Pages

Monday, July 31, 2017

ნიკოლოზ ბასილაშვილმა კიტცბუელში მატჩი ვერ დაა


ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ის ზედიზედ მესამე ტურნირი წააგო პირველივე წრეში. ქართველმა ჩოგბურთელმა კიტცბუელის ტურნირის საწყის რაუნდში ავსტრიელ სებასტიან ოფნერთან ითამაშა და მატჩის დასრულება ვერ შეძლო.
არადა, ქართველისთვის ყველაფერი კარგად იწყებოდა - ნიკა ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ დიდი ხანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა: ოფნერმა მესამე გეიმში საპასუხო ბრეიკი შეასრულა. ამის შემდეგ, ინიციატივა ჯერ ავსტრიელის მხარეს იყო, მაგრამ მან ვერ შეძლო მეხუთე გეიმში ორი ბრეიკ-პოინტის გამოყენება, შემდეგ კი იგივე შანსი ბასილაშვილმა ვერ გამოიყენა მერვე გეიმში.
მეცხრეში ოფნერმა მაინც მოახერხა მეტოქის მოწოდების აღება და პირველად დაწინაურება - 5:4. ბასილაშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მომდევნო გეიმში მან შეძლო უკუბრეიკის შესრულება, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ "მშრალად" წაეგო მე-11 გეიმში საკუთარი მოწოდება. ამის შემდეგ, ოფნერმა სეტზე ჩააწოდა - 7:5.
როგორც ჩანს, ამ მომენტში ბასილაშვილმა რაღაც იტკინა. მისი თამაში საბოლოოდ მოიშალა და მეორე სეტში ზედიზედ სამი გეიმის (ორი საკუთარ მოწოდებაზე) წაგების შემდეგ, თამაში შეწყვიტა - 5:7, 0:3.
1tv.ge

კრიშტიანუ რონალდუ დაკითხეს - ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს


მადრიდის "რეალის" ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგა. პორტუგალიელი თითქმის საათ-ნახევარი იძლეოდა ჩვენებებს. სხდომის დასრულების შემდეგ, კრიშტიანუმ უარი თქვა ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე და მოგვიანებით გააკეთა ოფიციალური განცხადება.
ფეხბურთელმა მოკლედ განაცხადა, რომ ის უდანაშაულოა, გარდა ამისა, დაამატა, რომ სასამართლოზე მხოლოდ თავისი რეპუტაციის გამო მივიდა. „მე რომ კრიშტიანუ რონალდუ არ მერქვას, აქ საერთოდ არ ვიქნებოდი“, - განაცხადა რონალდუმ.
„რეალის“ ვარსკვლავს ბრალად ედება 2011-14 წლების პერიოდში 14.7 მილიონი ევროს ოდენობის თანხის დამალვა.

1tv.ge

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


 

უნივერსიტეტები, რომლებსაც ავტორიზაციის ვადა 1 წლით გაუხანგრძლივდა – სიები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, უნივერსიტეტებს ავტორიზაციის ახალი კრიტერიუმებით გასასვლელად სათანადო მომზადებისთვის, ავტორიზაციის ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდებათ. EDU.ARIS.GE ამის შესახებ უკვე წერდა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ავტორიზაცია 29 უნივერსიტეტს ერთი წლის ვადით გაუხანგრძლივდება.
კანონპროექტი, რომელიც „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“ ეკუთვნის საკანონმდებლო ორგანოში მეორე მოსმენის ეტაპს გადის.
რომელია ის უნივერსიტეტები, რომელთაც კანონის ახალი მოთხოვნის შესაბამისად ახალი კრიტერიუმებით ავტორიზაციის გასავლელად დამატებით ერთი წელი ექნებათ, ამის შესახებ EDU.ARIS.GE-მ ინფორმაცია „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან“ მოიპოვა.
როგორც თამარ სანიკიძის უწყებიდან გვიპასუხეს, კანონის ახალ რედაქციაში იწერება, რომ „იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომელთა ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2011-2015 წლებში, ავტორიზაციის 5 წლიანი ვადა გაუგრძელდეთ 1 წლით“. ასეთი კი მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით 72 უნივერსიტეტია. მათგან 29 უმაღლეს დაწესებულებას ავტორიზაციის ვადა  2017 წელს გასდის. “განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი” კი პირველ ეტაპზე სწორედ ამ 29 უნივერსიტეტს გაუხანგრძლივებს ავტორიზაციისთვის ვადას 1 წლით.
უპირველესად გთავაზობთ ამ 29 უნივერსიტეტის ჩამონათვალს, მათ ავტორიზაციის ვადა 2017 წლის აგვისტო-დეკემბერის განმავლობაში გასდით:
  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  3. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  4. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  5. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
  6. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  7. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  8. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
  9. სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია;
  10. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  11. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  12. შპს-თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი;
  13. შპს – საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი;
  14. შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;
  15. შპს – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი;
  16. შპს – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  17. შპს ევრორეგიონალური სასწავლო უნივერსიტეტი;
  18. შპს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი;
  19. შპს – საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი;
  20. სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
  21. შპს – ქუთაისის უნივერსიტეტი;
  22. ა(ა)იპ – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;
  23. შპს – პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია;
  24. სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  25. შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია;
  26. შპს – დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი;
  27. შპს – ექვთიმე თაყაიშვილის სხაელობის სასწავლო უნივერსიტეტი;
  28. შპს – თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი “ჰიპოკრატე”;
  29. ა(ა)იპ – საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის “საზოგადოება ცოდნა”.
„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ იურიდიული დეპარტამენის უფროს ნინო ბეგიაშვილის განმარტებით, ავტორიზაციის ვადის ერთი წლით გაგრძელებას არა მხოლოდ იმ უნივერსიტეტებისთვის, რომელთაც ავტორიზაცია 2011-2012 წლებში მიიღეს, არამედ მათთვისაც ვინც ეს დოკუმენტი 2013-2015 წლებში მიიღეს, ორი მიზეზი აქვს.
„2016 წლის თებერვლიდან ავტორიზაცია გახდა 6-წლიანი. წინა წლებში იყო 5-წლიანი. ინიცირებულ კანონში ჩვენ ამ უნივერსიტეტების თანაბარ პირობებში ჩასაყენებლად ჩავწერეთ 2011-2015 წლებში ავტორიზაცია მიღებული უნივერსიტეტები. მათთაც 6–წლიანი ავტორიზაცია რომ გამოუვიდეთ და 5 წლიანი ავტორიზაცია ერთი წლით გაუგრძელდეთ. მეორე მიზეზი კი არის ის, რომ ახალი სტანდარტებით რომ მოხდეს უნივერსიტეტების სრულფასოვანი შეფასება, ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანია რაღაც ლოგიკური რაოდენობა უნივერსტეტები გადიოდეს ვტორიზაციას. მათ სრულფასოვან შეფასებას, როგორც მათი, ასევე ცენტრის რესურსი სჭირდება, სწორედ ამიტომ მოხდა მათი დალაგება წლების მიხედვით“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ის ნინო ბეგიაშვილმა.
გთავაზობთ წლების მიხედვით იმ უნივერსიტეტების ჩამონათვალს, რომელთაც ავტორიზაციის 5-წლიანი ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდებათ. 2018 წელს ავტორიზაციის ვადა 13 უნივერსიტეტს გასდის. ყველა მათგანს ახალი კრიტერიუმებით ავტორიზაციის გასავლელად დამატებით ერთი წელი ექნებათ.
  1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი;
  2. სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  3. შპს – გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი;
  4. ა(ა)იპ “საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი”;
  5. ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი;
  6. შპს – თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი;
  7. შპს – ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი;
  8. შპს ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელი;
  9. შპს ამერიკის ბიზნესის აკადემია;
  10. შპს უმაღლესი სასწავლებელი განათლების აკადემია;
  11. შპს – ახალი უმაღლესი სასწავლებელი;
  12. ა(ა)იპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი;
  13. შპს საქართველოს ბიზნესის აკადემია – შBA.
2019 წელს ავტორიზაცია ვადა 15 უნივერსიტეტს გასდის. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:
  1. სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  2. შპს – საქართველოს უნივერსიტეტი;
  3. შპს კავკასიის უნივერსიტეტი;
  4. შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ;
  5. შპს – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი;
  6. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი;
  7. შპს – სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი;
  8. სსიპ-ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი;
  9. სსიპ ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი;
  10. სსიპ – სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  11. შპს საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი;
  12. შპს წმინდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი;
  13. სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  14. სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია;
  15. შპს ინტერბიზნესის აკადემია;
2020 წელსაც 15 უნივერსიტეტია, რომელთაც ავტორიზაციის მისაღებად ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდებათ. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:
  1. შპს – საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი;
  2. ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი;
  3. შპს “ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი”;
  4. შპს – აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი;
  5. ა(ა)იპ – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია;
  6. ა(ა)იპ – წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ცაგერის სასულიერო სემინარია;
  7. ა(ა)იპ – მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი;
  8. ა(ა)იპ – მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია;
  9. ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქო გრემის სასულიერო სემინარია;
  10. ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ბათუმის სასულიერო სემინარია;
  11. შპს სასწავლო უნივერსიტეტი ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი;
  12. შპს თბილისის საერთაშორისო აკადემია;
  13. შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი;
  14. ა(ა)იპ – ახალი საქართველოს უნივერსიტეტი;
  15. ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს ახალციხის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემინარია.
კანონში ცვლილებების მიღების შემდეგ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ავტორიზაციას ნაცვლად 3 კრიტერიუმისა, 7 კრიტერიუმით გაივლის.
edu.aris.ge

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

Sunday, July 30, 2017

Noble Partner 2017 საქართველოში და რუსეთის რეაქცია


                           ამერიკული საბრძოლო მანქანა - M2 Bradley ვაზიანში 28.07.2017

1600 - ამერიკელი, 800 - ქართველი, 400 - ბრიტანელი, გერმანელი, სლოვენიელი, უკრაინელი, თურქი და სომეხი ჯარისკაცი, საერთო ჯამში 2800 მეომარი მიიღებს მონაწილეობას, მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში - „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელიც ვაზიანსა და ნორიოს ბაზებზე 30 ივლისს აიღებს სტარტს.
ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა (NATO) სწავლების დაწყებამდე, ორი დღით ადრე, თითქმის დაასრულა საქართველოს ტერიტორიაზე, ცოცხალი ძალისა და მძიმე სამხედრო ტექნიკის გადმოსროლის ოპერაცია.
ტანკებითა და ჯავშანმანქანებით დატვირთული გემები ფოთის პორტში, შავი ზღვის გავლით, ბულგარეთის ნავსადგურ ბურგასიდან შემოვიდა. დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთში, სწავლების არეალში კი სამხედრო ტექნიკა თვითსვლით და რკინიგზის გამოყენებით ჩამოვიდა.
„მე-2 საკავალერიო პოლკის ნაწილმა ვაზიანში შემოსვლით დაახლოებით, 3200 კილომეტრიანი გადაადგილება დაასრულა.
ჩვენმა ჯარისკაცებმა და შეიარაღებამ საქართველომდე გამოიარა, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო მარშრუტი და ახლა მოუთმენლად ველით სწავლების დაწყებას.“
ამერიკის 2-ე კავალერიის პოლკი გერმანიის ქალაქ ფილზეკშია დისლოცირებული, თუმცა ვაზიანში ბულგარეთიდან მოხვდა, სადაც ქართველებთან ერთად, მასშტაბურ სამხედრო სწავლება Saber Guardian 2017-ში იყო ჩართული.
საქართველოში ასევე გადმოსროლილია - ამერიკის მე-3 საარმიო კორპუსის, მე-4 ქვეითი ბრიგადის, პირველი ბატალიონის, 66-ე სატანკო პოლკის ნაწილი;
ამერიკული ჯორჯიიდან, დობინსის საჰაერო ბაზიდან კი სამხედრო-სატრანსპორტო C-130H3 Hercules-ის ტიპის თვითმფრინავმა, თბილისში ჯორჯიის ეროვნული გვარდიის მებრძოლები ჩამოიყვანა. სწავლებაში ისევ იქნებიან ჩართულნი - აშშ-ს 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის „ცის ჯარისკაცები“ (Sky Soldiers), რომლებიც „ღირსეულ პარტნიორზე“ პირველად შარშან გამოჩდნენ.
წელს, ვაზიანსა და ნორიოში, პირველად ვიხილავთ გერმანულ-ჰოლანდიური წარმოების ჯავშანმანქანა - GTK Boxer-ს; გარდა ამისა, მრავალეროვნულ სწავლებაზე გამოიყენებენ: ამერიკული M1A1 Abrams-ის ტიპის ტანკებს, Stryker-ის ტიპის ჯანშანმანქანებს, საბრძოლო მანქანა M2 Bradley-ის და შეჯავშნულ Humvee-ებს.
ასევე, საქართველოს არმიის შეიარაღებაში არსებულ: T-72 ტიპის ტანკებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანა BMP-2-ს და ჩეხურ-სლოვაკური წარმოების - თვითმავალ საარტილერიო დანადგარ DANA-ს. დესანტირების ოპერაციები კი ისევ ამერიკული C-130H3 Hercules-დან განხორციელდება.
Noble Partner 2017-ის სწავლების ხელმძღვანელი, საქართველოს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგ ტაბატაძე ამბობს:
„ამჯერად Noble Partner-ში რვა ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დონის სწავლება რადგან, ეს ხელს უწყობს თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესებას, NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდას, NRF სწრაფი რეაგირების ძალების შესაძლებლობის განვითარებას.“
Noble Partner-ის სამხედრო წვრთნებს, რომელსაც სამი წლის ისტორია აქვს, პირველად დაესწრება ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. იგი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით 31 ივლისს ჩამოდის.
რუსეთმა საქართველოში NATO-ს ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადმოსროლას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე - სამხედრო წვრთნითა და ახალი ტექნიკის გადმოსროლით უპასუხა:
                            Т-72Б3 ტიპის ტანკი ოკუპირებულ აფხაზეთში, 23.07.2017
ჩრდილოეთ კავკასიასა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ამჟამად მიმდინარე მასშტაბურ სამხედრო სწავლებაში - 16 000 ჯარისკაცი და მძიმე ტექნიკა მონაწილეობს.
ოკუპირებულ აფხაზეთში, InformNapalm-ის ცნობით კი ბოლო ერთი კვირაა, მოსკოვი მოდერნიზებული Т-72Б3 ტიპის ტანკებისა და БТР-82А ტიპის ჯავშანმანქანების გადასროლას ახდენს.
Noble Partner 2017-ის საერთაშორისო სწავლების მონაწილენი:
საქართველო სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები
აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობისა და ქვეითი ჯარების ქვედანაყოფები
დიდი ბრიტანეთის სადესანტო ასეული
გერმანიის ბუნდესვერის მექანიზებული ოცეული
უკრაინის მედესანტეთა ქვეითი ოცეული
სლოვენიის ქვეითი ოცეული
სომხეთის სამედიცინო ასეული
თურქეთის 4 ოფიცერი სწავლების შტაბში
www.amerikiskhma.com

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება




 


რომელი პროფესიები გაქრება უახლოეს 20 წელიწადში და როგორ მოვემზადოთ ცვლილებებისთვის?


მსხვილი საერთაშორისო კორპორაციები, უკვე დიდი ხანია, სამუშაო ადგილებთან და პირობებთან დაკავშირებით ექსპერიმენტებს ატარებენ (მაღალი მაგიდები, ძილის კაბინები, დამატებითი განათლება). ჯერ კიდევ ორი წლის წინ, შვეიცარიაში ექვსსაათიანი სამუშაო დღის შემოღების განხილვა დაიწყეს, რასაც მთელ ევროპაში შრომის პირობებზე დისკუსიის ახალი ტალღა მოჰყვა. საქართველოში, სამუშაო პირობები ამ სტანდარტებისგან შორის არის, თუმცა ღია ეკონომიკის და ტექნოლოგიური გლობალიზაციის პირობებში ცვლილებები, ადრე თუ გვიან, ქართულ შრომის ბაზარსაც შეეხება. როგორ უნდა იყოს მოწყობილი სამუშაო დღე, სამუშაო ადგილი და თავად სამუშაო? რომელი პროფესიები გაქრება და რომელი - დარჩება? გთავაზობთ ძირითად შეხედულებებს, რომლებიც მსოფლიოში შრომის და შრომითი მოწყობის მომავალზე არსებობს.      

ნაკლებს გადაგვიხდიან

ბრიტანელმა ეკონომისტმა ჯონ მეინარდ კეინზმა, 1930 წელს დაწერა ესე“ეკონომიკური შესაძლებლობები ჩვენი შვილიშვილებისთვის”, რომელშიც ის თავისი თანამედროვეების შთამომავლებს უზრუნველ და აყვავებულ ცხოვრებას უწინასწარმეტყველებს, თუმცა იმავდროულად დასძენს, რომ გარდაუვალია ტექნოლოგიური უმუშევრობა, რომელიც აუცილებლად გაჩნდება დროებით, შრომის ავტომატიზაციის პერიოდში, ვიდრე სამუშაოების ნაწილს შრომის სხვა სახეობები ჩაანაცვლებს.    

ზოგიერთი ეკონომისტი კეინზს არ ეთანხმება და ამბობს, რომ შრომის ავტომატიზაცია იწვევს როგორც პროდუქტიულობის, ისე სახელფასო შემოსავლის ზრდას, რასაც, თავის მხრივ, მოსდევს საქონელზე და მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდა, რაც ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს.  

დიდ დროში გამოცდილებამ ცხადყო, რომ ავტომატიზაცია დოვლათს კი არ ამცირებს, არამედ ზრდის. დიდ ბრიტანეთში, XVI-დან XIX-საუკუნემდე საშუალო ხელფასი სამჯერ გაიზარდა, შემდეგ კი კიდევ სამჯერ გაიზარდა სულ რაღაც ერთი ასწლეულის (1875 წლიდან 1975 წლამდე) განმავლობაში. რაც უფრო ინტენსიურია ინდუსტრიალიზაცია, მით უფრო მდიდარია ხალხი, ხოლო ძველი პროფესიების და სამუშაოების ადგილზე სწრაფად ჩნდება ახალი, უფრო საინტერესო და შემოსავლიანი სამუშაო ადგილები. ყოველ შემთხვევაში, ასე მოხდა ინდუსტრიული ეპოქიდან პოსტინდუსტრიულზე გადასვლისას. რა თქმა უნდა, ეს ზრდა უსასრულო ვერ იქნება, ამიტომ, ისეთ განვითარებულ ქვეყნებშიც კი, როგორებიცაა გერმანია, დიდი ბრიტანეთი და შვედეთი, ბოლო ათეული წლის განმავლობაში ხელფასები ინფლაციის გავლენით არ შეცვლილა. ეს ხდება იმის გამოც, რომ პროცესების ავტომატიზაცია დამსაქმებელს კადრებზე ეკონომიის გაკეთების საშუალებას აძლევს. და დროსთან ერთად სულ უფრო მეტი კვალიფიციური კადრი სამუშაოს გარეშე რჩება.

ოქსფორდელმა მეცნიერებმა კარლ ფრეიმ და მაიკლ ოსბორნმა, თავიანთ კვლევაში, რომელიც შრომითი მოწყობის მომავალს ეძღვნება, 700 პროფესიისთვის მომავლის რეკონსტრუქცია მოახდინეს იმ შესაძლებლობის გათვლით, თუ რამდენი სპეციალობის ადამიანს დატოვებს სამუშაოს გარეშე კომპიუტერიზაცია უახლოესი 20 წლის განმავლობაში. აღმოჩნდა, რომ პროფესიების დაახლოებით ნახევარს (47%) საფრთხე ემუქრება. და რა თქმა უნდა, პროფესიის კომპიუტერიზაციის ალბათობა მისი სირთულის და შემოსავლიანობის უკუპროპორციულია (ლაპარაკია დასავლურ ქვეყნებზე). ამგვარად, ფსიქოანალიტიკოსებს, ზოგადად ექიმებს, მეცნიერებს და ინჟინრებს, რედაქტორებს და ტრენერებს შეუძლიათ ჯერჯერობით მშვიდად იყვნენ, მაგრამ ტელემარკეტოლოგებმა, აუდიტორებმა, უძრავი ქონების აგენტებმა და მექანკოსებმა გადამზადების კურსებზე უნდა იფიქრონ. როგორც ჩანს, კეინზი მართალი იყო, უბრალოდ, თავის პროგნოზებში ის არა ერთი ნაბიჯით, არამედ ერთდროულად ათი ნაბიჯით წინ იხედებოდა.

ელიტები გამდიდრდებიან, ჩვენ - გავღარიბდებით

იგივე წინაპირობებისგან გამომდინარეობს მეორე დასკვნა: თუ ახალი ტექნოლოგიები ბიზნესის მფლობელს შესაძლებლობას აძლევს იმის ავტომატიზაციას, რასაც მანამდე ადამიანი აკეთებდა, ის ბუნებრივია მუშახელზე ეკონომიას გააკეთებს. ასე ბიზნესმენი უფრო გამდიდრდება, რიგითი თანამშრომლები კი ქუჩაში დარჩებიან. ტექნიკური პროგრესი როგორც სოციალური უთანასწორობის მამოძრავებელი - ეფექტური ტენდენციაა, რომელსაც ეკონომისტები და ინტელექტუალები სწავლობენ, მასთან ბრძოლა კი ბოლო ოცი წლის განმავლობაში მემარცხენე დღის წესრიგის სავალდებულო ნაწილად იქცა.

ჟურნალისტი კრისტია ფრილენდი, რომელიც დღეს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრია, და პლუტოკრატიაზე რამდენიმე ბესტსელერის ავტორია, ამტკიცებს, რომ კაცობრიობის ისტორიაში მდიდრებს და ღარიბებს შორის სხვაობა ისეთი არსებითი, როგორც ბოლო წლებშია, არ ყოფილა. ამგვარად, ტექნოლოგიებს, მხოლოდ სიკეთე არ მოაქვს. ერთი მხრივ, ის ყველაზე ღარიბ ქვეყნებში მშივრების დაპურების საშუალებას ქმნის, მეორე მხრივ, ხელს უწყობს უთანასწორობის ზრდას განვითარებულ ქვეყნებში, რასაც მოსდევს სოციალური დაძაბულობა, და რაც მთავარია, ახალი არისტოკრატიის გაჩენა. საუკეთესო უნივერსიტეტები და სამუშაო ადგილები სულ უფრო ხელმიუწვდომელია საშუალო კლასისთვის, ელიტა კი მდიდრდება, რაც მნიშვნელოვნად ამწვავებს ატმოსფეროს ბევრ ქვეყანაში.   

სისულელეების კეთება მოგვიწევს

თუმცა, საშუალო კლასს, სუპერმდიდრების კეთილდღეობის ზრდა ჯერჯერობით დიდად არ აშფოთებს, მას უფრო სასიცოცხლო პრობლემები აქვს. იმისთვის, რომ არ გაღატაკდეს, სულ უფრო ბევრი ადამიანი, რომელიც სამუშაოს მისი მექანიზაციის გამო კარგავს, ფუჭი საქმიანობით არის დაკავებული. ლონდონის ეკონომიკის სკოლის ანთროპოლოგი დევიდ გრიბერი ამას ეძახის სულელურ სამუშაოს (bullshit jobs). სწორედ ასეთი სამუშაო შეადგენს მთელი კლასის დასაქმებულობის არსს, რასაც ოფისურ პლანქტონს უწოდებენ. ასეთი სამუშაოს მთავარი ამოცანა არა რამეს შექმნასა და წარმოებაში, არამედ სოციალური დაძაბულობის განმუხტვაშია: რომ ყველა, ვინც ახალმა მექანიზაციამ პროცესის მიღმა დატოვა, თავს დასაქმებულად გრძნობდეს, კომპიუტერთან ან სადმე შვებულებაში, და უმუშევრების კასტას არ შეუერთდეს.

ეს მოდელი აქტუალურია ნედლეულით მდიდარ, მაგრამ ისეთ განვითარებად ქვეყნებში, როგორიც რუსეთია და მას საფუძვლად უდევს არა რობოტიზაცია ან ტექნიკური პროგრესი, არამედ ნახშირწყალბადი. როდესაც ქვეყნის არსებობას თითქმის მთლიანად უზრუნველყოფს მხოლოდ ბუნებრივი რესურსები, შრომის არაეფექტურობა კატასტროფა სულაც არ არის. ასეთ სიტუაციაში სამუშაო ფასეულია, არა როგორც საქონლის და მომსახურების წარმოების მეთოდი, არამედ როგორც სოციალური სიცხის დამწევი.

სპეციალისტების აზრით, ოფისური პლანქტონი ახლო მომავალში არც განვითარებულ და არც ნედლეულის ქვეყნებში, არ შემცირდება.

ნაკლებს ვიმუშავებთ

იგივე კეინსი წინსწარმეტყველებდა, რომ მისი თანამედროვეების შვილიშვილები იმუშავებენ კვირაში 15 საათს, ანუ ოდნავ ნაკლებს, ვიდრე ორი რვასაათიანი სამუშაო დღეა. სასიამოვნოა იმის წარმოდგენა, თუ როგორ დავისვენებთ კვირაში ორი დღის ნაცვლად ოთხ დღეს, მაგრამ იმ დრომდე ჩვენთვის ძალიან შორია. თუმცა, მსოფლიოში გარკვეული მოძრაობა ამ მიმართულებით უკვე შეიმჩნევა. მაგალითად, შვედეთში ბოლო რამდენიმე წელია ბევრი კომპანია ექვსსაათიან სამუშაო დღეზე (ანუ 30-საათიან სამუშაო კვირაზე) გადადის. შემსუბუქებული სამუშაო კვირის მხარდამჭერთა თქმით, ეს მხოლოდ სასარგებლოა. ერთი მხრივ, ადამიანებს ოჯახისთვის, სპორტისთვის, დასვენების, მედიტაციისა და სხვა მსგავსი საქმისთვის მეტი დრო დარჩებათ, რაც მათ უფრო ბედნიერებს და ჯანმრთელებს გახდის. ეს, თავის მხრივ, მედიცინაზე ეკონომიის შესაძლებლობას შექმნის (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მიერ ჩატარებული კვლევით, 15 საათზე მეტი სამუშაო საათი კვირაში, სამჯერ ზრდის ინფარქტის და ინსულტის რისკს, ეს კი განვითარებული ქვეყნების ჯანდაცვის ბიუჯეტების მთავარი ხარჯებია). მეორე მხრივ, გამოთავისუფლებულ დროს ადამიანი იწყებს საქონლის და მომსახურების გამოყენებას, რაც ასევე კარგია ეკონომიკისთვის. მესამე: შემცირებული გრაფიკის ინიციატორებს გათვლა შრომის მწარმოებლურობის გაზრდაზე აქვთ. დადასტურებულია, რომ მოკლე სამუშაო დღე საშუალოდ უფრო დატვირთულია. ექსპერიმენტული შემცირებების მიზანი, რომელიც ჯერ კიდევ ორი წლის დაიწყო, იმის დამტკიცებაა, რომ ყველა თანამშრომლის ეფექტურობა 6-საათიანი სამუშაო დღის პირობებში იმდენად გაიზრდება, რომ გადაფარავს დამატებითი ადამიანების დაქირავების ხარჯებს. ასეა თუ ისე, ჯერჯერობით მოკლე სამუშაო დღის ასეთი გრანდიოზული სასარგებლო ეფექტი, მხოლოდ თეორიაა. თუმცა, ლოგიკურია, რომ თუ ადამიანების დიდი ნაწილი მანც “ფუჭი” სამუშაოთია დაკავებული, 6-საათიანი სამუშაო დღე არანაირ ზიანს არ მოიტანს.

ექსპერიმენტების და შემოქმედების დრო მოდის

მექანიზაციას უდავო უპირატესობებიც აქვს. ახალი ტექნოლოგიების გაჩენასთან ერთად ზოგიერთ ბაზარზე შესვლის ღირებულება ნულს უტოლდება. ახლა, საკუთარი საქმის დასაწყებად, თქვენ ინვესტორი შეიძლება არც დაგჭირდეთ, საკმარისია საკუთარი დანაზოგი ან უბრალოდ იდეა და კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა - ეს საკმარისი იქნება სტარტაპის დასაწყებად. შესაბამისად, ბიზნეს-შეცდომის ფასიც იკლებს. იმავდროულად, ფულს, რომელსაც ზემდიდრები დიდ საოფისე ძალაზე ზოგავენ, სადღაც უნდა წავიდეს. და სად წავა ის, თუ არა პერსპექტიული იდეების და მიმართულებების დაფინანსებაზე? ასე რომ, უთანასწორობის ზრდისა და ზემდიდრების მიუხედავად, ნიჭიერ ხალხს თავიანთი იდეებისა და ოცნებების განხორციელების შანსი მაინც რჩებათ, 

მეორე მხრივ, სამუშაოსგან თავისუფალ დროს, ადამიანები აუცილებლად შეავსებენ ახალი გამოცდილების, გართობის და ემოციების ძიებებით, ასევე პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩოგბურთის, იოგას და იკებანის მწვრთნელებს მომავალში კარგი შემოსავალის მეტი შანსი აქვს, ვიდრე ტრამვაის მძღოლებს. ტრამვაი და ავტომობილი ნამდვილად იქნება ავტომატური, ემოციური სფეროს რობოტიზებამდე კი ჯერ კიდევ შორია.    

საკუთარი თავს თვითონ დავასაქმებთ

ტექნოლოგიური ბუმის გარდაუვალი შედეგია სამუშაო ადგილების შემცირება, რაც უმტკივნეულო არ იქნება. თუმცა მექანიზაციის წყალობით, იმის აუცილებლობა, რომ რომელიმე კომპანიას ეკუთვნოდე, სამსახურში იარო და ორგანიზაციაში ირიცხებოდე, შემცირდება.
 
გჭირდებათ ექიმი, სანტექნიკოსი ან დამლაგებელი? არსებობს სპეციალური აპლიკაციები. ტოტალური სმარტფონიზაციის და მასობრივი გაზიარების (sharing) შესაძლებლობების პირობებში, ეგრეთ წოდებული "ფრილანსი" (შტატგარეშედ მუშაობა) ხდება პოპულარული, როგორც არასდროს. ტაქსის მაგალითი თვალსაჩინოა. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ტელეფონზე ტაქსის აპლიკაცია ეგზოტიკა იყო. დახლოებით ერთდროულად გაჩნდა კომპანიები Uber-ი, Gett-ი და Yandex Taxi. მათ ზრდა დაიწყეს გეომეტრიული პროგრესიით, წელიწადში 300-400 პროცენტით. ტექნოლოგიები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მწარმოებლის მომსახურება თავის მომხმარებელს სწრაფად დაუკავშირდეს, და ამ პროცესში მას არანაირი შუამალი აღარ სჭირდება. კარგად გააზრებული სერვისი ბაზრებს მთლიანად ცვლის, როგორც ეს ტურიზმის ბაზარზე Airbnb-ის გამოჩენის შემდეგ მოხდა.

თუმცა ეს კომპანიები პიონერები არ არიან. მაგალითად, კომპანია Appirio დამკვეთებს პროგრამისტ-ფრილანსერებთან აკავშირებს; კომპანია Elance-oDesk-ი აკავშირებს 4 მილიონ კომპანიას 10 მილიონ ფრილანსერთან; Axiom-ის ბაზაში 650 იურისტია, რომლებსაც უმსხვილესი კომპანიები ერთჯერადი გარიგებებისთვის ქირაობენ; Tongal-ი სამუშაოს პოვნაში ეხმარება 40 ათას სპეციალისტს კინოინდუსტრიიდან; რომ აღარაფერი ვთქვათ ექიმებზე, რეპეტიტორებზე, ფსიქოლოგებზე, ძიძებზე, ყველა მიმართულების ინსტრუქტორზე. რაც დრო გადის, თვითდასაქმებულთა რაოდენობა სულ უფრო გაიზრდება.  

ვიმუშავებთ ფეხზე დგომით ან გზად

მუშაობის შინარსთან ერთად, შეიცვლება მისი ფორმაც. ლაპარაკია არამხოლოდ კურიერებზე, რომლებსაც ადრე თუ გვიან დრონები შეცვლის, არამედ ოფისის თანამშრომლებზეც. საოფისე სამუშაო აღარ იქნება მჯდომარე. მრავალჯერ დადასტურდა, რომ ცხოვრების მჯდომარე რეჟიმი მავნეა. ის ვინც დღის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ზის, მიდრეკილია გასუქებისკენ, გულის დაავადებებისკენ, კიბოს რაღაც სახეობებისკენაც კი და საბოლოო ჯამში - ნაადრევი სიკვდილისკენ. ამიტომ მთელ მსოფლიოში პოპულარული ტენდენციაა მდგომარე მუშაობა - მაღალ სამუშაო მაგიდებთან, რომლებიც ყველა მაღალგანვითარებული კომპანიის ოფისებში დგას. რაც უნდა უცნაური იყოს, ფეხზე დგომით მუშაობას ადამიანი მალე ეჩვევა და ის ნაკლებად დამღლელიცაა, ვიდრე მაგიდასთან ჯდომა.  

Business Insider-ის რედაქციაში, ექსპერიმენტის სახით მაგიდასთან სარბენი ბილიკი დადგეს. და ეს ყველაფერი არ არის. ყველაზე მოწინავე ხელძმღვანელები სამუშაო ადგილებს აწყობენ არამხოლოდ მაღალი მაგიდებით, არამედ სარბენი ბილიკებით, რომ თანამშრომლებმა მუშაობა სიარულის დროს შეძლონ.  

შეიძლება მომავლის ასეთი ხატსურათების მიმართ სხვადასხვა დამოკიდებულება გვქონდეს, მაგრამ სადავო არ არის, რომ მომავალი სწორედ ასეთი ოფისებისაა. და ამ უცნაური ტექნოლოგიების წყალობით, ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ იმათზე უფრო ჯანმრთელები, მოხდენილები და ბედნიერები, რომლებიც ერთ ადგილზე დგანან.
imedinews.ge

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


მაშველებმა ქობულეთში, 5 ბალამდე შტორმის დროს, საქართველოს 3 და სომხეთის 1 მოქალაქე გადაარჩინეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა დღეს, ქობულეთში, 5 ბალამდე შტორმის დროს, საქართველოს 3 და სომხეთის 1 მოქალაქე გადაარჩინეს. ამჟამად, ისინი თავს კარგად გრძნობენ. 

უწყების ინფორმაციით, შსს-ს წყალზე მაშველებმა, 50 წუთის განმავლობაში, 4 სხვადასხვა შემთხვევაზე მოახდინეს რეაგირება, 5-ბალამდე შტორმის დროს წყალში შევიდნენ და განსაცდელში მყოფი პირები ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

„მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართულია წითელი ალმები, რაც იმის მანიშნებელია, რომ წყალში შესვლა აკრძალულია, დამსვენებლები ამ გაფრთხილებას არ ემორჩილებიან, რითაც საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარ, ისე მაშველების სიცოცხლეს. 

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: ყურადღება მიაქციეთ გამაფრთხილებელ ნიშნებს, დაემორჩილეთ მაშველთა მითითებებს, არ დატოვოთ ბავშვები მეთვალყურეობის გარეშე და თავი შეიკავეთ ზღვაში შესვლისგან მანამ, სანამ არ გაუქმდება საშტორმო მდგომარეობა, რათა თავიდან იყოს აცილებული უბედური შემთხვევები. როგორც კი ზღვაში შესვლა იქნება უსაფრთხო და დასაშვები, საგუშაგოებზე დაუყოვნებლივ აღიმართება თეთრი ალმები“, - აცხადებენ საგანგებო სტუაციების სამსახურში.
ipn.ge

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


 

Saturday, July 29, 2017

2017-2018 წლის მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა დაფინანსების ოდენობა განისაზღვრა


2017-2018 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (60 კრედიტიანი) ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობა და ოდენობა დამტკიცდა.
პრემიერის ბრძანების თანახმად, 2017-2018 სასწავლო წლისთვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვრა 1 806 750 ლარის ოდენობით.
ბრძანებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ის უკვე ძალაშია.
edu.aris.ge

მასწავლებელთა გადამზადების ერთწლიანი პროგრამის გავლის პროცედურული დეტალები და ღირებულება


👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


მასწავლებელთა გადამზადების ერთწლიანი პროგრამის გავლის პროცედურული დეტალები და ღირებულება

მასწავლებელთა  გადამზადების ერთწლიანი პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო ახალგაზრდა და კვალიფიციურ მასწავლებელთა  კორპუსის შექმნას გეგმავს, მალე ამოქმედდება. ქვეყნის მასშტაბით აღნიშნულ პროგრამაში 16 უნივერსიტეტია ჩართული, როგორც თბილისში, ასევე რეგიონში განთავსებული უმაღლესები.
მათ, ვისაც სურს პროგრამის გავლა, შესაბამისი საგნობრივი გამოცდა უნდა ჩააბაროს ან ჩაბარებული ჰქონდეს. ამის შემდეგ კიდევ ერთი შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა იმ სასწავლო დაწესებულებაში, სადაც თავად სურს გადამზადების პროგრამის გავლა. სახელმწიფო, აღნიშნულ პროგრამაში ყველაზე წარმატებულ 1000 მდე აპლიკანტს,  სრულად დააფინანსებს.
პროგრამის დასრულების შემდეგ კი მასწავლებლობის მსურველები სერტიფიკატებს მიიღებენ, რომელიც მათ საფეხურეობრივ კატეგორიაში პირდაპირ უფროსი მასწავლებლის სტატუსს მიანიჭებს და სკოლაში ერთწლიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ, ვაკანსიის არსებობის  შემთხვევაში, აღნიშნული საფეხურზე დასაქმდებიან.
აღნიშნული პროგრამის განხორციელების დეტალებზე, თუ რა ნაბიჯები დარჩათ გამოცდაჩაბარებულ პირებს პროგრამით სარგებლობისთვის და რა პროცედურებია გასავლელი, EDU.ARIS.GE-სთან განათლების ყოფილმა მინისტრმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ სანიკიძემ და სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინე დარჩიამ ისაუბრეს.
Irine_Darchia,,წელს პირველად ამოქმედდება მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამები, რაც საშუალებას აძლევს მასწავლებლობის მსურველებს, გაიარონ ეს პროგრამა, მოიპოვონ შესაბამისი სერტიფიკატი და ერთი წელი სკოლაში გამოსაცდელი ვადის შემდეგ, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ გახდენენ პირდაპირ უფროსი მასწვალებელი. ანუ, მასწავლებლობის მსურველთათვის ეს არის პროფესიაში შესვლის მოქმედი გზა. თან, ასე ვთქვათ  გზა, რომელიც პირდაპირ უფროსი მასწავლებლის სტატუსს მიანიჭებს იმ ორი პირობის დაკმაყოფილების შემდეგ, რაც უკვე მოგახსენეთ.
წელს უკვე აკრედიტირებულია 16 საგანმანათლებლო პროგრამა, სხვადასხვა მიმართულებით – დიდი ნაწილი საგნებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ეროვნულ სასწავლო პროგრამაში. არის პროგრამები, როგორც თბილისის უნივერსტეტებში, ასევე რეგიონებშიც. ჩართულები არიან, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უნივერსიტეტები. წინაპირობა ამ პროგრამაზე სწავლის გაგრძელების არის ის, რომ პირმა რომელსაც ამ პროგრამაზე სურს სწავლა,  უნდა ჩააბაროს საგნის გამოცდა შეფასებისა და  გამოცდების ეროვნულ ცენტრში. ხოლო შემდეგ დამატებით ჩააბაროს მისაღები გამოცდა, მის მიერ შერჩეულ უმაღლეს სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებაში, ან კერძოში.
დღეს ეს პროგრამები უკვე ღიაა მათთვის, ვისაც ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა არამხოლოდ წელს, არამედ წინა წლებშიც, მათთვისაც გავხსენით ეს პროგრამა. ანკეტა კითხვარები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უნივერსტეტებმა 9 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ. ამის შემდეგ,უკვე ხარისხის ცენტრთან შეთანხმებით გამოცხადდება მიღება. შემდეგ დაიდება  შესაბამისი შიდა გამოცდების ვადებიც,“-განაცხადა ირინე დარჩიამ EDU.ARIS.GE-სთან.
–ქალბატონო ირინე, მოქმედებს თუარა სახელმწიფო გრანტი და სრული დაფინანსება აღნიშნულ პროგრამაზე?
–სტუდენტები, რომლებიც გადალახავენ წარმატებით საგნის გამოცდას ,,ნაეკში“ და საგნის შიდა გამოცდას  უნივერსიტეტში, შეძლებენ, რომ სწავლა გაარძელონ შესაბამის პროგრამაზე. მაგრამ პრინციპული სიახლე  არის  ის, რომ 1000-მდე ადგილი დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უნვერსტეტებში. თითოეულ უნივერსიტეტს ასევე აქვს კვოტების გარკვეული რაოდენობა, რომლის დაფინანსებაც არის შესაძლებელი.
ვიცით რომ 1000-მდე ადგილი  დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. მსურველების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მოხდება ან არ მოხდება ამ კუთხით ათვისება. გარდა, ამისა უნივერსტეტებს საშუალება ექნებათ, რომ ადგილების არსებობის შემთხვევაში, მიიღონ სწავლის მსურველები თვითდაფინანსებითაც.“
–რა დაუჯდება ამ პროგრმის გავლა იმ მსურველს, ვინც 1000–მდე დაფინანსებულში ვერ მოხვდება?
–ყველაზე უფრო იაფი არის 1 850 ლარი სპორტის მიმართულებაზე. ზოგადად, თანხები პროგრამის მიმართულებების მიხედვით განსხვავებულია. 1900–დან, ვთქვათ 2150–2190–მდე. ეს იმიტომ არის დამოკიდებული მიმართულებაზე, რომ სხვადასხვა დარგის სპეციალისტის მომზადება, სხვადასხვა საგნის მომზადება, სხვადასხვა თანხა ჯდება. სწორედ ამიტომ არის დიფერენცირებული ფასი. ეს არის ის თანხა, რომელსაც  სახელმწიფო გადაიხდის. თუმცა, შესაძლებელია, რომელიმე კერძო უნივერსიტეტს განსხვავებული ფასი ქონდეს.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს განსხვავება –სახელმწიფო დაფინანსებასა და კერძო უნივერსიტეტის  დაწესებულ თანხას შორის, კერძო უმაღლესში თავად სწავლის მსურველმა უნდა დაფაროს, თუ ასეთი იქნება.
–პროგრამის გავლის მსურველები ინტერესდებიან, პირველ ნაბიჯებზე, რაც მათ უნდა გადადგან, პროცედურას ვგულისხმობთ..
–ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სწავლის მსურველებმა უნდა მიმართონ შესაბამის დაწესებულებას.  ასევე, სპეციალური სია გამოქვეყნდება განათლების  ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე 16-დან 20 სექტემბრამდე შუალედში.
–აქვთ თუარა აპლიკანტებს ერთზე მეტ უნივერსიტეტში განაცხადის შეტანის უფლება?
–გამოცდის ჩაბარების საშუალება აქვთ 2- 3 ან მეტ  დაწესებულებაში. თუმცა, მათ არ ექნებათ უფლება მიიღონ სახელმწიფო დაფინანსება, რამდენიმეში. მხოლოდ ერთ უნივერსტეტში შეძლებენ ისინი სწავლის გაგრძელებას სახელმწფო დაფინანსებით და მათ თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ პირადად უნდა აცნობონ დაწესებულებას.
–რა შემთხვევაში მიიღებს პროგრამაში ჩართვის მსურველი სახელმწიფო დაფინანსებას?
–თუ მათ უკვე წარმატებით აქვ გადალახული საგნის გამოცდა ,,ნაეკში“ და იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმატებით გადალახავენ შიდა საუნივერსიტეტო გამოცდას. შეფასების სისტემა იქნება მაქსიმალურად ობიექტური, სამართლიანი და გამჭირვალე. მაგრამ აღსანიშნავია, რომ შეფასების სისტემას ადგენს თითოეული უნივერსიტეტი თავისი ავტონომიის ფარგლებში.
სახელმწიფოს მოთხოვნა საკანონკდებლო დონეზე არის ის, რომ უნდა იყოს შიდა გამოცდა. შიდა გამოცდის ფორმატს და მის მიმართ არსებულ მოთხოვნებს,  ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
რა სახის დოკუმენტს მიიღებენ  მასწავლებელთა  გადამზადების პროგრამის შემდეგ მსურველები? – ამის შესახებ კითხვას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე გვპასუხობს.
მისი განმარტებით, ეს იქნება სერტიფიკატი, რომელიც პროგრამაში ჩართულ მონაწილეებს პირდაპირ მიანიჭებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს, რაც საკმაოდ მაღალი საფეხურია საგანმანათოლებლო კუთხით და აღნიშნულ საფეხურზე ხელფასებიც შესაბამისია.
10514564_847524861931927_2413225153444328374_n,,მათ ექნებათ მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგამის დასრულების სერტფიკატი, რაც მათ საშუალებას მისცემთ, ერთწლიანი გამოსაცდელი ვადა გაიარონ სკოლაში და შემდეგ უკვე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, უფროს მასწავლებლად განაგრძონ მუშაობა.
თავისთვად, ასეთი სერტიფიკატის ფლობა, ეს არის ერთგვარი  სტატუსის ამაღლება, იქედან გამომდინარე,  რომ მასწავლებლობის მსურველი, რომელსაც მსგავსი პროგრამა აქვს გავლილი უნივერსიტეტში, 60 კრედიტიანი, ნიშნავს კომპეტენციას.  ის სქემაში შემოდის მეორე საფეხურზე,  სადაც არის უფროსი მასწავლებელი. ანუ, პრაქტიკოსი მასწვალებელი ის არ არის, შემოდის  პირდაპირ მეორე საფეხურზე, სადაც უკეთესი ხელფასია და ეს მოტივაცა სწორედ იმისთვის გაჩნდა, რომ ახალი მასწავლებლების   და განსაკუთრებით ახალგაზრდა პედაგოგების მოზიდვა განხორციელდეს განათლების სისტემაში,“- განაცხადა თამარ სანიკიძემ EDU.ARIS.GE-სთან.
edu.aris.ge

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

Friday, July 28, 2017

განათლების საერთაშორისო ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

24 ივლისს ერთ-ერთი მედია საშუალებით განათლების საერთაშორისო ცენტრისკომისიის მუშაობის გამჭირვალობასა და ზოგადად ცენტრის  საქმიანობასთან დაკავშირებით გაჟღერდა უსაფუძვლო ბრალდებები. ამის არგუმენტად გამოყენებულ იქნა ცენტრის ბენეფიციარის, გიორგი სალუქვაძის ტელე ინტერვიუ, სადაც ის აცხადებს, რომ  „ ამ მომენტისთვის ჩემზე არის დახარჯული 108 000 დოლარი და მაკლდება სულ რაღაც 15 000 დოლარი, რომ შევუდგე ჩემს საქმიანობას. შენს საზღვარგარეთ ყოფნაში იხარჯება ამხელა თანხა და რაში? არაფერში, ანუ მისია შეუსრულებელია“.
ამის პასუხად ცენტრი წარმოგიდგენთ ა.შ.შ.-ს სან-ფრანცისკოს ხელოვნების აკადემიის უნივერსიტეტი (Academy of Art University) მიერ გაცემულ საბუთს, სადაც გარკვევით იკითხება, რომ გიორგი სალუქვაძეს 2017 წლის 27 მაისს  უკვე მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი.
გვსურს განვმარტოთ, რომ როდესაც  გიორგი სალუქვაძე სწავლის ვერ დასრულების მიზეზით, ცენტრის ბიუჯეტიდან ითხოვდა მის სწავლასა და საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის  სამი წლის მანძილზე უკვე გადარიცხულ 108 000 დოლარზე, დამატებით 15 000 დოლარს, ამ მომენტისთვის, მას   სწავლა  დასრულებული და მაგისტრის ხარისხი მინიჭებული ჰქონდა.
ცენტრი გაივლის იურიდიულ კონსულტაციას, რათა სწორი შეფასება მიეცეს ზემოთ აღნიშნულ ქმედებებს და დადგინდეს,  იყო ეს  დამატებითი თანხის გამოძალვის მცდელობა, თუ ცენტრის სახელის დისკრედიტაციისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის სურვილი.
პარალელურად, ცენტრი აწარმოებს მოლაპარაკებას საქართველოს კულტურისა  და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან, რათა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით გიორგი სალუქვაძეს ხარისხის მიღებიდან 6 თვის ვადაში შესთავაზოს დასაქმება საქართველოს მასშტაბით  შესაბამის სფეროში 3 წლის ვადით.
 http://primetime.ge

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება