Pages
▼
Friday, December 29, 2017
ზუბალაშვილების #37-ში ხანძარია
თბილისში, ზუბალაშვილების #37-ში, უზენაესი სასამართლოს გვერდით მდებარე იტალიურ ეზოში ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, არსებული ინფორმაციით, აალება საცხორებელი სახლის სახურავიდან მოხდა. ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 20-მდე მაშველი.
რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, უცნობია. ტერიტორიიდან მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია.
ipn.ge
მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში 500-ზე მეტი სტუდენტის განათლება სახელმწიფომ დააფინანსა
ტექნოლოგიურ განვითარებასთან და სხვა ცვლილებებთან ერთად, პროფესიების უმრავლესობაში მუდმივი სიახლეები და ცვლილებებია, რომლისთვისაც ფეხის აწყობა სახელმწიფო საგანმანათლებლო სისტემის პრიორიტეტია.
საქართველოში დამსაქმებლებიც და განათლების სფეროს სპეციალისტებიც სხვადასხვა სფეროში კვალიფიციური კადრების სიმცირის კუთხით არსებულ პრობლემებზე წლების მანძილზე საუბრობდნენ. 2014 წელს განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად და საჯარო სექტორში დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ინვესტიციის ჩადება გადაწყვიტა.
მთავრობამ სწორედ ამ მიზნით შექმნა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი. რომელიც დღეს უკვე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ცენტრის მიზანია, სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრი იძლევა შესაძლებლობას, საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ მიიღონ საუკეთესო განათლება და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ მიღებული ცოდნის რეალიზება საკუთარ ქვეყანაში განაგრძონ.
როგორც „პირWელთან“ საუბრისას განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ნინო ჭელიძემ აღნიშნა, 2014 წელს საზღვარგარეთ განათლების დაფინანსების პროექტი სულ სამი სასტიპენდიო პროგრამისგან შედგებოდა, სამაგისტრო სადოქტორო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა.
„2018 წელს უკვე 9 პროგრამით ვხვდებით და, რა თქმა უნდა, ახალი წლიდან კიდევ რამდენიმე საერთო სქემას დავამატებთ. 2017 წელი ცენტრისთვის 500-ზე მეტი სტიპენდიით, სამი ახალი სასტიპენდიო სქემით, საპარტნიორო პროგრამებითა და საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამებით იყო გამორჩეული. ძირითადი ფოკუსი არის ის ახალგაზრდები და ის საჯარო მოხელეები, რომლებსაც უცხოეთში სურთ ხარისხის მიღება. საჯარო მოხელეების შემთხვევაში კი - კვალიფიკაციის ამაღლება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6.7 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც სასტიპენდიო სქემებს ფარავს. ჩვენ გყავს პარტნიორი დონორი ორგანიზაციებიც. მათი დახმარებით, ყოველწლიურად 9-9,5 მილიონამდე ავდივართ. წლევანდელი სასტიპენდიო პროგრამა განსაკუთრებით გამოირჩევა უამრავი ახალი სასტიპენდიო სქემით. ძალიან საინტერესოა, რომ წელს ძალიან ბევრი კურსდამთავრებულთა გვყავს, რომლებიც, რა თქმა უნდა, ბრუნდებიან და მუშაობას იწყებენ საქართველოში. სწავლის დაფინანსებამდე მათთან ფორმდება საკონტრაქტო ხელშეკრულება, რომ ისინი აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ ქვეყანაში და მინიმუმ სამი წელი იმ სახელმწიფოში უნდა იმუშაონ, რომელმაც მათი განათლება დააფინანსა. გარდა იმისა, რომ ჩვენ მიერ დაფინანსებული კურსდამთავრებულები საქმდებიან, თვითონ მათ შექმნეს კურსდამთავრებულთა ჯგუფი. გარდა მეგობრული ურთიერთობისა, საკმაოდ მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან და საინტერესო საზოგადოებრივ პროექტებს ქმნიან. ჩვენ კი ვეხმარებით მათ საზოგადოებრივი პროექტების განხორციელებაში“, - აღნიშნავს განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი.
მისი ცნობით, 2017 წელს ცენტრმა პირველად „კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო“ კონკურსი გამოაცხადა და ოთხი გამარჯვებული გამოავლინა. გაცემული გრანტები ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობასა და საუნივერსიტეტო სივრცის განვითარებას.
ნინო ჭელიძე დაფინანსების პროცედურებსა და კომისიის დაკომპლექტების წესსაც განმარტავს.
„ცენტრის პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტები ავსებენ ელექტრონულ აპლიკაციას. კონკურსანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას ცენტრის საერთაშორისო კომისია იღებს. თითოეული კონკურსანტის შეფასებას კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებენ. კომისიის წევრები თითოეულ განაცხადს ინდივიდუალურად აფასებენ ელექტრონული სისტემის მეშვეობით. სტუდენტთა შერჩევის პროცედურა და შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, სპეციალური კომისია, რომელიც სტიპენდიატობის კანდიდატებს არჩევს, მრავალსახიანი და მრავალგანზომილებიანია. მოწვეულები არიან როგორც სახელმწიფო სტრუქტურებიდან, ისე საზოგადოებრივი წრეებიდან. საკმაოდ ბევრი საქმე აქვთ. თითოეული აპლიკაცია დეტალურად უნდა გაიარონ. არ იციან, ვის აფასებენ. ჩანს მხოლოდ მონაცემები და სამოტივაციო წერილი. სახელი და გვარი დაფარულია. ეს პრინციპი ყველაზე მეტად კომისიის წევრებს მოსწონთ. ასე უფრო მიუკერძოებლად და ზეწოლის გარეშე მუშაობას ახერხებენ. რაც შეეხება სტიპენდიატობის კანდიდატებს, ბაკალავრიატი უნდა ჰქონდეთ დამთავრებული და უნდა ჰქონდეთ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება. ეს ერთი წელი ძალიან ეხმარება ახალგაზრდას, მიხვდეს, რა მიმართულებით სჭირდება სპეციალიზაცია. საქართველოში ბაკალავრიატი არ არის განათლება, სადაც ჯერ აბარებ და მერე ირჩევ. აქ თავიდანვე აცხადებ შენს სპეციალობას. ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ ხშირად არის შემთხვევები, როცა პროფესიის პროფილს იცვლიან. სწორედ ამიტომ ეს ერთი წელი ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა“, - განმარტავს ნინო ჭელიძე.
მისი თქმით, კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა მხოლოდ მათთვისაა, ვინც საჯარო სექტორში მუშაობს და ამა თუ იმ უნარ-ჩვევის განვითარება სჭირდება.
„აქაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი მოთხოვნებია, 1-3 თვემდე, კვალიფიკაციის ასამაღლებლად გარკვეული პერიოდი უნდა იმუშაოს გამშვებ ორგანიზაციაში, საიდანაც წავიდა. სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხს ვინც იღებენ და შემდგომ სამუშაო გამოცდილების შეძენა და კვალიფიკაციის ამაღლება სურთ, შეუძლიათ, ერთი წელი კიდევ დარჩნენ. რა თქმა უნდა, ამის ნება კომისიამ უნდა დართოს“, - აღნიშნავს განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განათლების საერთაშორისო ცენტრის მუშაობას წარმატებულად აფასებს და დასძენს, რომ ის თავად იყო სტიპენდიატების შესარჩევი კომისიის წევრი.
მინისტრის თქმით, სტიპენდიატების შერჩევის პროცესი არის ძალიან მაღალპროფესიულ დონეზე, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი.
„ჩვენ შევძელით, შეგვერჩია ძალიან კარგი კანდიდატები, რომლებიც უცხოეთში მიიღებენ განათლებას და შემდეგ სამშობლოში დაბრუნდებიან. განათლების საერთაშორისო ცენტრს წელს საკმაოდ საინტერესო განზომილება დაემატა - საქართველოში დაბრუნებული კურსდამთავრებულები საუნივერსიტეტო სივრცეში ჩაერთვებიან როგორც ადამიანური, ასევე ადმინისტრაციული კუთხით. რამდენიმე მათგანი უკვე ჩაერთო ამ პროცესში და ძალიან წარმატებით მიმდინარეობს ეს პროცესი. მალე კურსდამთავრებულების ახალი თაობა გვეყოლება. დარწმუნებულები ვართ, ისინიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ამ პროცესში. განათლების საერთაშორისო ცენტრი სხვადასხვა კუთხით პროდუქტიულად თანამშრომლობს მნიშვნელოვან ორგანიზაციებთან, როგორც ძველ პარტნიორებთან, ისე ახალ პარტნიორებთან და დონორებთან. მალე გაჩნდება ახალი პერსპექტივები. მნიშვნელოვნად მიმაჩნია ცენტრის თანამშრომლობა სხვა სსიპ-ებთან. როდესაც მინისტრად დავინიშნე, პირველი, რაც გავაკეთე, ყველა სსიპ-ის ხელმძღვანელი შევკრიბე და ვთხოვე, ერთმანეთთან მჭიდროდ ეთანამშრომლათ. გამოცდილებისა და იდეების ურთიერთგაცვლით ჩვენ ყველანი შევძლებთ, რომ წინ წავიდეთ. ეს არის ჩვენი ახალგაზრდების განათლება“, - აღნიშნავს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.
ნიკო ყარსიმაშვილი, ერთ-ერთი კურსდამთავრებული: პროფესიით ვარ მეტყევე და ვმუშაობ თბილისის მერიის გამწვანების სამსახურში. განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელშეწყობით, როგორც საჯარო მოსამსახურე, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, პოლონეთში ვიყავი, სადაც გავეცანი ადგილობრივ გამოცდილებას მწვანე ინფრასტრუქტურისა და მწვანე სივრცეების მართვის კუთხით, ასევე, მუნიციპალური ტყეების მართვის კუთხით. ვმუშაობ თბილისის მერიაში და ვცდილობ, მიღებული გამოცდილება ჩემს ქალაქსა და მისი მწვანე ინფრასტრუქტურის მართვას მოვახმარო. ამ კუთხით საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა საზოგადოებრივი ცნობიერების ნაკლებობაა. თუმცა დღეს უკვე კარგი ძვრებია ამ კუთხით. ევროპაში მწვანე სივრცეები თითქმის სრულყოფილად უკვე მოწყობილია. ჩვენ ძალიან დიდი რესურსი გვაქვს, დიდი მწვანე სივრცეები ჩვენთანაც მოვაწყოთ, ასევე, არსებულის რეაბილიტაცია მოვახდინოთ. სამოქალაქო განათლებაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. საზოგადოების აქტიური ჩართულობის გარეშე ტყის განაშენიანება და მწვანე სივრცეების შექმნა ძალიან ძნელი იქნება. ამ მნიშვნელოვანი კომპონენტის გარეშე შედეგი ვერ დაიდება.
ლუკა ლებანიძე, ბერკლის სამუსიკო კოლეჯის მაგისტრატურის სტუდენტი: ბერკლის სამუსიკო კოლეჯის მაგისტრატურის კინომუსიკისა და ვიდეოთამაშების მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტი ვარ. ამერიკაში ბაკალავრიატია, ესპანეთში - მაგისტრატურა. მე ესპანეთში მაგისტრატურის ფილიალში ვარ. ვსწავლობ, როგორ გავაკეთო მუსიკა ფილმებისთვის. მიღებული ცოდნით რის გაკეთებასაც ვაპირებ საქართველოში და რის შეცვლაც მსურს, პირველ რიგში, ეს არის კინოორკესტრის შექმნა, რომელიც მუდმივად ჩაწერს კინომუსიკას და ექნება კინომუსიკასთან მუშაობის მაღალი კულტურა. სამწუხაროდ, კინოორკესტრი საქართველოში დღემდე არ გვყავს. კინომუსიკის ორკესტრს მუშაობის ძალიან განსხვავებული სპეციფიკა აქვს. ორკესტრის წევრებს მუსიკის პირდაპირ ფურცლიდან კითხვა უნდა შეეძლოთ, რეპეტიციის გარეშე. სამწუხაროდ, საქართველოში ეს ყველას არ შეუძლია. არის კიდევ სხვა ნიუანსებიც. ჩვენი ლექტორები ცნობილი კომპოზიტორები და მუსიკალური ბიზნესის ცნობილი პროდიუსერები არიან. ცოტა ხნის წინ ვორქშოფი ჩაგვიტარა რობერტ კრაფტმა, რომელიც კინომუსიკის ბიზნესში ერთ-ერთი ლეგენდაა და არაერთი ცნობილი ფილმისთვის სწორედ მისი შერჩეულია კომპოზიტორიც და მუსიკაც. ჩვენი პროგრამის დირექტორი ძალიან კარგად იცნობს გია ყანჩელის მუსიკას და მისი თაყვანისმცემელია. საქართველოში კავკასიის ბიზნეს სკოლა დავამთავრე. აქ განსხვავებული განათლება მივიღე, ბერკლის კოლეჯში სულ სხვა პროფილითა და მეთოდოლოგიით ვსწავლობ. როდესაც სწავლას დავამთავრებ და საქართველოში დავბრუნდები, ვიდეოთამაშებისა და ანიმაციის მუსიკაზე დავიწყებ მუშაობას. მერე შევეცდები, ქართული ფილმებისთვისაც ვიმუშაო. უცხოეთში ბევრი საინტერესო მეგობარი შევიძინე და მათთან თანამშრომლობით საინტერესო პროექტებს ვგეგმავ.
დათო ნადირაძე, აშშ-ში სამხრეთ იუტას უნივერსიტეტის არტ-მენეჯმენტის მაგისტრატურის სტუდენტი: სამხრეთ იუტას უნივერსიტეტს მთელ მსოფლიოში არტმენეჯმენტის ერთ-ერთი უძლიერესი სკოლა აქვს. სწავლის დაფინანსება თვითონ უნივერსიტეტიდან მოვიპოვე, თუმცა გაუთვალისწინებელი ხარჯები დამემატა, რომელიც განათლების საერთაშორისო ცენტრმა დამიფინანსა. სწავლის დროს შევიძინე ძალიან დიდი გამოცდილება. ამ სფეროს მსოფლიო ლიდერებთან ურთიერთობა მომიწია და უკიდეგანო შესაძლებლობები შევიძინე. საქართველოში არტმენეჯმენტი ახალი პროფესიაა. სერიოზული მხარდაჭერა სჭირდება, თუნდაც ქართული კულტურის პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით, რომელიც ჯერ კიდევ არ გაგვაჩნია. არ გვაქვს თუნდაც სრული სახელოვნებო არტმენეჯმენტის განათლება. ამ მიმართულებით გარკვეული საერთაშორისო სტანდარტები არსებობს. საქართველო კი ამ სტანდარტებიდან არცერთს არ აკმაყოფილებს. არტმენეჯმენტში კვალიფიციური კადრები სულ თითზე ჩამოსათვლელი გვყავს. მათაც გამოცდილება და განათლება ან მხოლოდ პრაქტიკაში აქვთ მიღებული, ან მცირე ტრენინგებზე. აკადემიური განათლება კი ძალიან მნიშვნელოვანია სპეციფიკური უნარ-ჩვევების განვითარებისთვის. მუდმივ განახლებას მოითხოვს. ეს არ არის სტატიკური სფერო. არტმენეჯმენტი არის პასუხი ბაზრის მოთხოვნაზე კულტურასა და ხელოვნებაში. თუ არტმენეჯერმა ბაზრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, აზრი არ აქვს მის გაკეთებას.
2014 წლიდან დღემდე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში კურსდამთავრებულთა სია, ქვეყნების მიხედვით, ასე გამოიყურება: აშშ - 88; დიდი ბრიტანეთი - 75; უნგრეთი - 75; საფრანგეთი- 40; ნიდერლანდები - 21; გერმანია-17; იტალია - 15; ესპანეთი - 11; შვედეთი - 8; ესტონეთი - 8; ჩეხეთი - 7; შვეიცარია - 5; ნორვეგია - 3; კანადა - 3; საქართველო - 3; ბელგია - 3; პოლონეთი - 3; ჩინეთი - 2. ქართველი სტუდენტები, ასევე, სწავლობენ ქვეყნებში: დანია, ფინეთი, ავსტრია, ირლანდია, მალაიზია, რუსეთი, იაპონია, ლიტვა და ბოსნია-ჰერცოგოვინა.
წლების მიხედვით დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა: 2014 წელი – 77 სტიპენდია, 2015 წელი – 115 სტიპენდია, 2016 წელი – 122 სტიპენდია, 2017 წელი – 212 სტიპენდია.
pia.ge
Thursday, December 28, 2017
ქრთამის აღების ფაქტზე ეროვნული მუზეუმის ორი თანამშრომელი დააკავეს
ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები ამირან დ. და ქეთევან დ. დააკავეს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
”სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები ამირან დ. და ქეთევან დ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაჰპირდნენ ფერწერულ ნახატზე ყალბი დასკვნის გაცემას, თითქოსდა აღნიშნული ნახატი იყო რიხარდ ზომერის ორიგინალი ნამუშევარი, რის სანაცვლოდაც მოსთხოვეს და გამოართვეს 7 000 აშშ დოლარი.
2017 წლის 27 დეკემბერს, ამირან დ-მ და ქეთევან დ-მ, ზემოაღნიშნულ პირს მოთხოვნილი თანხის ნაწილი, 1 000 აშშ დოლარი გამოართვეს.
2017 წლის 28 დეკემბერს, დაკავებულებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გადასცეს დასკვნა, სადაც მიუთითეს, რომ აღნიშნული ნახატი იყო რიხარდ ზომერის ორიგინალი ნამუშევარი და გამოართვეს ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის დარჩენილი ნაწილი, 6 000 აშშ დოლარი, რა დროსაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს, (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’
ქვეპუნქტით და 25, 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს”, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
ipn.ge
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში დღეს 2,6 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა. ეპიცენტრი მანგლისთან ახლოს იყო. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და ეროვნული სეისმური ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ განაცხადა. მისი თქმით, მიწისძვრას არანაირი ნგრევა არ მოჰყოლია.
"მიწისძვრა დაახლოებით 11:04 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი მანგლისთან არის და მისი მაგნიტუდა 2,6 ბალია. ასეთი მიწისძვრა საქართველოს ტერიტორიაზე ხშირად ხდება, მათი რეგისტრაცია აპარატურის მიერ ხდება და ადამიანი ვერც გრძნობს", - განაცხადა თეა გოდოლაძემ.
ipn,ge
პროკურატურამ 51-ე სკოლასთან მომხდარ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუზუსტა
პროკურატურამ თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ არასრულწლოვნების განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ არასრულწლოვანს - გ.ბ-ს და გ.ჯ-ს ბრალდება დაუზუსტა.
ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ”ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:
”გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, დილის საათებში, ქ.თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებს დ.ნ-ს, დ.ღ-ს და ამავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს ა.ს-ს და თ.ჩ-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის გამოც მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. ა.ს. დახმარებისთვის ნათესავს მ.კ-ს დაუკავშირდა. მ.კ. მეგობრებთან ერთად 51-ე საჯარო სკოლასთან მივიდა. სკოლასთან ასევე შეიკრიბნენ ა.ს-სთან და თ.ჩ-სთან დაპირისპირებული არასრულწლოვნები. დაპირისპირებულმა მხარეებმა ა.ხორავას ქუჩა 4-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გადაინაცვლეს, სადაც მოზარდებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის დროს გ.ბ-მ და გ.ჯ-მ ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწლოვან დ.ს-ს სხეულის სხვადასხვა მიდამოში დანების გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, რის შემდეგაც გ.ბ-მ განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწლოვან ლ.დ-ს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. საავადმყოფოში გარდაიცვალა მეორე დღეს.
დაკავებულ არასრულწლოვნებს გ.ბ-ს და გ.ჯ-ს თავდაპირველად ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, ხოლო გამოძიების მიერ მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე 2017 წლის 27 დეკემბერს ბრალდებულებს ბრალი დაუზუსტდათ. გ.ბ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ასევე ორი ან მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად), ხოლო გ.ჯ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო”, - ნათქვამია განცხადებაში.
ipn.ge
ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ”ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:
”გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, დილის საათებში, ქ.თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებს დ.ნ-ს, დ.ღ-ს და ამავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს ა.ს-ს და თ.ჩ-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის გამოც მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. ა.ს. დახმარებისთვის ნათესავს მ.კ-ს დაუკავშირდა. მ.კ. მეგობრებთან ერთად 51-ე საჯარო სკოლასთან მივიდა. სკოლასთან ასევე შეიკრიბნენ ა.ს-სთან და თ.ჩ-სთან დაპირისპირებული არასრულწლოვნები. დაპირისპირებულმა მხარეებმა ა.ხორავას ქუჩა 4-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გადაინაცვლეს, სადაც მოზარდებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის დროს გ.ბ-მ და გ.ჯ-მ ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწლოვან დ.ს-ს სხეულის სხვადასხვა მიდამოში დანების გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, რის შემდეგაც გ.ბ-მ განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწლოვან ლ.დ-ს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. საავადმყოფოში გარდაიცვალა მეორე დღეს.
დაკავებულ არასრულწლოვნებს გ.ბ-ს და გ.ჯ-ს თავდაპირველად ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, ხოლო გამოძიების მიერ მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე 2017 წლის 27 დეკემბერს ბრალდებულებს ბრალი დაუზუსტდათ. გ.ბ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ასევე ორი ან მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად), ხოლო გ.ჯ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო”, - ნათქვამია განცხადებაში.
ipn.ge
Wednesday, December 27, 2017
როგორ აპირებს სამინისტრო უნივერსიტეტების შემოწმებას (ინტერვიუ მინისტრთან)
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი დღეა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სასწავლებელს ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი აქვს. გახსნის ოფიციალური ღონისძიება დღეს დილით გაიმართა. მას უნივერსიტეტის რექტორი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ასევე სტუდენტები და პროფესორები დაესწრნენ. "მაესტრო" განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს ესაუბრა.
პირველ რიგში დღევანდელი ღონისძიების შესახებ მოგვიყევით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ საერთო საცხოვრებლის გახსნა უნივერსიტეტისთვის?
მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოვრებაში. გაიხსნა თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი 320 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი, რომელსაც ასე ელოდნენ სტუდენტები, განსაკუთრებით რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტები და მინდა ყველა სტუდენტს მივულოცო ამ საერთო საცხოვრებლის გახსნა. ასევე მინდა გითხრათ, რომ მალევე დაიწყება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი პროექტი. ჩვენ უკვე მოლაპარაკებები გვაქვს კერძო სექტორთან, რომლებიც დააფინანსებენ და ააშენებენ კიდევ უფრო დიდ საერთო საცხოვრებელს. ეს იქნება 3 000 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი, რომლითაც ისარგებლებენ არა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, არამედ სხვა უმაღლესი სასწვალებლებისაც, მათ შორის უცხოელი სტუდენტებიც.
წელს უნივერსიტეტს საიუბილეო თარიღი აქვს, 100 წელი უსრულდება და ეს ღონისძიებებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ უმაღლესი სასწავლებლების საერთო კონტექსტში და ამ კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლის განვითარების თვალსაზრისით, რა მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება?
პირველ რიგში, უნივერსიტეტს ვულოცავ 100 წლის იუბილეს, მთელ საქართველოს ვულოცავ ამ ძალიან მნიშვნელოვან თარიღს, რომელსაც 8 თებერვალს რასაკვირველია გრანდიოზულად აღვნიშნავთ და მთელი წელი უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება. ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის მეცნიერების ფესტივალი გაისად მიეძღვნება 100 წლის იუბილეს და ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება. რაც შეეხება ზოგადად უმაღლეს სასწავლებლებს, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სამინისტროს მთავარი საზრუნავი იქნება უმაღლესი სასწავლებლების ხარისხი. აქიდან გამომდინარე უნივერსიტეტების არაგეგმიური შემოწმება დაიწყება ხარისხთან მიმართებაში ავტორიზაციის კუთხით და ის უნივერსიტეტები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ავტორიზაციის სტანდარტებს, ისინი სტუდენტებს ვეღარ მიიღებენ. საქმე ის გახლავთ, რომ სახელმწიფომ სიმართლე უნდა უთხრას ყველა ოჯახს, მშობლებს, აბიტურიენტებს, რომ უნივერსიტეტები, რომლებსაც ავტორიზაცია აქვთ მინიჭებული, მართლაც მაღალი სტანდარტის უნივერსიტეტები უნდა იყოს, სადაც სტუდენტები მაღალი ხარისხის განათლებას მიიღებენ.
ამ თემაზე თქვენ პარლამენტში გამოსვლის დროსაც ილაპარაკეთ. რა შეგიძლიათ თქვათ დღევანდელი მდგომარეობის შესახებ? რადგან ეს შემოწმებები იგეგმება, უნდა ვივარაუდოთ, რომ დღეს ვითარება დამაკმაყოფილებელი არ არის. დღეს როგორია უმაღლესი განათლების ხარისხი?
როგორც მოგახსენეთ, უკვე დაიწყება ფართომასშტაბიანი, არაგეგმიური შემოწმება უნივერსიტეტების ავტორიზაციის კუთხით და ისინი, რომლებიც ამ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებენ, მათ მიეცემათ საშუალება გამოასწორონ სტანდარტი თავიანთ უნივერსიტეტებში, მაგრამ ის უმაღლესები, რომლებიც ამას ვერ შეძლებენ, ეს იქნება საბაბი იმისთვის, რომ მათ სტუდენტების მიღება შეუწყდეთ.
სამინისტროს კიდევ ერთი პრიორიტეტი უდავოდ არის პროფესიული განათლება, ამაზე ბოლო პერიოდში საუბარი მუდმივად არის. საჯარო სივრცეში საინტერესო ტერმინი გაჩნდა "პროფესიული უმაღლესი". რა დატვირთვა აქვს ამ ტერმინს, იქნებ ამის შესახებ გვითხრათ, რატომ ახსენებთ ამ ტერმინს?
ეს ძალიან დიდი საკითხია. პროფესიული განათლება უაღრესად მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის. მოგეხსენებათ, რომ ამ კუთხით ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ფსიქოლოგიური ხასიათისაა. ოჯახების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ შვილებმა აუცილებლად უმაღლესი განათლება უნდა მიიღონ იმისთვის, რომ წარმატებული კარიერი ჰქონდეთ, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ ყველა ოჯახს, ყველა მოქალაქეს დავანახებთ, პროფესიული განათლების პლუსებს და ამ კუთხით მინდა კონკრეტული ინიციატივები გითხრათ. ჩვენ გვსურს, რომ უმაღლესი სასწავლებლების ბაზაზე განვითარდეს პროფესიული კოლეჯები. ზოგადად, ჩვენ დავამკვიდრებთ უმაღლესი პროფესიული განათლების კონცეფციას და სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ იყვნენ უმაღლეს სასწავლებლებში და უმაღლესი სასწავლებლის ბაზაზე არსებულ კოლეჯებში პროფესიულ მომზადება გაიარონ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ჩვენ კერძო კომპანიებთან, კერძო სექტორთან უკვე დაწყებული გვაქვს საკმაოდ აქტიური მოლაპარაკებები, რომ მათ ბაზაზე შეიქმნას პროფესიული კოლეჯები და ეს პირდაპირ არის დაკავშირებული დასაქმებასთან. პროფესიული პროგრამების განვითარების ერთ-ერთი მთავარი ასპექტი სწორედ ის გახლავთ, რომ პროფესიული განათლება პირდაპირ ბმაშია დასაქმებასთან. კურსდამთავრებულები შეძლებენ, რომ ჰქონდეთ სამუშაო. დასაქმების ბაზარზე არის ვაკანსიები და მათ ექნებათ ღირსეული ანაზღაურება.
თქვენ მენტალობის საკითხი ახსენეთ. ამ პრობლემას როგორ შეიძლება ეშველოს, როგორ შეიძლება დღეს ოჯახი დავარწმუნოთ, რომ არ არის ტრაგედია, თუ მისი შვილი პროფესიულ სასწავლებელში წავა? ამ კუთხით რა შეიძლება ვურჩიოთ, მათ შორის მედიასაც, რომ მეტი პოპულარიზაცია მოხდეს პროფესიული განათლების?
რასაკვირველია, აქ მედიის ჩართულობის იმედიც გვაქვს. ჩვენ კონკრეტული მაგალითების ჩვენებით მოვახერხებთ ამას, აქ არის როგორც უცხოეთის მაგალითები, მაგალითად გერმანიის. როგორც მოგეხსენებათ, გერმანიის საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი ბურჯი გახლავთ სწორედ პროფესიული განათლება და საქართველოშიც ჩვენ უკვე გვაქვს, და შეგვიძლია ამით ვიამაყოთ, საკმაოდ მაღალი დონის, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი პროფესიული კოლეჯები, მაგალითად „სპექტრი“ და სხვები. სწორედ კონკრეტული მაგალითების ჩვენებით, კურსდამთავრებულების წარმატებული დასაქმების მაგალითების ჩვენებით ჩვენ შევძლებთ ჩვენი მოსახლეობის დარწმუნებას, რომ პროფესიულ განათლებას საკმაოდ მაღალი წარმატებები მოაქვს.
კარგია, რომ „სპექტრი“ ახსენეთ, მე ამ სასწავლებელში ნამყოფი ვარ და მართლაც შემიძლია ყველას ვურჩიო, მივიდეს, ნახოს. ის მართლაც სამაგალითოა. ასეთი სასწავლებლის არსებობა ნამდვილად მნიშვნელოვანია. ამ წამოწყებაში, რასაც პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ჰქვია, მხარს გიჭერთ...
და ასეთი კოლეჯების რაოდენობა გაიზრდება.
imedinews.ge
გრიგორი კარასინი - მოსკოვი მზად არის თანამშრომლობისთვის და ქართული მხარის ადეკვატური რეაქციის იმედი აქვს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენასა და ქვეყნებს შორის ჰუმანიტარული კავშირების გამყარებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, კავშირების ნორმალიზაციის ტენდენცია რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, „როდესაც მიხეილ სააკაშვილის პარტიამ საპარლამენტო არჩევნები წააგო და ხელისუფლებაში ახალი მთავრობა მოვიდა“. როგორც კარასინმა აღნიშნა, ამის შემდეგ თბილისისა და მოსკოვის საერთო ძალისხმევით, „ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროში ხელშესახები შედეგების მიღწევა და ჰუმანიტარული კავშირების გამყარება გახდა შესაძლებელი”.
„მხოლოდ 2017 წელს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 30%-ზე მეტით გაიზარდა. რუსეთი საქართველოსთვის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი და მისი პროდუქციის, პირველ რიგში ღვინის გასაღების მთავარი ბაზარი გახდა“, - განაცხადა კარასინმა.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მისი თქმით, ახლა „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტის რეკონსტრუქცია იგეგმება, რაც საზღვრის გადალახვას გაამარტივებს.
კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ „მომავალ წელს ამ პოზიტიური ტენდენციების განვითარება მოხერხდება“, და აღნიშნა, რომ „მოსკოვი მზად არის ყოველმხრივი პრაქტიკული თანამშრომლობისთვის“ და „ქართული მხარის ადეკვატური რეაქციის იმედი აქვს“.
ipn.ge
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის მშობელი აცხადებს, რომ მისი შვილი საახალწლო ზეიმზე არ შეუშვეს
ზუგდიდის #15-ე საბავშვო ბაღის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი აცხადებს, რომ მისი შვილი საახალწლო ზეიმზე არ შეუშვეს და ღონისძიებას ჩაკეტილ კარს მიღმა, ჭუჭრუტანიდან ადევნებდა თვალს.
ზუგდიდის #15-ე საბავშვო ბაღის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი აცხადებს, რომ მისი შვილი საახალწლო ზეიმზე არ შეუშვეს და ღონისძიებას ჩაკეტილ კარს მიღმა, ჭუჭრუტანიდან ადევნებდა თვალს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. თეა ანჩაბაძე წერს, რომ მისი შვილი დისკრიმინაციის მსხვერპლია, რადგან თანატოლებთან საახალწლო ზეიმში დასწრების ან მონაწილეობის უფლება არ მიეცა. მისივე ინფორმაციით, ბავშვს კარი ჩაურაზეს. მე მყავს 4 წლის, აუტისტური სპექტრის მქონე გოგონა, რომლისთვისაც ბავშვობის წართმევის უფლებას არავის მივცემ“, - წერს მშობელი.
ქალაქ ზუგდიდის ბაღების გაერთიანების ფსიქოლოგის, თამარ ბებიას განმარტებით, ამ დროს იგი ბაღში იმყოფებოდა, თუმცა კატეგორიულად უარყოფს იმ ფაქტს, რომ ბავშვი ზეიმზე არ შეუშვეს. ის მომხდარს გაუგებრობას უწოდებს. მისი ინფორმაციით, სპეციალური საჭიროებების მქონე სამივე ბავშვი სხვა ღონისძიებას უნდა დასწრებოდნენ.
„ეს ბავშვი გარიყული ნამდვილად არ ყოფილა. მშობელმა გაიგო არასწორად. კარი ჩაკეტილი ნამდვილად იყო და გასაღები როგორც კი ვიპოვე, მე თვითონ გავაღე“, - ამბობს ბებია.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ზუგდიდის მერიაშიც გააკეთეს. მერის მოადგილის, მაიზერ ნანავას თქმით, ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავე დაისჯება. ნანავა უკვე შეხვდა იმ ბავშვის მშობელს, რომელმაც სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ პოსტი გაავრცელა. ნანავამ მისგან მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. მერიაში დაბარებული იყო ბაღის გამგეც.
ipn.ge