Pages

Saturday, September 30, 2017

4 ოქტომბრამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი



👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
4 ოქტომბრამდე საქართველოში არამდგრადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, დღეს დასავლეთ საქართველოში ცივი ჰაერის მასების გავრცელება მოხდება, რის გამოც დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა არსებულთან შედარებით დაიკლებს და 19–23 გრადუსი იქნება. 1-ელ ოქტომბერს, აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, კი წინა დღეებთან შედარებით ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 20–21 გრადუსი იქნება. 

2–3 ოქტომბერს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი. ამასთან, სტეფანწმინდაში, ყაზბეგში, ჯვრის უღელტეხილზე ღამით შესაძლოა იყოს თოვლჭყაპი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 13–18 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით – 13–16 გრადუსი იქნება.
ipn.ge
 
👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

პედაგოგის თვითშეფასება და კლასის მართვა


👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ქეთევან ოსიაშვილი
ყველასთვის კარგად არის ცნობილი, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის მატარებელია მოსწავლის თვითშეფასება მისი პიროვნების განვითარების სწორი მიმართულებით წარმართვისა და სასწავლო პროცესის ეფექტიანად განხორციელებისათვის. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული პროცესების წარმატების უზრუნველსაყოფად პედაგოგის თვითშეფასებას სრულიად განსაკუთრებული როლი ენიჭება. ის, თუ როგორი თვითშეფასების მატარებელია პედაგოგი, ბევრად განსაზღვრავს, როგორც სწავლა-სწავლების წარმატება-წარუმატებლობას, ასევე მოზარდის პიროვნების ჩამოყალიბების პროცესს.


👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს პედაგოგის თვითშეფასება მოსწავლეთა კლასის მართვის პროცესში. როგორც სასკოლო პრაქტიკა გვიჩვენებს, მოსწავლეთა ქცევის მართვაში განსაკუთრებით იმ პედაგოგებს ექმნებათ პრობლემები, რომლებიც არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასებით გამოირჩევიან.
ალბათ ბევრს გაუჩნდება შეკითხვა – „რა კავშირშია მასწავლებლის თვითშეფასება მოსწავლეთა ქცევის მართვასთან?“ ცნობილია, რომ არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასების მქონე პედაგოგები კოლეგებისაგან სპეციფიკური ქცევით და თავისებური პიროვნული მახასიათებლებით გამოირჩევიან. მათი ძირითადი დამახასიათებელი ნიშნებია: საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, მომატებული შფოთიანობა, ემოციური არამდგრადობა, სტრესებისადმი მიდრეკილება, მუდმივი მარცხისა და წარუმატებლობის შიში, გაუბედაობა და შემართების უქონლობა. როგორც წესი, ყოველივე აღნიშნული აისახება პედაგოგის ქცევაში, მეტყველებაში, კოლეგებთან და ბავშვებთან ურთიერთობაში. ძალიან ხშირად, ემოციური არამდგრადობა და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა პედაგოგის მიმიკასა და ჟესტიკულაციაშიც კი პოულობს ასახვას.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბავშვები ძალიან კარგად, როგორც წესი, უფროსებზე უკეთესადაც კი ფლობენ სხეულის ენას, მათთვის მხოლოდ მიმიკითაც კი ადვილი ხდება იმის ამოცნობა, რომ მათ წინაშე მდგომი არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასების მქონე პედაგოგი მუდმივად საფრთხის და წარუმატებლობის მოლოდინშია. ასეთ მასწავლებელს ხშირად ხმის ტემბრზე და ტონზეც ეტყობა თვითრწმენისა და სიმტკიცის ნაკლებობა. ყოველივე აღნიშნული მოსწავლეებს, არცთუ ისე იშვიათად, შეიძლება ქვეცნობიერადაც კი თავისუფალი და ხშირად პედაგოგისთვის მიუღებელი ქცევისკენ უბიძგებს, რაც ამ უკანასკნელს კლასის მართვის სერიოზული პრობლემის წინაშე აყენებს.
აღნიშნული პრობლემის აღმოცენების შემდეგ ასეთ მასწავლებელს კლასის დამორჩილებაში ვეღარც ხმის აწევა შველის, ვერც კატეგორიული ტონი და, როგორც წესი, მუქარაც არანაირ შედეგს არ იძლევა. საკუთარი საგნის როგორი მცოდნე და განათლებულიც არ უნდა იყოს პედაგოგი, დაქვეითებული თვითშეფასება დ აქედან გამომდინარე საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, შიში და მუდმივი მარცხის მოლოდინი სერიოზულ ბარიერად იქცევა მისთვის სასწავლო საქმიანობაში წარმატების მისაღწევად. ყველაფერთან ერთად, ასეთ მასწავლებელს ძალიან გაუჭირდება საკუთარ მოსწავლეებში დადებითი „მე“ – კონცეფციის ჩამოყალიბება, თვითრწმენის გამომუშავება, შფოთიანობის დაძლევა და ემოციური სტაბილურობის მიღწევა.

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

განსხვავებით არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასების მქონე პედაგოგისგან, ადეკვატურზე ოდნავ მაღალი თვითშეფასების მატარებელი მასწავლებელი ხასიათდება:
  • მაღალი შემოქმედებითი პოტენციალით,
  • შეუძლია ენერგიულად და პოზიტიურად მოქმედება,
  • გამოირჩევა აქტიურობით და ინიციატიურობით,
  • მიზანმიმართულია და მუდმივად ზრუნავს, როგორც პირადი, ასევე საკუთარ აღსაზრდელების წარმატებების მიღწევაზე სწავლასა და შემოქმედებაში,
  • ყოველთვის მზად არის გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები,
  • წარმატებით წყვეტს მის წინაშე მდგარ ამოცანებს,
  • აქვს საკუთარი ძალების რწმენა,
  • ნაკლებად არის მიდრეკილი სტრესისა და შფოთიანობისაკენ,
  • გამოირჩევა კეთილგანწყობით მოსწავლეებისა და კოლეგების მიმართ,
  • შეუძლია მოსწავლეთა საქმიანობისა და სასწავლო პროცესის ეფექტიანად ორგანიზება და წარმართვა,
  • არა აქვს პრობლემები კლასის მართვაში,
  • ადვილად ახერხებს აღსაზრდელებთან საერთო ენის გამონახვას და არ საჭიროებს ავტორიტარულ სტილს მათი ქცევის სამართავად.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მასწავლებლის თვითშეფასება საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს მოსწავლის პიროვნების ფორმირებაზე და ასევე სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვაზე, მნიშვნელოვანი იქნება იმაზე დაფიქრება, თუ რა შეიძლება უქვეითებდეს პედაგოგს საკუთარი ძალების რწმენას და როგორ დავეხმაროთ მას, როგორც თვითრწმენის გაძლიერებაში, ასევე ემოციური სტაბილურობის მიღწევაში.
სამწუხაროდ, ბოლო წლებში, პედაგოგის თვითშეფასებაზე სერიოზული უარყოფითი გავლენა იქონია მასწავლებლის პროფესიული კომპეტენციის განმსაზღვრელი კრიტერიუმების დაუხვეწაობამ, არამდგრადობამ, მუდმივმა ცვლილებებმა და პედაგოგებში გამეფებულმა სკოლის დატოვების სერიოზულმა საფრთხემ და მუდმივმა შიშმა. საკუთარი ძალების რწმენის გასაძლიერებლად მასწავლებელს მუდმივად ესაჭიროება სტაბილურობის განცდა, სოციალური უსაფრთხოების მოთხოვნილების დაკმაყოფილება, პირობების შექმნა თვითაქტუალიზაციისათვის და თავის საქმიანობაში აქცენტის გაკეთება არა ნეგატიურზე, არა წარუმატებლობასა და მარცხზე, არამედ პოზიტიურზე და წარმატებულ ნაბიჯებზე.
დაბოლოს, ნუ დავივიწყებთ, რომ საკუთარ ძალებში დაურწმუნებელი, შფოთიანი და სტრესისადმი მიდრეკილი პედაგოგი ვერასოდეს აღზრდის საკუთარი ძალების რწმენის მქონე, ემოციურად გაწონასწორებულ პიროვნებას, რომელიც ასე ესაჭიროება ჩვენს საზოგადოებას და მთლიანად ქვეყნას.
edu.aris.ge
👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

კატალონიაში საარჩევნო უბნები შესაძლოა ეკლესიებსა და საავადმყოფოებში განათავსონ

კატალონიის პარლამენტის დეპუტატმა, პარტია "ეროვნული ერთიანობის" წარმომადგენელმა კარლეს რიერამ განაცხადა, რომ კატოლონიის დამოუკიდებლობაზე ხმის მიცემის პროცედურა, შესაძლოა ეკლესიებსა და საავადმყოფოებში ჩატარდეს.
რიერას თქმით, რეფერენდუმის ორგანიზატორები შესაძლოა ამ ნაბიჯზეც წავიდნენ, თუ ესპანეთის მიერ დაქვემდებარებული კატალონიის პოლიცია, სკოლებში ხმის მიცემის ჩატარების უფლებას არ მისცემს. 
"ხელისუფლებას არ შეუძლია დახუროს ისეთი საჯარო დაწესებულება, როგორებიცაა საავადმყოფო და ეკლესია", - განაცხადა პოლიტიკოსმა. 
დღეს, ესპანეთის ხელისუფლებამ, კატალონიაში 2,315 საარჩევნო უბნიდან, 1,3 ათასამდე დაბლოკა. ერთ-ერთ უბანთან კი, სროლაც მოხდა, რომლის დროსაც 4 ადამიანი დაშავდა. სროლა ადგილობრივი დროით 22:00 საათზე სკოლის შენობასთან მოხდა, სადაც რეფერენდუმის დაცვის კომიტეტის წევრები პოლიციას საარჩევნო უბნის დალუქვის საშუალებას არ აძლევდნენ.
კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის შესახებ კანონი 7 სექტემბერს  მიიღო. კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფის რეფერენდუმი ხვალ, 1 ოქტომბერსაა დანიშნული.
imedinews.ge

10 საოცრად ემოციური ფოტო, რომელთა ნახვაც დიდ ემოციურ გამოხმაურებას იწვევს

ერაყში 7 თვის ყოფნის შემდეგ დაბრუნებული ჯარისკაცი დედა


23 საათიანი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ


აუშვიცის გაზის კამერა


მოშიმშილე ბავშვი და მისიონერი

მამა და შვილი დროის სივრცეში


 მასწავლებლის დაკრძალვაზე ატირებული მოსწავლე, რომელმაც მისი დამსახურებით სიღარიბე დაამარცა



რუსი ჯარისკაცი მიტოვებულ პიანინოსთან, ჩეჩნეთი


ეს წუთია შეიტყო, რომ ძმა მოუკლეს


მეხანძრე ცდილობს გადაარჩინოს დეჰიდრირებული კოალა

ქრისტიანები იცავენ მუსლიმებს ლოცვის დროს

ბათუმში მშენებლობაზე 5 ადამიანი დაშავდა

ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარემ, ერთ-ერთ მშენებლობაზე 5 ადამიანი დაშავდა. როგორც ადგილზე imedinews-ს განუცხადეს, მესამე სართულზე ბეტონი ჩამოიშალა. მაშველებმა ნანგრევებიდან 2 დაშავებული გამოყვანეს, 3 კი თავისით გამოვიდა. 
სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის ინფორმაციით, 5-ვე მათგანს პირველადი დათვალიერებით მსუბუქი დაჟეჟილობები აღენიშნებათ. ისინი საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს. 
ეს შემთხვევა დაახლოებით 40 წუთის წინ მოხდა. ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახური და პოლიცია.
imedinews.ge

ჩინეთის ზოოპარკიდან 78 ნიანგი გაიქცა

ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში ზოოპარკიდან 78 "ჩვილი" ნიანგი გაიქცა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. ცხოველებმა ზოოპარკიდან გაღწევა ტერარიუმის რემონტის დროს მოახერხეს. უკვე დააბრუნეს 73 რეპტილია. 
ზოოპარკის თანამშრომლების განცხადებით, გაქცეული ნიანგები საშიშები არ არის, მანამ სანამ გაიზრდებიან. 
დაკარგული რეპტილიები სიამის ნიანგების ჯგუფს განეკუთვნებიან. ეს ჯგუფი განადგურების საშიშროების წინაშე დგას, რადგან მათი ხორცი ჩინეთში დელიკატესია. 
imedinews.ge

NASA-მ მარსზე კაშკაშა ნათება დააფიქსირა


👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში  
NASA-ს სპეციალისტებმა, მარსზე უდიდესი ციალი დააფიქსირეს, რომელიც 2017 წლის 10 სექტემბერს, მზის ატმოსფეროდან მასის გამოდევნამ გამოიწვია. ნათება, რომელიც წითელ პლანეტაზე მანამდე მომხდარებზე 25-ჯერ კაშკაშაა, ამერიკულმა თანამგზავრმა MAVEN-მა დააფიქსირა. ამის შესახებ კოსმოსური სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე წერენ. მარსის ავრორა (ჩრდილოეთის ციალი) პლანეტის აირის ზედა ფენის გამო, ულტრაიისფერი სპექტრს იძენს. 
მეცნიერების თქმით, ნათება, მზეზე მომხდარი აფეთქების გამო გამოწვეულმა რადიაციის გაორმაგებამ მოახდინა. მზეზე აფეთქებების სერია 4 სექტემბერს დაიწყო. მზის ლაქების ორი უმსხვილესი ჯგუფის დაჯახების შედეგად ბოლო 12 წლის მაინძილზე, ყველაზე დიდი აფეთქება მოხდა, მედიაში კი ამის შესახებ ინფორმაცია 7 სექტემბერს გავრცელდა
imedinews.ge

კუმურდოს ტაძრის მიმდებარე ტერიტორია ადგილობრივებმა დატოვეს

კუმურდოს ტაძრის მიმდებარე ტერიტორია ადგილობრივებმა დატოვეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.სამარალდამცველები დაპირისპირების დროს დაზიანებულ ავტომობილებს ექსპერტიზას უტარებენ. ტერიტორია სპეციალური ლენტით შემოიღობა.
დღეს, სოფელ კუმურდოში, ეკლესიის ეზოში ადგილობრივმა ეთნიკურმა სომეხმა მოსახლეობამ წინაპართა ძვლების საფლავზე, ქვაჯვარის დადგმა გადაწყვიტეს, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, პოლიციამ მათ ეკლესიის ეზოში შესვლის საშუალება არ მისცა. ადგილზე სპეცრაზმი გამოიძახეს.
მოგვიანებით, სოფელში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა და მოსახლეობასთან მოლაპარაკება გამართა.  მოლაპარაკების შედეგად ორი დაკავებული ადგილობრივი გათავისუფლდა.
imedinews.ge

კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მშობლებისათვის


👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში 
უსაფრთხოების თემაზე საუბარი ბავშვებთან ისეთივე მარტივია, როგორც მოზრდილ ადამიანებთან, რადგანაც ბავშვებს, ისევე როგორც ზრდასრულებს არ სურთ აღმოჩნდნენ მოტყუებულ მდგომარეობაში. უბრალოდ უნდა ავუხსნათ მათ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ სარგებლის მიღებას სხვების მოტყუების, მათი კუთვნილი ინფორმაციის ან ფულის მითვისების გზით. საჭიროა განვუმარტოთ ბავშვებს, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს - ამიტომ, მნიშვნელოვანია დაფიქრება ყოველი ონლაინ- ქმედების განხორციელებამდე. არ მივცეთ ზემოხსენებულ საუბარს ერთჯერადი სახე, არამედ დავუბრუნდეთ მას დროდადრო, ვკითხოთ ბავშვს რაიმე საეჭვო ხომ არ შეუნიშნავს ბოლო პერიოდში. თქვენმა შვილებმა შესაძლოა იმაზე გაცილებით მეტი იცოდნენ კიბერუსაფრთხოების შესახებ, ვიდრე თქვენ ფიქრობთ.
👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

ბავშვების შესახებ 

არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები, რომლებიც კონკრეტულად ბავშვებსა და თინეიჯერებზეა გათვლილი, თუმცა საფრთხეების უმეტესი ნაწილი გათვლილია პოტენციურ მსხვერპლზე, ასაკის გათვალისწინების გარეშე. ხანდახან ჰაკერები იყენებენ მიმზიდველ ვებ-გვერდებს ბავშვებში ინტერესის გამოწვევის მიზნით, მაგალითად „ფან- კლუბებს“, YouTube-ს, Instagram-ს და ა.შ; და გამომდინარე იქიდან, რომ მოზრდილი ადამიანებისთვისაც კი რთული განსასხვავებელია ოფიციალური და ყალბი ვებ-გვერდები, ბავშვები, რომელთაც ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები რათქმაუნდა გაცილებით ძნელი იქნება განსხვავების აღმოჩენა.
👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

იხილეთ ვრცლად: კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მშობლებისათვის


2 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობა თბილისის მერიასთან აქციას გამართავს


2 ოქტომბერს 14:00 საათზე "ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერიასთან აქციას გამართავს. ამის შესახებ დღს გამართულ ბრიფინგზე პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
„დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ მკაფიოდ ვუთხრათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და მის უკან მდგარ ბიძინა ივანიშვილს, რომ არ დავუთმობთ ბოტანიკურ ბაღს, ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ 1 ლარად გადაეცეს ბიძინა ივანიშვილს ნახევარი თბილისი და არ შევარჩენთ, რომ მისი „პანორამა თბილისი“ ამახინჯებდეს თბილისის ისტორიულ ნაწილს. ჩვენ ვეუბნებით არას, თბილისში გამეფებულ უკანონობას და ჩვენ ვეუბნებით არას ბიძინა ივანიშვილის თავგასულობას. ასე რომ, გელოდებით ყველას ორშაბათს, 14:00 საათზე თბილისის მერიასთან“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
imedienws.ge

ახალი iPhone 8 Plus-ი დატენვის დროს აფეთქდა


ახალი iPhone 8 Plus-ი ტაივანში იმ დროს აფეთქდა, როცა ის დასატენად იყო შეერთებული. ქალაქ ტაიჩჟუნის მკვიდრმა ქალმა ახალი სმარტფონის 64 გეგაბაიტიანი ვერსია 23 სექტემბერს შეიძინა. აფეთქების შედეგად iPhine-ს წინა პანელი მოსძვრა და ძირითად კორპუსს ნახევარი სანტიმეტრით დაშორდა. ინფორმაციას Gizmochinaავრცელებს.
აფეთქება მოწყობილობის დასატენად შეერთებიდან ზუსტად 3 წუთში მოხდა. ამასთან მესაკუთრემ ამისათვის მოწყობილობას ორიგინალი სატენი გამოიყენა.
მიზეზების დასადგენად, გაჯეტი მწარმოებელ ფაბრიკაში გაიგზავნა.
Apple-მა ახალი აიფონები 12 სექტემბერს წარადგინა. 
imedinews.ge

ამერიკელი ალპინისტი მეუღლის სიცოცხლის გადარჩენას შეეწირა


32 წლის ალპინისტი ენდრიუ ფოსტერი და მისი ცოლი 28 წლის ლიუსი ფოსტერი, იოსემიტის ნაციონალურ პარკში, "ელ კაპიტნის" კლდეზე ცოცვის დროს ჩამოცვენილ ქვებს შორის მოექცნენ.
როგორც გადარჩენილი ლიუსი ფოსტერი ჰყვება, მისმა მეუღლემ უფრო ადრე დაინახა, რომ კლდიდან გრანიტი ვარდებოდა და ცოლს გადაეფარა. 
პოლიციის ცნობით, გრანიტი დაახლოებით 200 მეტრიდან უცაბედად ჩამოვარდა. 
ენდრიუ და ლიუსი უკვე დიდი ხანი იყვნენ ალპინიზმით დაკავებულები. მათ YouTube-ზე საკუთარი ვლოგიც კი მიჰყავდათ. 2015 წელს, ისინი ალპებში მოგზაურობის დროს დაინიშნენ.
imedinews.ge


პარფიუმერიის მთავარი საფრთხე დადგინდა


პარფიუმერია, შესაძლოა, შაკიკის და ალერგიული რეაქციების მიზეზი გახდეს. ადამიანებზე არომატების გავლენების შესახებ კვლევის შედეგებზე ავსტრალიელი მწერალი, ქეით გრინველი თავის წიგნში Case Against Fragrance წერს. ამის შესახებThe Independent-ი იტყობინება.
გრინველის თქმით, ადამინთა ერთი მესამედი მგრძნობიარეა არომატების მიმართ, რაც თავის ტკივილებით, ასთმით და ძილისკენ მიდრეკილებით გამოიხატება.
სხვა კვლევის მიხედვით, რომელიც ბრაზილიაში პერნამბუკუს ფედერალურ უნივერსიტეტში ჩატარდა, პაციენტთა 70 პროცენტი თავის ტკივილს მფრინავი ნივთიერებების გამო უჩივის. ამასთან სუნამოები და და დეზადორები 75 პროცენტის მდგომარეობას აუარესებს.
მწერლის თქმით, კომპონენტები, რომლებიც სუნამოებში გამოიყენება, სინთეტიკურია და მისი შემადგენლობა გასაიდუმლოებულია. ამიტომაც, ალერგიული ადამიანები ვერ ხვდებიან, კონკრეტულად რომელი ნივთიერება იწვევს მათში ასეთ რეაქციებს. ამას გარდა, ბუნებრივი ეთერზეთებსაც, რაც არომატების ძირითადი შემადგენელია, ტოქსიკური ეფექტი შეიძლება ჰქონდეთ, რაც ღვიძლის და სხვა ორგანოების დაზიანებას იწვევს.
imedinews.ge