Pages

Saturday, February 4, 2017

ცხიმისმწველი კოქტეილები


ცხიმისმწველი კოქტეილები – საკმაოდ ეფექტური სასმელია წონის დასაკლებად. კოქტეილის ინგრედიენტები ჯანსაღი პროდუქტებია, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის დაჩქარების ხარჯზე წონის კლებას უწყობენ ხელს. ეფექტი უფრო მაღალია ვარჯიშთან და დიეტასთან ერთად. ხოლო თუ არცერთს მაინც არ გეგმავთ, შეგიძლიათ ამ კოქტეილით ერთი კვება ჩაანაცვლოთ.
ყველა ჩამოთვლილი კოქტეილი მზადდება ინგრედიენტის დაქუცმაცებით, ერთმანეთში არევით და დაბლენდერებით.
  • ნიახურის ღერები, 1 კიტრი, მწვანილეული რომელიც გსურს (ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი და ნიორი).

  • 1 ცალი კიტრი, ½ ლიმონი კანის გარეშე, 100მლ კეფირი, ნიახური, 1 მწვანე ვაშლი, 2 ფურცელი კომბოსტო.

  • ნახევარი ბანანი, 150მლ არაცხიმიანი რძე, დაფქვილი დარიჩინი დანის წვერზე რაც დაეტევა ის ოდენობა და ცოტა ვანილის შაქარი.

  • ნახევარი მსხალი, 1 კივი და 100გრ. ფორთოხლის წვენი;

  • ცოცხალი პომიდორი 1 ცალი, მწვანილი, 2-3 ბოლოკი და 100მლ კეფირი

  • უცხიმო რძე (100გრ.), ერთი მუჭა ნებისმიერი კენკრა, 50გრ. ხაჭო, 1 ჩ/კ თაფლი


ეს ცხიმისმწველი კოქტეილები, არამარტო წონის კლებას უწყობენ ხელს, ასევე უზრუნველყოფენ ორგანიზმს აუცილებელი სასარგებლო ნივთიერებებით და ამცირებენ მადას.

No comments:

Post a Comment