Pages

Thursday, February 23, 2017

სად და როგორ უნდა გავიაროთ რეგისტრაცია 2017 წლის ეროვნული და საგრანტო გამოცდებისთვის – პროცედურები

2017 წლის ერთიანი ეროვნული და სტუდენტთა საგრანტო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს, 23 თებერვალს 10:00 საათზე დაიწყო და 31 მარტს 18:00 საათზე დასრულდება.
პ რ ო ც ე დ უ რ ე ბ ი
რეგისტრაციის პირველი ეტაპის დასრულების, 31 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, 20 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება, საგნის შეცვლა; მაგ.: თუ აბიტურიენტს არჩეული ჰქონდა ქიმია, მაგრამ გადაწყვიტა გეოგრაფიის ჩაბარება. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც (მაგ.: ზოგადი უნარები ქართულად შეიძლება ჩანაცვლდეს ზოგადი უნარების გამოცდით აზერბაიჯანულად ან სომხურად და ა. შ.).
მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ (20 მაისი) საგანთა ჩამონათვალში ცვლილება ვეღარ განხორციელდება. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, მათი არჩევა თუ შეცვლა აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ.
მონაწილეობის საფასური ერთი გამოცდისათვის 10 ლარია. 
სტუდენტებმა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაციის მიზნით უნდა გადაიხადონ საფასური (10 ლარი) და გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ვადებში (31 მარტის 18:00 საათამდე). მონაწილეებმა პირად მონაცემებთან ერთად უნდა მიუთითონ საგანმოცდო ქალაქი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის ტესტირება  2017 წლიდან ქართულ ენაზე ჩატარდება. 
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:
  • ცენტრის ვებგვერდიდან იხ.ბმული – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი ;
  • „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • ვებგვერდზე ipay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურებისსაკომისიო 1 ლარი;
  • საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურებისსაკომისიო 1 ლარი;
  • PayBox თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment