აჭარაში კვლავ უამინდობაა. დიდთოვლობის გამო შუახევის რაიონის 22 სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი ვერ განახლდა, ხოლო ხულოს რაიონში სწავლება 6 საჯარო სკოლაში შეწყდა. უგზოობის გამო პრობლემები შეექმნათ ქედის 12 და ხელვაჩაურის 4 სკოლაში.
მაღალმთიანი აჭარის სკოლებში გაცდენილი გაკვეთილების აღდგენა დასვენების დღეებში მოუწევთ.
„მთელი ღამე თოვდა და დილიდან ქარ-ბუქია, ამის გამო მოსწავლეებმა სკოლებში მისვლა ვერ მოახერხეს და სასწავლო პროცესი 22 სკოლაში შეწყდა. ამ შაბათ-კვირას გზები გაიწმინდება და ჩაშლილი გაკვეთილები მომავალ შაბათს აღდგება“, – განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას შუახევის რაიონული რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ გოგრაჭაძემ.
მოამზადა თამუნა ხოზრევანიძემ
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment