Pages

Wednesday, April 24, 2019

ფრანგი ეპისკოპოსი ქართველების შესახებ

"აღმოსავლეთში არის კიდევ ერთი ქრისტიანი ხალხი. ეს ერი არის მეტად მებრძოლი ომში, მამაცი, ძლიერი აღნაგობის და ძლევამოსილი. ამ ერს ჰყავს ურიცხვი მეომარი და შიშის ზარს სცემს მუსლიმებს. თავიანთი თავდასხმებით ხშირად დიდ ზიანს აყენებენ სპარსელებს, მიდიელებს და ასურელებს, რომელთა მოსაზღვრე მხარეებშიც სახლობენ - ურწმუნო ხალხებით გარშემორტყმულნი.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


ამ ხალხს გეორგიანებს უწოდებენ, ვინაიდან განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობიან და ეთაყვანებიან წმინდა გიორგის. თავიანთ მფარველად და მედროშედ მიაჩნიათ იგი ურწმუნოთა წინაარმდეგ ბრძოლებში და ყველა სხვა წმინდანზე მეტად სცემენ პატივს.

უფლის საფლავის მოსალოცად მომავალნი, დროშებგასლილნი შემოდიან წმინდა ქალაქში (იერუსალიმში), და ბაჟს არავის უხდიან. მუსლიმები წყენინებას ვერ უბედავენ, რადგან სახლში დაბრუნებულებს შეუძლიათ შური იძიონ თავიანთ მეზობელ სხვა მუსლიმებზე. ქართველებს თმა და წვერი ერთ წყრთამდე აქვთ მოზრდილი და თავზე ქუდები ახურავთ."
.

💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ეპისკოპოსი ჟაკ დე ვიტრი (ვიტრიუსი). 1180-1244 წწ.
intermedia.ge

პროკურატურა ჯიბღაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებ

საქართველოს პროკურატურა ლევან ჯიბღაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა განმარტავს დადგენილ პრაქტიკას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით.
როდესაც პირს წარდგენილი აქვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1, 2 ან 3 ნაწილით, არ არის ნასამართლევი, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და სახეზე არ არის ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი, პროკურატურა, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით. აღნიშნული პრაქტიკა, პროკურატურის მიერ გამოიყენება ყველა იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული პირი აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს.
რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას და გასაღებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 4, 5 ან 6 ნაწილს, როდესაც საქმეში მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი ან  პირს აღმოაჩნდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, საქართველოს პროკურატურა, ასევე დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით", - წერია განცხადებაში.
ექსპერიზით დადგინდა, რომ მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილიდან 0,5659გ კოკაინი, 0,1921გ ექსტაზი(MDMA) ამოიღეს.
პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიებად 15 000 ლარის გირაო მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ჯიბღაშვილს 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
მსახიობსა და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით წაუყენეს. ეს მუხლი საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების I ან II სიაში შეტანილი დიდი ოდენობით ფსიქოაქტიური ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.
ამ დანაშაულის ჩადენა შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თანამშრომლობისთვის მზადაა.
imedinews.ge

საქართველოში სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრი ივიცა დაჩიჩი ესტუმრა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია. ივიცა დაჩიჩს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ უმასპინძლა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ვიზიტის ფარგლებში სერბი კოლეგა შეხვედრებს გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან.
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ერთობლივ დეკლარაციას, ასევე ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სერბეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს შორის.

თბილისში მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული 2 მაისს დაიწყება

თბილისში მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული 2-დან 6 მაისის ჩათვლით გაიმართება.
ხუთი დღის განმავლობაში ჩვენებას 46 დიზაინერი გამართავს. ისინი 2019-20 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს წარადგენენ. ღონისძიებას ცნობილი რედაქტორები, კრიტიკოსები და მყიდველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაესწრებიან. 
თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ჩვენებების განრიგი კვირეულის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"ყველა მათგანი მდიდარი ოჯახიდან არის, კარგი განათლებით" - ვინ იყვნენ თავდამსხმელები, რომლებმაც 359 ადამიანი მოკლე

თვით­მკვლე­ლი ტე­რო­რის­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც შრი-ლან­კა­ში კა­თო­ლი­კურ აღ­დგო­მას აფეთ­ქე­ბე­ბის სე­რია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, მდი­და­რი ოჯა­ხე­ბი­დან იყ­ვნენ. CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ შრი-ლან­კის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა რუ­ვან ვი­ჯე­ვარ­დე­ნემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

თავ­დამ­სხმე­ლებს, ამას­თან, კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­დათ მი­ღე­ბუ­ლი, ერთ-ერთი მათ­გა­ნი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში სწავ­ლობ­და.
„მათი უმე­ტე­სო­ბა გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, სა­შუ­ა­ლო და მა­ღა­ლი ფე­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. ისი­ნი ფი­ნან­სუ­რად და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი არი­ან და ოჯა­ხებ­საც სტა­ბი­ლუ­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვთ,“ - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მი­სი­ვე თქმით, ერთ-ერ­თმა თავ­დამ­სხმელ­მა გა­ნათ­ლე­ბა ბრი­ტა­ნეთ­ში მი­ი­ღო და სა­ვა­რა­უ­დოდ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­მა­გის­ტრო კურ­სი ავ­სტრა­ლი­ა­ში გა­ი­ა­რა.
აფეთ­ქე­ბებ­თან კავ­ში­რის გამო და­ახ­ლო­ე­ბით 60 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. 32 მათ­გა­ნის საქ­მეს კრი­მი­ნა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტი იძი­ებს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი შრი-ლან­კე­ლია.
ამას­თან, ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რო­გორ შე­დის ზურგჩან­თი­ა­ნი ტე­რო­რის­ტი ეკ­ლე­სი­ა­ში. რამ­დე­ნი­მე წამ­ში კი ტა­ძარ­ში ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა მოხ­და.
შრი-ლან­კა­ში ტე­რაქ­ტე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 359-მდე გა­ი­ზარ­და.
ambebi.ge

კახა კალაძე: ვაჟა-ფშაველას გამზირზე შეფერხებული მოძრაობის პრობლემა მოგვარდება

ვაჟა-ფშაველას გამზირზე შეფერხებულ მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემა უახლოეს დღეებში მოგვარდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
ქალაქის მერის თქმით, ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე მეტროს შახტთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ტერიტორია რკინის ჯებირებითაა შემოღობილი, რაც ავტომობილებისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას ხელს უშლის.  
"ჩემი თხოვნა იქნება, რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს ეს პრობლემა. როგორც ვიცი, თანხა უკვე გამოყოფილი გაქვთ, დაახლოებით მილიონამდე ჯდება ამ პროექტის განხორციელება, ეს არის მეტროს გამნიავებელი, შესაბამისად ისე გავაკეთოთ, რომ ავტოსაგზაო მოძრაობას ხელი არ შეეშალოს და ფეხით მოსიარულეთათვის პრობლემა არ იყოს გადაადგილება. მინდა ვუთხრა საბურთალოს მოსახლეობას და იმ ადამიანებს, ვინც ამ გზით მოძრაობს, რომ ეს პრობლემა მოგვარდება", - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის ინფორმაციით, პრობლემის მოსაგვარებლად ტენდერი უკვე გამოცხადებულია და გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

აღდგომას მეტრო და ავტობუსები უფასო იქნება

აღდგომის ღამეს მეტრო 23:00-დან დილის 04:00-მდე უფასო იქნება. ამის შესახებ სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა განაცხადა. მამუკა მუმლაძემ სადღესასწაულო დღეებში ავტობუსების მუშაობის საკითხზეც ისაუბრა.
"აღდომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილის ღამის 23 საათიდან 28 აპრილის 4 საათამდე მეტროს მომსახურება იქნება უფასო, ასევე გახანგრძლივდება სამუშაო დღე 4 საათამდე. რაც შეეხება ავტობუსებს, შემუშავდა 8 დამატებითი მარშრუტი, რომელიც მეტროს სადგურებიდან სასაფლაოების მიმართულებით იმოძრავებს. ეს მეტროს სადგურებია: ვარკეთილი, დიდუბე, სადგურის მოედანი, მარჯანიშვილი, სარაჯიშვილი. ასევე, აფრიკის მიმდებარე ტერიტორიიდან დასახლებას მოემსახურება სასაფლაოების მმართულებით ავტობუსები. სულ 8 მარშრუტია. 28 აპრილს დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე იმუშავებს 60 ერთეულამდე ავტობუსი და 29 აპრილს 80 ერთეულამდე. 28-29 აპრილს მგზავრობა იქნება უფასო", - განაცხადა მამუკა მუმლაძემ.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

პანკისში პოლიციის დროებით საგუშაგოს ამონტაჟებენ

პანკისში სოფელ ძიბახევში პოლიციის დროებითი საგუშაგოს მონტაჟი მიმდინარეობს. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც 21 აპრილს მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ადგილზე მეოთხე დღეა რჩება დაცვის 50-მდე პოლიციელი. ისინი 24-საათიანი რეჟიმით პოლიციურ კონტროლს ახორციელებენ. მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი ყვითელი ლენტით ისევ შემოსაზღვრულია.
ადგილზე რჩება სამშენებლო კომპანია "ფერის" კუთვნილებაში არსებული ტრაქტორი, რომელიც დაპირისპირების დღეს მოსახლეობამ ცეცხლი წაუკიდა.
21 აპრილს პანკისის ხეობაში მოქალაქეებმა ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. პროტესტს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. პანკისში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სამედიცინო დახმარება სულ 55 ადამიანს დასჭირდა, მათ შორის 38 სამართალდამცველი და 17 ადგილობრივი იყო.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

Tuesday, April 23, 2019

"ის არ უარყოფდა, რომ ხელჩანთა სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებებით, მისი ავტომობილიდან ამოიღეს" - ლევან ჯიბღაშვილს ბრალი წაუყენეს

მცხე­თის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვილს ბრა­ლი ცოტა ხნის წინ წა­უ­ყე­ნეს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


და­კა­ვე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბის ად­ვო­კატ­მა, ამი­რან გი­გუ­აშ­ვილ­მა მცხე­თის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში შეს­ვლამ­დე გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ ექ­სპერ­ტი­ზით და­დას­ტურ­და, რომ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა, თუმ­ცა, ოდე­ნო­ბა ამ ეტა­პის­თვის მის­თვის ცნო­ბი­ლი არ არის.
🙏 საქართველოს საპატრიარქო
რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი არ უარ­ყოფს, რომ ხელ­ჩან­თა, რო­მელ­შიც სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი იყო, მისი კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან ამო­ი­ღეს.

💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
"და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბას მას შემ­დეგ მი­ვაწ­ვდით, რაც ბრა­ლის ფორ­მუ­ლი­რე­ბას გა­ვეც­ნო­ბით.
ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი მისი შე­მოწ­მე­ბის პრო­ცე­სი­დან მო­ცე­მულ მო­მენ­ტამ­დე თა­ნამ­შრომ­ლობს გა­მო­ძი­ე­ბას­თან იმი­სათ­ვის, რომ ამ სა­კი­თხის ირ­გვლივ ყვე­ლა ნი­უ­ან­სი დად­გინ­დეს. ის არას­დროს უარ­ყოფ­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ხელ­ჩან­თა, რო­მელ­შიც სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი იყო, მისი ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან ამო­ი­ღეს.
თუ ვის ეკუთ­ვნო­და, რა­ტომ იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი ხელ­ჩან­თა მის ავ­ტო­მო­ბილ­ში, ან რა­ტომ აღ­მოჩ­ნდა, ამის შე­სა­ხებ გა­მო­ძი­ე­ბას და­კი­თხვის პრო­ცეს­ში მი­ვაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას", - გა­ნა­ცხა­და გი­გუ­აშ­ვილ­მა.
ის უარ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს, ამო­ღე­ბუ­ლი ხელ­ჩან­თა ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლის მე­გობ­რის იყო. "ეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, სი­მარ­თლე იქ­ნე­ბა ის, რა­საც მე გან­ვა­ცხა­დებ", - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.
ambebi.ge

ევროკავშირი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბიომეტრიულ მონაცემთა ბაზას შექმნის

ევროპარლამენტმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიომეტრიული მონაცემთა ბაზის შექმნას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას BusinessInsider-ი ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

გამოცემის ცნობით, ბიომეტრიულ მონაცემთა ბაზის შექმნის მიზანს ტერორისტებისა და არალეგალი მიგრანტების იდენტიფიცირების გამარტივება წარმოადგენს.
ახალი ბაზა ევროკავშირის აქამდე არსებულ ყველა მონაცემთა სისტემას გააერთიანებს. მასში ევროკავშირის 350 მილიონი მოქალაქისა და არამოქალაქის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, მათ შორის პასპორტის ნომერი და დაბადების თარიღი შევა. 
სიახლე უსაფრთხოების თვალსაზრისით, ოფიციალურ წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს თითის ანაბეჭდი და სხვა ბიომეტრიული ინფორმაცია ბაზებში ერთმანეთს შეადარონ და ნახონ, არის თუ არა კონკრეტული პირი სხვადასხვა ბაზაში განსხვავებული იდენტობით დარეგისტრირებული. 
ევროპარლამენტის განცხადებით, ახალი ბაზა ადამიანთა საიდენტიფიკაციო ინფორმაციის ერთი ადგილიდან მოპოვების საშუალებას იძლევა, რაც აღნიშნულ პროცესს ამარტივებს. 
მსგავსი საერთო მონაცემთა ბაზები აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და ინდოეთს აქვს. ამ ბაზებში მათ ქვეყნებში მცხოვრები მოქალაქეების ბიომეტრიული მონაცემებია შესული. 
imediews.ge

ვეტერანთა სამსახური წიგნის გამოსაცემად მოქალაქეებს ფრონტიდან გამოგზავნილ წერილებს სთხოვს

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 101 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აგრძელებს პროექტს „წერილები ფრონტიდან’’.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ვეტერანთა სამსახურის ცნობით, უწყება მოქალაქეებს სთხოვს რომ მიაწოდონ ოჯახებში შემორჩენილი ის წერილები, მისალოცი ბარათები და ფოტოები, რომლებშიც აღწერილია ომის ამბები. 
"ეს წერილები, თუ ბარათები, ყველაზე ნათლად გადმოსცემენ ჯარისკაცის ემოციებს, ომში განცდილ ტკივილს, თუ სიხარულს, ოჯახის, საყვარელი ადამიანების მონატრებასა თუ თანამებრძოლების ცხოვრებას ფრონტის წინა ხაზზე.
მივიღებთ, როგორც ამ წერილებისა თუ ბარათების დედნებს, ასევე ასლებს მათი ავტორების ფოტოებთან ერთად. ვგეგმავთ, რომ შეგროვებული მასალა ერთ წიგნად გამოვცეთ სახელწოდებით: ’’ წერილები ფრონტიდან’’. ასევე, სურვილი გვაქვს, ეს წერილები წარმოდგენილი იყოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მოწყობილ მუდმივმოქმედ ფოტოგამოფენაზე", - წერია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში.
მასალების მიღება 24 მაისამდე გაგრძელდება.
imedinews.ge

საქართველოში ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს – ეროვნული კვლევა

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) დახმარებით 2018 წელს ჩატარდა ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად მასშტაბური კვლევა. ამ კვლევის მიხედვით, სისხლში ტყვიის შემცველობის მომატება ბავშვების 41%-ში დაფიქსირდა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ-ის (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს.
საქართველოს რეგიონების მიხედვით განსხვავდება ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის მონაცემები. ამ კუთხით ყველაზე ცუდი მდგომარეობა აჭარაშია. ნახეთ დეტალურად:
დააავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, რომელიც შინამეურნეობების ყველაზე დიდი კვლევაა მსოფლიოში, პირველად ჩატარდა ტყვიის კომპონენტის კვლევა. ტყვიის დონის განსასაზღვრად ვენური სისხლის სინჯები შეგროვდა 2-7 წლის 1 578 ბავშვისგან საქართველოს მასშტაბით. ბავშვების კვლევაში ჩართვა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში (ISS), რომელიც წარმოადგენს ევროპის წამყვან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტს. ტყვიის შემცველობაზე სისხლის ნიმუშის კვლევისას გამოყენებული იყო ინდუქციურად შეწყვილებული პლაზმის მასსპექტრომეტრი (ICP MS), რაც  წარმოადგენს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ ერთ-ერთ საუკეთესო სტანდარტს.
როგორც დააავდებათა კონტროლის ცენტრი აცხადებს, ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში არ არის დადგენილი. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციების შესაბამისად, სხვადასხვა მასშტაბის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს.
“გაეროს ბავშვთა ფონდი, ცხრა დონორ ორგანიზაციასთან ერთად, დაეხმარა საქართველოს მთავრობას, კერძოდ,სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა  და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, კვლევის ჩატარებაში, რომლის მიზანიც პრობლემის მასშტაბების განსაზღვრა იყო”, –  განაცხადა გოტფრიდ ჰანემ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ. მისივე თქმით, “ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მიერ პრობლემის მიმართ გამოჩენილ ყურადღებას და მთავრობის მზაობას, შეიმუშაოს რეაგირების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიები და ღონისძიებები. შემდეგი ნაბიჯი ტყვიის ზემოქმედების წყაროების კვლევა უნდა იყოს”. გოტფრიდ ჰანეს კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.
დააავდებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ უკვე გადადგმულია შემდეგი ნაბიჯები:
  • 2018 წლის 29 დეკემბერს დამტკიცდა გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული გეგმა (NEHAP);
  • 2019 წლის 19 აპრილს გამოიცა საქართველოს მთავრობის განკარგულება „ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის ღონისძიებების შესახებ“;
  • მომზადებულია ცვლილება „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ტყვიის კომპონენტის გათვალისწინებით;
  • დამტკიცდა ბავშვებში ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის კლინიკური პროტოკოლი;
  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, იაშვილის ბავშთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი-პედიატრებისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ შესწავლილ იქნა იმ 16 ბავშვის ოჯახი, რომელთა სისხლშიც ტყვიის დონე აღემატებოდა 30 მკგ/დლ-ს და დაიგეგმა შესაბამისი ინტერვენციები.
სახელმწიფო უწყება ირწმუნება, რომ მთავრობა მუშაობს ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების აღმოფხვრის ყოვლისმომცველ სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს ტყვიით დაბინძურების წყაროების კვლევას; მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ღონისძიებებს ტყვიით დაბინძურებული ადგილების განეიტრალების, იზოლაციისა და მართვის მიზნით;  საბაზრო მიმოქცევაში ტყვიით დაბინძურებული პროდუქტების მოხვედრის პრევენციას და საზოგადოების ინფორმირებისკენ მიმართულ საინფორმაციო კამპანიებს.
მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა საქართველოში ჩაატარა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (ISS) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. კვლევას მხარდაჭერას ასევე უზრუნველყოფდნენ: შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD), შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SDC), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია  (WHO) და მსოფლიო ბანკი.
netgazeti.ge

როგორი ამინდი იქნება აღდგომას - ვრცელი პროგნოზი მთელი საქართველოსთვის

აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულ­ზე, 28 აპ­რილს სა­ქარ­თვე­ლო­ში უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის პროგ­ნო­ზით, 23-24 აპ­რი­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა მო­ი­მა­ტებს. ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლო­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 28 აპ­რი­ლის, აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლის ჩათ­ვლით, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ხოლო აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში ღა­მი­სა და სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ხან­მოკ­ლე წვი­მა და ელ­ჭე­ქი.
უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში 24 აპ­რი­ლი­დან 28 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით, უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. 26-28 აპ­რილს ტემ­პე­რა­ტუ­რა გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ი­მა­ტებს და შე­საძ­ლე­ბე­ლია, ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში 26-28 გარ­დუსს შო­რის მერ­ყე­ობ­დეს. აგ­რეთ­ვე, 27-28 აპ­რილს კოლ­ხე­თის დაბ­ლობ­ში გაძ­ლი­ერ­დე­ბა აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ქარი.
რაც შე­ე­ხე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს, ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბა აქ 23 აპ­რი­ლი­დან არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რაც 28 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა აღ­დგო­მის დღეს, 22-24 გრა­დუ­სამ­დე მი­აღ­წევს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 26-27-28 აპ­რილს ღა­მი­სა და სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია, ხან­მოკ­ლე წვი­მა და ელ­ჭე­ქი აღი­ნიშ­ნოს.
სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 23 აპ­რილს დი­ლის სა­ა­თებ­ში თბი­ლის­ში ღრუბ­ლი­ა­ნი ამინ­დი და სუს­ტი წვი­მა და­ფიქ­სირ­დე­ბა, თუმ­ცა დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გა­მო­ი­და­რებს და ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა 28 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.
imedinews.ge

რომში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

იტალიური მედიის ცნობით, რომში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. დაპირისპირება პიაცა დე ჩინკესენტოს მოედანზე, ავტობუსში მოხდა. წარმოშობით მაროკოელი კაცი 44 წლის ქართველს დანით თავს დაესხა და ყელის არეში დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში ავტობუსის მძღოლმა გადაიყვანა.
საქართველოს მოქალაქეს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა.
იტალიური გამოცემა წერს, რომ ორი ადამიანი ერთმანეთს არ იცნობდა და სავარაუდოდ ორივე ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

კვლევა: ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობამ მოიმატა

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობოს დასადგენად ჩატარებული მასშტაბური ეროვნული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.  
კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, რომელიც შინამეურნეობების ყველაზე დიდი კვლევაა მსოფლიოში, პირველად ჩატარდა ტყვიის კომპონენტის კვლევა. ტყვიის დონის განსასაზღვრად, ვენური სისხლის სინჯები შეგროვდა 2-7 წლის 1578 ბავშვისგან საქართველოს მასშტაბით. ბავშვების კვლევაში ჩართვა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში (ISS), რომელიც წარმოადგენს ევროპის წამყვან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტს.
ტყვიის შემცველობაზე სისხლის ნიმუშის კვლევისას გამოყენებული იყო ინდუქციურად შეწყვილებული პლაზმის მას-სპექტრომეტრი (ICP MS), რაც წარმოადგენს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ ერთ-ერთ საუკეთესო სტანდარტს. ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში არ არის დადგენილი. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციების შესაბამისად, სხვადასხვა მასშტაბის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს.
„გაეროს ბავშვთა ფონდი, ცხრა დონორ ორგანიზაციასთან ერთად, დაეხმარა საქართველოს მთავრობას, კერძოდ, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, კვლევის ჩატარებაში, რომლიც მიზანიც პრობლემის მასშტაბების განსაზღვრა იყო. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მიერ პრობლემის მიმართ გამოჩენილ ყურადღებას და მთავრობის მზაობას, შეიმუშაოს რეაგირების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიები და ღონისძიებები. შემდეგი ნაბიჯი ტყვიის ზემოქმედების წყაროების კვლევა უნდა იყოს“, - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ გოტფრიდ ჰანემ.
ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ უკვე გადაგმულია პირველი პრაქტიკული ნაბიჯები: 2018 წლის 29 დეკემბერს დამტკიცდა გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული გეგმა (NEHAP); 2019 წლის 19 აპრილს გამოიცა საქართველოს მთავრობის განკარგულება „ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის ღონისძიებების შესახებ“; მომზადებულია ცვლილება „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ტყვიის კომპონენტის გათვალისწინებით; დამტკიცდა ბავშვებში ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის კლინიკური პროტოკოლი; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის, იაშვილის ბავშთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი-პედიატრებისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ შესწავლილ იქნა იმ 16 ბავშვის ოჯახი, რომელთა სისხლშიც ტყვიის დონე აღემატებოდა 30 მკგ/დლ-ს და დაიგეგმა შესაბამისი ინტერვენციები.
მთავრობა მუშაობს ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების აღმოფხვრის ყოვლისმომცველი სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს ტყვიით დაბინძურების წყაროების კვლევას; მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ღონისძიებებს ტყვიით დაბინძურებული ადგილების განეიტრალების, იზოლაციისა და მართვის მიზნით; საბაზრო მიმოქცევაში ტყვიით დაბინძურებული პროდუქტების მოხვედრის პრევენციას და საზოგადოების ინფორმირებისკენ მიმართულ საინფორმაციო კამპანიებს.
მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა საქართველოში ჩაატარა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (ISS) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. კვლევას მხარდაჭერას ასევე უზრუნველყოფდნენ: შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD), შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SDC), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) და მსოფლიო ბანკი.
imedinews.ge

ბათუმიდან ვარშავაში ზაფხულში პირდაპირი ავიარეისები შესრულდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელების ნებართვა გასცა.
ვარშავა-ბათუმი-ვარშავას საჰაერო ხაზზე ფრენები 4 ივნისიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში შესრულდება.
ფრენები ყოველ ოთხშაბათს, Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. სულ, ჩარტერული ავიაკომპანიის მიერ 18 რეისის შესრულებაა დაგეგმილი.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

Monday, April 22, 2019

ვანგა- "დადგება დღე და კიბო რკინის მარწუხებში მოექცევა!"

ადამიანის ჯანმრთელობას, დიაგნოზსა და სხვადასხვა დაავადებათა მკურნალობას ვანგას მოღვაწეობაში დიდი ადგილი უჭირავს. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მას მიაჩნია, რომ თითქმის ყველა დაავადების მკურნალობა ბალახებით არის შესაძლებელი. ვანგა ირწმუნება, რომ არც ისე შორსაა ის დღე,
 როცა ადამიანები საშინელ სნეულებას "კიბოს" მოიცილებენ, რადგან მის წინააღმდეგაც მოინახება წამალი. "დადგება დღე და კიბო რკინის მარწუხებში მოექცევა!"-წინასწარმეტყველებს ვანგა.
ნათელმხილველის აზრით, კიბოს განსაკურნებელ წამალში აუცილებლად უნდა შედიოდეს რკინა, რადგან ამ დაავადებისას სწორედ ეს ელემენტი კლებულობს ადამიანის ორგანიზმში. ვანგა დარწმუნებულია, რომ სამომავლოდ სხვა, ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან წამალსაც აღმოაჩენენ.
intermedia.ge

ნასვამი ბრიტანელი შეცდომით ტაქსით სხვა საგრაფოში ჩავიდა

ლონდონში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ქალმა სახლამდე ტაქსი გამოიძახა, მაგრამ მისამართის შეცვლა დაავიწყდა და სხვა საგრაფოში გაემგზავრა. The Sun-ის ინფორმაციით, როდესაც ქალმა შეცდომა გაიაზრა, მას უკვე 321 კილომეტრი ჰქონდა გავლილი.
25 წლის ჰელენ დრაიდენმა ლონდონიდან 43 კილომეტრში მდებარე ქალაქ გილფორდამდე ბოლო მატარებელს ვერ მიუსწრო და ტაქსის გამოძახება გადაწყვიტა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის გამო მას მანქანაში ჩაეძინა და დაავიწყდა, რომ აპლიკაციაში საცხოვრებელ მისამართად ლონდონიდან 454 კილომეტრში მდებარე ნიუკასლი (თაინ-ენდ-უირის საგრაფო) ჰქონდა მითითებული, სადაც მისი უნივერსიტეტი მდებარეობდა.
დრაიდენი საკუთარ შეცდომას მაშინ მიხვდა, როდესაც მძღოლმა დააზუსტა, დარწმუნებული იყო თუ არა ის, რომ ნამდვილად ნიუკასლში წასვლა სურდა. მას შემდეგ რაც ქალმა ტაქსის მძღოლს სიტუაცია აუხსნა, ის ნიუკასლამდე 120 კილომეტრში მობრუნდა და ჰელენ დრაიდენი გილფორდში წაიყვანა.
მგზავრობის საფასურმა 275 გირვანქა შეაგდინა. ჰელენს საკრედიტო ბარათზე საკმარისი თანხა არ აქვს და უცნობია, როგორ შეძლებენ კომპანია Uber-ის წარმომადგენლები შექმნილი სიტუაციის გადაჭრას.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს. ეს ინფორმაცია imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 
უწყების ცნობით, ჯიბღაშვილი გუშინ დააკავეს. გამოძიება 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში