Pages

Sunday, March 5, 2017

საგამოცდო ტექნიკა: როგორ მივაღწიოთ მაღალ შედეგებს

საგამოცდო სეზონი მოახლოვდა: გთავაზობთ მეთოდებს, რომლებიც დაგეხმარებათ მაქსიმალურად გამხნევდეთ საგამოცდო დარბაზში ყოფნისას.
მომზადება
საგამოცდო თემის რამოდენიმე, ძირითადი საკითხი ჩაიწერეთ შენიშვნის სახით. დილით, გამოცდის დაწყებამდე გადაავლეთ თვალი ჩანაწერს, ეს დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი საკითხების კიდევ ერთხელ გახსენებასა და დამახსოვრებაში.
გამოცდის კანდიდატი სხვადასხვა სტრესულ გარემოებებისა და სიძნელეების წინაშე იმყოფება. ამიტომ, გამოცდის წინ სრულფასოვნად მიიღეთ საკვები და დალიეთ ბევრი წყალი. ასეთ სიტუაციაში ძალიან კარგია ბანანის და წყლის მიღებაც – ეს ხელს უწყობს გამძლეობის შენარჩუნებას და გონების ნორმალურ ფუნქციონირებას.
გამოცდამდე ცოტაოდენი დრო შეეცადეთ მშვიდად ყოფნასა და მოდუნებას დაუთმოთ. ეცადეთ არ იღელვოთ და არ დაიძაბოთ. არ გირჩევთ გამოცდაზე გასვლის წინ მოერიდეთ გადაიტვირთვასა და სტრესს: რაც გულისხმობს მოერიდოთ ინტერნეტს, ტელევიზორის ყურებით, ტელეფონზე საუბარს, ხმამაღალი მუსიკის მოსმენას და მეგობრებსაც კი. ამის მაგიერ აჯობებს მშვიდ გარემოში გაისერინოთ და ყურსასმენის საშუალებით წყნარ მუსიკას მოუსმინოთ. შეასრულეთ ნელი, რითმული სუნთქვის ვარჯიშები და დაასვენეთ თვალები.
გამოცდაზე
უპირველეს ყოვლისა … ნუ დაიწყებთ საგამოცდო ტესტის ერთდროულად გადაფურცვლას. პირველი 10 საკითხი ყოველთვის ექვივალენტურია ტესტის ბოლოს მოცემული 10 საკითხის. კანდიდატების მიერ რთული შეკითხვების გამორჩევა პასუხის გასაცემად, რაც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, გამოცდაზე დაშვებული ყველაზე დიდი შეცდომაა. დაიწყეთ პირველი გვერდიდან და მიყევით, რათა სწორად შეაფასოთ რა გაქვთ გასაკეთებელი. ეს დროსაც დაგიზოგავთ. ამასთან, ყველა მოცემულ კითხვაზე სწორი პასუხი განსაზღვრავს თქვენს მაღალ შეფასებას.
გამოიყენეთ მონიშვნის სქემა, თქვენი პასუხებისთვის. მაგალითად, მათემატიკაში დასმულ კითხვაზე, მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე შეფასების ქულა არსებობს, აირჩიეთ რა ქულა გინდათ შეფასებისას და მუშაობის პროცესში ყველა სხვა დანარჩენი შეფასების ნიშნები დაივიწყეთ. დავალებას მიაწერეთ ტექსტის სახით, როგორ მიხვედით შეკითხვიდან სწორ პასუხამდე. შეეცადეთ გამოიყენოთ სიტყვები, რომლებიც გასაგებს გახდის თქვენს მიერ დავალების ამოხსნის პრინციპს. თავი აარიდეთ გრძელ წინადადებებს. ასეთი წინადადებების დაწერა რთულიცაა და კითხვისას დიდი დრო მიაქვს. გამომცდელები უამრავ საგამოცდო ნაშრომს ამოწმებენ, დიდი ტექსტებით ნუ გააღიზიანებთ მათ. შეეცადეთ მოკლედ და გასაგებად დაწერილი დავალებით გაუადვილოთ მათ ეს საქმე.
მეცნიერების სფეროზე დასმულ შეკითხვებზე, რომლებიც 2-დან 4 ქულამდე ფასდება, მოიქეცით შემდეგნაირად: დაწერეთ ერთი ან ორი წინადადება, რომლებიც გადმოცემს ფაქტებს და ბოლოს მესამე წინადადება, რომელიც ამ ფაქტებს აერთიანებს დასმულ კითხვასთან.
არასოდეს დაიწყოთ პასუხის წერა სიტყვით ”იმიტომ რომ” ან ”თუნდაც”, მაშინაც კი, თუ შეკითხვა იწყება სიტყვით ”რატომ” და ”იმ შემთხვევაში თუ”, რადგან ჩამოთვლილი სიტყვების გამოყენების გარეშე, პასუხი არის უფრო დამაჯერებლი და ცოდნის დონეს გაცილებით უკეთ გამოხატავს.
გამოცდის შემდეგ
გადით გარეთ. დალიეთ წყალი, საკვებიც მიიღეთ და ცოტა დაისვენეთ. ნუ დაიწყებთ გამოცდის განხილვას მეგობრებთან – ეს დაძაბულობას იწვევს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს გამოცდის არც ერთი მონაწილისათვის. გაითვალისწინეთ, რომ ამ გამოცდის შემდეგ, ისევ გამოცდა გელით, ამიტომ დაუბრუნდით ზედა პუნქტებს – იყავით სიმყუდროვეში, მოდუნდით, აღიდგინეთ ენერგია. თუ თქვენ გაქვთ რამოდენიმე დღე შემდეგ გამოცდამდე, დაისვენეთ სათანადოდ – წადით კინოში, საცურაო აუზზე ან წაიკითხეთ წიგნი და რაც მთავარია, ეცადეთ ღამე კარგად გამოიძინოთ. ამის შემდეგ თქვენ სრულიად მზად იქნებით მომდევნო გამოცდისთვის.
წყარო: http://www.telegraph.co.uk

No comments:

Post a Comment