"ძალიან ბევრ დროს და ენერგიას ვხარჯავთ დირექტორებთან ურთიერთობის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე, რომ სისტემა, მოქმედებდეს“, - განაცხადა „საქმიან დილასთან“ ინტერვიუში განათლების მინისტრმა. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ცვლილებები, რომლებიც განათლების სისტემაში პედაგოგებს ეხებათ „რევოლუციური“ არ იქნება და ის ეტაპობრივად მოხდება.
"ერთი ჯადოსნური გასაღები არც ერთ სისტემას არ აქვს და ყველა და მითუმეტეს ამხელა მასშტაბის სისტემაში ერთდროულად ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მე მაქვს მოსაზრება და ჩემს კოლეგებთან და ექსპერტებთან ძალიან ცხარე დისკუსიები მაქვს ამ თემაზე, რომ სკოლის სასწავლო პროგრამა გადატვირთულია და სკოლა, რომელიც ამზადებს ბალერინასაც, ფიზიკოსსაც, ქიმიკოსსაც და ისტორიის მასწავლებელსაც მასში ცოდნის ისეთი დოზა უნდა იყოს, რომ ყველას ზედმეტი არ ეჩვენებოდეს. ცხადია, რომ ამას რევოლუციური ფორმა არ უნდა ჰქონდეს. ყოველ წელს მასწავლებლის გადამზადება არავის შეუძლია და ამიტომ ევოლუცია უნდა ავირჩიოთ და შესაბამისად, ცვლილებები არ იქნება რევოლუციური“, - განაცხაადა მინისტრმა.
ალექსანდრე ჯეჯელავა საგნობრივ გამოცდებში მასწავლებლების დიდი რაოდენობის ჩაჭრის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საგამოცდო ტესტები დასახვეწია. მისი თქმით, მასწავლებლეს ისეთი საკითხების ჩაბარებაც უწევთ, რომელიც სახელმწიფოს მათთვის არ უსწავლია.
"როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საკუთარ პროფესიაში ვერ ჩააბარა გამოცდა, ძალიან ტრაგიკულად ჟღერს ეს ამბავი. მეორეს მხრივ ნებისმიერ სპეციალობაში იურიდიულ გამოცდას გავაკეთებთ, რომელშიც 80% იურისტების ჩაიჭრება. მათემატიკური გამოცდა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომელშიც ასევე 80% ჩაიჭრება და ეს ვისაც გამოცდებთან შეხება ჰქონია ყველამ უწყის, რომ შესაძლებელია. გამოცდის გართულება უსასრულოდ არის შესაძლებელი. მე ვფიქრობ, რომ ვისაც მოაფიქრდა ისეთი გამოცდების გაკეთება, რომელშიც წინასწარაც მიხვდებოდნენ რა შედეგი დადგებოდა, რაღაც ნეგატიური გეგმა და გათვლა ჰქონდათ ბევრი ხალხი რომ ჩაჭრილიყო.
წარმოიდგინეთ ჩვენ რომ მომავალ წელს ისეთი ეროვნული გამოცდა ჩავატაროთ, სადაც მაგალითად, 78% ჩაიჭრება. ეს აბიტურიენტების ბრალი ვერაფრით იქნება.
ამიტომ ვფიქრობ, რომ თვითონ საგამოცდო სისტემაშია სერიოზული პრობლემა და ეს საგამოცდო სისტემა საფუძვლიანად გადასახედი და პროგრამასთან მისასადაგებელია.
მასწავლებლებს ვთხოვთ, რომ საიდანაც გინდა შენ თვითგანათლდი და შეძელი, რომ ეს ბარიერი გადალახო, რაც ჩემი აზრით ძალიან დიდი უსამართლობაა“, - განაცხადა ჯეჯელავამ.
This comment has been removed by the author.
ReplyDeleteბატონო მინისტრო თქვენეული შეფასება მასწავლებელთა გამოცდებთან შრულ სიმართლეს შეეფერება და ამასთან სამართლიანადაცაა შეფასებული. საკითხები საკმაოზე ბევრია ბარირი დიდი საკითხები ისეტია რომ მისი გადაწყვეტა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს ამასთან პასუხების ფურცელში გადაწერის დრო აღარ რჩება ამასთან შეფასების დროს მხოლოდ თავიანთისეულ გზას განიხილავენ შაბლონის სახით და თუ ცოტათი მაინც არ მოარტყამს გამოსაცდელი 5 ქულიან საკითხში მხოლოდ 1 ქულას წერენ უკეთეს შემთხვევაში, ძალიან არის მოწადინებული გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი რაც შეიძლება ბევრი ჩაიჭრას. თითქოს ეს დიდად სასიხარულო იყოს.ნამდვილად საჭიროებს გადახედვას სასერთიფიკაციო გამოცდების საკითხებისა და შეფასების საკითხები
ReplyDeleteმე მართალია ჩაბარებული მაქვს გამოცდები ... მაგრამ აბსულიტურად ვეთანხმები ბატონ მინისტრს .
ReplyDelete