18 მაისს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პროფესორ ბელა წიფურიას წიგნის პრეზენტაცია. წიგნი - სახელწოდებით, „ქართული ტექსტი საბჭოთა/პოსტსაბჭოთა/პოსტმოდერნულ კონტექსტში“ - ილიაუნის გამომცემლობამ გამოსცა.
წიგნი ეხება თანამედროვე ქართული ლიტერატურის საკითხებს მეოცე საუკუნის პირველი ნახევრიდან, საბჭოური კულტურული პოლიტიკის დამკვიდრებიდან დღემდე. შესაბამისად, განხილულია ის კულტურულ-ესთეტიკური პრობლემები, რასაც ქართული ლიტერატურა აწყდება ცვალებადი პოლიტიკური, იდეოლოგიური გარემოს პირობებში. ასევე, ნაჩვენებია, თუ როგორ ახდენს მწერლობა ამ პრობლემებზე რეაგირებას. წიგნის პირველ თავში საუბარია ქართული ლიტერატურული ტექსტის კონტექსტუალიზაციის ზოგად პრობლემებზე; მეორე თავში ცალკეული ლიტერატურული ტექსტები განხილულია შემოთავაზებული პრინციპებით; მესამე ნაწილში განხილულია პოსტმოდერნი, როგორც კონტექსტი, და პოსტმოდერნიზმის ზოგადი კულტურულ-მსოფლმხედველობრივი პრინციპები.
წიგნის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.
წიგნის სრული ელექტრონული ვარიანტის ნახვა შესაძლებელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული საცავის საიტზე: http://eprints.iliauni.edu.ge/usr/share/eprints3/data/cgi/users/home?screen=EPrint::View&eprintid=4653
დრო: 18 მაისი, 18:30 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.
No comments:
Post a Comment