Pages

Monday, November 9, 2015

უცნაურია, მაგრამ ფაქტია – ერთი სწორი შეხება და თქვენ ბევრად უკეთ იგრძნობთ თავს

უცნაურია, მაგრამ ფაქტია – ერთი სწორი შეხება და თქვენ ბევრად უკეთ იგრძნობთ თავს. თავი გტკივათ ან ქრონიკული დაღლილობა გაწუხებთ? იქნებ პრედმენსტრუალური სინდრომი გაქვთ და გაღიზიანებული ხართ? დაეხმარეთ საკუთარ თავს ყოველგვარი წამლისა და ექიმის გარეშე…
არსებობს მთელი მეცნიერება, რომელსაც რეფლექსოლოგია ჰქვია და ხელისგულზე არსებული ბიოაქტიური წერტილების ორგანიზმზე მოქმედებას სწავლობს.

ცერა თითი: შფოთვა, თავის ტკივილი

ცერა თითი მჭიდრო კავშირშია ადამიანის ემოციებთან, კერძოდ კი, შფოთვასა და დეპრესიასთან. ასევე, ეს თითი ნაღვლის ბუშტისა და კუჭის მუშაობასაც აკონტროლებს.
თუკი თავს გათანგულად და დათრგუნულად გრძნობთ ან თავის ტკივილი გაქვთ, რომელსაც ერთვის შფოთვა, მოჰკიდეთ ხელი ცერა თითს და ძლიერად დააწექით. ოღონდ არა იმდენად ძლიერად, რომ რაიმე იტკინოთ.
საჩვენებელი თითი: კუნთების ტკივილი, უიმედობა
საჩვენებელი თითი მჭიდრო კავშირშია შიშთან და იმედგაცრუებასთან. შინაგანი ორგანოებიდან კი ეს თითი თირკმელებს აკონტროლებს.
მინესოტას უნივერსიტეტში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტები, რომელთაც თიკმელების პრობლემები ჰქონდათ, შესამჩნევი უკეთესობა შეემჩნეოდათ, როცა მათი მკურნალობის კურსში რეფლექსოლოგია ჩართეს.
გარდა ამისა, საჩვენებელი თითის მასაჟი ამცირებს კუნთების ტკივილს.

შუათითი: სიბრაზე, დაღლილობა

თუკი თავს დაღლილად გრძნობთ, სცადეთ შუათითის დაზელვა.
შუათითი პირდაპირ კავშირშია ადამიანის ემოციებთან, კერძოდ კი, სიბრაზესა და გაღიზიანებულობასთან. გარდა ამისა, ამ თითის მასაჟი ღვიძლის პრობლემებსაც მოგიხსნით.
მსგავსი ვარჯიში იმითაც არის ეფექტური, რომ აუმჯობესებს სისხლის მოძრაობას, შესაბამისად კი, ხსნის შფოთვას, სიბრაზესა და დაღლილობას.

არათითი: უარყოფითი ემოციები, საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა

როცა უღონობას გრძნობთ, ძალა მთლიანად გამოცლილი გაქვთ, სცადეთ არათითის დაზელვა.
მასზე ზომიერი დაწოლა საჭმლის გადამამუშავებელ სისტემასა და სუნთქვით ფუნქციებზე დადებითად მოქმედებს.
მასაჟის შესრულებისას შეინარჩუნეთ სიმშვიდე და აკონტროლეთ სუნთქვა.

ნეკა თითი: ნევროზულობა და სტრესი

თუკი უარყოფითმა ემოციებმა შემოგიტიათ და საკუთარი თავის რწმენასაც კარგავთ, სცადეთ ნეკა თითის მასაჟი.

ხელისგული: გულისრევა, დაძაბულობა

დააჭირეთ ერთი ხელის თითები მეორე ხელისგულს. გააკეთეთ სამი ნელი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. ასევე, გააკეთეთ წრიული მოძრაობა ხელისგულზე.
ხელისგული შინაგანი ორგანოების უმეტესობაზეა პასუხისმგებელი.
გარდა იმისა, რომ ხელისგულის მასაჟი მოგიხსნით გულისრევისა და თავბრუსხვევის შეგრძნებას, ის კუჭ-ნაწლავის პრობლემებსაც შეებრძოლება.

ხელები: სისხლის მიმოქცევა, კონცენტრაცია

იმისათვის, რომ დამშვიდდეთ და რაიმე მნიშვნელოვანზე მოახდინოთ კონცენტრაცია, ერთმანეთს მიაბჯინეთ ორივე ხელისგული და მსუბუქად დააწექით.
ასეთი ვარჯიში არა მხოლოდ დაგილაგებთ თავში აზრებს, არამედ აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც თავის მხრივ, მთელ ორგანიზმს მწყობრში აყენებს.

წყარო: marao.ge

No comments:

Post a Comment