Pages

Sunday, December 6, 2015

სტუ-ში ტარდება მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატი პროგრამირებაში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება პროგრამირებაში 2015-2016 წლების სეზონის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატი.

ძირითადი ღონისძიებების განრიგი ასეთია:

5.12 18:00-19:50 - პრაქტიკული ტური

6.12 10:30-16:00 - გუნდური კონტესტი

7.12 9:30-14:00 - პერსონალური ტური

7.12 19:00 - დახურვა

ყველა კონტესტი ჩატარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ზედა კომპიუტერულ დარბაზში

დახურვა ჩატარდება სტუ- ადმინისტრაციულ კორპუსში მე-3 სართულზე მცირე სააქტო დარბაზში.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორი თემურ ზარქუა აცხადებს, მოწვეულია მოსწავლეთა 6-ვე გუნდი, რომლებიც გავიდა რუსეთის ღია გუნდური ოლიმპიადის ფინალში.

„დახურვაზე გვექნება შესაძლებლობა გადავცეთ მედლები, რომლებიც მოიპოვა შარშან ჩვენმა მოსწავლეთა გუნდმა (სხირტლაძე, მაჩაიძე, ცხოვრებოვი)“, - განაცხადა მან.


6 დეკემბერს, 11:00- შემდეგ, დაგვიანებული მონაწილე დარბაზში არ დაიშვება.

No comments:

Post a Comment