Pages

Monday, August 8, 2016

პარლამენტის ყოფილი წევრი ნოდარ მოდებაძე მოკლეს

თელავის რაიონის სოფელ აკურაში "აღორძინების პარტიიდან" პარლამენტის ყოფილი წევრი ნოდარ მოდებაძე მოკლეს. 

შემთხვევა ერთი საათის წინ მოდებაძის კუთვნილ ნაკვეთში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი თანასოფლელთან დაპირისპირება გახდა. 

თანასოფლელბს შორის დაპირისპირების მიზეზი მსხვილფეხა საქონელი გახდა. როგორც აკურის მცხოვრებლები ამბობენ, მოდებაძემ თანასოფლელს რამდენჯერმე სთხოვა, რომ მის ტერიტორიაზე მსხვილფეხა საქონელი არ შესულიყო, დღეს კი ადგილზე ჩასულს, დაქირავებული მწყემსი დახვდა, რომელთანაც საქონლის გამო დაპირისპირება მოუხდა. 

მწყემსმა მოდებაძეს სანადირო თოფიდან ესროლა. მოკლულს ზურგის არეში 2 ჭრილობა აქვს მიყენებული. იგი თელავის რეფერეალურ საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და მიმდინარეობს გამოძიება.

pia.ge


No comments:

Post a Comment