Pages

Thursday, June 9, 2016

ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და რუმინეთი ევროკავშირს წერილით მიმართავს, რაც შეიძლება სწრაფად დაუწესდეს საქართველოს უვიზო რეჟიმი

ევროკავშირის ხუთი წევრი სახელმწიფო ევროკავშირს წერილით მიმართავს და მოითხოვს, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმი რაც შეიძლება სწრაფად დაუწესდეს. 

ბულგარეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და რუმინეთის შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრები აღნიშნული წერილის ავტორები არიან. 
ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის დაწესებაზე გადაწყვეტილებას ხვალ, ლუქსემბურგში დაგეგმილ ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების სხდომაზე, ან 20 ივნისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღებენ.
წერილი ევროკავშირის ხუთმა წევრმა ქვეყანამ მას შემდეგ მიიღო, რაც გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ, ევროკავშირის ელჩების სხდომაზე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივა დაბლოკეს. 

წერილში ნათქვამია, რომ საქართველომ უვიზო რეჟიმის მისაღებად შეასრულა ევროკავშირის ყველა პირობა და ახლა ევროკავშირმა უნდა მიიღოს საპასუხო ნაბიჯი.


„გადაწყვეტილების მიღების გადადება ეჭვ ქვეშ დააყენებს ჩვენს სანდოობას და შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოში ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ რეფორმებზე, ისევე როგორც ჩვენს სხვა პარტნიორ ქვეყნებზე“, - ნათქვამია წერილში, რომლის შინაარსსაც ევროპული გამოცემა „ობსერვერი“ გაეცნო. 
ipn.ge

No comments:

Post a Comment