Pages

Monday, March 13, 2017

რა არის ბოლონიის პროცესი?

1999 წლის 19 ივნისს ევროპის 29 ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრებმა მსოფლიოს უძველეს საუნივერსიტეტო ქალაქ ბოლონიაში ხელი მოაწერეს დეკლარაციას (ბოლონიის დეკლარაცია), რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის შექმნის პროცესს.
ბოლონიის პროცესის მიზანია ეროვნული საგანმანათლებლო სისტემების დაკავშირებისათვის გარკვეული საშუალებებისა და ინსტრუმენტების შემუშავება.
თუ 2010 წლამდე ბოლონიის პროცესის ძირითადი მიზანი უმაღლესი განათლების ერთიანი ევროპული სივრცის ჩამოყალიბება იყო, ლუვენის კომუნიკეს მიხედვით მომდევნო დეკადისათვის მთავარი პრიორიტეტები ასე გამოიყურება:
• სოციალური განზომილება;
• მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლა;
• დასაქმება;
• სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება;
• განათლება, კვლევა და ინოვაცია;
• მობილობა;
• მონაცემების შეგროვება;
• მრავალმხრივი გამჭვირვალე მექანიზმები;
• დაფინანსება;
ვინ არის ჩართული ბოლონიის პროცესში?
ამჟამად, ბოლონიის პროცესში ჩართულია ევროპის 49 ქვეყანა. საქართველო აღნიშნულ პროცესს შეუერთდა 2005 წელს, ბერგენის სამიტზე.
ბოლონიის პროცესის მონაწილე ქვეყნები წარმოდგენილნი არიან როგორც სამთავრობო, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და დამსაქმებლების დონეზე.
პროცესის ძირითადი მონაწილეები არიან:
ბოლონიის დეკლარაციაზე ხელმომწერი ქვეყნების უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელი მინისტრები; ევროსაბჭო; ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA), უმაღლესი პროფესიული განათლების ინსტიტუტები (EURASHE), ევროპის უნივერსიტეტების სტუდენტური კავშირი (ESU), ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო (ENQA), გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (UNESCO); განათლების პან-ევროპული საერთაშორისო სტრუქტურა; ბიზნესევროპა .
www.ehea.info

No comments:

Post a Comment