Pages

Wednesday, February 8, 2017

ფიზკულტურის მასწავლებლების გადამზადებას მანდატურის სამსახური და დირექტორი გააკონტროლებს

დირექტორების „იძულება“, ფიზკულტურის პედაგოგების გადამზადება და მანდატურის სამსახურის ჩართვა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში.  განათლების სამინისტრო სკოლებში სპორტული ცხოვრების გააქტურების მიზნით საგანგებო ღონისძიებების გატარებას აპირებს.
სამინისტროს ინიციატვით, დირექტორების საქმიანობის მონიტორინგის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცეავა სკოლებში სპორტის გაკვეთილების ჩატარებას და ბაშვების ჩათულობის ხარისხს. მიმდინარე წელს დაიწყება  ფიზკულტურის პედაგოგების გადამზადებაც,პროცესის ზედამხედველობა კი მანდატურის დეპარტამენტს დაევალება.
„სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ სპორტულ ცხოვრებაში მოსწავლეთა ჩართულობა 5-დან 7 პროცენტამდეა, რაც საგანგაშო მაჩვენებელია.  ბევრ სკოლაში გვაქვს ინფრასტუქტურის პრობლემა და ჯამში გვჭირდება 830 მილიონი ლარი, რომ ეს მოგვარდეს, თუმცა მანამდე ჯანსაღი ცხვრება უნდა გააქტიურდეს იმ საშუალებებით რაც ამ ეტაპზე გვაქვს. მიმდინარე წელს, თვისუფალი გაკეთილების ხარჯზე სკოლებს დაემატება სპორტის ორი საათი, გარდა ამისა, მიმდინარეობს დირექტორებთან მუშაობა, მათ უნდა „დააძალონ“, რომ ბავშვები აქტიურად ჩაერთოს სპორტულ ცხოვრებაში.  ჩვენ ვეუბნებით დირექტორს, რომ მისი საქმიანობის მონიტორინგის დროს  გათვალისწინებული იქნება ტარდება თუ არა ყველა გაკვეთილი და რამდენად ჩართულია იქ ყველა ბავშვი.“-განმატავს ალექსანდრე ჯეჯელავა.
მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე სასწავლო წელს ეტაპობრივად დაიწყება საჯარო სკოლებში დასაქმებული  ფიზკულტურის პედაგოგების გადამზადებაც. ამ პროცესში განათლების სამინისტროსთან ერთად სპორტული ფედერაციები ჩაერთვებიან.
„ინფრასტრუქტურის გარდა, ჩვენ რეალურად გავქვს სპორტის პედაგოგების პრობლემაც. ეს ადამიანები პრაქტიკულა დარჩენილები არიან სქემის გარეთ.  მიმდინარეობს მუშაობა ამ სქემაზე და მათთვის მისანიჭებელი კრედიტების სისტემაზეც. ამ ეტაპზე  გვყავს პარტნიორი სპორტული ფედერაციები, რომლებიც უკვე მარტიდან ეტაპობრივად განახორციელებენ  პედაგოგების გადამზადებას. ფეხბურთის, ფრენბურთის და რაგბის ფედერაციები თანახმანი არიან პროცესში ჩაერთონ. გადამზადდება ყველა ფიზკულტურის მასწავლებელი, წელს ისინი ვერ მიიღებენ კრედიტ ქულებს, თუმცა მომდევნო წლებში ეს საკითხი მოგვარდება. აქცენტს ვაკეთებთ ისეთ სახეობებზე, რომლებსაც არ სჭირდებათ ძვირიანი იფრასტრუქტურა. მაგალითად არსებობს რაგბის სახეობა თაჩ-რაგბი, რომ უყუროთ იგივეა, რაც დაჭერობანას თამაში ბურთით, ძალიან სახალისოა, ვაპირებთ მსგავსი აქტივობების შემოტანას.  სიახლეა, რომ  ეს პროცესი მთლიანად დაექვემდებარება მანდატურის დეპარტამენტს და სურვილის შემთხვევაში თავად მანდატურებსაც ექნებათ საშუალება სპორტული გადამზადება გაიარონ“, – ამბობს განათლების მინისტრი.
მისივე თქმით, სპორტული ფედერაციის მიერ გადამზადებული მანდატური ფიზკულტურის მასწავლებლის კონკურენტი არ გახდება. მანდატურის ფუნქციებში უფრო ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა იქნება.
„სწავლების უფლება ექნება სკოლის პედაგოგს, ამ შემთხვევაში  მანდატურის სამსახურს ვიყენებთ ადმინისტრაციულად.  თუ დავუშვათ იქნება ისეთი პედაგოგი, რომელზეც ფედერეაცია გვეტყვის, რომ არ დადის  გადამზადებაზე, მაგ შემთხვევაში შევეცდებით, რომ ეს პედაგოგი მაინც იყოს ვთქვათ ჩართული პროცესში და მანდატური დაეხმაროს.  ჯანსაღი ცხოვრების წესის თემა მარტო ბურთის გაგორება ხომ არ არის? მანდატურს თუ ექნება ინტერესი რომ ბავშვებს ესაუბროს ამ თემაზე, ძალიან კარგი იქნება. დავუშვათ მოზარდს ხედავს, რომ უმოძრაოა და შესვენებაზე ჩამძვრალია ტელეფონში, უნდა უთხრას, რომ გაირბინე-გამოირბინე და რჩევა უნდა მისცეს. ერთი სიტყვით კამპანია უნდა ავწიოთ რომ, ჯანსაღი ცხოვრების გააქტიურება სკოლებში  ყოველთვის სერიოზული თემა იყოს“, – აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავა.

No comments:

Post a Comment