სამშაბათს, 22 ნოემბერს, 13:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში განათლების სახლის დამფუძნებელი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე
“წარმატების კანონების შესახებ”
მსმენელს შესალებლობა ექნება გაეცნოს წარმატების მოპოვების დასავლურ გამოცდილებას, რომელიც ჩვენი სინამდივლისთვის ასევე სახელმძღვანელოდ რჩება.
წარმატებული ადამიანების ცხოვრების მაგალითები და კვლევები მათ შესახებ ლექციაზე წარმოდგენილი იქნება სისტემური სახით, რაც მოტივირებულ მსმენელს წარმატებაზე ორიენტირებულს გახდის.
ზაზა ცოტნიაშვილი
სხადასხვა დროს იყო ცხინვალისა და გორის უნივერსიტეტების რექტორი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე და მედიის სკოლის დეკანი, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” გადაცემის “მედია ოკუპირებულ ტერიტორიაზე” თანაწამყვანი, საქართველოს პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის ნამდვილი წევრი;
მონაწილეობდა პროექტების განხორციელებაში: განათლება და ჰუმანიზმი (პოლონეთი, ვარშავა); განათლების მართვა და განვითარების პოლიტიკა (დიდი ბრიტანეთი, ოქსფორდი); განათლებოს ხარისხის მართვა და ბოლონიის პროცესი (ბელგია, ბრიუსელი); თანამედროვე სწავლებისა და სწავლის მეთოდოლოგია, (აშშ, აიოვა);
ლიდერების ცენტრი ღია მსოფლიო-უმაღლესი განათლება-უნივერსიტეტის განვითარების ფონდი (აშშ, ჯორჯია) და სხვა; „შესაძლებლობების შექმნა გორის უნივერისტეტში“, პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ლატვიის საელჩოს მიერ: ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია: „ცოდნის მენეჯმენტის მიმდინარე გამოწვევები“, „ღია სამყარო“-2008, დაფინანსებულია აშშ კონგრესის ბიბლიოთეკის „ღია სამყაროს“ ლიდერთა ცენტრის მიერ და სხვა
კავკასიის დემოკრატიის განვითარების ცენტრისა და განათლების სახლის დამფუძნებლი, პუბლიცისტი და მთარგმნელი კითხულობს ლექციებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისს სახლემწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. იგი არის საქართველოს საპატრიარქოს რადიო “ივერიისა” და განათლების სახლის ერთობლივი გადაცემის “ჩვენი ცხინვალი” ავტორი და წამყვანი;
მისი კვლევისა და ლექციების თემატიკა მრავალფეროვანია: მედია და პოლიტიკა, მედია და სამართლებრივი საკითხები, მედია და კონფლიქტი, ჟურნალისტური ეთიკა, წერითი და ზეპირი კომუნიკაციები, წარმატების კანონები და სხვა.
No comments:
Post a Comment