2017 წლის 17 მარტს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა დოკუმენტური ფილმის „ევროპა საქართველოში - დიუმას ნაკვალევზე“ ჩვენება.
ფილმის რეჟისორია დოკუმენტალისტი თომა ჩაგელიშვილი, წამყვანი - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.
ფილმი შექმნილია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით.
ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ თავად რეჟისორი თომა ჩაგელიშვილი და აკაკი ჯამბურია - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროკავშირის დახმარებების პროგრამის კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
ფილმის დასრულების შემდეგ რეჟისორმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და შთაბეჭდილებათა წიგნში ჩანაწერიც გააკეთა.
ფილმის ჩვენება მსოფლიო პრემიერის დღეს მიეძღვნა.
No comments:
Post a Comment