Pages

Tuesday, February 21, 2017

ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუში მსოფლიოში

2010 წელს კრისტის აუქციონზე პაბლო პიკასოს ნახატს - „სიშიშვლე, მწვანე ფოთლები და ბიუსტი“ - სულ 8 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ მსოფლიო რეკორდი დაემხო და ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუში გამხდარიყო ისტორიაში. 

მასში მარი-ტერეზა ვოლტერმა 106,5 მილიონი დოლარი გადაიხადა. 

ცნობილია, რომ ნახატი 1932 წელსაა შესრულებული, ესპანეთში, და ავტორს მის შესაქმნელად მხოლოდ 1 დღე დასჭირდა. 

წინა რეკორდი ეკუთვნოდა  შვეიცარიელი მოქანდაკის ალბერტო ჯაკომეტის ქანდაკებას - “მოსიარულე ადამიანი“, ის 104,3 მილიონად გაიყიდა. შეგახსენებთ, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა პიკასოს შემოქმედება კოლოსალურ თანხად შეფასდა, მაგალითად: 2004 წელს 104.1 მილიონ დოლარად გაიყიდა მისი „ბიჭი ჩიბუხით“.

No comments:

Post a Comment