შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა იანვარში ჩატარებული მასწავლებელთა საგნის გამოცდის გამოცდაზე გამოყენებულ ტესტები გამოაქვეყნა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, სწორი პასუხები შედეგებთან ერთად მოგვიანებით გამოქვეყნდება.
ცენტრის განმარტებით, იანვარში მასწავლებელთა გამოცდები და ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური პარალელურად ჩატარდა. მათივე ინფორმაციით, იმისათვის, რომ მოესწროს ოლიმპიადის მომდევნო ტურის დროულად ჩატარება და წარმატებულ მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცეთ გაემგზავრონ საერთაშორისო ოლიმპიადაზე, პირველ რიგში დასკანირდება და გასწორებისათვის მომზადდება მოსწავლეთა ნაშრომები, შესაბამისად, პედაგოგების გამოცდის მონაწილეთა ნაშრომების გასწორება მცირე დაგვიანებით დაიწყება.
No comments:
Post a Comment