თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის კმ80–კმ136 მონაკვეთზე (მლეთა–რუსეთის საზღვარი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თვისუფალია.
დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ70–კმ188 (ხაიში–უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ117 გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ზამთრის პერიოდის დადგომასთან დაკავშირებით შეგახსენებთ, რომ საავტომობილო გზებზე დიდთოვლობის ან ლიპყინულის დროს უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია: დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებული რეჟიმების მოთხოვნებს; გამოიყენოთ ზამთრის შესაბამისი საბურავები და თან იქონიოთ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები.
No comments:
Post a Comment