Pages

Sunday, November 15, 2015

მუქარის წერილი

ISIS-ის ბოევიკი, ბათუმელი რადიკალი მუსლიმი 27 წლის თამაზ ჭაღალიძე, იგივე აჰმედ ჭაღალიძე, რომელიც სირიაში და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს, საქართველოს ყოფილი და ახალი მთავრობის წევრებს, ასევე სამღვდელოებას მუქარის წერილით მიმართავს.

მუქარის წერილს, რომელიც ჭაღალიძემ "ოდნოკლასნიკებში" გაავრცელა, "არგუმენტი.ჯი" აქვეყნებს:

„ყურადღება! საქართველოს ქააფირებს მივმართავ ვინც ისლამისა და მუსლიმანების წინააღმდეგ რამე ჩაიდინეთ ნატო-ს მისიებით ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში, თუ საქართველოში ლაფანყურში, პანკისში, გურიაში, აჭარაში, ჯავახეთსა თუ სხვა რეგიონებში, ყველა ფაქტი გვახსოვს და ყველა მონაწილის სახელი და გვარი ვიცით. ვიცით ყველა კაკებეშნიკი ვინც ჩვენს ძმებს შეურაცხყოფას აყენებს.

ვიცით ყველა თქვენი ნამოქმედარი. ამ ყველაფერზე პასუხს აგებთ თქვენი ბინძური ქააფირი სისხლით. გაფრთხილებთ კიდევ ერთხელ! არ გაბედოთ, რომელიმე მუსლიმ ძმაზე ხელის აღმართვა ან, რომელიმე მეჩეთზე, ან ნებისმიერ თემაზე, სადაც ისლამი ურევია, თორე ერთ დღეს, რომ საქართველოში შავი დროშები აფრიალდება, გასაქცევს მოძებნით.

გპირდებით დაჩოქილ ვედრებას დაგაწყებინებთ ტელევიზიით. გაჩენას ინანებთ, თქვე, ვირთხებო თქვენა. საპატრიარქოს აჭარლების და აჭარის პრობლემებისთვის ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, რომ თქვე ანაფორიანო ვირთხებო ინატრებთ, რომ ქვეწარმავლად გავჩენილიყავითო.

ვფიცავ ალლაჰს, მწარედ ინანებთ თქვენი ბინძური სისხლით პასუხს აგებთ ყველა ქააფირი. ერთი შანსი აქვთ მოქალაქეებს, ისლამი აღიარონ და ხალიფატს დაემორჩილონ“, – წერს თამაზ ჭაღალიძე.
 fmabkhazia.com

No comments:

Post a Comment