Pages

Monday, November 16, 2015

ახალგაზრდობა იმედი ხვალის - "ყველაფერი შენით უნდა მოიპოვო"


რიგითი ქართველი ახალგაზრდა, გიორგი ხიფაშვილი თავის ფეისბუქის გვერდზე საკუთარ მოსაზრებას გვთავაზობს, რომელმაც ძალიან ბევრი მოწონდება და დიდი გამოხმაურება მოიპოვა, გთავაზობთ უცვლელად:
"არ დაქორწინდეთ, სანამ არ მიხვდებით რომ იმ საქმეს აკეთებთ, რასაც შეგიძლიათ მთელი ცხოვრება მიუძღვნათ. დარჩით მარტო. რაც შეგიძლიათ მეტი ხნით დარჩით მარტო. წადით ოჯახიდან, ნუ დარჩებით იქ, სადაც საჭმელს გიმზადებენ, ოთახს გვიან და სარეცხს გირეცხავენ. უარი უთხარით მშობლებს ძვირფას საჩუქრებზე, ფულსა და მანქანაზე, მამის მეგობრების მიერ შემოთავაზებულ სამსახურზე. იმისათვის რომ შეძლო საყვარელი საქმის კეთება, ყველაფერი რაც გაქვს, შენით უნდა მოიპოვო, შენით უნდა დაკარგო, შენით უნდა შეძლო პრიორიტებების დალაგება. წადით საკუთარი ქალაქიდან. ჯობს უცხო ქალაქში მარტომ ისწავლო ცუდ უნივერსიტეტში, ვიდრე მშობლების გარემოცვაში, საკუთარ ქალაქში, სადაც ყველაფერი ნაცნობია და კომფორტული. ესაა მთავარი. ჩვენ ზრდასრული ადამიანების ნაკლებობა გვაქვს. ჩვენთან დედები შვილებს აბსურდულ ასაკამდე აჭმევენ, აცმევენ და უვლიან, შემდეგ კი დედებს ცოლები ცვლიან. ამიტომ ჩვენ გვყვავს ხელმოცარული, ინფანტილური და ზრდასრულობა ვერ მიღწეული მოხუცები, რომლებიც მომავალ თაობას წამლავენ საკუთარი არასრულფასოვნებით. სანამ ასეა, სულ უფრო ცოტა ადამიანი შეძლებს საკუთარი გზის პოვნას და სულ უფრო მეტი ტანჯვა იქნება ჩვენ გარშემო და ეს ყველაფერი დაბრალდება ცხოვრებას, რომელიც სინამდვილეში ისეთია, როგორც ჩვენ გადავწყვეტთ რომ იყოს და ამ ყველაფერში არანაირი სხვა საიდუმლო არ არის."

No comments:

Post a Comment