Pages

Wednesday, November 25, 2015

რა შეიცვლება გეოგრაფიის გამოცდაზე ეროვნული გამოცდების ელექტრონულად ჩაბარებისას

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელ დავით გოგელიძის განცხადებით, მისაღებ გამოცდებზე გეოგრაფია არჩევითი საგნების ლიდერია. სტატისტიკურად, მისი ჩაბარების სურვილი ყველაზე მეტ აბიტურიენტს აქვს.
ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, 2016 წელს, გამოცდების ნაწილობრივ ელექტრონულად ჩაბარების დროს, აბიტურიენტებს შინაარსობრივი კუთხით განსაკუთრებული ცვლილებები არ ელით, თუმცა შესაძლოა, შეიცვალოს საგამოცდო დრო.
 „შარშან ჩვენი ტესტი იყო 70-ქულიანი და გახდა 60-ქულიანი, ასევე შარშან საგამოცდო დრო გახდა 2 საათი და 30 წუთი, ნაცვლად 3 საათისა. ჩვენ ვგეგმავთ საცდელ ტესტირებებს, გამოვცდით ამ ელექტრონულ ფორმატს და იმ შემთხვევაში თუ აუცილებლობა იქნება, ბავშვებს გაუჭირდებათ ან დროში ვერ ჩაეტევიან, აუცილებლად დაემატება დრო, თუმცა ქულების რაოდენობა – 60 არ შეიცვლება. ამას ყველაფერს ჩვენ გვაჩვენებს საცდელლი ტესტირება“,- განაცხადა დავით გოგელიძემ გადაცემაში „გამოცდებიდან გამოცდებამდე.“
საგამოცდო პროცედურა
აბიტურიენტებს ისევ ექნებათ საშუალება იმუშაონ შავ ფურცელზე და შემდეგ გადაათეთრონ პასუხების ფურცელზე. ყველა დავალება განთავსებული იქნება ერთ გვერდზე და აბიტურიენტი ორი კლავიშით იმუშავებს, გადავა წინა ან უკანა გვერდზე. რაც შეეხება ღია დავალებებს, ტექსტებს ან დიაგრამებს, ასეთ შემთხვევაში დავალება იქნება მოცემული ერთ გვერდზე, ხოლო კითხვები მეორე გვერდზე.
რეკომენდაციები აბიტურიენტებს
ვურჩევდი აბიტურიენტებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ გეოგრაფიული ტექსტის ანალიზზე, დიაგრამებისა და ცხრილების კითხვაზე და ისეთ დავალებებზე, სადაც საკუთარი აზრის გამოთქმა და არგუმენტირებულად ჩამოყალიბება არის საჭირო, რომელიც მათ ტრადიციულად უჭირთ ხოლმე. უნდა მოემზადონ მე-6 – მე-11 კლასის გრიფირებული სახელმძღვანელოებით.
დავალებების სირთულე, რაოდენობა და შინაარსობრივი მხარე
იქნება არჩევითი სახის დავალებები, რუკის, ცხრილების/დიაგრამების და ტექსტის ანალიზზე.
რაც შეეხება სირთულეს, ჩვენი მოთხოვნები ეყრდნობა ერვნულ სასწავლო გეგმას. რა მოთხოვნებსა და უნარებსაც ითხოვს ეროვნული სასწავლო გეგმა ზუსტად ამას შეესაბამება ჩვენი ტესტები.

No comments:

Post a Comment