Pages

Sunday, May 22, 2016

სტუდენტებს სწავლას ჰაიდელბერგცემენტი დაუფინანსებს

ჰაიდელბერგცემენტი აცხადებს კონკურსს წარჩინებული სტუდენტებისათვის სწავლის დაფინანსების სტიპენდიის მოსაპოვებლად. სტიპენდიის მიზანია ხელი შეუწყოს ტექნიკური სფეროს სტუდენტების მოტივირებასა და მათ შემდგომ დასაქმებას ჰაიდელბერგცემენტის ქარხნებში.
სტიპენდიის პერიოდი, საფასური და სეგმენტი:
  • სტიპენდია სრულად ფარავს ერთი ან ორი წლის სწავლის საფასურს, რომელიც პირდაპირ გადაირიცხება უნივერსიტეტის ანგარიშზე.
  • ბაკალავრის სტუდენტები მიიღებენ სტიპენდიას მესამე და მეოთხე კურსის სწავლის საფასურის დაფინანსებისათვის და მაგისტრატურის სტუდენტები მეორე კურსის სწავლის საფასურის დაფინანსებისათვის.
  • იმ სტუდენტებს, რომელთაც უკვე მოპოვებული აქვთ სახელმწიფო გრანტი დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
საქართველოს ყველა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრის II – III კურსის და მაგისტრატურის I კურსის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ შემდეგ სპეციალობებზე:
  • ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია;
  • მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია;
  • მართვის ავტომატიზირებული სისტემები (პროგრამული ინჟინერია);
  • ცემენტის ტექნოლოგია;
  • სამთო-გეოლოგია;
  • სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია;
  • აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება: GPA 3.2 (4.0 შკალიანი შეფასებიდან) ან საშუალოდ ქულების 85% და მეტი ყველა საგანში;
  • ფლობენ ინგლისურ ენას საშუალო დონეზე
დაინტერესებულ სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
  • ცნობა სასწავლებლიდან;
  • აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი;
  • ერთი სრულყოფილად შევსებული და ხელმოწერილი აპლიკაცია;
  • სამოტივაციო წერილი
  • 2 სარეკომენდაციო წერილი
კანდიდატთა შეფასება მოხდება წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე; არასრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება. ჰაიდელბერგცემენტი პასუხისმგებლობას იღებს წარდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე და მისი განხილვა მოხდება მხოლოდ ჰაიდელბერგცემენტის შერჩევის კომისიის მიერ.
შერჩევის პროცესი შედგება სამი ეტაპისგან:
  • საბუთების წარდგენა; 
  • პროფესიული ცოდნის შემოწმება;
  • გასაუბრება
კანდიდატებმა საბუთები უნდა წარადგინონ ჰაიდელბერგცემენტის სათაო ოფისში დახურულ კონვერტში წარწერით “სტიპენდია მომავალი ინჟინრებისათვის” (მისამართი: თბილისი, ლორთქიფანიძის ქ. 4) ან გამოგზავნოთ ელექტრონულად მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 20 აპრილი. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს ტელეფონზე: +995 32 474747
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment