Pages

Thursday, December 22, 2016

მასწავლებელთა განახლებული სქემა სახელმწიფო კომისიამ უკვე დაამტკიცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის განახლებულ სქემას ხელი უკვე მოეწერა.
ამის შესახებ მან EDU.ARIS.GE-ს კითხვის საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტმა განათლების მიმართულებით პრეზიდენტის ფონდის მუშაობის შედეგები შეაჯამა და განათლების სფეროს სპეციალისტებს შეხვდა.
“სახელმწიფო კომისიამ, როგორც ვიცი, გუშინ (19 დეკემბერს) სქემა უკვე დაამტკიცა, პრეზენტაცია შეიძლება ხვალ, შეიძლება ზეგ, ძალიან მალე იქნება”,– განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
რა ცვლილებებია სქემაში – „მასწავლებელი სკოლიდან წავა სხვა მიზეზებით, ეს სქემა სახლში არ გაუშვებს არავის“  

edu.aris.ge

No comments:

Post a Comment