველმა ძიუდოისტმა მიხეილ ბახბახაშვილმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში აზერბაიჯანელი გნიაზ მაჰმუდლუს დაამარცხა (გადამწყვეტი იპონი 3:40-ზე).
მიხეილ ბახბახაშვილმა (-66კგ) კაუნასში ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატზე სულ 5 შეხვედრა ჩაატარა და ხუთივე სუფთა გამარჯვებით დაასრულა.


1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                              ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება



ვაჟა-ფშაველაზე ავარია მოხდა


თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სამედიცინო უნივერსიტეტთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 
ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი იყო მობილიზებული. 
ავარიისას დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
1 tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                              ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


თენგიზ სიგუას შვილიშვილი გარდაიცვალა

თურქეთში, ღვიძლის ტრანსპლანტაციის დროს, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, თქნგიზ სიგუას ერთადერთი შვილიშვილი, ქეთი სიხარულიძე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ქეთი ავტოიმუნური ჰეპატიტის დიაგნოზით მკურნალობდა, მაგრამ ბოლო დროს, მისი მდგომარეობა დამძიმდა და  საოპერაციოდ თურქეთში გადაიყვანეს, სადაც მას 21 ივნისს დედის, ირინა სიგუას ღვიძლი გადაუნერგეს, თუმცა გოგონამ ოპერაცია ვერ გადაიტანა.
“თანადგომა შეუფასებელია, სიტყვები არ მყოფნის გამოვხატო მადლიერება თითეული თქვენგანის მიმართ ამხელა მხარდაჭერისთვის. ყოველ წუთს ვგრძნობ ულევ სითბოს.
იმედია ხვალ ყველაფერი კარგად ჩაივლის და მალე დავბრუნდებით მე და ქეთი ერთად და ჯანმრთელად თბილისში. უღრმესი მადლობა”-წერდა ირინა სიგუა 20 ივნისს, ოპერაციის წინა დღეს.
ქეთი სიხარულიძე გუშინ, 29 ივნისს თბილისში დაკრძალეს.
დაკრძალვას დედა, ირინა სიგუა არ დასწრებია. ის ჯერჯერობით კვლავ თურქეთის კლინიკაშია.
“ფოსტალიონის” რედაქცია სამძიმარს უცხადებს თენგიზ სიგუას ოჯახს ქეთის გარდაცვალების გამო.
postalioni.com

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                              ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება



ცნობილი მშობლების აბიტურიენტი შვილები 2017 წლის მისაღებ გამოცდებზე – ვინ სად აბარებს

ერთიანი ეროვნული გამოცდები სტარტს 3 ივლისს აიღებს. აბიტურიენტების ნაწილი სწავლის გაგრძელებას საქართველოში აპირებს, მეორე ნაწილი სამშობლოში ცოდნის მიღების შემდეგ მის გაღრმავებას საზღვარგარეთ წასვლით გეგმავს. არსებობენ ისეთებიც, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით, საერთაშორისო მისაღებ გამოცდებს აბარებენ და უმაღლესი განათლების მიღება პირდაპირ საზღვარგარეთ სურს. სტუდენტებისთვის წელს 41 200-მდე აბიტურიენტი იბრძვის, მათ შორის არიან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანების შვილებიც. EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა გაერკვია, სად აბარებენ ისინი და როგორია მათი არჩევანი:
ეკა კახიანი, მომღერალი: – „ქეთომ რამდენიმე უნივერსიტეტი აირჩია. პირველ ადგილზე კი „კავკასიის უნივერსიტეტის“ სახელმწიფო მართვა ჩაწერა. მე მქონდა რამდენიმე ვარიანტი, თუმცა არჩევანი მისია. თვითონ მოსწონს, იმიტომ რომ მისმა დამ, ანასტასიამაც აქ ისწავლა. ფიქრობდა პიარზეც, იურიდიულზეც. მოლოდინი მაქვს რომ აუცილებლად ჩააბარებს, რადგან კარგად სწავლობს და მონდომებულია. საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება გეგმაში გვაქვს, თუმცა ალბათ მომდევნო კურსებზე“.
ნინო არაზაშვილი, ჟურნალისტი:  – „ნატაშკას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი და არჩეული. ფიქრობს და რა გასაკვირია, რომ სურს ჟურნალისტობა. მე დიდად არ ვუქებ ამ არჩევანს და ვურჩევ, რომ კარგად დაფიქრდეს. აინტერესებს ასევე მარკეტინგი. ფიქრობს, „ჯიპაზე“, „კავკასიის უნივერსიტეტზე“. მე გადაწყვეტილება გამოცდებამდე რამდენიმე დღით ადრე მივიღე. მგონია, რომ სჯობს რაღაც პროფესიას დაეუფლოს, იმიტომ რომ ჟურნალისტიკა დიდ რესურსს მოითხოვს და არ მინდა ჩემი შვილიც ისევე იღლებოდეს, როგორც მე – აგერ უკვე 22 წელია“.
მარიამ გერსამია, პროფესორი, პოლიტიკოსი: – „ჩემმა შვილმა პრიორიტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მიანიჭა და ფსიქოლოგიის სკოლა აირჩია. შემდეგ უკვე ფიქრობს „კავკასიის უნივერსიტეტსა“ და კონსერვატორიაში მუსიკის მენეჯმენტზე. მე მის არჩევანში არ ჩავრეულვარ და ვერც ჩავერეოდი. შესაძლოა, რადგან თსუ-ის პროფესორი ვარ, მინდოდა აქ ჩაებარებინა, თუმცა თავად გადაწყვიტა ყველაფერი“.
ლალი მოროშკინა, ჟურნალისტი: – „აქვს რამდენიმე უნივერსიტეტი მონიშნული. ჩემთანაც გაიარა პიარ -კურსები და გაიაზრა ის ფაქტი, რომ 17 წლის ასაკში არ შეიძლება იცოდე რა გინდა. აბარებს ბიზნესზე და მიაჩნია, რომ უნივერსალური იქნება. ასევე, იტოვებს შანსებს რომ გადაიფიქროს პროფესია. იმიტომ აბარებს, რომ უბრალოდ უნდა ჩააბაროს და არა იმიტომ, რომ იცის რა უნდა ზუსტად. ეს იქნება შუალედური მიღებული ცოდნა და სამომავლოდ ემზადება სხვა ცოდნისთვის. ვფიქრობ, რომ ძალიან პროგრესულია. ჯერჯერობით საქართველოში სურს სწავლა, მე კატეგორიული წინააღდმეგი ვარ, რომ 21 წლამდე ბავშვები მიდიოდნენ უცხოეთში. მიმაჩნია, რომ იქაც გარკვეული რისკებია და მშობლების სიყვარულის კომპენსაცია  ვერანაირი სწავლა ვერ იქნება. აპირებს რომ ჩააბაროსის უნივერსიტეტში, სადაც მე არ ვასწავლი. თქვა რომ ახალია, ვერ დავიმახსოვრე აბრევიატურა. სახელწიფო უნივრსიტეტიც  მიუთითა, მაგრამ არ სურს იქ მოხვედრა დიდად“.
ეკა ხოფერია, ჟურნალისტი: – „ანონო უკვე გააგრძელებს სწავლას ესპანეთში „იუ“-ს უნივერსიტეტში. თანხმობაც მოუვიდა და დაფინანსებაც. თუმცა ეროვნულ გამოცდებს მაინც აბარებს, მისი გადაწყვეტილებაა. მგონია, რომ იქ რადგან მიიღეს და ჩაბარებული აქვს, აქ აღარ უნდა იწვალოს, მაგრამ მაინც ფიქრობს „რა იცი რა ხდება-ს“ პრინციპით. საქართველოში არ ვიცი სად აპირებს ჩაბარებას, ძაან დამოუკიდებელი ადამიანია. იქ ბიზნეს ადმინისტრირებაზე ჩააბარა“.
EDU.ARIS.GE–ს ინფორმაციით, აბიტურიენტი შვილი ჰყავს ცნობილ ბიზნესმენ ლევან ვასაძესაც, ასევე აბიტურიენტია საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და თინა ხიდაშელის ვაჟიც.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 2017  3 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაიხსნება.
edu.aris.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                              ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

2017 წლის მასწავლებლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულების დადგენის ბრძანებაში ცვლილებაა

19 ივნისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანებით დადგინდა, 2017 წლის მასწავლებელთა საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულების რაოდენობა.

დღეს ბრძანებაში გარკვეული ცვლილებები შევიდა. ცვლილება შეეხო მუსიკის გამოცდას. იმისათვის, რომ აპლიკანტმა მუსიკის გამოცდა წარმატებით დაძლიოს, უნდა დააგროვოს 43 ქულა და მეტი. (ბრძანების პირვანდელი ვერსიის მიხედვით, მუსიკის გამოცდა წარმატებით დაძლეულად ითვლებოდა იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი 37 ქულას და მეტს მიიღებდა).

ცვლილება შეეხო ბრძანების ''ბ'' ქვეპუნქტის ''ბ.გ'' ქვეპუნქტს და შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: 
უცხოური ენების გამოცდა იყოფა ოთხ ნაწილად - ლაპარაკის, წერის, კითხვისა და მოსმენის ნაწილებში, მასწავლებელმა უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის მესამედი ან/და მეტი, კერძოდ: ლაპარაკის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 - გამსვლელი 6 და მეტი. წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 22 - გამსვლელი 8 და მეტი. მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 - გამსვლელი 6 და მეტი, ხოლო კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 36 ქულით, ხოლო გამსვლელი ქულაა 12 და მეტი.

იხილეთ ახალი ბრძანება.

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                              ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

იაპონელმა მეცნიერმა დაამტკიცა, რომ შიმშილი აჯანსაღებს ორგანიზმს და ამისთვის ნობელის პრემიაც მოიპოვა!

იოშინორი უსუმი გახდა ნობელის პრემიის 2016 წლის ლაურიატი. მან დაამტკიცა, რომ შიმშილი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. მან ამოხსნა უტილიზაციის ( წარმოების ნარჩენების გამოყენება სამკურნალო პრეპარატის, ნედლეულის, საწვავის, სასუქის და სხვ. დასამზადებლად) მექანიზმის საიდუმლო და გაიგო თუ როგორ გადაამუშავებს ორგანიზმი ნარჩენებს.

ნარჩენებისგან ჩნდება ახალი უჯრედები

აუტოფაგია- ასე ეწოდება ამ პროცესს. მას ბერძნულად ძალიან საინტერესო თარგმანი აქვს. ეს ნიშნავს "თვითმონელებას". ამ დროს ორგანიზმი იწმინდება წიდებისა და უსარგებლო ნივთიერებებისაგან. ეს პროცესი 60-ია წლებში იქნა აღმოჩენილი. თუმცა, მოლეკულური ბიოლოგიის პროფესორმა იოშინორი ოსუმიმ საფუძვლიანად შეისწავლა ეს პროცესი. მარტივი სიტყვებით, რომ ვთქვათ ნარჩენები განიცდის დეგრადაციას და ამის შემდეგ მის მაგივრად ახალი უჯრედები წარმოიქმნება. ამას გარდა, მეცნიერმა აღმოაჩინა გენი, რომელიც ამ კონკრეტულ პროცესზეა პასუხისმგებელი.

ხელოვნური სტრესის გამოყენება
იაპონელმა ბიოლოგმა დაამტკიცა, რომ სტრესის, დეპრესიისა და შიმშილის დროს აუტოფაგიის პროცესი გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს. იმის გამო, რომ ორგანიზმი გარე წყაროდან ვერ იღებს საკვებს, იწყებს იმ რესურსების გამოყენებას, რაც უკვე არსებობს ორგანიზმში. მათ შორის, დაგროვილი ნარჩენების გადამუშავებას. ეს კი გაძლევთ საშუალებას, ეფექტურად გაიწმინდოთ ორგანიზმი. აქედან გამომდინარე, დიეტა და თუნდაც რელიგიური მარხვა შესანიშნავად ასტიმულირებს აუტოფაგიას.
 
http://intermedia.ge/

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                              ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

გოჩა მირცხულავა: აქ, შენი სიხარული შურთ, შენი სიყვარული ეზიზღებათ, შენი წარმატება აბრმავებთ...

აქ, ამ ქვეყანაში, მეტწილად ასე ხდება: დიდსულოვნებას დამარცხებაში გითვლიან, წასვლას გაქცევაში, დანდობას შიშში, ნიჭსა და გონიერებას აფერისტობაში, სიმართლეს მტრობაში, დათმობას სისულელეში, ტკივილს სისუსტეში... 
აქ, შენი სიხარული შურთ, შენი სიყვარული ეზიზღებათ, შენი წარმატება აბრმავებთ... 
აქ, ამ ქვეყანაში, უხარიათ თუ წაიფორხილებ, ყიჟინებენ თუ დაეცი... 
აქ, "მე" მუდამ ზედმეტი ვარ, "მე" ჩუმად უნდა ვიყო, "მე" უნდა მიმსახურონ, "მე" მაგრად ვკიდივართ თუ არ ვჭირდებით... 
აქ, ამ ქვეყანაში, განსხვავებულად ფიქრი აკრძალულია - მტერი ხარ! აქ, "ხოდში" მლიქვნელები და ჩათლახები არიან... 
აქ, ამ ქვეყანაში - მთავარია,"რას იტყვის ხალხი"... 
აქ, მდიდარი კლავს, ღარიბი ზარმაცობს, მოხელე იპარავს, ქურდი კანონებს აწესებს, ძმაკაცი გძარცვავს, დაქალი განგრევს, მშობლებისთვის არასოდეს იზრდები, ოჯახისთვის მარჩენალი ხარ, ქვეყნისთვის მონა... 
აქ, ამ ქვეყანას ერთი მიზანი აქვს - გამოგიყენოს, გიმსახუროს და თუ ამას ვერ ახერხებს სძულხარ! აქ მოჩვენებითად სწამთ, ფარისევლობის ბუმია.. მამული სადღეგრძელოა მხოლოდ, ღმერთი -ბიზნესი, ენა კი სიბილწე... 
აქ, ამ ქვეყანაში თემაა - ვინ, ვინ დააორსულა, ვინ ვისთან წევს, ვის რა აცვია, ვინ რას ჭამს, ვის რამდენი ქონება აქვს... 
აქ ყველაფერზე ექსკლუზივია - სამშობლოზე, პატრიოტიზმზე, შვილის სიყვარულზე, პოლიტიკოსობაზე, ბოზობაზე, ნიჭზე... 
აქ, ამ ქვეყანაში მაგარი ხარ თუ სხვას წაართმევ... 
აქ შეუძლიათ სამშობლოს, ძმობის, ოჯახის სიწმინდის, ღმერთის სახელით გაგანადგურონ... 
აქ, ამ ქვეყანაში მოსულა, რომ საკუთარი შვილების ბედნიერებისთვის შენი შვილები ჩასვან ციხეში, დაწერონ კანონები მხოლოდ საკუთარი კასტისთვის, მოკლან, გადააგდონ, განდევნონ გუშინდელი კერპები... 
ხოლოდ აქ შეუძლიათ, შიმშილით დახოცონ აკადემიკოსები, პენსიონერები, ობოლი ბავშვები, მოუსწრაფვონ მომავალი ახალგაზრდებს და ამ ყველაფრით იყვნენ ბედნიერნი... და, მართლაც - ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?
mkhare.ge

ხვალიდან მართვის მოწმობას ქულები საგზაო მოძრაობის 50-ზე მეტი წესის დარღვევის შემთხვევაში ჩამოაკლდება

ხვალიდან, 1-ელი ივლისიდან, მართვის მოწმობას ქულები საგზაო მოძრაობის 50-ზე მეტი წესის დარღვევის შემთხვევაში ჩამოაკლდება. თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მართვის მოწმობისთის მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას გამოიწვევს. 

"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებებით, მართვის მოწმობას 1-ელი ივლისიდან 100 ქულა ენიჭება, ხოლო თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ამ 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას გამოიწვევს. კალენდარული წლის განმავლობაში 100 ქულის ნულამდე შემცირების შემთხვევაში, მძღოლს მართვის უფლება შეუწყდება და მის მისაღებად გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს. 

ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა მიხედვით ქულათა შემცირების სისტემა ასეთია: 

სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის - 30 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში – 40 ქულა; სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის – 40 ქულა;

იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია გზისთვის ვარგისობაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტესტირება (გამოცდა) დადგენილი წესით, ან მესაკუთრის ან სხვა მართლზომიერი მფლობელის მიერ სხვა პირისათვის ასეთი სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა – 15 ქულა; 

ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა - 5 ქულა; 

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა – 15 ქულა; 

მოპედით ან მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა – 5 ქულა; 

სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს მართვის მოწმობა, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, ან სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა – 5 ქულა; იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, საჭის სამართავი მექანიზმი ან მისაბმელი მოწყობილობა, ანდა მწყობრიდანაა გამოსული ფარები, უკანასაგაბარიტო მაშუქები დღე-ღამის ბნელ დროს, ან მინის საწმენდი მექანიზმი წვიმის ან თოვლის დროს, ანდა დარღვეულია ძრავის კვების სისტემის ჰერმეტულობა – 5 ქულა; იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც გამონაფრქვევში აქვს გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ისეთი შემცველობა, რომელიც აჭარბებს დადგენილ ნორმას – 10 ქულა; იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული – 10 ქულა; 

სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს იმ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა, რომელი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს, – 15 ქულა; 

იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი შუქგამტარობა შეზღუდულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის დარღვევით – 5 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა ერთი წლის განმავლობაში – 10 ქულა, ხოლო მისი მესამედ და შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა ერთი წლის განმავლობაში – 15 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – 20 ქულა; 

სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით – 15 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა წლის განმავლობაში – 20 ქულა; აღნიშნული სპეციალური ხელსაწყოს არადანიშნულებით გამოყენება, ან ასეთი ხელსაწყოთი აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების შეუფერხებლად გატარების წესების დარღვევა – 10 ქულა; იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი ან რომელიც ახორციელებს ესკორტს ან რომელსაც მიაცილებენ – 10 ქულა; სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო ან პოლიციის შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი – 20 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – 40 ქულა; 

სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისთვის (გარდა იმ პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება) ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის – 15 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – 25 ქულა; მისი განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში – 30 ქულა; 

"B" კატეგორიის ან "A1" ან "B1" ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე 18 წლამდე ასაკის პირის მიერ მგზავრთა გადაყვანა შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით (მათ შორის, ტაქსით) ან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად მუშაობა – 20 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით, ან სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით – 10 ქულა; სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც არ არის რეგისტრირებული დადგენილი წესით – 20 ქულა; სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სხვისი ან შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით – 30 ქულა; 

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, – 15 ქულა; სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, – 20 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება – 35 ქულა; 

სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით – 10 ქულა; 

აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენა იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას – 25 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება – 30 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – 40 ქულა; 

ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა – 5 ქულა; აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში – 10 ქულა;

− მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან გზაზე მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას – 5 ქულა;

სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი – 10 ქულა; 

გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა – 10 ქულა; 
სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის დამაგრების წესის დარღვევით მოძრაობა – 5 ქულა;

− მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული ("დაუთმე გზა", "მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია") ან ამკრძალავი ("შესვლა აკრძალულია", "მოძრაობა აკრძალულია") ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა – 15 ქულა;

შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა – 10 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში – 20 ქულა; შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა – 30 ქულა;
აღნიშნული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა – 20 ქულა;

ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა – 20 ქულა;

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – 25 ქულა;
ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – 30 ქულა; საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა – 10 ქულა; აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში – 15 ქულა; საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა – 25 ქულა;

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა, ან არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – 20 ქულა;

საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის "საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ" ევროპის შეთანხმების (AETR) წესების დარღვევით განხორციელება – 15 ქულა;

გზაზე იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, რომლის თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება 44 ტონას ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას – 15 ქულა;

მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების ჩამოკლება არ ხდება ვიდეოჯარიმების შემთხვევაში და ის მხოლოდ მაშინ მოქმედებს, თუ მძღოლს კანონდარღვევისთვის პატრულის კონკრეტული თანამშრომელი გააჩერებს და დააჯარიმებს. 

ცვლილებები "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონსა და მასთან ერთად ოთხ კანონში შევიდა.
ipn,ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                              ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება