შიდა საგაკვეთილო დაკვირვებისთვის მასწავლებელი მოიპოვებს 2 კრედიტქულას, თუ მის მიერ ჩატარებული გაკვეთილი და რეფლექსია დადებითად შეფასდება.
გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 32. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულათა ჯამური რაოდენობის 75%-ს, ანუ მინიმუმ 24 ქულას.
სპორტის გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 28. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულათა ჯამური რაოდენობის 75%-ს, ანუ მინიმუმ 21 ქულას.
მასწავლებლის რეფლექსიის შეფასების მაქსიმალური ქულაა 4. რეფლექსია დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულათა მაქსიმალურ რაოდენობას.
მასწავლებლის რეფლექსიის შეფასება კი შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოხდება:
- მასწავლებელი აანალიზებს და აფასებს მის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს, მიღწეულ შედეგებს;
- მასწავლებელს დასაბუთებული აქვს გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობების ეფექტურობა მიზნის მისაღწევად;
- მასწავლებელი აღნიშნავს, მოხდა თუ არა გაკვეთილის გეგმის / განსაზღვრული აქტივობების მოდიფიცირება გაკვეთილის მსვლელობისას, აღწერს და ასაბუთებს ამ ცვლილებების აუცილებლობას;
- მასწავლებელი აანალიზებს გამოვლენილ ხარვეზებს / დაშვებულ შეცდომებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები, სახავს საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესების გზებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების განახლებული სქემის თანახმად, იმისათვის, რომ პრაქტიკოსმა მასწავლებელმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვოს საგნისა და პროფესიულ უნარებში გამოცდის ჩაბარების გარდა, საჭიროა 2 გაკვეთილის წარმართვა, რომელზეც დაკვირვებას ახორციელებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფი, რაც ჯამში ფასდება 4 კრედიტით. ხოლო, იმისათვის, რომ უფროსმა მასწავლებლებმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვოს, საჭიროა მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ გაკვეთილზე დაკვირვება – 3 დაკვირვება, თითო დაკვირვება 2 კრედიტქულით ფასდება, რაც ჯამში 6 კრედიტქულას შეადგენს;
იხ.: დოკუმენტი
http://liberali.ge
No comments:
Post a Comment