Pages

Monday, May 30, 2016

სამინისტრომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაამტკიცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაამტკიცა.  ბრძანება 2017 წლის 15 სექტემბრიდან ამოქმედდება და 6 წლის განავლობაში იქნება ძალაში. თუმცა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფირების მიზნებისთვის ბრძანება უკვე ძალაშია შესული.
დოკუმენტის პრეზენტაცია,  რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორი თაობების აღზრდას უნდა შეუწყოს ხელი საქართველოს ზოგადი განათლების სისტემამ, მომავალ კვირას არის ჩანიშნული. როგორც EDU.ARIS.GE-თვის გახდა ცნობილი 7 ივნისს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, თამარ სანიკიძის მონაწილეობით ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის წარდგენა მასშტაბური ღონისძიების სახით იგეგმება.
თუმცა მანადმე EDU.ARIS.GE ეცადა გაერკია, კონკრეტულად რა სახის ცვლილებები შევიდა დოკუმენტში,  რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესს არეგულირებს.
ახალი რედაქციით ძალადაკარგულად გამოცხადდა დოკუმენტის შესავალი. ასევე პირველი კარი, რომელშიც შეტანილი იყო ისეთი საკითხები როგორებიცაა:  სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზების ადმინისტრაციული და კონცეპტუალური საკითხები: ზოგადი განათლების საფეხურები, მათი მისია და მიზნები; განათლების ენები და ენობრივი განათლება; ეროვნული სასწავლო გეგმის საგანმანათლებლო პრინციპები; მეთოდიკური ორიენტირები; მოსწავლეთა რაოდენობა საჯარო სკოლის კლასში; სკოლის საერთო კულტურა; დამრიგებლის მოვალეობები; საგნობრივი კათედრები საჯარო სკოლაში; სასკოლო სასწავლო გეგმა; საგანმანათლებლო რესურსები; მოსწავლის შეფასება; გამოცდის ტიპები; მოსწავლეთა აკადემიური მიღწევის აღიარება; გაცდენები; შინ სწავლება; ინკლუზიური განათლება; შესაბამისად, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხი ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა.
ძალდაკარგულად არის გამოცხადებული მეორე თავის მეათე კარი, რომელიც კლასების მიხედვით საათობრივ ბადეს განსაზღვრავდა. ასევე შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალურ რაოდენობას (პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით),   როგორც ქართულენოვანი, ასევე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებსითვის.
ძალადაკარგულად არის გამოცხადებული მესამე კარის 32 თავი. მესამე კარი კი საგნობრივ პროგრამებს ეხებათ.
რაც შეეხება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმას ის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა შეიმუშავა. დოკუმენტი მოიცავს ზოგადი განათლების ყველა საფეხურისათვის საათების განაწილებას, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებსა და რეკომენდაციებს, მოსწავლეთა აუცილებელ დატვირთვას, იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და ცოდნის) ჩამონათვალს, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველი საფეხურის დამთავრებისას, და ამ უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენის საშუალებათა აღწერას.
ახალი  ეროვნული სასწავლო გეგმა მისი წინამორბედის  მსგავსად სამი კარისგან შედგება:
I კარში წარმოდგენილია სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზების ადმინისტრაციული და კონცეპტუალური საკითხები: ზოგადი განათლების საფეხურები, მათი მისია და მიზნები; განათლების ენები და ენობრივი განათლება; ეროვნული სასწავლო გეგმის საგანმანათლებლო პრინციპები; მეთოდიკური ორიენტირები; მოსწავლეთა რაოდენობა საჯარო სკოლის კლასში; სკოლის საერთო კულტურა; დამრიგებლის მოვალეობები; საგნობრივი კათედრები საჯარო სკოლაში; სასკოლო სასწავლო გეგმა; საგანმანათლებლო რესურსები; მოსწავლის შეფასება; გამოცდის ტიპები; მოსწავლეთა აკადემიური მიღწევის აღიარება; გაცდენები; შინ სწავლება; ინკლუზიური განათლება; სავალდებულო და არჩევითი საგნები; საათობრივი ბადე.
II კარში წარმოდგენილია საგნობრივი სასწავლო გეგმების ზოგადი დახასიათება, საგნის სწავლების მიზნები და ამოცანები, საგნის სწავლების ორგანიზება, საგნობრივი სტანდარტები საფეხურების მიხედვით.
III კარში კი წარმოდგენილია საგნობრივი სასწავლო გეგმების საგნობრივი პროგრამები (შემდგომში – საგნობრივი პროგრამები) კლასების მიხედვით. საგნობრივი პროგრამა განსაზღვრავს, თუ რა უნდა იცოდეს და შეძლოს მოსწავლემ და როგორ უნდა იქნეს მიღწეული საგნობრივი სტანდარტის შედეგები;
უფრო კონკრეტულად კი რა სახის ცვლილებებია შესული  474 გვერდიან დოკუმენტში EDU.ARIS.GE-ს მკითხველი 7 ივნისს შეიტყობს.
ეკა არის© წივწივაძე
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment