Wednesday, March 16, 2016

თსუ-ის პროფესორები მიმართვას ავრცელებენ

დღეს შეიქმნა თსუ-ის პროფესორთა საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც 20-მდე პროფესორია გაერთიანებული. პროფესორებმა შეხვედრა გამართეს მეორე კორპუსის ქიმიის აუდიტორიაში და მიმართვა შეიმუშავეს. ჯგუფის მიზანია მოლაპარაკებების უზრუნველყოფა პროფესორებსა და სტუდენტებთან. შეხვედრას სხვადასხვა ფაკულტეტის პროფესორები ესწრებოდნენ

„თსუ-ის პროფესორები უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ უნივერსიტეტში უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენებით. დაუშვებლად მიგვაჩნია არსებულ სიტუაციაში რექტორის გადადგომა. დაპირისპირებულ მხარეებს მოგიწოდებთ კონსენსუსისკენ. ამჟამად არ აქვს მნიშვნელობა,  ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი, რამ მიმგვიყვანა ასეთ დაპირისპირებამდე. ჩვენც მიგვაჩნია,რომ უნივერსიტეტში არის მთელი რიგი პრობლემები, რომელიც გადაჭრას მოითხოვს. გარკვეული ცვლილებებია შესატანი განათლების კანონში და შესაბამისად უნივერსიტეტის წესდებაში. ყოველივე ამის გაკეთება შესაძლებელია პროფესურას, ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის დიალოგით“, -  ნათქვამია მიმართვის ტექსტში. 

No comments:

Post a Comment