Pages

Sunday, December 11, 2016

გია მაისაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

პოლიტიკოსი გია მაისაშვილი რამდენიმე თვე ებრძოდა მძიმე სენს. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში, უამრავი გულშემატკივრისთვის, სასიამოვნო ინფორმაცია გამოაქვეყნა:

"დიდი სიხარულითა და მადლიერებით ვატყობინებ მათ ვინც ამდენი თვეების მანძილზე იზიარებდა ჩემს ბრძოლას და ჩვენთვის ლოცულობდა, დღეს საღამოს გადამიღეს გეგმიური ტომოგრაფია თავზე. 

ყველაფერი სასიკეთოდაა, ტვინი აბსოლუტურად სუფთაა, სიმსივნე დამარცხებულია. დაე, დარჩეს სამარადისოდ დათრგუნულ დასამარებული, არაჩვეულებრივ ფორმაში ვარ, ჯანმრთელი სხეული იმარჯვებს, სიცოცხლეს გაუმარჯოს!.."

დღეს ბატონი გია სოციალური ქსელის საშუალებით, ჰიუსტონიდან გამოეხმაურა საზოგადოებას: "მადლობა დიდი, მე ახლა ჰიუსტონში ვარ და ბრძოლა გრძელდება. 27 ში მაქვს მორიგი ტომოგრაფია და თუ ყველაფერი სტაბილურადაა ალბათ იანვრის ბოლოს დავბრუნდები თბილისში და იქ გავაგრძელებ იგივე მკურნალობას. ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ მთავარია სიმსივნე აღარ გაიზარდოს. მადლობა თქვენი განცდებისთვის."


No comments:

Post a Comment