Thursday, June 9, 2016

საქართველოს ექნება უვიზო მიმოსვლა – გერმანიის მთავრობის პოზიცია

საქართველოს ექნება უვიზო მიმოსვლა – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში განაცხადეს.
“კომისიამ დაადასტურა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმების კრიტერიუმების შესრულება საქართველოს მიერ. ამჟამად ბრიუსელში შესაბამის ორგანოებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვიზარეგულაციების ცვლილებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო წინადადებებზე.
ამ კონსულტაციებისას, საქართველოში არსებულ სიტუაციასთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ რა თქმა უნდა, ასევე სიტუაცია ევროკავშირსა და გერმანიაში. იქ ამჟამინდელი სამიგრაციო კრიზისის გამო, გაიზარდა უსაფრთხოების კუთხით არსებული შიში შემდგომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. უსაფრთხოების ამ საკითხებში ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენ ქართველ პარტნიორებთან”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, იმის გამო, რომ ქვეყანაში ჩასულ სხვადასხვა ერს შორის კრიმინალური ქმედებების რაოდენობით ქართველები ლიდერობენ, ევროკავშირი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებით დიდ თავის ტკივილს გაიჩენს.

ცნობისათვის, გუშინ, ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების შეხვედრა გაიმართა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კვლავ ვერ მოხერხდა.

No comments:

Post a Comment