Pages
▼
Thursday, February 2, 2017
თსუ-ს კურსდამთავრებული Google-ის ლონდონის ოფისში დასაქმდა
თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტმა 24 წლის გიორგი მეგრელმა კომპანია Google-ში დაიწყო მუშაობა. ვიდრე კომპანიიდან დადებით პასუხს მიიღებდა, გიორგიმ შერჩევის დიდი და რთული გზა გაიარა. მანამდე კი, იყო ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლა, სადაც როგორც გიორგი აღნიშნავს, პედაგოგებმა შეაყვარეს ტექნიკური საგნები. შემდეგ იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
- ბაკლავრიატში სწავლის განმავლობაში გავიცანი და დავუმეგრობდი რამდენიმე პროფესორს, ვისწავლე ძალიან ბევრი ახალი რამ, სხვა რაკურსით დავინახე ის, რაც აქამდე ვიცოდი და ყველაზე მნიშვნელოვანი _ აკადემიურ კულტურას გავეცანი... უნივერსიტეტმა ძალიან ბევრი რამ მომცა…მასწავლა თუ, როგორ მესწავლა და გამერჩია სიახლეები…- გიორგი მეგრელი.
No comments:
Post a Comment