Pages

Monday, April 30, 2018

შენობებში თამბაქოს მოხმარების ამკრძალავი წარწერების გამოკვრა სავალდებულოა

თამბაქოს მოხმარების შეზღუდვასთან დაკავშირებით სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებისათვის ძალაში შევიდა ვალდებულებები, რომელიც 1-ელი მაისიდან ამოქმედდა. 

კერძოდ, ნებისმიერი იურიდიული პირი, ორგანიზაციული წარმონაქმნი, მეწარმე სუბიექტი, საჯარო დაწესებულება, მათ შორის, სახელმწიფო ორგანო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია, იმ შენობა-ნაგებობაში ან ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობს, თამბაქოს მოწევის აკრძალვა/შეზღუდვა უზრუნველყოს. 

დაწესებულებამ არ უნდა დაუშვას შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმის განთავსება. 

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

სავალდებულო ხდება შენობის ტერიტორიაზე - ყველა შესასვლელსა და სხვა თვალსაჩინო ადგილზე თამბაქოს მოწევის აკრძალვა/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების განთავსება, შესაბამისი წარწერა და ნიშანი თამბაქოს მოწევის აკრძალვის თაობაზე. 

გარდა ამისა, უნდა განთავსდეს იმ ფიზიკური პირის და დაწესებულების საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა ინფორმაცია, რომელთან დაკავშირებაც იქნება შესაძლებელი თამბაქოს მოხმარების აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში. 
https://www.facebook.com/%E1%83%99%E1%83%A1%E1%83%A3-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-CIU-Multimedia-Centre-1567807070128596/

თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების დაუმტკიცებლობაზე და შენობა-ნაგებობების ტერიტორიაზე ამკრძალავი წესების განუთავსებლობაზე დაწესებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული ქმედების განმეორება - 1 000 ლარიანი ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს. 

დღეიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის საფუძველზეც შენობა-ნაგებობების უმეტესობაში, გამონაკლისის გარდა, თამბაქოს მოწევა აიკრძალა. 
ipn.ge

“უნივერსიტეტებში სასწავლო პროგრამების დაგეგმვა შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით არ ხდება”


“მასწავლებელთა კორპუსის გარკვეული ნაწილი, სხვადასხვა მიზეზების გამო, გადამზადებას არ ექვემდებარება”
2018 წელს ავტორიზაცია/აკრედიტაცია  29 უმაღლესს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და დაახლოებით, 300-მდე მოქმედ პროგრამას უწევს.  სწორედ, შემოწმების შედეგებზეა დამოკიდებული, მოიპოვებს თუ არა უმაღლესი სასწავლო დაწესებულება კონკრეტული პროგრამის სწავლების უფლებას.  აკრედიტაცია/ავტორიზაციის ახალ წელს უნივერსიტეტების ნაწილი უკმაყოფილებით ხვდება, კითხვები კი მას შემდეგ უფრო მეტი გაჩნდა, რაც განათლების მინისტრმა უნივერსიტეტების ნაწილის დახურვის შესახებ დააანონსა.
რას გულისხმობს  უნივერსიტეტების აკრედიტაცია და რამდენად ადეკვატურად ხდება სასწავლო დაწესებულებების შემოწმება, რა ძირითადი პრობლემებია ქართულ უნივერსიტეტებში და რა გამოწვევების წინაშე დგას განათლების სისტემა  – ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, გაზეთი ,,ბანკები და ფინანსები’’, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს თამარ სანიკიძეს ესაუბრა.
– განათლების სამინისტრომ აქტიურად დაიწყო უნივერსიტეტების შემოწმება, მათთვის აკრედიტაციის მინიჭება გაართულა და რამდენიმე უნივერსიტეტს შეუჩერა კიდეც სტატუსი. პირველ რიგში რომ გვითხრათ, კონკრეტულად რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს უნივერსიტეტი, რათა მიიღოს აკრედიტაცია/ავტორიზაცია?
– პირველ რიგში, აუცილებელია, გავმიჯნოთ ორი სახის შეფასება. პირველი არის ინსტიტუციური, რომლის ფარგლებშიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს  ვაფასებთ შვიდი სტანდარტის მიხედვით, მეორე კი არის პროგრამული შეფასება. აქ კი უკვე ვაფასებთ პროგრამას, მის შინაარსს, სტრუქტურას, სწავლების მეთოდებსა და სწავლის შედეგებს.  ინსტიტუციური შეფასება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ის უფრო მეტ რესურსსა და მზაობას მოითხოვს, როგორც შემფასებლის, ასევე შეფასების ობიექტის მხრიდან.
ადრე გვქონდა შეფასების სამი სტანდარტი. ეს იყო: ადამიანური,  პროგრამული და ინფრასტრუქტურული რესურსი. ახალი მიდგომების ფარგლებში კი  უნივერსიტეტის საქმიანობის ყველა კომპონენტს ვაფასებთ. სტანდარტების მიხედვით ფასდება საგანმანათლებლო დაწესებულების მისია,  სტრატეგია, სამოქმედო გეგმა, პერსონალის მართვის მეთოდოლოგია, პროგრამების დაგეგმვის მეთოდოლოგია, სტუდენტთა მხარდამჭერი ღონისძიებები, კვლევა, შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ეფექტიანობა, მატერიალური და ფინანსური რესურსები, საბიბლიოთეკო რესურსები და ამ რესურსებით მიღწეული შედეგები.  ჩვენ ასევე გვაინტერესებს თუ რა ცოდნისა და უნარების მქონეა კურსდამთავრებული. რამდენად მისაღებია ასეთი უნარებით აღჭურვილი ახალგაზრდები კონკრეტული დამსაქმებლისათვის და ზოგადად შრომის ბაზრისთვის. შეფასება, როგორც ვხედავთ, არის კომპლექსური და მეტწილად შედეგზე ორიენტირებული.

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

– რამდენად კომპეტენტურია აკრედიტაციის საბჭო და რამდენად ადეკვატურად ხდება უნივერსიტეტების შემოწმება?  როგორ ხდება საბჭოს წევრების დაკომპლექტება?
– უნივერსიტეტებს აფასებს  ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც ვარჩევთ წინასწარ განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით. დღევანდელი მოთხოვნები განსხვავდება წინა პერიოდის მოთხოვნებისგან. დღეს  კომპეტენციები გაცილებით მაღალი გვჭირდება, რადგან ახალი სტანდარტებით შეფასება არ არის მარტივი. მხოლოდ სიმრავლე სტანდარტებისა არ არის მნიშვნელოვანი, აქ მთავარია შეფასების მეთოდოლოგია.  უწინ თუ ჩვენ დაწესებულებებს ვაფასებდით არსებული რესურსების მიხედვით, დღეს მიღწეული შედეგების მიხედვით ხდება შეფასება. გადავედით შედეგზე ორიენტირებულ შეფასებაზე, რაც თავისთავად ბევრად მაღალ კომპეტენციას მოითხოვს.  ექსპერტების რაოდენობა და მათ მიერ შესასრულებელი სამუშაო დამოკიდებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კატეგორიაზე, სიდიდეზე, პროგრამების, სტუდენტებისა და პერსონალის რაოდენობაზე. შესაბამისად, ჯგუფი შეიძლება იყოს საკმაოდ წარმომადგენლობითი,  რათა მოხდეს სტანდარტით გათვალისწინებული ყველა კომპონენტის დაფარვა. მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტთა ჯგუფში მონაწილეობს სტუდენტი და დამსაქმებელი. ეს არის ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული სახელმძღვანელო პრინციპების მოთხოვნა, რომელიც არის ბოლონიის პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი.  ამ პრინციპების მიხედვით დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი განხორციელება. უნივერსიტეტების შეფასებაში დამსაქმებლის ჩართულობით შემოწმდება, რამდენად არსებობს კავშირი შრომის ბაზარსა და დაწესებულების მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო პროცესს შორის.
აუცილებელია,  რომ სტუდენტის მიერ მიღებული ცოდნა აკმაყოფილებდეს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს. ამ მხრივ, გვაქვს დიდი გამოწვევები. დამსაქმებლები მუდმივად მიგვითითებენ და ამას სხვადასხვა სხვადასხვა კვლევაც გვიჩვენებს, რომ დამსაქმებელი არ არის კმაყოფილი კურსდამთავრებულის უნარებით.
მნიშვნელოვანია, რომ შეფასების პროცესებში ჩართულია საერთაშორისო ექსპერტები. შედეგზე ორიენტირებული შეფასების განხორციელების დიდი გამოცდილება  არსებობს ევროპაში, ამიტომაც ადგილობრივი ექსპერტებისთვის უცხოელ კოლეგებთან ერთად მუშაობა არის ძალიან სასარგებლო, ხოლო დაწესებულებებისათვის დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტების გამორიცხვასთან და შეფასების პროცესის ობიექტურობასთან.

https://www.facebook.com/%E1%83%99%E1%83%A1%E1%83%A3-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-CIU-Multimedia-Centre-1567807070128596/

– ძირითადად რა  პრობლემებია ქართულ უნივერსიტეტებში, რომელ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ ისინი ძირითადად ?  
– ჩვენ 2017  წელს უცხოელ პარტნიორებთან ერთად ჩავატარეთ პილოტური შეფასებები, რის შედეგადაც,  დავინახეთ თუ რა პრობლემასთან გვქონდა საქმე. შევაფასეთ 21 პროგრამა და 4 ინსტიტუცია,  მათ შორის სამედიცინო მიმართულებაც. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები იკვეთება მართვის ნაწილში.  
გარკვეული რესურსები უნივერსიტეტებს გააჩნიათ, მაგრამ მათი არაეფექტიანი მართვა  განაპირობებს იმას, რომ სტუდენტები ვერ იღებენ ხარისხიან სერვისს და, შესაბამისად, უჭირთ პროგრამით გათვალისწინებულ შედეგებზე გასვლა. პრობლემაა ისიც, რომ შრომის ბაზრის მოთხოვნებს აცდენილები ვართ. 
პროგრამების დაგეგმვა არ ხდება შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. სერიოზული სიმწირე გვაქვს ადამიანურ რესურსთან დაკავშირებითაც. რაოდენობა უნივერსიტეტებისა საკმაოდ დიდია საქართველოში, აგრეთვე მრავალფეროვანია პროგრამული მიმართულებები, ხოლო კვალიფიციური კადრი,  რომელიც სჭირდება ასეთი საქმიანობის განხორციელებას, არის საკმაოდ მწირი. შესაბამისი კადრების გარეშე შეუძლებელია ხარისხიან განათლებაზე საუბარი. ხარისხიანი კვლევა არის გამოწვევა რიგი დაწესებულებებისათვის.
მიუხედავად არსებული პრობლემებისა უნდა ითქვას, რომ ყველა მათგანი არის გამოსწორებადი. ამისათვის სჭიროა გარკვეული რესურსების ოპტიმიზაცია და მათი ეფექტიანად გამოყენება. სამუშაო ბევრი გვაქვს.
– არსებული მონაცემებით დაახლოებით რამდენ უნივერსიტეტს ემუქრება დახურვის საფრთხე და რა ბედი ელით მათ ?
– მიუხედავად იმისა,  რომ სტანდარტებით დაწესდა მართლა მაღალი მოთხოვნები,  შევარბილეთ და მოქნილი გავხადეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ჩვენი მიზანია  შეფასებები გახდეს განვითარებაზე ორიენტირებულები. თუ ჩვენ აქამდე გვქონდა შესაძლებლობა,  რომ დაწესებულებებისთვის გვეთქვა კი ან არა, ახლა უკვე ვიყენებთ შეფასების ოთხდონიან სისტემას,  რის მიხედვითაც, დაწესებულებას შეგვიძლია ვუთხრათ – კი, თუ ის აკმაყოფილებ სტანდარტებს ან მეტწილად აკმაყოფილებს ( მივუთითებთ თუ რაზე აქვთ  სამუშაო, რომ დადებითი შედეგი მიიღონ მოკლევადიან პერიოდში); შესაძლოა ვუთხრათ, რომ ნაწილობრივ აკმაყოფილებენ ძირითად მოთხოვნებს. ეს ნიშნავს,  რომ შეიძლება შევზღუდოთ აღნიშნული უნივერსიტეტისთვის სტუდენტთა ახალი ჯგუფის მიღება მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ სამი წლით. ხოლო ისეთ დაწესებულებებში,  სადაც დარღვევები ძალიან ბევრია, თან ისეთ ნაწილში, როგორიც არის პროგრამები და პერსონალი, იძულებული ვართ, რომ ვუთხრათ უარი. ისინი უნდა მოემზადონ და თავიდან უნდა  სცადონ ბედი. ასეთი უნივერსიტეტების სტუდენტებს რა თქმა უნდა, ვთავაზობთ მობილობას, რომლითაც ისინი ხშირად სარგებლობენ. იცვლიან, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებას,  ასევე სასწავლო პროგრამებსაც.
– ქართული უნივერსიტეტების მიერ გაცემული დიპლომები სხვადასხვა ქვეყანაში დაბალი აღიარებით სარგებლობს, გარდა ამისა ქართული უნივერსიტეტების საერთაშორისო უნივერსიტეტების რეიტინგში ფაქტობრივად არასდროს ფიგურირებენ მოწინავე ადგილზე. რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად?
– ჩვენი ქვეყნის დიპლომები აღიარებულია ყველა ქვეყნის მიერ. ჩვენ ვარ ბოლონიის პროცესის წევრი ქვეყანა,  საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ძირითად პარამეტრებს აკმაყოფილებს. მაგალითად სამსაფეხურიანი უმაღლესი განათლება, გვაქვს გარე შეფასების სისტემები,  ამიტომ ჩვენს დიპლომებს აღიარებაზე ზოგადად პრობლემა არ აქვს. 
ამავდროულად ვართ აღიარების საერთაშორისო ქსელში ჩართულები. თუმცა, არის ერთეული შემთხვევები, გარკვეული ქვეყნები, სადაც  შედარებით მეტი მუშაობა გვიწევს. მას შემდეგ, რაც განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი მექანიზმები სრულად დაინერგება, აღიარების პროცესი უფრო გამარტივდება, რადგან სისტემა უფრო სანდო გახდება საერთაშორისო დონეზე. ამ პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი გაწევრიანება ისეთ ორგანიზაციაში, როგორიც არის ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ასოციაცია. ეს პროცესიც დაწყებულია და იმედი გვაქვს წლის ბოლომდე წარმატებით დასრულდება. სწორედ ამ პროცესების ხელშესაწყობად ვახორციელებთ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმას. ეს რეფორმა ასოცირების დღის წესრიგითაც არის გათვალისწინებული და შესაბამისად არის განათლების სტრატეგიული მიზნების ნაწილი.
–  მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის ( ,,PISA”) კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველო საშუალო განათლების დონის მიხედვით ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა, რითია განპირობებული აღნიშნული მდგომარეობა და რა მიზნები აქვს განათლების სამინისტროს ამ საკითხთან დაკავშირებით ?
– ამ კვლევის მიხედვით,  ბოლო ადგილზე ნამდვილად არ ვართ, თუმცა არც იმით ვართ კმაყოფილი,  სადაც ვართ. ჩვენ არ ვიცით წინა წლებში რა ხდებოდა. იმიტომ, რომ დიდი ხნის განმავლობაში  ამ შეფასებებიდან ამოვარდნილი ვიყავით. ამ პერიოდის დინამიკას სამწუხაროდ არ ვიცნობთ. ბოლო შეფასების მიხედვით,   ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი ბევრად გაუმჯობესებულია სხვა ქვეყნების მაჩვენებელთან შედარებით. ამ ინფორმაციას სჭირდება სწორი ანალიზი.  აუცილებელია, რომ სწორად გავიგოთ კვლევის შედეგები, რათა გამოსასწორებელი სამუშაოები მიზანმიმართულად დავგეგმოთ. წინსვლა გვაქვს, თუმცა ეს პოზიციებში დიდად არ გამოიხატება.  სხვა მოწინავე ქვეყნის მაჩვენებლები დიდ პროგრესს არ განიცდიან, თუმცა ლიდერის პოზიციებს მაინც ინარჩუნებენ. ამას სხვადასხვა ჭრილში უნდა შევხედოთ. სამწუხაროდ, მაქსიმალურად სწრაფად ვერ ვვითარდებით,  ბევრი რამ გვაქვს მოსაწესრიგებელი, თუმცა, პოზიტიური ტენდენცია იკვეთება.
უკეთესი შედეგის მისაღწევად სამუშაოა. ამ სამუშაოს შესრულებას სტაბილურობა სჭირდება. სისტემას უფრო განვითარება ესაჭიროება, ვიდრე  მოკლევადიან შედეგების მიღწევაზე ორიენტირებული უხეში ინტერვენციები. ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა არის ძირითადი გამოწვევა.  
შედეგები ქალაქის სკოლებში უკეთესი გვაქვს, ვიდრე სოფლის სკოლებში.  ასევე, მასწავლებელთა კორპუსი თანაბრად განვითარებული არაა. ახალი უნარების შესაძენად კი  ყველა მზად არ არის. მასწავლებელთა კორპუსის გარკვეული ნაწილი სხვადასხვა მიზეზების გამო გადამზადებას არ ექვემდებარება. 
ამ შემთხვევაში აქტუალურია ახალი კონტიგენტის განვითარება თანამედროვე საუნივერსიტეტო პროგრამებით. რაც დაიწყო და იმედს ვიქონიებ, რომ წარმატებით გაგრძელდება. მთავარია კარგად მომზადებული კადრების პროფესიაში შესვლა უზრუნველვყოთ. არატიპიური და არასაკმარისი სასკოლო ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომლის მოგვარებას ყველაზე მეტი ფინანსური რესურსი სჭირდება.  
ესაუბრა ანა ბაჟუნაიშვილი
bfm.ge

ნაბიჯით ახლოს კოსმოსური ტურიზმისკენ - ჯეფ ბეზოსის რაკეტა ახალ სიმაღლეებს იპყრობს


მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ჯეფ ბეზოსის კომპანიამ Blue Origin-მა შაბათს წარმატებით გაუშვა ორბიტაზე და წარმატებითვე დასვა მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა New Shepard-ი. 



https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/
 
როგორც CNBC წერს, რაკეტამ 100 კმ სიმაღლემდე იფრინა. დამაჩქარებლისგან განცალკევდა საპილოტე კაფსულა, რომელშიც იდო მანეკენი სახელად „სქაიუოკერი“. კაფსულამ პარაშუტების დახმარებით რბილი დაშვება განახორციელა. ასევე წარმატებით მოახერხა ვერტიკალური დაშვება დამაჩქარებელმაც. ეს არის ყველაზე მაღალი გაფრენა ამ რაკეტისთვის. მთლიანობაში ფრენის ხანგრძივობამ 10 წუთი შეადგინა.

https://www.facebook.com/%E1%83%99%E1%83%A1%E1%83%A3-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-CIU-Multimedia-Centre-1567807070128596/

საერთო ჯამში, ეს არის New Shepard-ის რიგით მერვე გაფრენა კოსმოსში. კომპანიაში კი იმედს გამოთქვამენ, რომ რაკეტა შეძლებს პირველ 
-0:02
გაფრენას ტურისტებთან ერთად უკვე მიმდინარე წელს.
bpn.ge

30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა


30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა. ქართული არმია დაარსებიდან 27 წლის იუბილეს ზეიმობს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველ მშვიდობისმყოფელებს შეიარაღებული ძალების დღეს ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიულოცავს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი მშვდიობისმყოფელების პირველი მასშტაბური სწავლება გაიმართება.  
საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში. სამხედრო მოსამსახურეებს ქართული არმიის დღეს მიულოცავენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.
წელს ქართული არმია პროფესიულ დღეს სიახლეებით ხვდება. წარმოდგენილი იქნება პირველი ქართული ქვედანაყოფი, რომელიც მაისიდან საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მასშტაბურ წვრთნებს დაიწყებს. გამოფენილი იქნება საქართველოს შეიარაღებაში არსებული ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სამუშაოები დაიწყო

აზიური ფაროსანას  წინააღმდეგ  სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონის სოფლებში წამლობითი ღონისძიებები დღეს 07:00 საათიდან  დაიწყო.
ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით დამუშავდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები აფრთხილებენ მოსახლეობას, არ გამოუშვან ფუტკარი სკებიდან წამლობის დასრულებამდე.
ქიმიურ წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება. მუნიციპალიტეტების მიხედვით მობილიზებული და გადანაწილებულია ტექნიკა. პარალელურად სხვა რეგიონებში მონიტორინგი გრძელდება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია რეკომენდაცია, როგორ უნდა დაიცვათ სახლი აზიური ფაროსანასგან.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

Sunday, April 29, 2018

Deutsche Welle: ევროკავშირმა შესაძლოა საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შეაჩეროს


ევროკავშირმა შესაძლოა საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შეაჩეროს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს და ამის მიზეზად თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის ზრდას ასახელებს. 
"გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნის მაჩვენებელი გაიზარდა. ეს უვიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ მოხდა. მიმდინარე მონაცემებით, მხოლოდ გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების 3-ჯერ მეტი მოთხოვნაა თავშესაფრის მინიჭებაზე, ვიდრე ეს უვიზო რეჟიმის გაუქმებამდე იყო"- წერს Deutsche Welle. 
გერმანული გამოცემის ცნობით, 2017 წლის იანვრიდან მარტამდე (უვიზო რეჟიმის გაუქმებამდე) თავშესაფრის მინიჭებაზე 601 განაცხადი იყო შეტანელი. 2018 წლის ამავე პერიოდში კი- 1771.
უფრო რთული ვითარებაა იტალიაში, საფრანგეთსა და შვედეთში. უვიზო რეჟიმის გაუქმების მოწინააღმდეგეები აღნიშნავენ, რომ მოვლენების სწორედ ამგვარ განვითარებაზე შიშობდნენ.
გამოცემის ცნობით, შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ევროკავშირმა შესაძლოა შეჩერების მექანიზმზე მსჯელობა დაიწყოს.
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემა დღის წესრიგში ევროკომისიის დასკვნის შემდეგ დადგა.
ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან 10 თვის შემდეგ საქართველომ პირველი გაფრთხილება მიიღო. მთავარ გამოწვევად თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა დასახელდა.
2016 წელს თავშესაფრის მისაღებად განაცხადი 625-მა მოქალაქემ შეავსო, 2017 წელს კი მსურველთა რაოდენობა - 1570-მდე გაიზარდა. ქართველებისთვის ყველაზე სასურველ ქვეყნებს შორის შვედეთი და ისლანდია მოხვდა.
პრობლემად ისევ დასახელდა ორგანიზებულ დანაშაულში ქართველების მონაწილეობა. ქურდობა და ყაჩაღობა განსაკუთრებით ხშირია: საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში. ამ ფონზე საქართველოს მთავრობა სანქციების გამკაცრებაზე დაფიქრდა. მთავრობის წევრები მოქალაქეებს ამ მონაპოვრის გაფრთხილებისკენ მოუწოდებენ
საქართველო შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობს. საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოში და რამდენიმე არაწევრ ქვეყანაში შესვლა და 90 დღით გაჩერება, ვიზის გარეშე შეუძლიათ.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

სირიაში სახელისუფლებო ძალების ბაზები დაბომბეს

სირიის სხვადასხვა რაიონში სახელისუფლებო ძალებისა და ირანელი მეამბოხეების სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავადასხმები განხორციელდა. ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება. 
ლონდონში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, თავდასხმების სამიზნე ქალაქ ჰამასთან და აგრეთვე ალეპოს აეროპორტთან მდებარე სამხედრო ბაზები გახდა. შედეგად ათობი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.
სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, სარაკეტო დარტყმები შესაძლოა ისრაელელებმა განახორციელეს. ამ ბრალდებას ისრაელში ჯერ არ გამოხმაურებიან.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

კვირიკაშვილი: დავადასტურეთ, რომ ალიანსის ღირებული და საიმედო პარტნიორი ვართ

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე დამსწრეებს სიტყვით მიმართა.
„2018 წელი ჩვენ გამოვაცხადეთ საყოველთაო ჩართულობისა და დიალოგის წლად. ჩვენი მიზანი გახლავთ, თითოეული მოქალაქე აქტიურად მონაწილეობდეს ქვეყნის განვითარების საქმეში, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკურ პროცესებში. წლევანდელი ფორუმის კონცეფცია გახლავთ „360 გრადუსით კომუნიკაცია“, რაც მთლიანად მიესადაგება როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე ნატო-ს ხედვას, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად მიეწოდოს ფაქტებზე დაფუძნებული, სწორი ინფორმაცია, თუ რატომ არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია ასე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისათვის და მისი მომავლისთვის. მოგეხსენებათ, რომ ნატოში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ და გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ურყევ ნებას. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაშიც კი შევიტანეთ. განსაკუთრებულად უნდა აღვნიშნო, რომ როგორც პრაქტიკული თანამშრომლობის, ისე პოლიტიკური დიალოგის თვალსაზრისით, ასეთი დინამიური და დატვირთული ჩვენი ურთიერთობები ალიანსთან, როგორც ბოლო წლებში იყო და განსაკუთრებით – გასულ წელს, არასოდეს ყოფილა. ჩვენ დავადასტურეთ, რომ ალიანსის ღირებული და საიმედო პარტნიორი ვართ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
დღეს თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი იმართება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

ტაივანში ხანძარს 7 ადამიანი ემსხვერპლა

ტაივანში ფაბრიკაში გაჩენილ ხანძარს 7 ადამიანი, მათ შორის 5 მეხანძრე ემსხვერპლა. ამის შესახებ Firstpost-ი წერს. 
შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ტაოიუანში მოხდა. მეხანძრეები შენობაში მყოფი ადამიანების პოვნას ცდილობდნენ, თუმცა გამოსვლა ვერ მოახერხეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/