Pages

Tuesday, August 2, 2016

10 პროდუქტი, რომლებიც ბავშვის ტვინზე დადებითად მოქმედებს

თუ გინდათ, თქვენი შვილი ჭკვიანი და გონიერი იყოს, ამას კვებითაც უნდა შეუწყოთ ხელი. არის პროდუქტები, რომლებიც განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ტვინზე, გონებაზე, მეხსიერებაზე.

1. ორაგული. ეს თევზი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, განსაკუთრებით კი ომეგა-3-ს, რომელიც ტვინის ფუნქციისთვის განსაკუთრებით აუცილებელია. ბავშვს შეგიძლიათ მისცეთ ბოსტნეულთან, გარნირთან, შემწვარი ან მოხარშული.
2. კვერცხი. გული შეიცავს ქოლინს, ელემენტს, რომელიც მეხსიერებას აუმჯობესებს. სკოლის მოსწავლეს შეგიძლიათ სადილზე აჭამოთ მოხარშული, შემწვარი ან ომლეტების სახით. 
3. არაქისის კარაქი და არაქისი (არა მარილიანი). არაქისი E ვიტამინის წყაროა, ანტიოქსიდანტის, რომელიც ტვინში ნერვულ მემბრანებს იცავს. არამარილიანი არაქისი შეგიძლიათ დაამატოთ სალათებში, არაქისის კარაქი კი ძალიან უხდება ახალ პურს. ასევე ძალიან სასარგებლოა თხილი, ნიგოზი, ნუში.
4. ხორბალი. ადამიანის ტვინს ნორმალური ფუნქციონირებისთვის გარკვეული რაოდენობის გლუკოზა სჭირდება. ხორბალი შეიცავს გლუკოზასაც და უჯრედისსაც (რომელიც ჰლუკოზის სისხლში მოხვედრას არეგულირებს), ასევე B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც ნერვულ სისტემას კვებავენ. იყიდეთ თქვენთვისაც და ბავშვებისთვის მსხვილმარცვლიანი პური ან სულაც სახლში აცხვეთ. 
5. შვრია. შვრია საუკეთესო საუზმეა ბავშვისთვის, რადგან შეიცავს E, B ვიტამინებს, თუთიას. ეს ყოველივე ბავშვს ეხმარება ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზებაში. შვრია
შეგიძლიათ, ღვეზელში, ოლადებშიც კი გაურიოთ, ფაფებად დაამზადოთ, თხილეულთან ერთად უბრალოდ მოშუშოთ მშრალ ტაფაზე და იოგურტით ან რძით მიირთვას პატარამ. 
6. კენკრა. მარწყვი, მოცვი, ალუბალი, ჟოლო, მაყვალი, მოცხარი და ა.შ. შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც სიმსივნურ დაავადებებს აღუდგებიან წინ. კვლევებ,ა უჩვენა, რომ მარწყვი და მოცვი მეხსიერებას აუმჯობესებს, ხოლო ჟოლოს, მარწყვის მაყვლის თესლები მდიდარია ომეგა-3-ით. ცოცხალი კენკრა შეგიძლიათ დაამატოთ სალათებში, ბოსტნეულის კერძებში, უმად მიირთვათ, წვენი დაამზადოთ ან მურაბეული.
7. პარკოსნები. ძალიან სასარგებლოა ლობიო, ბარდა, ოსპი. მათში ბევრი პროტეინი და ე.წ. რთული ნახშირწყლებია (რომლებიც ოდნავ ამაღლებენ შაქრის დონეს სისხლში) და უჯრედისები, პლუს ვიტამინები და მინერალები. პარკოსნების მირთმევა შეიძლება როგორც გარნირი, სალათის დანამატი ან ცალკე კერძი.
8. სხვადასხვაფერის ბოსტნეული. პომიდორი, ბროკოლი, ბადრიჯანი, გოგრა, სტაფილო, ტკბილი წიწაკა, სიმინდი, ისპანახი, კიტრი – მკვეზტრი ნაჯერი ფერის ბოსტნეული ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს, რომლებიც დაზიანებულ უჯრედებს აღადგენენ. მიეცით ბავშვებს დაჭრილი ბოსტნეული, მოუმზადეთ სოუსები, სალათები სხვადასხვა ბოსტნეულით. 
9. რძე, ყველი, მაწონი, ხაჭო, არაჟანი. რძის პროდუქტები მდიდარია პროტეინებით და B ჯგუფის ვიტამინებით, ეს ვიტამინი მნიშვნელოვანი კომპონენტია ტვინის ქსოვილის ზრდისთვის. უყიდეთ ბავშვს რძის ნაწარმი, ხაჭო, მაწონი, არაჟანი, ყველი, კეფირი.
10. ნაკლებ ცხიმიანი ძროხის ხორცი. ნაკლებ ცხიმიანი ხორცი რკინისა და თუთიის წყაროა, რომელიც ხელს უწყობს ტვინის ფუნქციის გაუმჯობესებას. C ვიტამინით მდიდარ საკვებთან (პომიდორი, ტკბილი წიწაკა, ფორთოხალი, მარწყვი) მისი მიღება ორგანიზმს რკინის უკეთ ათვისებაში ეხმარება. 
mshoblebi.ge

No comments:

Post a Comment