ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ ნაკადში 400-ზე მეტი აბიტურიენტი არ გამოცხადდა, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განახცადა.
მისი თქმით, ეს მთლიანი რაოდენობის 5 პროცენტია. მიმინოშვილის ინფორმაციით, 5-მა აბიტურიენტმა გამოცდაზე დააგვიანა და შესაბამისად მოიხსნა გამოცდიდან.
პირველ ნაკადში დაახლოებით 9327 აბიტურიენტი უნდა გამოხადებულიყო.
როგორც მიმინოშვილმა აღნიშნა, აბიტურიენტების რეგისტრაცია ზუსტად 8 საათზე დაიწყო. 9 საათზე ყველა საგამოცდო ცენტრში დასრულდა რეგისტრაცია, რომელმაც მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. 9 საათზე ყველა საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტისთვის გაიხსნა საგამოცდო ტესტის ფურცელი.
14:00 საათზე დაიწყება მეორე სესიის რეგისტრაცია. 15:00 საათზე აბიტურიენტების შემდეგი ნაკადი დაიწყებს ტესტებზე მუშაობას.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 38 500-ზე მეტი აბიტურიენტი; პირველ გამოცდას ყველა აბიტურიენტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებს.
No comments:
Post a Comment