Friday, September 18, 2015

პირველკლასელები საჯარო სკოლაში ასაკის გამო ვერ შევლენ და მობილობის პრობლემაც შეექმნებათ


როგორც ცნობილია, კანონის მოქმედი და ახალი რეგულაციით, პირველკლასელები მხოლოდ ის ბავშვები გახდნენ, ვისაც 6 წელი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, 14 სექტემბრამდე შეუსრულდათ. ბავშვებს, რომლებიც საჯარო სკოლაში ასაკის გამო ვერ მოხვდნენ, კერძო სკოლებში სწავლის გაგრძელების  შესაძლებლობა მიეცათ.
პირველკლასელების კერძო სკოლიდან საჯარო სკოლაში გადაყვანა შესაძლებელი არ იქნება, როგორც საქარველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნულ რეგულაციაზე სამინიტროს შესაბამისი სამსახური უკვე მუშაობს და საკითხზე დამატებითი დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
რეგულაციის დაზუსტება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც გაირკვა, რომ იმ პირველკლასელთა მშობლები, რომლებმაც ასაკობრივი შეზღუდვის გამო შვილები კერძო სკოლაში მიიყვანეს, ერთი ან ორი სემესტრის გასვლის შემდეგ ბავშვის ისევ საჯარო სკოლაში გადაყვანას გეგმავდნენ. ეს კი კანონმდებლობით ან რაიმე რეგულაციით აქამდე შეზღუდული არ ყოფილა.

მარიამ ჰედუ@ შამილაძე

განათლების სახლის ჟურნალისტი

No comments:

Post a Comment