სკოლის საგაზაფხულო არდადეგები მომდევნო წელს შესაძლოა ქვეყნის რეგიონებში სხვადასხვა დროს, საკურორტო სეზონების გათალისწინებით გამოცხადდეს. ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე ისაუბრა, რომელსაც EDU.ARIS.GE ესწრებოდა.
„ჩვენ ინტენსიურად ვსაუბრობთ ეტაპობრივ არდადეგებზე და თქვენთან წინასწარ განვიხილავთ ამ საკითხს. ეს ნიშნავს რომ სხვადასხვა რეგიონს, სხვადასხვა სკოლებს სხვადასხვა დროს ჰქონდეთ ეს არდადეგები. იმისთვის, რომ სეზონზე გადაფარვა არ მოხდეს, მაგალითად მაღალი ფასების გამო, ზოგჯერ ვერ მიეკარები ბაკურიანს და გუდაურს. ბევრ ქვეყანაში არდადეგები ასეა. შეიძლება ასე იყოს, რომ მაგალითად კახეთს ერთ კვირაში ჰქონდეს არდადეგები, იმერეთს – მეორეში, სამეგრელოს -მესამეში და ა.შ. ამის მიზეზი ზუსტად ის არის, რომ ფაქტიურად ყველას ჰქონდეს საშუალება ამ პერიოდში დაისვენოს. ანუ ეს ინიციატივა კურორტების განვითარებისთვისაც კარგია და ჩვენთვის მთავარია, რომ კარგია ჩვენი მოსწავლეების ჯანმრთელობისთვისთვის“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ამასთან, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, განათლების სამინისტრო საგაზაფხულო არდადეგებზე სპორტული ბანაკების დაფინანსებასაც გეგმას, რომელიც პირველ ეტაპზე საპილოტე რეჟიმში იფუნქცონირებს.
„წლების შემდეგ, გაზაფხულის არდადეგები პირველდ ტადება და არის სიახლეები. სამინისტროს მხრიდან შემოთავაზებული იყო მოსწავლეთა სპორტულ ბანაკებში მონაწილეობა. იმის გამო, რომ პროექტი ძალიან ფორსირებულად დაიწყო, დასაწყისში გათვლილი გახლავთ მხოლოდ მცირეკონტინგენტიან სკოლებზე. თუმცა შედეგ საპილოტე პროექტი როგორც გვაჩვენებს, ის ყველა სკოლას შეეხება. მთავრობის სხდომაზე უნდა დამტკიცდეს ის დაფინანსება, რომელიც ბავშვევბს ექნებათ“,-განუმარტა დირექტორთა საბჭოს წევრებს განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment