Pages

Sunday, December 13, 2015

დედაქალაქის რამდენიმე რაიონს გაზის მიწოდება შეუწყდება


‘’ყაზტრანსგაზ თბილისის“ განცხადებით, ავარიის ლიკვიდაციის მიზნით დედაქალაქის რამდენიმე რაიონს გაზის მიწოდება შეუწყდა. კომპანია ქუჩების ჩამონათვალს ავრცელებს.
„ავარიის ლიკვიდაციის მიზნით დღეს ,13 დეკემბერს 12.00სთ-დან 17.00 სთ-მდე  გაზის მიწოდება შეუწყდა:
წყნეთში – არსენას, ჭავჭავაძის, გრიშაშვილის, ტაბიძის, ვ.ფშაველას, სატყეო უბანის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. (დაახლოებით 500 აბონენტს)
თემქის დას. III მ/რ-ის 4 კვ-ისა და თემქის დას. IV მ/რ-ის კორპუსების მოსახლეობას.
(დაახლოებით 2200-მდე აბონენტს)
დღეს დილიდან მიმდინარეობს ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები და გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე დღის მეორე ნახევარში.
შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, - ნათქვამია ‘’ყაზტრანსგაზ თბილისის’’ განცხადებაში.
cp.ge

No comments:

Post a Comment