Pages

Tuesday, October 31, 2017

პარლამენტი ნდობის ჯგუფის შექმნის საკითხს დღევანდელ პლენარულ სესიაზე განიხილავს

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

საპარლამენტო უმრავლესობა ნდობის ჯგუფის შექმნის საკითხს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სესიაზე განიხილავს. თემა სესიაზე სავარაუდოდ მეორე საკითხად გავა. იმის გათვალისწინებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ხუთი კაცისგან შემდგარ ნდობის ჯგუფში დარჩენილ ერთ ადგილს ვერ ინაწილებენ, საკანონმდებლო ორგანოს ჯგუფის დაკომპლექტება ოთხი წევრისგან მოუწევს.
მეხუთე კვოტის პრეტენდენტები სალომე სამადაშვილი და ირმა ინაშვილი არიან. ჯგუფში იქნებიან: უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირაკლი აბესაძე.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ თუკი იარსებებს კანონის შეცვლის მოთხოვნა, გუნდი მზადაა გაიაროს კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან და განიხილონ ნდობის ჯგუფის წევრთა გაზრდის ან შემცირების საკითხი. მისივე თქმით, აუცილებელია საზოგადოების სწორი ინფორმირება - ნდობის ჯგუფის შექმნა არ არის მხოლოდ სამთავრობო გუნდის მოთხოვნა, მისი შექმნა კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.
რაც შეეხება მეხუთე წევრის არჩევას, ამისათვის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატის სალომე ზურაბიშვილის ხმა არის საჭირო, ის კი არცერთი კანდიდატის მხარდაჭერას არ აპირებს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

დღეიდან ჭკვიანი კამერები ამოქმედდა

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

დღეიდან თბილისში, გორში, ხაშურში, ქუთაისსა და ბათუმში ჭკვიანი კამერები ამოქმედდება. საქართველოს ხუთ ქალაქში უკონტაქტო პატრულირების ელექტრონული სისტემის დამონტაჟება უკვე დასრულდა. სულ 3000 კამერა დამონტაჟდა.
შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა და ღერძულა ხაზის გადაკვეთა პირდაპირ ურჩი მძღოლების დაჯარიმებით დასრულდება. ჯარიმის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინება მათ ტელეფონზე მიუვათ. გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა რეგისტრაციის მისამართზე 2 ჯერ მივა, რის შემდეგაც კი უკვე საურავი დაირიცხება.
ამასთან ერთად დღეიდან ხუთივე ტიპის დარღვევაზე ჯარიმები შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეც გამოქვეყნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯარიმა ჩაბარებულად ითვლება და მძღოლმა ის 1 თვეში უნდა გადაიხადოს. ვიდეოჯარიმები ქულების სისტემაზე არ მოქმედებს. თუკი მოძრაობის წესების დამრღვევი მძღოლი ჯარიმას 10 დღის ვადაში გადაიხდის, თანხას 20 პროცენტი დააკლდება.
რა დარღვევების გამო დააჯარიმებს მძღოლს ჭკვიანი კამერა, სტატია ვრცლად იხილეთ შემდეგ ბმულზე.

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

იტალიის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე ყალბი დოკუმენტის ფლობისთვის დააკავა

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

იტალიელმა სამართალდამცველებმა ფალსიფიცირებული დოკუმენტების ფლობის ბრალდებით, ქართველი დააკავეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. 
იტალიური მედიის ცნობით, კაცს ლიტვური პასპორტი და მართვის მოწმობა აღმოაჩნდა. ის, რომ დოკუმენტები გაყალბებულია, მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცხადი, რაც პოლიციამ პასპორტი სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით შეამოწმა.
პიროვნების მონაცემების გადამოწმების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ტურინის სასამართლომ მისი დაკავების განკარგულება ჯერ კიდევ აგვისტოში გასცა. მას ბრალად ქურდობა ედება. პოლიციამ მამაკაცი დააკავა და ამჟამად ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.
 imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მანჰენტენზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი



👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მანჰენტენზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, თავდამსხმელს ნამდვილი იარაღი არ ჰქონია, თუმცა 7 ადამიანი ავტომობილის დაჯახებით მოკლა. 
შემთხვევის შედეგად სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო 15 ადამიანმა, მათ შორის 2 მძიმე მდგომარეობაშია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლით მიმდინარეობს. თვითმხილველთა განცხადებით, დაჯახების შემდეგ მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა და „ალლაჰ აკბარს“ და „ღმერთი დიდიას“ სკანდირებდა. აღნიშნულ მომენტში კი, სამართალდამცველებმა მის საწინააღმდეგოდ ცეცხლი გახსნეს. ამ დრომდე უცნობია თავდასხმის მოტივი, პოლიცია კი მხოლოდ დაკავების ფაქტს ადასტურებს.
ipn.ge

რატომ ვერ საქმდებიან უფასო ფაკულტეტების კურსდამთავრებულები?


👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

 სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამებზე (ე.წ უფასო ფაკულტეტებზე) ჩარიცხულთა რიცხვი ყოველ წელს იზრდება, თუმცა სჭირდება თუ არა ქვეყანას ყოველ წელს 600-ზე მეტი ფილოლოგის, 300-მდე ქიმიკოსის ან არქეოლოგის ახალი ნაკადი ჯერ კიდევ სადავოა.
ოფიციალური მონაცემებით, უფასო ფაკულტეტებზე 2013 წელს 2 450 სტუდენტი ჩაირიცხა, 2014-ში –  4 400. 2015 წელს კი 4 800, 2016 წელს უფასო ფაკულტეტზე 4900-მა ჩააბარა, 2017 წლის მონაცემებით კი ეს რიცხვი 4051-ს შეადგენს.
როგორც, ამ ფაკულტეტების კურსდამთავრებულების და მაღალკურსელების უმრავლესობა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ამბობს, მათთვის პროფესიით სამსახურის პოვნა თითქმის შეუძლებელია.
დასაქმება განსაკუთრებით მაღალკურსელ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს უჭირთ.
მე-4 კურსელი ქიმიკოსის,  ნინი მამაცაშვილის თქმით, ამ სფეროში სამსახურები ფაქტობრივად არაა, თუ არ ჩავთვლით დიდ კომპანიებს, სადაც რამდენიმეწლიან გამოცდილებას ითხოვენ, თუმცა გამოცდილების მიღების საშუალებას არ აძლევენ:
„მიუხედავად იმისა, რომ ქიმია მომავლის პროფესიად ითვლება, ჯერჯერობით საქართველოში ეს სფერო არც თუ ისე განვითარებულია და დასაქმებაც თითქმის შეუძლებელია, განსაკუთრებით სტუდენტებისთვის. მე უკვე მე-4 კურსზე ვარ და ვცდილობ სამსახური ჩემი პროფესიით ვიპოვო. არის კომპანიები, სადაც 3-4–წლიან გამოცდილებას ითხოვენ და ეს საქმის სირთულიდან გამომდინარე, ლოგიკურიცაა, თუმცა სამწუხაროა, რომ გამოცდილების დაგროვების საშუალებას არავინ გვაძლევს. საქართველოში არაა ისეთი ლაბორატორიები, სადაც  ახალ კადრებს შეეძლებათ მუშაობა. წელს რომელიმე სახელმწიფო სამსახურში სტაჟირება უნდა გავიარო, თუმცა როგორც მითხრეს, სტუდენტებს იქ მუშაობის უფლება არ გვაქვს და მხოლოდ მინის გარედან ვაკვირდებით.
„ლაბორანტის ასისტენტის 1 ვაკანსია ვნახე. მერე გავიგე, რომ კომპანიის ლაბორატორია მარტყოფში მდებარეობს და ყოველდღე სწავლის პარალელურად იქ სიარულს ვერ შევძლებდი. ერთადერთი, რასაც ჯერჯერობით ვახერხებ რეპეტიტორობაა“, – ამბობს ნინი მამაცაშვილი.
იგივე პრობლემის წინაშე დგას ფიზიკის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი ქეთი დიდებაშვილი, რომელსაც უკვე ეჭვი ეპარება არჩეულ პროფესიაში და არ იცის რა სფეროში გააგრძელებს სწავლას.
„უნივერსიტეტს წელს ვამთავრებთ, თუმცა პროფესიით კურსზე არავინ ვმუშაობთ. ვაკანსიებს ვერსად ვპოულობთ. მომავალში არ ვიცი ამ სფეროში გავაგრძელებ თუ არა სწავლას ან მუშოაბას. თუ სხვა არაფერი, ჩემს  ცოდნას ბავშვებისთვის ასტროფიზიკის წიგნის დაწერაში მაინც გამოვიყენებ“, – ამბობს ჩვენთან ქეთი დიდებაშვილი.

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში


სამსახურს უშედეგოდ ეძებს დამწყები გეოგრაფი თამუნა გელაშვილი, რომლის თქმითაც უნივერსიტეტში მიღებული ცოდნით დასაქმება შეუძლებელია.
„სამსახურს ახლაც ვეძებ, მაგრამ შესაბამისი განათლება არ მაქვს, უნივერსიტეტი ვერ უზრუნველჰყოფს მომცეს პრაქტიკული ცოდნა. ერთი ვაკანსია ვნახე, სადაც ეწერა, რომ აიყვანდნენ ბაკალავრს 3 წლიანი გამოცდილებით. ესეც მეორე პრობლემაა, ამას გარდა, ჩემი საქმეც ძალიან საპასუხისმგებლო და გამოცდილების გარეშე რთულია საქმეს თავი გაართვა“,- გვეუბნება თამუნა..
მიუხედავად იმისა, რომ ფილოლოგიის მიმართულებით მაია კვირკველიამ წარჩინებით დაამთავრა სწავლების ორივე საფეხური და განათლების მიღებას ახლა დოქტორანტურაზე აგრძელებს, თავისი პროფილით დასაქმება მაინც უჭირს. ის EDU.ARIS.GE-ს იმ პრობლებეზე ესაუბრა, რომელთაც სამსახურის ძებნის დროს აწყდება.
„თსუ–ში ჩემს მიმართულებაზე არაჩვეულებრივი აკადემიური სივრცეა და ძალიან კარგ განათლებასაც გვაძლევენ, მაგრამ  რეალურად, ჩვენს სფეროში ბევრი ვაკანსია არაა. ის განცხადებები, რომლებიც სხვადასხვა საიტებზე იდება, ხშირად არარეალურია და გამოცხადებული პოზიციებიც კი დაკავებულია.
ფილოლოგისთვის დასაქმების ძირითადი არეალი სკოლაა, თუმცა აქაც ვაკანსიების სიმწირეა. ასე მანამ გაგრძელდება, სანამ სკოლას არ დატოვებენ არაკვალიფიციური პედაგოგები, რომელთაც მასწავლებლის კომპეტენცია ვერ დაადასტურეს და პოსტებს სხვადასხვა მიზეზით ინარჩუნებენ.
სკოლებშიც ორწლიან გამოცდილებას და მასწავლებლის სერტიფიკატს ითხოვენ. ეს გამოცდა უმაღლესი ქულით ჩავაბარე, თუმცა გამოცდილება ვერ მექნება, რადგან სამსახურში არავის ავყავარ.  სახელმწიფო სტაჟირების ფარგლებში არის 6 თვიანი უფასო პროგრამა, თუმცა ამასაც  არ აქვს უპირატესობა, რადგან სულ ცოტა 1 წლიან გამოცდილებას გვთხოვენ.
მხოლოდ ერთ კერძო სკოლაში მიმიღეს, თუმცა ანაზღაურება დილიდან 6 საათამდე 150 ლარს შეადგენდა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე მაინც ვაგრძელებ ჩემს აკადემიურ საქმიანობას და ჩავაბარე დოქტორანტურაში.  ვფიქრობ, მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება, ვინც მოინდომებს და თავისი საქმის პროფესიონალი გახდება, ყველაფერს შეძლებს“,- ამბობს ფილოლოგი მაია კვირკველია.
edu.aris.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ვ ი დ ე ო - პროფესიული განათლების ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა



👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში, პროფესიული განათლების მეორე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - „პროფესიები მომავლისთვის” გაიხსა.
საერთაშორისო კონფერენციაზე მთავარმა მომხსენებელმა ჯეისონ გრეგორმა, სართაშორისო საგანმანათლებლო კომპანია Pearson-ის ბიზნესისა და განვითარების დირექტორმა, საერთაშირისო კვლევის შედეგები წარადგინა, რომელიც 2030 წლისთვის მოთხოვნად პროფესიებსა და მომავლის უნარ–ჩვევებს ასახავს. კვლევა ინოვაციების გლობალურ ფონდთან NESTA-თან და ოქსფორდის მარტინის სკოლასთან ერთად ჩატარდა.
კონფერენცია გახსნეს და აუდიტორიას სიტყვით მიმართეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია MCC-ის კომპაქტის განხორციელების დეპარტამენტის მმართველმა დირექტორმა კატერინა ნტეპიმ.
კონფერენციას 200-ზე მეტი მონაწილე ესწრება საქართველოდან და  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.  განსახილველ საკითხებს შორის არის ისეთი პრიორიტეტული თემები, როგორიცაა პროფესიული განათლების როლი დასაქმების ხელშეწყობაში, პროფესიული განათლების პოლიტიკა, კერძო სექტორის, დამსაქმებლების მონაწილეობის გაზრდა პროფესიული განათლებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის და სხვა.  პანელური დისკუსიის ნაწილი პროფესიული განათლების ბრენდინგის საკითხებსაც დაეთმო.
პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის 16 მილიონი აშშ დოლარის პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.
mes.gov.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა


👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა რექტორთა საბჭოს მორიგ სხდომას უმასპინძლა. სხდომა ტრადიციულად, ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა და ვრცლად ისაუბრა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე, უმაღლესი პროფესიული პროგრამების მნიშვნელობაზე, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა ბაზაზე პროფესიული გადამზადების ცენტრების გახსნის აუცილებლობაზე, უცხოელი სტუდენტების მოზიდვასა და სხვ.
სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებელთა რექტორთა საბჭომ დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი მოისმინა, მათ შორის სასწავლო დაწესებულებთა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ახალ სტანდარტებთან დაკავშირებული საკითხები, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობის შედეგები 2017 წელს შეფასებულ პროგრამებში და მათი ჩართვის საკითხი 2018 წელს შესაფასებელ პროგრამებში. სხდომაზე ასევე გაჟღერდა რამდენიმე ინიციატივა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებთან, საერთაშორისო სტუდენტებთან დაკავშირებით და სხვა.
mes.gov.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში


ბერძნულმა მედიამ 85 წლის ქალის წამებაში ბრალდებული ქართველების ფოტოები გამოაქვეყნა

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

საბერძნეთში 85 წლის ქალის გაძარცვის, ცემისა და ცხელი უთოს გამოყენებით წამების ფაქტზე დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ფოტოები გავრცელდა. ფოტოები ბერძნულმა საინფორმაციო სააგენტომ პოლიციაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.
ბოლო ინფორმაციით, დაკავებულია 8 ქართველი. ისინი სხვა მსგავს დანაშაულებშიც არიან ეჭვმიტანილები. ბრალდებულები 30 ოქტომბერს დააკავეს.
ბრალდებულთა ფოტოების სანახავით გადადგით ამ ბმულზე.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მოსკოვში ალექსეი ნავალნის საარჩევნო შტაბის უფროსი დააკავეს

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოსკოვის საარჩევნო შტაბის უფროსი, ნიკოლაი ლიასკინი დააკავეს. მან ტვიტერში დაწერა, რომ პოლიციამ გააჩერებინა მანქანა და განყოფილებაში წაიყვანა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს
სექტემბერში ლიასკინი ლითონის ხელკეტით სცემეს, რის შემდეგაც თავდასხმაში ეჭვმიტანილმა პირმა განაცხადა, რომ ლიასკინმა, ასეთი თავდასხმის მოსაწყობად. ფული გადაუხადა. ლიასკინი და ნავალნის გუნდი ამ ვერსიას უარყოფენ.
ალექსეი ნავალნის სურს, რომ რუსეთში 2018 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს. თუმცა, საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნავალნის არა აქვს ამის უფლება ფინანსური დანაშაულისათვის ნასამართლეობის გამო. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„ხრამჰესი 1“-სა და „ხრამჰესი 2“-ს ახალი ტარიფები დაუდგინდა

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღევანდელ სხდომაზე სს „ხრამჰესი 1“-სთვის და სს „ხრამჰესი 2“-სთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენის შესახებ იმსჯელა.
კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, სს „ხრამჰესი 1“-სთვის დადგენილი ტარიფი შემდეგნაირად განისაზღვრა:
2017 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 9.781 თეთრი/კვტსთ;
2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 9.147 თეთრი/კვტსთ;
2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 2.300 თეთრი/კვტსთ.
სს „ხრამჰესი 2“-სთვის დადგენილი ტარიფია:
2017 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 11.248 თეთრი/კვტსთ;
2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 10.614 თეთრი/კვტსთ;
2022 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 3.767 თეთრი/კვტსთ;
2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 3.500 თეთრი/კვტსთ.
სს „ხრამჰესი 1“-მა და სს „ხრამჰესი 2“მაკომისიაში სატარიფო განაცხადების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირების მოთხოვნით განაცხადი 13 ივნისს წარადგინეს. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

10 წლის ინდოელი გოგოს გაუპატიურებისთვის სასამართლომ ორივე ბიძა ცნო დამნაშავედ

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ინდოეთის სასამართლომ 10 წლის გოგოს გაუპატირებაში, რომელმაც აგვისტოში იმშობიარა, ბავშვის ორივე ბიძა ცნო დამნაშავედ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
10 წლის ინდოელ გოგოზე ძალადობის ფაქტი აგვისტოში გახმაურდა. გოგოს შვილის მამა, პოლიციის ცნობით, მისი ბიძა იყო, თუმცა ბავშვის გაჩენის შემდეგ ჩატარებული დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ ეს კაცი მამა არ ყოფილა. აღმოჩნდა, რომ 10 წლის მოზარდს, მეორე ბიძაც აუპატიურებდა (სწორედ ეს კაცი გამოდგა ჩვილის მამა).
ინდოეთის უზენაესი სასამართლომ ბიძის მიერ გაუპატიურებულ 10 წლის გოგოს აბორტის გაკეთების უფლება არ მისცა, შედეგად მან გასულ თვეში ბავშვი გააჩინა. გოგომ არ იცოდა საკუთარი ორსულობის შესახებ - მას ეუბნებოდნენ, რომ მუცელში დიდი ქვა ჰქონდა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ესპანეთის სასამართლომ კატალონიის დამოუკიდებლობის დეკლარაცია გააუქმა

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, დამოუკიდებლობის შესახებ კატალონიის მიერ მიღებული დეკლარაცია გააუქმა. ამის შესახებ გამოცემა The Independent-ი წერს. 
ამავე დროს, მედია კატალონიის ყოფილი მეთაურის კარლეს პუჩდემონის სიტყვით გამოსვლას ელოდება, რომელმაც 30 ოქტომბერს, ესპანეთი დატოვა და ბელგიაში გაფრინდა. 
27 ოქტომბერს კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან გამოყოფის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. დეკლარაციას ხმა 72-მა დეპუტატმა მისცა. წინააღმდეგი იყო 10. ორმა თავი შეიკავა. დანარჩენმა დეპუტატებმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს (სულ 135 დეპუტატი).
გამოცხადების შემდეგ ერთ საათში, ესპანეთის სენატმა გადაწყვიტა, რომ კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედოს, რაც ბარსელონის ხელისუფლების მადრიდზე დაქვემდებარებას გულისხმობს, შესაბამისად რეგიონის ავტონომიის გაუქმებას. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 დეკემბერს გაიმართება, რის შემდეგაც დეპუტატები ახალ რეგიონულ მთავრობას დანიშნავენ.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ესტონეთის პრეზიდენტი უკვე საქართველოშია

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ესტონეთის პრეზიდენტი უკვე საქართველოშია. კერსტი კალიულადი თბილისში მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა, რომლის შემადგენლობაშიც სახელმწიფო უწყებების პირველი პირები და ბიზმესმენები შედიან.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ესტონეთის პრეზიდენტს საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ელჩები დახვდნენ.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ესტონეთის პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია დღეს გაიმართება, რის შემდეგაც ესტონეთისა და საქართველოს პრეზიდენტები შეხვედრებს გამართავენ პირისპირ და დელეგაციებთან ერთად - გაფართოებულ ფორმატში.
ვიზიტის ფარგლებში კალიულაიდი პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება და ქართულ-ესტონურ ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
ესტონეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ასევე შეხვედრები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია მეორესთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.
საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტები ხურვალეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს ესტუმრებიან. კერსტი კალიულაიდი წეროვანის საჯარო სკოლასაც ეწვევა.
კერსტი კალიულაიდი ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს და ესტონური პროექტის ხელშეწყობით დაარსებულ კომპიუტერულ კლასს მოინახულებს.
გარდა ამისა, ესტონეთის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად, კულტურული პროგრამის ფარგლებში, თბილისს, მცხეთასა და იმერეთის რეგიონს დაათვალიერებს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

უპატრონო გვამების სამეცნიერო მიზნებისთვის გამოყენებაზე კანონში ცვლილებები შედის

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებები უპატრონო გვამის დეფინიციას განსაზღვრავს და სასწავლო ან სამეცნიერო კვლევის მიზნით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის უპატრონო გვამის გადაცემის პირობებს აკონკრეტებს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ცვლილების მიხედვით, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო დაწესებულებებს ერთი უპატრონო ან ამოუცნობი გვამის შენახვა და დაკრძალვა 1102 ლარი დაუჯდებათ.
ცვლილებებით, უპატრონო გვამის დეფინიციაში მოიაზრება არა მხოლოდ ის გვამი, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ შეუძლებელია გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირის დადგენა (მოძიება) და რომლის დაკრძალვას უზრუნველყოფს სახელმწიფო, არამედ ის კატეგორიაც, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ გარდაცვლილის ნათესავი, კანონიერი წარმომადგენელი ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირი დადგენილია (მოძიებულია), მაგრამ ეს პირი მის დაკრძალვაზე უარს აცხადებს. 
პროექტით, სასწავლო ან სამეცნიერო კვლევის მიზნით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის უპატრონო ან ამოუცნობი გვამის, ან მისი ანატომიური სტრუქტურების გამოყენების პირობები ახლებურად განისაზღვრა. კერძოდ გვამი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებს გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ გადაეცემა. ეს დაწესებულებები მას გადაცემიდან 6 თვე შეინახავენ, ამ ვადის შემდეგ კი მისი მისი ანატომიური სტრუქტურების გამოყენება სასწავლო ან სამეცნიერო კვლევის მიზნით დაშვებული იქნება.
"დღეის მდგომარეობით, ამგვარი გვამების დაკრძალვა ადგილობრივი ბიუჯეტების ხარჯზე ხორციელდება, რაც ჯამში დაახლოებით 530 ლარი ჯდება. კანონპროექტის თანახმად, დადგენილია საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში უპატრონო ან ამოუცნობი გვამის შენახვა და დაკრძალვა, რასაც უზრუნველყოფს შესაბამისი დაწესებულება. აღნიშნული, შესაბამისად, გამოიწვევს ამ მიმართულებით შესაბამისი საგანმანათლებლო ან სამეცნიერო დაწესებულების მხრიდან ხარჯების ზრდას. კერძოდ, შესაბამის დაწესებულებას ერთი უპატრონო ან ამოუცნობი გვამის შენახვა და დაკრძალვა დაახლოებით 1102 ლარი დაუჯდებათ. გვამის შენახვის სავარაუდო ღირებულება - 572 ლარია, „ტიელის მეთოდით“ გვამის დაბალზამების ღირებულება - 500 ლარია, ერთი თვის განმავლობაში, 12 გრადუსზე გვამის შენახვის ელექტროენერგიის ხარჯი 10-12 ლარია. დაკრძალვის სავარაუდო ღირებულება - 530 ლარია. მათ შორის: სამარის გათხრა, ჩასვენება, მიწის მიყრა, ბორცვის გაკეთება – 230 ლარია, წიფელის სასახლის ღირებულება - 220 ლარია, თბილისის მასშტაბით კატაფალკის მომსახურება – 80 ლარია, მეხუთე ზონაში საფლავი - უფასოა", - წერია კანონპროექტში.
პარლამენტში შესაბამისი ცვლილებების ინიცირება გუშინ მოხდა, რომლის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე და კობა ნარჩემაშვილი არიან
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

გიორგი აბაშიშვილმა მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებები შეაფასა

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებები შეაფასეს. ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის მიზანი არა საკითხების კვალიფიციური ანალიზი და გათვალისწინებაა, არამედ მათი თვითმიზანი უბრალოდ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაა. 
"მმართველ გუნდს უკვე ტენდენციად ექცა, რომ ჯერ ჩააგდებენ პრეზიდენტის ვეტოს და შემდეგ, რაც ვეტოში წერია ამ ტექსტს სიტყვასიტყვით გადაწერენ ხოლმე ახალ ინიციატივებში. ასე მოხდა ეროვნული ბანკის შესახებ კანონის შემთხვევაშიც და ახლაც,"- განაცხადა აბაშიშვილმა.
კონსტიტუციის საყოველთაო განხილვებს ემიჯნება ოპოზიცია.
საქართველოს კონსტიტუციაში რამდენიმე ცვლილება შევა. ესენია საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად - 2020 წლის არჩევნებისთვის დაშვება, ”ბონუსების” სისტემის გაუქმება, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის ჩასწორება და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები არჩევნებთან დაკავშირებით.
13 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ კონსტიტუციის პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა და ვეტო დაძლია. ოპოზიციამ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მონაწილეობა არ მიიღო. კონსტიტუციის პროექტს ხელი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 19 ოქტომბერს მოაწერა.
ვენეციის კომისიამ პლენარულ სხდომაზე საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნა 6 ოქტომბერს დაამტკიცა.
26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში