Pages

Thursday, August 31, 2017

ვ ი დ ე ო: როგორ ხვდებიან საჯარო სკოლები ახალ სასწავლო წელს - საქართველოში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები ცნობილია


მოახლოებულ სასწავლო სეზონს ათეულობით სკოლა ახალი შენობებით და ინფრასტრუქტურით ხვდება. 
განათლების სამინისტროსთან ერთად სასწავლო დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოები ათასწლეულის გამოწვევის პროგრამიდანაც დაფინანსდა. თუმცა, სკოლების ნაწილში სარემონტო სამუშაოები ჯერ ისევ გრძელდება, რის გამოც მოსწავლეებს დროებით ახლომდებარე სასწავლო დაწესებულებებში მოუწევთ სწავლა. 
ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული მონიტორინგის შემდეგ სახალხო დამცველი რეაბილიტაციის პროცესის ტემპებით უკმაყოფილოა. 
ომბუდსმენი სამინისტროს იმ ავარიულ შენობებსაც ახსენებს, სადაც გამაგრებითი სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


ვ ი დ ე ო: საქართველო VS ლიტვა - მატჩის საუკეთესო მომენტები



„ევრობასკეტზე“ საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა დაძაბულ მატჩში ლიტვის ნაკრებს 79:77 სძლია.
გთავაზობთ მატჩის საუკეთესო მომენტებს.


1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება



საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს მიმართავს, არ შევიდნენ ზღვაში და ყურადღება მიაქციონ ბავშვებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს მიმართავს, არ შევიდნენ ზღვაში და ყურადღება მიაქციონ ბავშვებს და მოზარდებს. 

ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ არსებულ ვითარებას ეხება.  

”შავი ზღვის სანაპიროზე, ამინდის გაუარესების გამო, საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა. ამ დროისათვის, სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართულია ცურვის ამკრძალავი წითელი ალმები.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, უსაფრთხოების მიზნით, გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები: არ შევიდნენ ზღვაში, ვიდრე საგუშაგოებზე თეთრი ალმები არ აღიმართება; დაემორჩილონ წყალზე მაშველთა მითითებებს; ყურადღება მიაქციონ ბავშვებსა და მოზარდებს, არ დატოვონ ისინი მეთვალყურეობის გარეშე”, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ipn.ge



მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და სატვირთო მანქანებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟი სავალდებულო გახდება

ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და სატვირთო მანქანებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟი სავალდებულო გახდება. მთავრობამ შესაბამისი დადგენილება 16 აგვისტოს დაამტკიცა. 

დადგენილების მიხედვით, გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, 2017 წლის 31 დეკემბრიდან, საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართულ სატვირთო ავტომანქანებში ან პირველად რეგისტრირებულ ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში, სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობები უკვე დამონტაჟებული უნდა იყოს. ქვეყნის შიდა გადაზიდვებში ჩართული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის კი სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟი სავალდებულო 2020 წლის პირველი სექტემბრიდან გახდება.

მთავრობის დადგენილების ამოქმედების შემდეგ, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გამოყენება გზებზე დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღჭურვილი იქნებიან სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით, რომელიც ისე იქნება დარეგულირებული, რომ მათი სიჩქარე 100 კილომეტრს საათში არ აღემატებოდეს.

რაც შეეხება სატვირთოებსა და ტრაილერებს, დადგენილების თანახმად, მათ ისეთი სიჩქარის შემზღუდავი დაუყენდებათ, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას 90 კმ.სთ. სიჩქარის გადაჭარბების საშუალებას არ მისცემს.
ipn.ge


მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

[ვ ი დ ე ო] რა ვითარებაა აფეთქების შემდეგ თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე



თბილისში, ვაჟა-ფშაველას მეექვსე კვარტალში აფეთქება მოხდა. 
ერთ-ერთ სახლში მომხდარი აფეთქებისას, ახლოს მდებარე მაღაზიაც დაზიანდა. 
მომხდარის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. 
​აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია, რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


ქავთარაძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს

ქავთარაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილობრივებზე დაყრდნობით შემთხვევის ადგილიდან იუწყება, დაშავებულია მამაკაცი, რომლის სახლშიც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა.

მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას დამწვრობა აღენიშნება, თუმცა კონტაქტურია. 

ადგილზე ამ დროისთვის სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ბრიგადა მუშაობს. კორპუსთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადაც. 

გადაკეტილია გზა. უსაფრთხოების მიზნით პოლიციამ ადგილობრივებს ტერიტორია დაატოვებინა.
ipn.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

განათლების სახლი - დელისზე, დიდ დიღომში!
ბ ა თ უ მ შ ი!
(+995 32) 2 14 80 24

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად:

სასურველ საგნებში:
1. ქართული ენა და ლიტერატურა
2. მათემატიკა
3. ინგლისური ენა
4. ფრანგული ენა
5. გერმანული ენა
6. რუსული ენა
7. თურქული ენა
8. ჩინური ენა
9. ისტორია
10. გეოგრაფია
11. ბიოლოგია
12. ქიმია
13. ფიზიკა
14. ზოგადი უნარები
15. სამოქალაქო განათლება

ს ა ა ტ ე ს ტ ა ტ ო
ერთიანი ე რ ო ვ ნ უ ლ ი,
გ რ ა ნ ტ ი ს გაუმჯობესების/მოპოვების,
ს ა მ ა გ ი ს ტ რ ო
რ ე ზ ი დ ე ნ ტ უ რ ი ს
მ ა ს წ ა ვ ლ ე ბ ე ლ თ ა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდებისთვის!
უცხოური ენების ეფექტიანი სწავლება!
სკოლაში შემსვლელი ბ ა ვ შ ვ ე ბ ი ს პროგრამა!
Georgian and/or Russian for Foreigners
დაწყებულია პ ი რ ო ვ ნ უ ლ ი განვითარების კლუბის წევრობის მსურველების რეგისტრაცია თბილისისა და ბათუმის ფილიალებში

* თქვენი მუდმივი ფიზიკური და სულიერი განვითარებისთვის დაგვიკავშირდით!


გამოცხადდა ახალი ნაკადის მიღება სასერტიფიკატო კურსებზე:

იყავი წარმატებული
მე ვქმნი ჩემს წარმატებულ ბიზნესს
ბუღალტერია
მე ვქმნი ვებგვერდს

1-2-3-4 კაციანი ჯგუფები!

საუკეთესო პროფესორ-მასწავლებლები!

ყველა ჩვენი კურსდამთავრებული წ ა რ მ ა ტ ე ბ უ ლ ი ა!
ვიდეო:
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/videos/941270259328720/?pnref=story

დარეკეთ და გახდით წარმატებული:

განათლების სახლი - დ ე ლ ი ს ზ ე
T.: 2 14 80 24, 599 201096
მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 43, კაბინეტი #215
მეტრო დელისთან (პროფ.კულტურის ცენტრი)

განათლების სახლი - დიდ დ ი ღ ო მ შ ი
T.: 2 14 80 24, 591 414428
მის.: თბილისი, იოანე პეტრიწის #3

განათლების სახლი - ბ ა თ უ მ ი
T.: 2 14 80 24, 597 809993
მის.: ბათუმი, ნიკო ფიროსმანის #8

შესაძლებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfdt6OcL__npK3UUalL5-katgkOHLIGzbHwUeU_kCycl3v_3A/viewform
დაგვიმეგობრდით: www.FACEBOOK.com/www.Hedu.Ge;
ვებგვერდი: www.Hedu.Ge.
ელფოსტა: Hedu.Ge@Gmail.com
H ause of EDU cation
#იყავიწარმატებული #BeSuccessful #განათლებისსახლი #TheHouseofEducation

უკრაინული An-32P უკვე ბათუმშია [ვ ი დ ე ო]


💢💢💢💢 ვ ი დ ე ო

ტყის ხანძართან საბრძოლველად უკრაინიდან საქართველოში გამოგზავნილი სპეციალური თვითმფრინავი უკვე ბათუმშია. უკრაინული An-32P აბასთუმანში, ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება. 
An-32P უკრაინული ხანძარსაწინააღმდეგო მფრინავი საშუალება. შექმნილია „ან-32“-ის ბაზაზე. აღჭურვილია გარე 4 რეზერვუარით, თითოეულის ტევადობა 2000 ლიტრი წყალია. მას წყლის ერთბაშად და ინტერვალებით გაფრქვევის შესაძლებლობა აქვს. გამოიყენება ტყის ხანძრების დროს შეუძლია 30-მდე აღჭურვილი მეხანძრის გადაყვანა, ასევე, სპეციალური ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის და ტექნიკის გადატანა. 
ეკიპაჟი: 3-4 ადამიანი, მგზავრების რაოდენობა: 30 აღჭურვილი მეხანძრე ტვირთამწეობა: 6700 კგ.
თვითმფრინავს, მანევრირების მაღალი შესაძლებლობის გამო, შეუძლია, დაბალ სიმაღლეზეც კი, პირდაპირ ხანძრის კერას დაასხას წყალი. 230 კმ/სთ სიჩქარით, მას შეუძლია 50X150 კვ.მ.-ზე ერთბაშად გააფრქვიოს წყალი 30 მ. სიმაღლიდან. უწყვეტად მას 1700 კმ. მანძილზე შეუძლია ფრენა.

1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება



ვ ი დ ე ო - ნუ მესაუბრები რუსულად - ზაზა ფაჩულიას პასუხი რუსულად მიმართვაზე



  💢💢💢 ვ ი დ ე ო

თელ-ავივში, „ევრობასკეტი 2017-ის“ დაწყებამდე, საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა Tel Aviv არენაზე ივარჯიშა. 
ვარჯიშის შემდეგ, პირველი არხის ჟურნალისტი ნაკრების კაპიტან ზაზა ფაჩულიასთან ინტერვიუს წერდა. საუბარი ჟურნალისტებთან დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა, რის გამოც, იქვე მყოფმა იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაჩულიას რუსულად მიმართა, „დააჩქარე, დააჩქარე“, რადგან მოედანზე ვარჯიში ამჯერად იტალიის ნაკრებს უნდა დაეწყო. 
პასუხად, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მწვრთნელს ინგლისურად „შეუსწორა“  - „ნუ მესაუბრები რუსულად“ (Don't talk to me Russian, man).
1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება



Tuesday, August 29, 2017

ხელოვნური რეზერვუარი და ტბა ნაპირებიდან გადმოდის

წყლის ხელოვნური რეზერვუარი, რომელიც ტეხასის შტატში, ქალაქ ჰიუსტონიდან 30 კილომეტრში მდებარეობს, გადაივსო და არსებობს საშიშროება, რომ ირგვლივ მდებარე დასახლებები დატბოროს. 

„ფოქსნიუსის“ ინფორმაციით, წყალი 36 მეტრის სიმაღლის მქონე კაშხალიდან უკვე გადმოდის. მსგავსი ფაქტი არასოდეს დაფიქსირებულა, - აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი. თუმცა, მისი თქმით, ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს და წყალი მაღლა ეტაპობრივად იწევს. 
ამავდროულად, მეზობელ ოლქში - ბრაზორიაში ტბა კოლამბია გადმოვიდა. ამასთან დაკაშირებით ხელისუფლებამ მოსახლეობას სანაპირო ზოლის დატოვებისკენ მოუწოდა.

ტეხასის შტატს ძლიერი ქარიშხალი „ჰარვი“ შაბათს დაატყდა თავს, რაც ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი აღმოჩნდა. ამ დროისთვის სტიქიას 14 ადამიანი ემსხვერპლა. 

ქალაქ ჰიუსტონის მერის სილვესტერ თერნერის თქმით, დროებითი განთავსების ცენტრებსა და თავშესაფრებში, ამ დროისთვის, ექვსი ათასზე მეტი ადამიანია განთავსებული.
ipn.ge


მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

“აბიტურიენტებს კრიტიკული აზროვნება და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება უჭირთ” – მანანა ჯავახიშვილი

2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევით საგნად ისტორიის დასაწერად 12 ათასამდე აბიტურიენტი მივიდა, საიდანაც ზღვარი 8.1%-მა ვერ გადალახა. უკვე მიღებული შედეგების ანალიზისთვის და იმის გასაარკვევად თუ რა დავალებები გაურთულებათ წელს აბიტურიენტებს, რა სიახლეებს უნდა ელოდნენ და რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მომავალმა აბიტურიენტებმა, ამ საკითხებზე  EDU.ARIS.GE ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელს, მანანა ჯავახიშვილს ესაუბრა. მისი თქმით, აბიტურიენტებს, ტრადიციულად, უფრო მეტად გაუჭირდათის დავალებები, რომელიც ორიენტირებული იყო კრიტიკულ აზროვნებაზე, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებასა და ანალიზზე.
აღსანიშნავია, რომ საკუთარი ნაწერი ისტორიაში აპელაციაზე დაახლოებით 110-მა აპლიკანტმა გაასაჩივრა, რომელთაგან, დაახლოებით 30%-მდე განმცხადებელს ქულა მოემატა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიის საგამოცდო ვარიანტებს შორის გარკვეული განსხვავება დაფიქსირდა, მაქსიმალური 70 ქულა ორივე მათგანში დაიწერა. უმაღლესი ქულის მოპოვება პირველ ვარიანტში 2-მა აპლიკანტმა შეძლო, ხოლო მეორე ვარიანტში – ერთმა.
– როგორც უკვე ცნობილია ისტორიის მეორე ვარიანტში ზღვარმა დაიწია, რამ განაპირობა აღნიშნული ცვლილება?
მანანა ჯავახიშვილი: დავიწყებ იქიდან, რომ ვულოცავ ყველა აბიტურიენტს, რომელიც სტუდენტი გახდა და მომავალში უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ. რაც შეეხება უშუალოდ გამოცდებს, მოგეხსენებათ ჩვენ გვქონდა ორი ვარიანტი. ზოგადად ასეა, რომ შეუძლებელია ორი იდენტური ვარიანტის გაკეთება. ჯერ ერთი, რომ პოპულარიზაციაც განსხვავდება და თან, მცირე სხვაობა ბუნებრივად ხდება ხოლმე.
პირველ ვარიანტში გამსვლელი ქულა იყო 18, ანუ 25% და მეორე ვარიანტში 17 ქულა, ანუ მეორე ვარიანტი, პირველთან შედარებით, ოდნავ უფრო რთული აღმოჩნდა.
– რა ტიპის დავალებების შესრულება უფრო გაუჭირდათ აბიტურიენტებს?
მ.ჯ.: როგორც წესი აბიტურიენტებს უფრო მეტად უჭირთ იმ ტიპის დავალებები, რომელიც ორიენტირებულია კრიტიკულ აზროვნებაზე, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებასა და ანალიზზე. მაგალითად, თუკი ეს არის ისტორიული წყაროს ანალიზზე, რომელიც შეიძლება იყოს წერილობითი, ვიზიუალური, რუკა, პლაკატი ფოტო ან ა.შ. მსგავსი დავალებებისთვის თავის გართმვა უჭირთ, რადგან სკოლებში არ ხდება ამ ტიპის სავარჯიშოების შესრულება და, შესაბამისად, მათ მსგავსი დავალებების კეთების ჩვევა არ აქვთ.
– რაც შეეხება სააპელაციო განცხადებებს, რამდენ აბიტურიენტს მოემატა ქულა აპელაციის შედეგად?
მ.ჯ.: ძალიან მცირე რაოდენობამ გააპროტესტა ტესტირების შედეგი, ეს იყო დაახლოებით 110 აბიტურიენტი, საიდანაც დააახლოებით 20-დან 30 %-მდე განმცხადებელს თითო ქულა მოემატა.
აღსანიშნავია, რომ ეს ყოველ წელს ასე ხდება, თუმცა წელს კიდევ უფრო ნაკლები იყო პროტესტი, რადგან ნაკლები იყო ჩაჭრილთა რაოდენობაც, დაახლოებით 8.1%.
– იგეგმება თუ არა მომავალ წელს ისტორიის გამოცდაში გარკვეული ცვლილებები და რა სახის ცვლილებებს უნდა ელოდნენ აბიტურიენტები?
მ.ჯ.: ამ ეტაპზე ჯერჯერობით არა. ახლა დავასრულეთ მუშაობა და ჯერ ამ საკითხზე საუბარი არც გვქონია. რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, როგორი უნდა იყოს მომავალი ეროვნული გამოცდებისთვის ისტორიის ტესტები, მაგრამ კონკრეტულ ცვლილებებზე და სიახლეებზე საუბარი ჯერ არ არის.
– რა რჩევას მისცემდით მომავალ აბიტურიენტებს, რა საკითხებზე გაამახვილონ უფრო მეტად ყურადღება?
მ.ჯ.: ჩემი რეკომენდაცია იქნება, როგორც სკოლის მასწავლებლების მიმართ, ისე აბიტურიენტების, რომ გაითვალისწინონ და ყურადღება მიაქციონ ისტორიული წყაროების ანალიზს, განსაკუთრებით რუქას, რომლსაც ნაკლებად ექცევა ყურადრება. აქცენტი ყოველთვის უფრო წერილობით წყაროებზე კეთდება და არა ვიზუალურზე. ამიტომ, აბიტურინტებს ვურჩევდი ფაქტობრივი მასალის დაზეპირებაზე კი არ იყვნენ ორიენტირებუნი, არამედ მოვლენების გააზრებაზე, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დაჭერაზე, რაც მთავარია ისტორიის დისციპლინაში. უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ ანალიზს, საკუთარი ხედვის ჩამოყალიბებასა და კრიტიკულ მსჯელობას, ვიდრე ფაქტების, ტოპონიმებისა და პიროვნებების დაზეპირებას.
edu.aris.ge


მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

Monday, August 28, 2017

საგანმანთლებლო პროგრამების აკრედიტაცია საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით განხორციელდება


პირველად საქართველოს განათლების ისტორიაში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით იწყებს. ექსპერტთა ჯგუფს ლიტვის და კვიპროსის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების აკრედიტაციის ექსპერტი და კვიპროსის ღია უნივერსიტეტის პროფესორი პანთელის იფსილანთისი ხელმძღვანელობს. ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში ასევე შედიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, დამსაქმებელი და სტუდენტი.
პირველი სააკრედიტაციო ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო შეფასებას სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნეს-ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები გაივლის. აღნიშნულ საკითხებზე ექპერტთა ჯგუფმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში იმსჯელა.
მომდევნო სააკრედიტაციო ვიზიტის ფარგლებში, რომელიც სექტემბრის დასაწყისში განხორციელდება, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსტიტეტის არქიტექტურისა და ურბანისტიკის პროგრამები შეფასდება.
mes.gov.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


ერთიანი ეროვნული გამოცდები 2017 - საბოლოო შედეგები (ინფორმაცია ჩარიცხვისა და გრანტის მოპოვების შესახებ)


საბოლოო შედეგების სანახავად აბიტურიენტი სისტემაში უნდა შევიდეს პირადი ნომრითა და საგამოცდო საიდენტიფიკაციო კოდით.

საბოლოო შედეგები

სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას ჩარიცხვის შესახებ, სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ, "ნედლ" ქულას, გათანაბრებულ ქულას, სკალირებულ ქულას, გამსვლელ ქულას შესაბამისი საგნისათვის. განმარტების სახით განთავებულია დეტალური ინფორმაცია აბიტურიენტის მიერ არჩეული თითოეული პროგრამისათვის საკონკურსო ქულის გამოთვლისა და მინიმალური გამსვლელი საკონკურსო ქულის შესახებ.

ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333.
naec.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

Sunday, August 27, 2017

მაია მიმინოშვილი - 39 ათასი აბიტურიენტიდან სტუდენტი 28 ათასზე მეტი გახდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, 2017 წელს უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო პროცესს 28 000-ზე მეტი სტუდენტი გააგრძელებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წელს თავდაპირველად რეგისტრირებული იყო 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი, თუმცა ერთიან ეროვნულ გამოცდებს გარკვეული რაოდენობა გამოეთიშა. როგორც მიმინოშვილმა აღნიშნა, ეს ის აბიტურიენტები არიან, რომლებმაც გამოსაშვებ გამოცდაზე ზღვარი ვერ გადალახეს. კონკურში, საერთო ჯამში, მონაწილეობა 39 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო. 

ამასთან, მაია მინინოშვიოლის თქმით, სტატისტიკური მონაცემების თვალსაზრისით, სტუდენტების მონაწილეობის მხრივ მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესებულია. 
რაც შეეხება დაფინანსებებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 2017 წლის ეროვნულ გამოცდაზე 100%-იანი დაფინანსება 1009 აბიტურიენტმა მოიპოვა, 70%-იანი დაფინანსება - 1457-მა, 50%-იანი დაფინანსება - 4081 სტუდენტმა, ხოლო ე.წ. უფასოზე 4051 სტუდენტი ჩაირიცხა. 

‘’დაახლოებით, 39 ათასამდე აბიტურიენტი მონაწილეობდა კონკურსში. დღეს, 13:00 საათზე გამოქვეყნდა ჩარიცხვის შედეგები. რა თქმა უნდა გამოქვეყნდა საგრანტო კონკურსის შედეგებიც. ყველა სტუდენტს ვულოცავ ამ წარმატებას. 39 ათასი აბიტურიენტიდან 28 ათასზე მეტი სტუდენტი გახდა. სტუდენტების რაოდენობის თვალსაზრისით, თუ წინა წლის მონაცემებს შევადარებთ, ფაქტობრივად, ანალოგიურია მდგომარეობა, თუმცა, თუ კიდევ უფრო წინა წლებს თუ შევადარებთ, გაზრდილია სტუდენტების რაოდენობა, რაც ნამდვილად კარგია. რაც შეეხება იმ სტუდენტებს, რომლებმაც დაფინანსება ან ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან, აქაც ძალიან კარგი ვითარებაა. ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე 2017 წელს 4051- სტუდენტი სახელმწიფოს ხარჯზე ისწავლის და სრულად დაფინანსდება. 

რაც შეეხება საგრანტო კონკურსს, დაახლოებით 6000 ან 6000-ზე მეტია სტუდენტთა რაოდენობა, რომლებმაც სახელმწიფოსგან ნაწილობრივი ან სრული დაფინანსება მოიპოვა. 1000-ზე ოდნავ მეტია იმ სტუდენტების რაოდენობა, ვინც 100%-იანი გრანტი მოიპოვა და სრულად ფინანსდებიან’, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა. 

მისივე თქმით, წელს, რამდენიმე პოზიტიური ტენდეცია შეინიშნება - ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 1047 არაქართულენოვანი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი. 
ipn.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

პედაგოგთა გამოცდებზე 1 500 საჩივარი შევიდა – როდის გახდება ცნობილი აპელაციის შედეგები

პედაგოგების გამოცდის სააპელაციო განაცხადების მიღება 22 აგვისტოს დასრულდა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძემ EDU.ARIS.GE-ს განუცხადა, მთლიანობაში, პედაგოგთა გამოცდებზე 1 500 სააპელაციო განაცხადი შევიდა.
მინდაძის თქმით, მასწავლებლებს ყველაზე მეტად პროფესიული უნარების შედეგებზე აქვთ პრეტენზია.
„ძირითადად ღია დავალებებთან დაკავშირებით გაკეთდა საპრეტენზიო განაცხადები. დაწყებითი საფეხურის და პროფესიული უნარების რამდენიმე ღია ნაწილის დავალებების მიმართ არის შემოსული, ძირითადად, პრეტენზიები. ამაში შედის სამსჯელო დავალებები. რაღაც უნდა განემარტათ, ემსჯელათ, რაღაც უნდა დაეწერათ და, ძირითადად, ასეთი დავალებების მიმართ არის პრეტენზიები შემოსული.
ყველაზე დიდი რაოდენობის სააპელაციო განაცხადი პროფესიული უნარების ტესტზე გაკეთდა, შემდეგ – დაწყებითი საფეხურის და ქართული ენის და ლიტერატურის ტესტებზე. დაწყებით საფეხურზე, დაახლოებით, 200 განაცხადია მთლიანობაში. პროფესიულ უნარებში – 400-ზე მეტი. სხვა საგნებზე ათეულობითაა, 20-30 და ა.შ.“, – განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ.
რამდენ მასწავლებელს შეეცვლება აპელაციის შედეგად ქულა, მინდაძის თქმით, დაახლოებით, ერთ კვირაში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების ტესტზე 27 000-ზე მეტი მასწავლებელი იყო დარეგისტრირებული, მათგან გამოცდაზე გამოცხადდა 70%.
edu.aris.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

Saturday, August 26, 2017

სერტიფიცირებულ დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ!

გამოცხადდა ზოგიერთი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით, დირექტორთა შერჩევის კონკურსის მეორე ეტაპი -  დირექტორობის უფლების მქონე პირების მიერ თანხმობის განაცხადის ელექტრონული რეგისტრაცია.
თანხმობის განაცხდში დირექტორობის უფლების მქონე პირი უთითებს არაუმეტეს სამ საჯარო სკოლას, სადაც რომ წარდგენილი იქნეს.
ელექტრონული რეგისტრაციის და სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადაა - 2017 წლის 25 აგვისტოდან - 2017 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით.
თანხმობის განაცხადს, ელექტრონულად თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
  • ფოტოსურათი;
  • სამოტივაციო წერილი არაუმეტეს A4-ის ფორმატის ერთი გვერდის მოცულობით;
დირექტორობის უფლების მქონე პირების მიერ თანხმობის განაცხადში მითითებული საჯარო სკოლების დასახელების შეცვლის თარიღია - 2017 წლის 8 სექტემბერი.
საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი ცხადდება შემდეგ სკოლებში:

Friday, August 25, 2017

რომელი საგნის აბიტურიენტებს დაუკმაყოფილდათ ყველაზე მეტი სააპელაციო განაცხადი


შეფასებისა და გამოცდების ერვნულ ცენტრში მიმდინარე სააპელაციო პროცესი 300-ზე მეტი აბიტურიენტისათვის ქულის შეცვლით დასრულდა. მათ უმეტესობას, გასაჩივრების შედეგად, ქულა მოემატა, მცირე ნაწილს კი დააკლდა.
წელს ცენტრში 1 900-ზე მეტი საჩივარი შევიდა. მათგან უმეტესობა – 400 ქართულ ენასა და ლიტერატურაში. სააპელაციო პროცესი დაახლოებით ერთ კვირას გაგრძელდა.
ცვლილება ძირითადად იმათ ქულებში შევიდა, ვისაც ქართულის, ლიტერატურის დამატებითი გამოცდისა და უცხო ენის თხზულებები და ესეები ჰქოდნათ გასაჩივრებული. შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, ივა მინდაძის განმარტებით, ეს ბუნებრივიც იყო, რადგან ესესა და თხზულებაში ინტერპრეტაციის დაშვება უფრო შესაძლებელია.
„ძირითადად თითო ქულის მომატებაზეა საუბარი. ნახტომისებური მომატება არ ყოფილა“ – განგვიცხადა მან.
მიუხედავად იმისა, რომ მატება შესაძლოა თითო ქულაზე მეტი არც იყოს, მინდაძე ამბობს, რომ ეს ერთი ქულაც კი ზღვარზე მყოფი აბიტურიენტებისათვის შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს გრანტის მისაღებად, ან ამა თუ იმ უნივერსიტეტში მოსახვედრად.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა თუ რა ბედი ეწევათ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც თვლიან, რომ საკუთარი პასუხები აპელაციის შედეგად გასწორებულ პასუხებთან მიახლოებულია. ამ კითხვაზე ივა მინდაძემ ასეთი პასუხი გაგვცა: “ზუსტად იგივე პასუხები ღია დავალებაში, სიმართლე გითხრათ არ წარმომიდგენია. ეს დახურული დავალებები არაა და აქედან გამომდინარე ზუსტად იგივე პასუხი ვერ იქნებოდა. წარმოიდგინეთ, ეს თხზულებაა, დაახლოებით იგივე პასუხიც როგორ უნდა იყოს?”.
შარშანდლისაგან განსხვავებით, წელს არ ყოფილა ისეთი საგანი, რომელზეც ცენტრში საჩივარი საერთოდ არ შესულა. არჩევით საგნებში, ტრადიციულად, ბევრად ცოტა იყო – ფრანგულ ენაში მხოლოდ ერთი, ხელოვნებაში – 2, ხოლო დანარჩენ არჩევით საგნებში კი დაახლოებით 20-მდე.
EDU.ARIS.GE-ს მკითხველისათვის კარგადაა ცნობილი, რომ ინგლისური ენის ტესტში ერთ-ერთი დავალების პასუხი სადავო გახდა. აბიტურიენტების დიდი ნაწილი და ასევე ინგლისურის სპეციალისტები ცენტრის მხრიდან დაშვებულ შეცდომაზე საუბრობდნენ. მათ ეს დავალება გაასაჩივრეს კიდეც. ჩვენ დავინტერესდით თუ რა შედეგი მოიტანა ამან. როგორც მინდაძემ განგვიმარტა, ცენტრის შეცდომა არ დადასტურდა, ამიტომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აპელაციას აზრი არ ჰქონია.
„ცხადია, რაიმე სახის შეცდომისაგან არავინაა დააზღვეული. მათ შორის არც ჩვენ. შეიძლება დავალება ორაზროვანი ან მცდარი აღმოჩენილიყო, ასეთ შემთხვევაში ქულა ყველას შეეცვლებოდა, იმის მიუხედავად, გაასაჩივრა თუ არა მან, თუმცა ასეთი ტიპის მასობრივი ხარვეზი, საბედნიეროდ, არ ყოფილა“, – დასძინა მინდაძემ.
შეგახსენებთ, რომ თითოეულ იმ აბიტურიენტს, რომელსაც ქულა მოემატა, შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა უკან დაიბრუნოს. თანხის დასაბრუნებელი პროცედურები და ვადები მოგვიანებით გამოქვეყნდება.
edu.aris.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

შეიარაღებული მამაკაცი ბრიუსელში სამხედროებს პატრულირებისას თავს დაესხა


„მაჩეტეთი“ შეიარაღებული მამაკაცი ბრიუსელში სამხედროებს პატრულირებისას თავს დაესხა. ინციდენტი ადგილობრივი დროით 21:15 საათზე, ემილია ჟაკმენის ბულვარზე მოხდა. თვითმხილველების ნაწილის განცხადებით, ისმოდა სროლის ხმა, ნაწილი კი ამბობს, რომ მამაკაცი ორ სამხედრო დაესხა თავს. თავდამსხმელი მოკლულია. ის 30 წლის, სომალის მოქალაქეა. 
როგორც უცხოური მედია წერს, თავდასხმელი ყვიროდა „ალაჰ აკბარ“. „როიტერის“ ინფორმაციით, ადრე ის ტერორიზმთან კავშირში შემჩნეული არ ყოფილა. 
თავდასხმის შედეგად, პატრულის თანამშრომელი დაშავდა, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, მას სერიოზული ჭრილობა არ მიუღია.
შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრული იყო. პოლიციაში განაცხადეს, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
ipn.ge


მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება